კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ სკდება ქუსლებზე კანი ზამთარში და როგორ მოვირჩინოთ ის

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კანის სიმშრალე და დახეთქილი ქუსლები, განსაკუთრებულ პრობლემას ზამთრის დღეებში ქმნის, როდესაც თხელი წინდის ჩაცმისას, იგრძნობა წვა, ტკივილი, გაუხეშებული კანი მას ხევს და დისკომფორტს განიცდის ადამიანი. ეს პრობლემა, ძალიან ბევრ მანდილოსანს აწუხებს. ძირითადად, ქუსლებზე კანი მაშინ სკდება, როცა ის ზედმეტად გამომშრალია და ელასტიკურობას კარგავს.
ნახეთქების გაჩენა შეიძლება, გამოიწვიოს კანის არათანაბარმა გადაჭიმვამ. ზაფხულში ტენის გამო კანის ზედაპირული შრე იჭიმება, ხოლო ზამთარში სკდება. ქუსლები ხშირად აქვს დახეთქილი, ვისაც აწუხებთ კანის დაავადებები, ენდოკრინული დარღვევები. გარდა ამისა, ნახეთქები შეიძლება იყოს ავიტამინოზის, შაქრიანი დიაბეტისა და გასტრიტის ნიშანიც. ცივ სეზონზე მაპროვოცირებელ ფაქტორად შეიძლება, იქცეს სინთეტიკური წინდებისა და მოუხერხებელი ფეხსაცმლის ტარება, ხოლო საზაფხულო ღია ფეხსაცმელში ფეხები საერთოდ დაუცველია.
ამ პრობლემის მოგვარება რთულია, თუმცა არა – შეუძლებელი. ამისთვის საჭიროა, სამკურნალო პროცედურების რეგულარული ჩატარება და დამატენიანებელი საშუალებების ინტენსიურად, ყოველდღიური გამოყენება.  
შეგიძლიათ, სახლის პირობებში იმკურნალოთ უსაფრთხოდ და გარკვეული პროცედურებით, საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწიოთ.
ზოგადად, დახეთქილი ქუსლების სამკურნალო ძირითადი საშუალებაა ვაზელინზე დამზადებული პრეპარატები. სუფთა ვაზელინი არბილებს კანს და ხელს უწყობს მის დატენიანებას. ძილის წინ ფეხები დაიბანეთ ბორის მჟავას ხსნარით, რომელსაც გააზავებთ ცხელ წყალში – 1 ჩაის კოვზი ბორის მჟავა 1 ლიტრ წყალზე. შეგიძლიათ, სარეცხის საპონიც გამოიყენით და თბილი წყლითა და საპნით კარგად დაიბანოთ ფეხები. შემდეგ, კარგად შეიმშრალეთ, ნახეთქებზე წაისვით ვაზელინი და დაიკარით ლეიკოპლასტირი. გაიჩერეთ დილამდე. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ საღამოს, სანამ ნახეთქები საბოლოოდ არ გაქრება.
აიღეთ თანაბარი რაოდენობის ფუტკრის ცვილი, პარაფინი და სალიცილის მჟავა, ცეცხლზე შეათბეთ და ერთმანეთში კარგად აურიეთ. მიღებული ნარევი ნაჭერზე გადაიტანეთ და დაიფინეთ  დახეთქილ ქუსლებზე. კარგად გადაიხვიეთ დოლბანდით და მთელი ღამე გაიჩერეთ. შემდეგ, გაიკეთეთ საპნიანი და სოდიანი წყლის აბაზანა, მოიცილეთ ცვილის აპკი და ქუსლი პემზით დაიმუშავეთ. ეს პროცედურა ჩაიტარეთ რამდენჯერმე.
ღრმა ნახეთქების ინფიცირების თავიდან ასაცილებლად, დახეთქილი ქუსლები ანტიბიოტიკის შემცველი მალამოთი დაიმუშავეთ – წაისვით და წრიული მოძრაობით დაიზილეთ.
ქუსლების მკურნალობისას უპირატესობა მიანიჭეთ კრემებს, A და F ვიტამინების შემცველობით. მკურნალობის გარეშე, ქუსლის ნახეთქებში სოკო ჩაჯდება. ამის თავიდან ასაცილებლად, შეგიძლიათ, გამოიყენოთ სოკოს საწინააღმდეგო მალამოები, რომლებიც აფთიაქში იყიდება.
სოდიანი, თბილი წყლის აბაზანები არბილებს ფეხის კანს და კარგია სკრაბის გამოყენებაც. სოდიანი წყლით დარბილებული ფეხები კარგად გაიხეხეთ პემზით ან სპეციალური ჯაგრისით. გარქოვანებული კანის დროულად მოცილება აუცილებელია. დახეთქილი ქუსლები დარბილდება და გლუვი გახდება, თუ ყოველდღე, თბილი აბაზანის შემდეგ, ნახეთქებში შეიზელთ ზეითუნის ზეთს. არაჩვეულებრივია, დროდადრო კანის ცხიმოვანი კრემით დაზელა. ასეთი მასაჟი გააძლიერებს ქუსლებსა და ტერფებში სისხლის მომოქცევას, ხელს შეუწყობს ნახეთქების შეხორცებას. ეს პროცედურები ჩაიტარეთ ძილის წინ, მერე კი ბამბის წინდები ამოიცვით.
მოხარშეთ კარტოფილი კანიანად. მიისრისეთ ქუსლებზე თბილი მასა. კარგი იქნება თუ შეძლებთ და ნახევარი საათით გაიჩერებთ ფეხზე. შემდეგ, გაიწმინდეთ ნაჭრით და წაისვით ფეხის ცხიმიანი კრემი. გაიმეორეთ აღნიშნული პროცედურა 5 დღის განმავლობაში.
ასევე, ქუსლის ნახეთქების საუკეთესო წამალია ქორფა კომბოსტოს ფოთოლი - მიიდეთ ღამით ქუსლებზე და გადაიხვიეთ. დილით კი, ნახეთქებზე წაისვით დამარბილებელი კრემი.
ზედაპირულ ნახეთქებს მოაშუშებს გახეხილი ვაშლისა და ხახვის საფენები - აიღეთ წვნიანი ვაშლი ან ხახვი და გახეხეთ წვრილად. მიღებული პიურე მოათავსეთ ქსოვილზე, მიიდეთ ქუსლზე და დოლბანდით კარგად გადაიხვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ რამდენიმე დღე.
ღრმა ნახეთქებს კი უხდება მწვანე პომიდორი. გახეხეთ, მასა მოათავსეთ ქსოვილზე და დაიდეთ დახეთქილ ქუსლებზე. გაიჩერეთ რამდენიმე საათით ან მთელი ღამით. შემდეგ თბილი წყლით დაიბანეთ და დამარბილებელი კრემი წაისვით.скачать dle 11.3