კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 როგორ ნერგავდნენ, ბერიას ბრძანებით, საბჭოთა მზვერავები აგენტ-ორეულებს უცხო ქვეყნებში

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

ლავრენტი ბერია არაერთი ინოვაციის ავტორი იყო. მან მრავალი ახალი  იდეა დანერგა ცხოვრების სხვადასხვა სფეროებში. ზოგიერთი ბერიასეული იდეა თავდაპირველად ფანტასტიკურად, განუხორციელებლადაც კი, ეჩვენებოდათ მავანთ. თუმცა, ბერია მაინც ახერხებდა მათ დანერგვას და დიდი სარგებლობაც მოჰქონდა საქმისთვის. ერთ-ერთი ასეთი ინოვაცია იყო, ეგრეთ წოდებული, „ორეულები“, რომელიც მან 1939 წელს მოიფიქრა და „ენკავედეში“ განახორციელა. გენერალი პავლე სუდოპლატოვი ყვებოდა: „1939 წელს ბერიამ მე და საგარეო დაზვერვის უფროსი პაველ მიხაილოვიჩ ფიტინი დაგვიბარა და გვითხრა:
– ერთი იდეა მაქვს, ამხანაგებო. მომისმინეთ და შეაფეასეთ. მაინტერესებს, რას იტყვით, რამდენად შეიძლება, მისი განხორციელება.
– ბრძანეთ, ლავრენტი პავლოვიჩ, – თქვა ფიტინმა.
ბერიას გაეღიმა და დაიწყო:
– თითქმის ყველა ადამიანს ჰყავს ორეული. ჩემი აზრით, ჩვენ უნდა შევარჩიოთ იმ ადამიანთა ორეულები, ევროპული ქვეყნების დაზვერვის საშუალო რგოლებში რომ მუშაობენ და პერსპექტიულები არიან. მათი ორეულები ჩვენ უნდა მოვამზადოთ და გავწვრთნათ. შემდეგ ჩავატაროთ შეცვლის ოპერაცია და ყოველმხრივ შევუწყოთ ხელი მათ კარიერულ წინსვლას. ამასთანავე, გასათვალისწინებელია, რომ შესაცვლელი ობიექტი უნდა იყოს უცოლო. სასურველია, მათ არც მშობლები ჰყავდეთ და არც დედმამიშვილები. რას იტყვით, ნამეტანი გიჟური იდეა ხომ არაა?
სიმართლე რომ ვთქვა, მე და პაველ მიხაილოვიჩს, თავდაპირველად, არარეალურად მოგვეჩვენა ბერიას ეს იდეა და პირდაპირ ვუთხარით მას ამის შესახებ. ბერიას გაეცინა და გვკითხა:
– მაინც, რაში ხედავთ სირთულეს?
– ძირითადად, აგენტი-ორეულის მომზადებაში, ლავრენტი პავლოვიჩ, – უთხრა ბერიას პაველ მიხაილოვიჩ ფიტინმა.
– კარგი. გასაგებია. თქვენ ახლა წადით, კარგად მოიფიქრეთ ყველაფერი და ორ კვირაში მომახსენეთ, რა არის საჭირო ამ იდეის განსახორციელებლად. ანუ, რა გჭირდებათ საამისოდ. მე კი, შევეცდები, ყველაფერი გავაკეთო.
ორი კვირის შემდეგ, მე და ფიტინმა ბერიას ამ ქვედანაყოფის ფუნქციონირებისთვის საჭირო ჩამონათვალი მივუტანეთ. მან (ბერიამ) ყურადღებით წაიკითხა ჩვენი ნაშრომი და იმავე დღეს საგარეო დაზვერვას შეემატა ზესაიდუმლო განყოფილება, რომელსაც ორეულები ეწოდა. ბერია აქტიურად მონაწილეობდა მის ფუნქციონირებაში. პირადად არჩევდა შესაცვლელი ობიექტების კანდიდატურებს და თვალყურს ადევნებდა მათი მომზადების პროცესს. როცა შეცვლის ოპერაცია განხორციელდებოდა, ბერია უკვე მის კარიერულ წინსვლას აკვირდებოდა“.
ეგრეთ წოდებულ, „შეცვლილ ობიექტებს“, რომლებიც მოსკოვში ჩამოჰყავდათ, „ლუბიანკის” (საბჭოთა უშიშროების შტაბბინა) მინუს მეცხრე სართულზე ათავსებდნენ და მათთან საბჭოთა საგარეო დაზვერვის სპეციალური ჯგუფი მუშაობდა. გატაცებული ტუსაღებისგან ჩეკისტები დამატებით, დაწვრილებით ინფორმაციას იღებდნენ და მას მოქმედ ორეულებს ადგილზე აწვდიდნენ. ორეულების განყოფილებაში მუშაობდა ექიმ-კოსმეტოლოგთა, ფსიქოლოგთა, ფიზკულტურის ინსტრუქტორთა, უცხო ენების სპეციალისტთა მაღალკვალიფიციური შტატი, რომლებიც უზრუნველყოფდნენ მის ფუნქციონირებას. საგულისხმოა, რომ დიდი სამამულო ომის დროსაც კი არ შეფერხებულა ამ განყოფილების მუშაობა და მისი თანამშრომლები უფრო და უფრო ხვეწდნენ, ეფექტურს ხდიდნენ მას. ბერიას ფალსიფიცირებულ სასამართლო პროცესზე, ერთ-ერთ ბრალდებაში ეწერა: „იყენებდა რა თავის სამსახურებრივ მდგომარეობას პირადი დანაშაულებრივი მიზნებისთვის, ბერია ლ. პ-მ საბჭოთა დაზვერვაში ჩამოაყალიბა დანაშაულებრივი სტრუქტურა – ეგრეთ წოდებული, „ორეულები“. იქ მომუშავე ორგანოს თანამშრომლები, ყოვლად უკანონოდ, ბერიას უშუალო სანქციით, იტაცებდნენ საბჭოეთისადმი მეგობრულად განწყობილი ქვეყნების მოქალაქეებს (დაზვერვის მუშაკებს და თანამდებობის პირებს), მათ ჩაანაცვლებდნენ აგენტი-ორეულებით, რომლებიც პირადად ბერიაზე მუშაობდნენ და სამომავლოდ (ხაზგასმულია) ბერიას ანტისახელმწიფოებრივი, ანტიკომუნისტური ჩანაფიქრი უნდა განეხორციელებინათ. ეს კი საბჭოეთისა და მთელი სოციალისტური სისტემის დაშლაში უნდა გამოხატულიყო...“ მსგავს აბსურდულ ბრალდებას, ალბათ, იშვიათად თუ აღმოაჩენს დაინტერესებული მკვლევარი. ჯერ ერთი, არც ჩეხოსლოვაკია, პოლონეთი, უნგრეთი და ყველა ის ქვეყანა, სადაც ორეულები ინერგებოდა, მეორე მსოფლიო ომის დამთავრებამდე, საბჭოეთისთვის მეგობარი არ ყოფილა. პირიქით, მტრული ქვეყნები იყო და ბერია მაშინ მტრების წინააღმდეგ მუშაობდა. უაღრესად არარეალურია ბრალდება იმის შესახებ, რომ ბერიას 1939 წელს ჰქონდა გამიზნული იმ სოციალისტური ბანაკის დაშლა, რომელიც მხოლოდ ათიოდე წლის მერე შეიქმნა და ამას, აგენტი-ორეულების მეშვეობით აპირებდა. დანარჩენ ბრალდებებზე კი ლაპარაკიც არ ღირს, რადგან ძალიან სულელური, უსამართლოა და ხრუშჩოვის ვერაგი, მაგრამ სუსტი ჭკუა-გონების კვალი ამჩნევია, რომელსაც მაშინდელი გენპროკურორი რომან რუდენკო „აპრავებდა“... სამაგიეროდ, ძალიან დიდი ეფექტი ჰქონდა პირველი შეხედვით, ბერიას „უტოპიურ იდეას“ და აგენტი-ორეულები საბჭოთა დაზვერვის ხელშეწყობით, სწრაფ და წარმატებულ კარიერას იკეთებდნენ ჩანერგილ სამსახურებში. იქიდან კი  საბჭოეთს მნიშვნელოვანი სტრატეგიული ინფორმაციით ამარაგებდნენ. აღსანიშნავია ისიც და ეს სისტემაც ბერიას მიერაა დანერგილი, რომ შეცვლილების ვინაობა სპეციალურ, კოდირებულ კარტოთეკაში ფიქსირდებოდა. თითოეულ მათგანს პირადი კურატორი ჰყავდა და კურატორებიც კოდირებულები იყვნენ. ამგვარად, მთელი ინფორმაცია მხოლოდ ბერიას ხელში იყო და მათგან მიწოდებული ინფორმაციებიც ბერიასთან იყრიდა თავს. ალბათ, სწორედ ამიტომ ვერ მოახერხეს ხრუშჩოვმა და რუდენკომ ორეულთა ვინაობის გამომზეურება ბერიას სასამართლო პროცესზე, რაც საბჭოთა დაზვერვის მუშაობის პარალიზებას მოახდენდა. ისევე, როგორც ეს თურქი აგენტების შემთხვევაში მოხდა ხრუშჩოვის „წყალობით“. პავლე სუდოპლატოვი წერდა: „ბერიას მკვლელობის შემდეგ რომ დამიჭირეს, გამომძიებელი დაჟინებით მოითხოვდა, „ორეულების“ ინფორმაციის გახსნას. მე კი ვეუბნებოდი, რომ არაფერი ვიცოდი მათზე და ეს ბერიასთვის უნდა ეკითხათ თავის დროზე. შემდეგ სიგიჟე გავითამაშე და თავი დამანებეს. მე ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი ვიყავი, ვისაც „ორეულების“ შესახებ სრული ინფორმაცია ჰქონდა“.
ორეულების განყოფილება 1953 წლის ივლისში გააუქმეს და მხოლოდ ხრუშჩოვის დამხობის შემდეგ, 1964 წელს აღადგინეს. სწორედ ციხიდან გათავისუფლებულმა პავლე სუდოპლატოვმა აღადგინა კოლეგების კარტოთეკა, რომელსაც ტვინში ინახავდა და საგულისხმო ფაქტია, რომ ბერიას დროს ჩანერგილი ორეულების შთამომავლები დღემდე წარმატებით მუშაობენ, თუმცა, ახლა უკვე რუსეთის დაზვერვაზე.
скачать dle 11.3