კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 შეიძლება თუ არა, ერთდროულად რამდენიმე მოძღვარი გვყავდეს და რატომ არ უნდა იღებდეს ადამიანი ყველაფერზე ნებართვას მოძღვრისგან

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მარხვა თავიდან იყო უზმო, ანუ დილიდან საღამომდე არავინ არაფერს ჭამდა. მეოთხე საუკუნეში მონასტერში მოღვაწე ბერებმა დაადგინეს, რომ ზოგიერთი საკვები სამარხვოა და ზოგიერთი – არა. ადამიანი, განსაკუთრებით – თანამედროვე, რომელიც გარკვეულ მოღვაწეობას იწყებს, ამას ქრისტიანულ ენაზე ღვაწლი ჰქვია. თუ ვინმემ დაიწყო რაღაც ბიზნესი, დიეტა თუ სხვა რამ, მას მაშინვე აინტერესებს შედეგი. ბუნებრივია, ჩვენც უნდა გვაინტერესებდეს, რა შედეგი გამოიღო მარხვამ ჩვენს ცხოვრებაში – როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური. ამ ყველაფრის შესახებ გვესაუბრება ნარიყალას წმიდა ნიკოლოზის სახელობის ეკლესიის წინამძღვარი, მამა გიორგი (თევდორაშვილი).


– მამაო, სანამ უშუალოდ შობის მარხვაზე ვისაუბრებდეთ, რატომ აკლიათ დღეს ქრისტიანებს რწმენა, რატომ განიკითხავენ მუდმივად ყველაფერს, რაც მათ ირგვლივ არის?
– როცა ადამიანი, მღვდელი იქნება ის თუ ეპისკოპოსი, არ ცხოვრობს, როგორც ქრისტიანი, მას ქრისტე სამღვდელო, სამოციქულო, ქრისტიანული პატივისგან განაყენებს. მაგრამ, ნუ შეაფასებთ ადამიანებს მოღალატეებად და ერთგულებად, სანამ მათი ცხოვრების დასასრულს არ იხილავთ. ქრისტიანობა თავის დამდაბლებაა. თუ არ დამდაბლდები, ისე ვერ გახდები ქრისტიანი. რწმენა უხილავის დაჯერებაა. ადამიანის ცხოვრების წესს უნდა დააკვირდე და არა იმას, როგორი ჯვარი უკეთია, როდის არის მონათლული და  ვისი სულიერი შვილია. არავის გაჰყვეთ ბრმად იმიტომ, რომ ის მართლმადიდებელია. ბევრი მოტყუებულა ასე. ჯობია, არ იყოს მართლმადიდებელი, მერე გახდეს და წესიერი ცხოვრების წესი ჰქონდეს, ვიდრე ისეთი მართლმადიდებელი იყოს, დღეს რომ გვყავს ზოგიერთი ეპისკოპოსი, მღვდელი.  სახელად მართლმადიდებელს არ გაჰყვეთ ცოლად ან არ მოიყვანოთ ცოლი. მთავარია, მისი ხასიათი, მისი ზნე. ჩვენი ბედნიერების, გადარჩენის წყაროა ის, რომ ჩვენი ცოლები, ქმრები, შვილები, დედები მენელსაცხებლე დედები უნდა იყვნენ. ის დედები, რომლებმაც ბოლომდე უერთგულეს ქრისტეს. ჯერ იესო ქრისტე უნდა გიყვარდეს და შემდეგ მისი ერთგული წმიდანები. წმიდა მამები წერენ: ღმერთი ძალიან ეჭვიანიაო. ღმერთს ძალიან უყვარხარ და როდესაც ხედავს, რომ მას არ ესაუბრები, მისკენ არ მიდიხარ, არაფერს სთხოვ, სამაგიეროდ, შენნაირ მონას სთხოვ დახმარებას, მაშინ განრისხდება და გეტყვის: ვინ გაეკრა, შვილო, შენთვის ჯვარზე. მარხვის დროსაც უმეტესობა სარკეში იყურება და უხარია, რომ რაღაც კილოგრამები დაიკლო, ესე იგი, კარგად იმარხულა. მარხვის მთავარი მიზანია, არა წონაში დაკლება, არამედ,  არაწმიდა სულის განდევნა, ბოროტი საქმეების დატევება, სიკეთის აღსრულება.
– ბევრი ადამიანი მოძღვრის ნებართვის გარეშე არაფერს აკეთებს. სწორია ასეთი მიდგომაა? ზოგს ერთდროულად რამდენიმე მოძღვარიც კი ჰყავს.
– როცა მოძღვარი რაღაც ცოდვას გვიკრძალავს, ისევ იმას ვაკეთებთ. ამიტომ, მერე ცოდვას ვუმალავთ მოძღვარს და სხვა მოძღვარს ვეძებთ, რომ დარჩენილი ცოდვები მას ვუთხრათ. ცოდვა ქრისტიანს მაშინ მიეტევება, როდესაც ნანობს, განიცდის და ცდილობს, ის აღარ გაიმეოროს. ზოგჯერ ადამიანები სულიერი მოძღვრის წინაშე კეკლუცობენ. უნდათ, რომ მის წინაშე თავი წარმოაჩინონ, როგორც კარგმა სულიერმა შვილებმა. ამიტომ, შელამაზებულ აღსარებას უყვებიან. თუ გყავს მოძღვარი, კარგია, აუცილებელია. ბევრი ქრისტიანი ვიცი, რომელიც ეკლესიაში იმიტომ არ დადის, რომ იქ  მისი მოძღვარი აღარ არის. ისინი ამბობენ: არ შემიძლია, სხვა მოძღვართან ვთქვა აღსარება, სხვა მოძღვრის ქადაგება მოვისმინოო. მათ არ იციან, რომ აღსარებას ვამბობთ იესო ქრისტეს წინაშე და მოძღვარი, უბრალოდ, გვიმსუბუქებს მდგომარეობას. სხვასთან რას ჰქვია? სხვა იესო ქრისტე ხომ არ არსებობს?! თუ გვაქვს ცოდვების განცდა, მაშინ აღსარებას ვამბობთ იესო ქრისტეს წინაშე, ხატთან, ჯვართან და სახარებასთან. მოძღვარი კი გვიმსუბუქებს მდგომარეობას, გვეხმარება.
– სამწუხაროდ, მართლმადიდებლობაში კარგად არის შერეული წარმართული ჩვევები. ბევრს ჰგონია, რომ ეკლესიის წეს-ჩვეულებებს აღასრულებს, ამ დროს კი წარმართობაშია.
– როცა შენი ცნობიერება ჩართულია წარმართულ აზროვნებაში, რაღაცას აკეთებ და არ იცი, ამას რატომ აკეთებ, ფაქტობრივად, ქრისტიანი წარმართი ხარ. წარმართული ელემენეტები ძალიან შემოიჭრა ეკლესიაშიც, თან, იმდენად, რომ გვიჭირს მისი განცალკევება და მრევლისთვის ახსნა. ბევრი ამბობს, ვიცი, რომ ეს ასე არ არისო, მაგრამ, იმდენად აქვს წარმართობა ძვალსა და რბილში გამჯდარი, ვეღარ ერევა მას. ჩვენც, სასულიერო პირები, როდესაც ქრისტიანს რაღაცაზე ვეუბნებით, რომ ეს არ შეიძლება, ისიც უნდა ავუხსნათ, რატომ არ შეიძლება: რა არის ხალხური ტრადიცია და რა – ეკლესიური. შესაძლოა, ვიღაცამ თქვას, ეს ტრადიციები მამა-პაპამ დაგვიტოვაო. კი, უნდა მივაგოთ მათ პატივი, მაგრამ, ჩვენთვის ჯერ არის იესო ქრისტეს მაცხონებელი სწავლება და შემდეგ – სხვა დანარჩენი. როგორც სხვა ქვეყნებში, ჩვენთანაც ბევრი წარმართული ტრადიცია იყო, რაც ხალხურ სიმღერებშიც კარგად არის შემორჩენილი. ახლა უკვე იმის თქმა, რომ „არცოდნა არცოდვაა“, არ გვეპატიება, რადგან, უცოდინრობით ჩადენილი ცოდვები ცოდვებად მიიჩნევა, იმიტომ რომ, ადამიანს სათანადო ცოდნის მიღების საშუალება აქვს, მაგრამ არ ცდილობს, დაეუფლოს. ამით კი ორმაგ ცოდვაში იგდებს თავს. მთელი მარხვა გადის იმის კითხვაში: რა ვჭამოთ? თევზით ხსნილი იქნება თუ არა?.. და ასე შემდეგ. ბევრი ქრისტიანი მარხვაში მახინჯდება იმ ფარისეველივით, რომელიც მეზვერეს უყურებდა და ამბობდა: მე როგორი კარგი ვარ, ის როგორი ცუდია. ჭამა რომ მინდა, ეს არ არის ცუდი, ბევრი ჭამაა ვნება. ღვინოს დალევა კარგია, მაგრამ ბევრი ღვინის დალევაა ცუდი. ძილი კარგია, მაგრამ ბევრი ძილია ცუდი – განა ამის გაგება რთულია? მარხვაში ზომიერი ცხოვრების წესია საჭირო. ამბა დოროთე ადამიანის მიერ ვნების სამ ძირითად გამოვლინებას აღწერს: ვნების აღსრულება, ვნების შეჩერება და ვნების აღმოფხვრა. „ვნების აღსრულება იგივეა, ვისაც ის მოქმედებაში მოჰყავს და მისით აქვს გონება შეპყრობილი. როცა შეურაცხყოფაზე ათასს პასუხობ და მერე ნერვიულობ, რატომ მეტი არ ვუთხარიო“. ვნების შეჩერება – „როცა შეურაცხყოფაზე პასუხის გაცემის შემდეგ მალევე დარდობს: რატომ არ დავითმინეო. სწყინს, რომ გალანძღეს, მაგრამ საკუთარ თავს აბრალებს“. ვნების აღმოფხვრა: „ვნების აღმოფხვრა ნიშნავს ყოველდღე გამოვცადოთ თავი და ვთქვათ: წინა კვირას ეს ვნება მაწუხებდა და ახლა როგორ მდგომარეობაში ვარ“. უნდა გვახსოვდეს: მარხვის დაწყებამდე როგორ ვიქცეოდი, მარხვაში როგორ ვიქცევი და მარხვის დასრულების შემდეგ როგორ მოვიქცევი.

скачать dle 11.3