კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ჭეშმარიტი რწმენა

ქრისტიანობა ეროვნული კატეგორია არაა
ჩვენს გონებასა და გულში ქრისტეს ნაცვლად, უფრო მეტად, ეროვნული ან კულტურულ-ტრადიციული საკითხები სჭარბობს. როცა ეს საკითხები თვითმიზნად და იდეოლოგიად გვექცევა, მაშინ მართლმადიდებლობა კარგავს ჭეშმარიტების სულს, ეკლესია კი ეთნოგრაფიულ მუზეუმად გადაგვექცევა, თავისი აგრესიული დამცველებით. ტრადიციებმა ადამიანი ქრისტესთან უნდა მიიყვანოს და არამც და არამც ჩაანაცვლოს იგი (ხშირად ადამიანები ინათლებიან და ჯვარს იწერენ იმიტომ, რომ ქართველები არიან, რომ მათი წინაპრები მართლმადიდებლები იყვნენ, და სხვაგვარად არ შეიძლება. ცხადია, ეს განზრახვა საკმარისიც კი არაა, რომ ადამიანმა ამ საიდუმლოებებში მონაწილეობა მიიღოს. ქრისტიანობა ეროვნული კატეგორია არაა). ამის გამო ეკლესიასა და ასეთ „ქრისტიანებს“ შორის დაახლოების ნაცვლად გაუკუღმართებული ურთიერთობა მკვიდრდება. უცხონი, როცა ჩვენში სახარებისეულ სწავლებასა და ცხოვრებას შორის ორგანულ კავშირს ვერ ხედავენ, სვამენ კითხვას: „მართლმადიდებლები ამბობენ, რომ ჭეშმარიტება უპყრიათ, ნუთუ ეს სიმართლეა?!“ ამ კითხვაზე თეორიული პასუხის გაცემის ნაცვლად ცხოვრების შეცვლით უნდა ვუპასუხოთ. ჭეშმარიტება ჩვენი ყოფის ყველა სფეროში უნდა გამოვაჩინოთ, ჩვენ კი მას მხოლოდ „ვიცავთ“ და „ვუფრთხილდებით“ ცრუ და ნამდვილი მტრებისაგან.
ეკლესიისა და ეროვნული ღირებულებების გაიგივება არ შეიძლება. ქრისტიანობა ეროვნულობაზე მაღლა მდგომია. ის ყველა ერის სოციალურ თუ პოლიტიკურ წარმომადგენლებს ექადაგება. ადგილობრივი ეკლესიები ცხადია, სხვადასხვა ეროვნულ კულტურულ გარემოში არსებობენ, თუმცა ისინი მაინც რჩებიან კათოლიკე (მსოფლიო) ეკლესიად.

როგორ გავიგოთ ზუსტად მცირედმორწმუნეობის
ცოდვის არსი

მორწმუნეობა ზოგადი ფენომენია, რომელიც რამდენიმე საფეხურისგან შედგება:
1. როცა ადამიანს „რაღაცის“ (ბუნდოვნად) სწამს. ასეთი სახის რწმენა არ ცვლის ადამიანის ცხოვრებას, ისინი მხოლოდ ამოწმებენ ამ „რაღაცას“, როცა მნიშვნელოვანი რამ მოხდება მათ ან სხვის ცხოვრებაში.
2. მეორე საფეხურზე მდგომთ სწამთ, რომ სამყარო შექმნილია ერთი ღმერთისგან. კმაყოფილდებიან ამ ცოდნით და არ ინტერესდებიან, თუ რა უნდა გააკეთოს ამის აღიარების მერე.
3. სულის უკვდავების დაჯერება, ანგელოზთა არსებობის რწმენა და საკუთარი ნაბიჯების გაკონტროლება. ამ საფეხურზე მდგომნი არა მარტო ცდილობენ, რომ ცოდვა არ ჩაიდინონ, არამედ სიკეთის ქმნასაც ესწრაფვიან.
4. ქრისტიანობის აღიარება მაცხოვნებელ რელიგიად, საიდუმლოებებში მონაწილეობის მიღება, საეკლესიო დისციპლინის მკაცრი დაცვა.
5. ვისთვისაც ქრისტესთან ერთობა ყველაზე მთავარია, ვინც მცნებებს, ვალდებულების მიხედვით კი არ ასრულებს, არამედ იმიტომ, რომ ამას ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობის სურვილი უბიძგებს. მცირედმორწმუნეობისას ცხოვრება და რელიგია ერთმანეთისგან დამოუკიდებლად განაგრძობენ „არსებობას“.
როცა ქრისტიანობა ცხოვრების ყველა სფეროში პოულობს განხორციელებას, როცა ის უფლის მცნებების აღსრულებით მოწმდება, მხოლოდ ამის შემდეგ შეგვიძლია ვისაუბროთ ჭეშმარიტ რწმენაზე.

скачать dle 11.3