კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ქალური შეცდომები

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



ქალი აშენებს ურთიერთობას და როცა იცვლება ქალი, იცვლება მამაკაცის დამოკიდებულებაც მის მიმართ.  ანუ, ქალები ზოგჯერ ისეთ შეცდომებს უშვებენ, კაცი მწვავედ რეაგირებს მათზე, რაც უარყოფითად აისახება ურთიერთობაზე.

1. ჭკუის სწავლება
იმის ნაცვლად, რომ აუხსნას მამაკაცს თავისი სევდის ან გულისტკენის მიზეზი, ქალი იწყებს კაცისთვის ჭკუის სწავლებას და უბურღავს ტვინს უმნიშვნელო თემებზე.

2. ერთი უკიდურესობიდან მეორეში გადავარდნა
ქალებს ახასიათებთ უკიდურესობები. ქალი ელოდება, რომ მის ცხოვრებაში გამოჩნდება მამაკაცი, რომელიც გააკეთებს რამეს და ყველაფერი კარგად იქნება. ამიტომ, უზარმაზარ მოთხოვნებს უყენებს პარტნიორს, ამას კი ურთიერთობა კრახისკენ მიჰყავს.

3. ქალები ცდილობენ მამაკაცების გადაკეთებას
მამაკაცი ძალიან კომფორტის მოყვარული არსებაა, მას არ უყვარს ზედმეტი პასუხისმგებლობა.  გაცილებით ეადვილება მოიქცეს ისე, რომ ქალმა თავი კომფორტულად იგრძნოს, ვიდრე მერე აგოს პასუხი იმაზე, რომ გული ატკინა. ამიტომ, აუხსენით მას რა გტკენთ გულს. ნუ ეცდებით, გადააკეთოთ, მაინც არაფერი გამოვა.
პრობლემა ისაა, რომ მამაკაცი თავის გეგმებს მარტო აწყობს და არ განიხილავს მას ქალთან.  ქალს კი  სჭირდება, მამაკაცმა გაანდოს მისი აზრები და ის თავს ბედნიერად იგრძნობს.
როგორ ვუთხართ მამაკაცებს, რომ ჩვენ სიტყვები გვჭირდება?
არის ერთი კარგი თამაში, როცა თქვენი მამაკაცი გთხოვთ, გაუკეთოთ რამე, მაგალითად, მოუმზადოთ ჩაი, უთხარით: „მითხარი ხუთი თბილი სიტყვა და შენ მიიღებ ყველაზე გემრიელ ჩაის მსოფლიოში“. რაღაც პერიოდის განმავლობაში მამაკაცს სჭირდება მიჩვევა, რომ მსგავსი სიტყვები რეგულარულად გითხრათ. მოგვიანებით, ის თავად გამოიყენებს ამ ინსტრუმენტს.
 აი, მარტივი ინსტრუქცია თქვენი ბედნიერებისთვის:
* მოიფიქრეთ, რა სიამოვნებას მიანიჭებთ საკუთარ თავს დღეს?
* გაიარეთ ფეხით დღეში თუნდაც   300-400 მეტრი;
* დალიეთ ბევრი წყალი, გამორეცხეთ დეპრესია ორგანიზმიდან;
* გააკეთეთ დილაობით ის, რაც გიყვართ და დღე კარგად ჩაივლის;
* კვირაში ერთი დღე არაფერი გააკეთოთ, სულ არაფერი, დაისვენეთ, ეს მნიშვნელოვანი პროცედურაა;
* იფიქრეთ იმაზე, რომ სამყარო არასტაბილურია, ნებისმიერი რამ შეიძლება, მოხდეს ნებისმიერ მომენტში. ამიტომ, თუ დღეს არ გავაკეთებთ იმის მაქსიმუმს, რაც შეგვიძლია,  ხვალ შეიძლება ეს ძალიან ვინანოთ.

მამაკაცებიც ტირიან

ჩვენს რთულ სამყაროში მამაკაცებსაც ძალიან უჭირთ. შეიძლება, ისინი ძლიერი არსებები არიან, მაგრამ ზოგჯერ ტირილი მათაც მოუნდებათ ხოლმე. არსებობს „დაუწერელი კანონები“, ანუ წესები, რომლებსაც ყველა ის მამაკაცი იზიარებს, ვისთვისაც საკუთარი ღირსება და მამაკაცურობა უმნიშვნელო არ არის.
მაგალითად, ძლიერი და ღირსეული მამაკაცი:
* არასდროს ფარისევლობს. ცდილობს, არ გაურთულოს ცხოვრება არც სხვას და არც საკუთარ თავს;
* ღირსეული კაცისთვის სამსახურებრივი რომანი ღირსების საკითხია და თუ მისი ქორწინებით დაგვირგვინების იმედი არ აქვს, საერთოდ უკან იხევს;
* ღირსეული მამაკაცი აღიარებს, რომ მის წარმატებაში ლომის წილი – არც მეტი, არც ნაკლები, ცოლს მიუძღვის;
* ღირსეული და ძლიერი მამაკაცი სინამდვილეში, ტირის და ამაში დამამცირებელს ვერაფერს ხედავს. მულტფილმებსაც სიამოვნებით უყურებს და მელოდრამებსაც;
* ღირსეული მამაკაცისთვის დღე წარმატებულია, თუკი – ამოდის მზე, სამყარო კეთილგანწყობილია, საყვარელი ადამიანები კი ჯანმრთელად არიან;
* ღირსეულ მამაკაცს ჰყავს მეგობრები, მტრებიც და მათთანაც „ღიად“ თამაშობს;
* ღირსეულმა მამაკაცმა ზუსტად იცის, როგორი არ უნდა იყოს.

აიმაღლეთ
თვითშეფასება


თუ თვითშეფასება დაქვეითებული გაქვთ, ანუ საკუთარ თავზე დიდი წარმოდგენის არ ხართ, ცხოვრებაში ბევრს ვერაფერს მიაღწევთ. ზოგიერთ ქალს ეთაკილება საკუთარი ღირსებების წარმოჩენა და ფიქრობს, რომ ეს სხვამ უნდა გააკეთოს. რეალურად კი, არავინ არაფერს აკეთებს სხვისთვის. ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვანია, იცოდე, საკუთარი თავის ფასი და გააგებინო ეს სხვებსაც. წაიკითხეთ ყურადღებით კონკრეტული სიტუაციები და თუკი ეს პუნქტები თქვენთვის ნაცნობია, სასწრაფოდ მიიღეთ ზომები.
* როცა მუდმივად გეშლებათ პარტნიორის არჩევა და ამბობთ, რომ უკეთესს არ იმსახურებთ, რადგან ყველა მაინც ერთნაირი და ერთმანეთზე უარესია. ხოლო ის ადამიანი, რომელიც ნამდვილად მოგწონთ, საკუთარი თავისთვის მეტისმეტ „ფუფუნებად“ გეჩვენებათ. ფიქრობთ, ყურადღებას არასდროს მოგაქცევთ.
* სამსახურში არავის ეკამათებით. სიტყვასაც კი არ ძრავთ, ცდილობთ, ყველას აამოთ და ყველას გული მოიგოთ. ეს არაჯანსაღი სიტუაციაა. თუ არც საკუთარი აზრი გაგაჩნიათ და არც ინიციატივით გამოდიხართ, ყურადღებას არავინ მოგაქცევთ, საერთოდ, არაფრად ჩაგაგდებენ.
* სისტემატურად ფიქრობთ, საკუთარ წარუმატებელ ნაბიჯებზე, შეცდომებსა და მარცხზე. წუწუნებთ, ფიქრობთ, რომ ცხოვრება უსამართლოა და სევდით სავსე. ყველაფერში საკუთარ უიღბლობას ადანაშაულებთ და განიცდით.
* მტკივნეულად აღიქვამთ ნებისმიერ კრიტიკას. განსაკუთრებით მათგან, ვისი აზრიც ძალიან მნიშვნელოვნად მიგაჩნიათ. ფიქრობთ, რომ მათთან შედარებით, არაფერს წარმოადგენთ – რომელ წარმატებაზეა ლაპარაკი, როცა საკუთარ თავზე ასეთი წარმოდგენა გაქვთ?скачать dle 11.3