კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 როდის უნდა იცხოვროს გათხოვილმა ქალმა პრინციპით: მოითხოვე მეტი, რომ დაგაფასონ

თათია ფარესაშვილი დალი მიქელაძე

„მოითხოვე მეტი, რომ დაგაფასონ“, – ამბობს ზოგიერთი ქალი და ამის მთავარ არგუმენტად მოჰყავს ის, რომ მამაკაცებს სწორედ ასეთი ქალბატონები მოსწონთ. ანუ, ისეთი, ვინც საკუთარი თავის ფასი იცის. ზრუნავენ პირად წინსვლაზე და იცავენ საკუთარ ინტერესებს. თუმცა, ალბათ, ყველა ოჯახი და წყვილი ინდივიდუალურია, არ არსებობს ერთი რეცეპტი, რომელსაც ყველა გამოიყენებდა. მაგრამ, ფსიქოლოგებიც ამბობენ, რომ, როცა კაცი საფუძვლიანადაა  ჩართული ოჯახურ საზრუნავში, ის ნაკლებად ფიქრობს ღალატზე. ზოგიერთ ოჯახში ერთიანობის საუკეთესო საშუალება საკითხისადმი სწორედ ასეთი მიდგომაა.


სოფო (37 წლის): საკმაოდ გვიან შევცვალე ცხოვრების სტილი, თუმცა, როგორც ამბობენ, სჯობს გვიან, ვიდრე არასდროსო. ძალიან ადრე გავთხოვდი – ჩვიდმეტი წლის. ოცი წელია, გათხოვილი ვარ. ხომ წარმოგიდგენიათ, რამხელა დროა. უკან რომ ვიხედები, ვერ ვიჯერებ, რომ ეს გზა მე გავიარე.

– რატომ? რა მოხდა ამ ოცი წლის განმავლობაში?! მძიმე ცხოვრება გქონდათ?
ასე ვერ ვიტყვი. ჩემი ქმარი ოთხი წლით ჩემზე უფროსია. ყოველთვის პრინციპული ხასიათით გამოირჩეოდა. შევუყვარდი, მომკიდა ხელი და მომიყვანა ცოლად. ბევრი არ მიფიქრია. თუმცა, მიყვარდა. ისეთი ტიპი იყო, ეგრევე მომხიბლა, მაგრამ გათხოვებისთვის მზად არ ვიყავი. უცებ აღმოჩნდა, რომ სხვა ადამიანის მითითებით უნდა მეცხოვრა. ის უნდა მეკეთებინა, რაც მას უნდოდა. სხვა გეგმები მქონდა და მათზე უარი უნდა მეთქვა.
– თქვენ მას არ უთხარით, რა გეგმები გქონდათ სამომავლოდ?
– არა და ალბათ, ეს ჩემი დანაშაული იყო. მაგრამ, ახალგაზრდა ვიყავი. გამოუცდელი. ათი წელი დამჭირდა იმისთვის, რომ ცოტა აზრზე მივსულიყავი. მანამდე კი გული არაერთგზის მეტკინა.
– ქმარმა გატკინათ?
– ჰო. ასეა. ჩვენ ყველაზე მეტად გულს ახლობელი და საყვარელი ადამიანები გვტკენენ. ოღონდ ის, რაც ხდებოდა, მარტო ჩემი მეუღლის ბრალი არ არის. სიჩუმე ძალიან ცუდია, მე გვიან მივხვდი ამას.
– სიჩუმეში რას გულისხმობთ?
– ჩემს საქციელს. ანუ, საკუთარი სურვილები და პრიორიტეტები უკან არ უნდა გადამეწია და თევზივით პირში წყალი არ უნდა ჩამეგუბებინა. არაფერი ყოფილა იმაში ცუდი, თუ კაცს, ქმარს შენს პიროვნებას დაანახვებ. როცა ჩუმად ხარ, კაცის მხრიდან ეს ისე აღიქმება, რომ კმაყოფილი ხარ იმით, რაც გაქვს. ყველა მამაკაცი ეგოისტია. ისინი თავისთვის იქმნიან კომფორტს და შენზე ნაკლებად ფიქრობენ. აუცილებელია, თავიდანვე იცოდეს ქმარმა, რა გინდა, თორემ მერე, ცხოვრება მთლიანად იგება იმაზე, რაც მას უნდა. ჩემს შემთხვევაში, ზუსტად ასე გამოვიდა. ახლა უკვე აღარ მჯერა იმის, რომ არანორმალური სიყვარული ჰქონდა ჩემ მიმართ. უბრალოდ, ჩემზე ბევრად გამოცდილი, ჯიუტი და პრინციპული ბრძანდებოდა. ამით მოიგო. იმდენად გულუბრყვილო ვიყავი, თავიდან მომწონდა კიდეც ყველაფერზე ჩემ მაგივრად რომ იღებდა გადაწყვეტილებას. თითქოს მსიამოვნებდა.
– და ჩუმად იყავით, ასეა?
– დიახ. ჩუმად ვიყავი, რაც ჩემი ყველაზე დიდი შეცდომაა. ამიტომაც არ ვაბრალებ ჩვენი ურთიერთობის გაუარესებას მხოლოდ ჩემს ქმარს. ქალმა უნდა დაუყენოს პრიორიტეტები საკუთარ თავს და გააგებინოს მეუღლეს, რა უნდა. წუწუნი და საკუთარ უიღბლობაზე ჩივილი მხოლოდ გამაღიზიანებელია და კაცს ამაზე მწვავე რეაქცია აქვს. მე თავად მივუსაჯე საკუთარ თავს სახლში ყოფნა. შინამოსამსახურის ფუნქციაც მე დავაკისრე და რაღატომ აღვშფოთდი, როცა აზრი აღარავინ მკითხა? როცა ვიგრძენი, რომ ანგარიშგასაწევი აღარ ვიყავი, ხელებისა და ფეხების კანკალი დამეწყო ნერვიულობისგან. არ ვხუმრობ, ძალიან სერიოზული პრობლემები შემექმნა.
– კონკრეტულად, მაინც ვერ ვხვდები, რა პრობლემაა.
– არასრულფასოვნების განცდა გამიჩნდა. ნაწილობრივ ჩემი ბრალიც იყო, მაგრამ ქმარმაც ხომ უნდა იფიქროს შენზე და ელემენტარული კომფორტი შეგიქმნას იმით, რომ ქალობა გაგრძნობინოს. მერე, როცა ისტერიკის ზღვარზე მყოფმა ვუთხარი, შენგან მივდივარ-მეთქი, გაოცებულმა შემომხედა – ვერაფრით მიხვდა, რატომ ვეუბნებოდი ამას, ვერ გაიგო ტიპმა. მერე დავჯექი და მოვუყევი, რა წლები გამოვიარე, როცა არაფრად მაგდებდა. არადა, გარედან სულაც არ ჩანდა, რომ ასე მძიმედ იყო საქმე – სტანდარტული, ჩვეულებრივი ურთიერთობა და ჩვეულებრივად გადანაწილებული მოვალეობები. როცა უკვე საოჯახო საქმეები „შევაჩეჩე“, ნელ-ნელა მოვიდა აზრზე.
– რა იყო მისი გულგრილობის მიზეზი, საყვარელი ჰყავდა?
– თუ არ ჰყავდა, აუცილებლად გაიჩენდა, უკვე ისე იყო სიტუაცია. ძალიან „ბლატაობდა“, იმიტომ რომ, მორიდებითა და ჩუმად ვიყავი. ახლა უკვე ვცხოვრობ პრინციპით – „მოითხოვე მეტი, რომ დაგაფასონ!“
– საოჯახო საქმეების „შეჩეჩება“ რას ნიშნავს?
– რაც აქამდე არ უკეთებია, იმას აკეთებს ახლა. ძალიან დავაკავე საოჯახო საქმეებით. ძალიანაც არ უნდოდა, მაგრამ არ გაუვიდა დავემუქრე, რომ წავიდოდი და ბავშვებსაც წავიყვანდი. თან, სასამართლოთი გავეყრებოდი. იმაში გამიმართლა, რომ ოჯახი უყვარს. ვერ შეგველია. თან, ეტყობა, პიროვნება ხელახლა დაინახა ჩემში და ამან მოხიბლა. სხვათა შორის, ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია – როცა ქალში პიროვნებას, საკუთარი ნების გამტარებელს ვეღარ ხედავს, ვეღარც ღალატობს მას და ვეღარც ჩაგრავს. მოკლედ, ჩვენზე, ქალებზეა ყველაფერი დამოკიდებული. ჩვენ უნდა მოვიპოვოთ დაფასებაც და პატივისცემაც. თავისით არავინ არაფერს იძლევა, მით უმეტეს, კაცი.

скачать dle 11.3