კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რატომ ამუშავებენ მოსკოვი და ერევანი სამცხე-ჯავახეთისა და ცხინვალის რეგიონის ახალი გზით დაკავშირების საკითხს და რატომ იქცა საქართველო სამხრეთ კავკასიის დაბალ ღობედ

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


რეგიონში დიდი მოძრაობაა: განსაკუთრებით აქტიურობს რუსეთი, რომელიც თითქოს არ იმჩნევს ქართული სახელმწიფოს სამხრეთ კავკასიაში არსებობის ფაქტს. აქეთ ილჰამ ალიევს სთავაზობს ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისა და ყარაბაღში რუსული ჯარის ჩაყენების სანაცვლოდ, აზერბაიჯანის კუთვნილი ხუთი რაიონის დაბრუნებას ყარაბაღის თვითაღიარებული რესპუბლიკიდან, იმას გარდა, რომ ირანის ენერგომატარებლების ტრანზიტსაც სთავაზობს აზერბაიჯანის გავლით რუსეთისკენ (ანუ სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფნის გახსნას), იქით –  თურქეთთან თანამშრომლობს აქტიურად, მათ შორის, „სამხრეთის ნაკადის“ პროექტით (რაც ასევე, იმას ნიშნავს, რომ თურქეთიც ხდება ჩრდილოეთ-სამხრეთის დერეფნის დერეფანი). აზერბაიჯანის რუსულ ბანაკში გადასვლა თითქმის გეოპოლიტიკური კატასტროფაა საქართველოსთვის, თუმცა თავად აზერბაიჯანის მომავალიც არცთუ სახარბიელო იქნება, თუ ვლადიმირ პუტინის შეთავაზებას დასთანხმდა, თუმცა ეს მაინც ჩვენი სტრატეგიული მოკავშირის შიდა საქმეა. ისტორიის მეცნიერებათა დოქტორ, სოხუმის სახელმწიფო  უნივერსიტეტის პროფესორ გურამ მარხულიასთან ერთად, რომელიც კარგად იცნობს აზერბაიჯანელი საზოგადოების განწყობებსა და მოსაზრებებს, განვიხილავთ, რა რეაქცია აქვთ რუსეთის შეთავაზებაზე ბაქოში.  

– ვიცი, რომ აზერბაიჯანში ძალიან პოპულარული ხართ.
– ვიკვლევ საქართველო-სომხეთის ურთიერთობას და გადასცდა ამ ურთიერთობას ყარაბაღის კონფლიქტი და, ზოგადად, სეპარატიზმი, როგორც მოვლენა, მთელ მსოფლიოში. ჩემს კვლევას ემთხვევა აზერბაიჯანის ინტერესები. ამასთან, აზერბაიჯანი არის საქართველოს გეოპოლიტიკური მოკავშირე და ვცდილობთ, ვიყოთ ერთად, სახელმწიფოების დონეზე.
– რუსეთი გააქტიურდა აზერბაიჯანისადმი. როგორი რეაქციაა პუტინის შეთავაზებასთან დაკავშირებით აზერბაიჯანში?
– რაც შეეხება ყარაბაღის ხუთი რაიონის დაბრუნებას, დიდი ხანია, ეს ინფორმაცია ტრიალებს. შარშან, ფაქტობრივად, ამის გამო განახლდა საომარი მოქმედებები ყარაბაღში. ეს გამოიწვია იმან, რომ სომხეთის პრეზიდენტმა რუსეთისგან მალულად, ევროპისკენ გადადგა ნაბიჯი და ამიტომაც შარშან, აპრილში რუსეთმა კარტბლანში მისცა აზერბაიჯანს. განახლდა საომარი მოქმედებები ყარაბაღში და აზერბაიჯნის არმიამ რამდენიმე სოფელი აიღო. ამის შემდეგ ერევანმა პირობა მისცა რუსეთს, არსად მივდივართ, ისევ თქვენი მოკავშირე ვიქნებიო და იმიტომაც შეჩერდა აზერბაიჯანული ჯარის წინსვლა. ახლა შესთავაზეს ხუთი რაიონის დაბრუნება და ყარაბაღში რუსეთის ჯარის ჩაყენება. ეს არ არის ხელსაყრელი არც აზერბაიჯანის სახელმწიფოსთვის და არც საზოგადოებისთვის, იმიტომ რომ, თუ იქ რუსული ჯარი ჩადგება, ჩათვალეთ, რომ ყარაბაღის დაბრუნებაზე ლაპარაკი ზედმეტია.
– მეც ასე ვფიქრობ, ეს საქართველოს სცენარის გამეორებას ნიშნავს და იმ ხუთი რაიონის აღებით, აზერბაიჯანი, ფაქტობრივად, უარს ამბობს ყარაბაღზე.
– აზერბაიჯანი არ დაუშვებს, რომ მის ტერიტორიაზე ისევ შევიდეს რუსეთის ჯარი. საზოგადოებაც უკმაყოფილოა ამ შეთავაზებით. ახლახან თურქეთის პრეზიდენტი შეხვდა რუსეთის პრეზიდენტს და ისინიც ისაუბრებდნენ ყარაბაღზე. აზერბაიჯანს არ აქვს მისასვლელი თავის ავტონომია ნახიჩევანთან. ის რაიონები რომ დაუბრუნდეს, შეძლებს პირდაპირ დაკავშირებას, ახლა ირანიდან უკავშირდება. მაგრამ ამაზეც არ მიდის რუსეთი და ჩათვალეთ, თუ ხუთ რაიონს დაუბრუნებს ბაქოს, ყარაბაღი არასდროს დაბრუნდება. ამდენად, ამ ნაბიჯს ვერ გადადგამს ალიევი, ეს იქნება წამგებიანი. ურჩევნია, დატოვოს, როგორც არის, ვიდრე რუსეთის მოთხოვნები შეასრულოს. ყველაზე რთული, როგორც გითხარით, აზერბაიჯანისთვის რუსეთის ჯარის ჩაყენებაა ყარაბაღში.
– რის იმედი აქვს რუსეთს, როდესაც აზერბაიჯანს ასე აშკარად ევაჭრება, რითაც იმასაც ამბობს გაჭრილად, რომ ყარაბაღი მისი წართმეულია და მის ხელშივეა დაბრუნებაც? რა რეაქციაა ამაზე აზერბაიჯანში?
– დიახ, ყველამ იცის აზერბაიჯანში, რომ პოსტაბჭოთა სივრცეში, ძირითადად, კონფლიქტებს მართავს რუსეთი და რომ ამ კონფლიქტების გასაღებიც მოსკოვშია. აზერბაიჯანის ხელისუფლება ცდილობს რუსეთთან კეთილმეზობლურ ურთიერთობას, რომ გეოპოლიტიკური მოკავშირე გახდეს ტერიტორიების სანაცვლოდ, თუმცა, თუ რუსეთი გადასცემს შვიდივე რაიონსაც და ყარაბაღსაც, მაშინ აზერბაიჯანი დამოუკიდებელი სახელმწიფო ვერ იქნება, ის უნდა შევიდეს რუსეთის გაერთიანებაში. ის კი ახალი საბჭოთა კავშირი იქნება და აზერბაიჯანის ხელისუფლება დაკარგავს დამოუკიდებლობის რაღაც პროცენტს.
– ეს ესმით?
როგორ არა, ზოგადად, აღმოსავლური პოლიტიკა ძალიან ფრთხილია და აზერბაიჯანი რუსეთთან მიმართებაში სიფრთხილეს იჩენს. მათ იციან, რომ ყველა უბედურების სათავე რუსეთია, მაგრამ იმდენად დიპლომატიური პოლიტიკის გამტარებელია ალიევის ხელისუფლება და თავად პრეზიდენტი ალიევი, რომ ცდილობს, რუსეთთან კიდევ არ გაფუჭდეს ურთიერთობა. მათ იციან, ვინ არის მტერი, მაგრამ დიპლომატიური გზით არჩევენ სიარულს. ცდილობენ, რომ საერთაშორისო ტრიბუნებიდან რუსეთი არ გააღიზიანონ, რუსეთს მოეფერონ და აჩვენონ რუსეთის დიდი როლი კავკასიის პროექტებში.
– ჩვენზე ზემოქმედების ბერკეტი ბევრი აქვს რუსეთს, აზერბაიჯანზე ზემოქმედების ასეთივე ბერკეტები აქვს. რით შეუძლია, აიძულოს რუსეთმა აზერბაიჯანის ხელისუფლება, დასთანხმდეს მის შეთავაზებებს?
–  სამწუხაროდ თუ საბედნიეროდ, მთავარი საერთაშორისო გაზ და ნავთობსადენი, იგივე ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, უფროსმა ალიევმა და დღევანდელმა პრეზიდენტმაც იმიტომ გააკეთა ეს, ამით ყველას დაენახა, რომ აზერბაიჯანს გეოპოლიტიკური კავშირი აქვს ევროპასთან. ეს მაჩვენებელია იმის, რომ აზერბაიჯანი ვერ წავა რუსეთის მიმართულებით. აზერბაიჯანს არც არავინ მისცემს იმის უფლებას, ვგულისხმობ ევროპასა და ამერიკის შეერთებულ შტატებს, რომ ამ ტერიტორიაზე ზეგავლენა მოიპოვოს რუსეთმა, რადგან ასეთ შემთხვევაში, დასავლეთი კარგავს ამ ტერიტორიას. გეოპოლიტიკურად აზერბაიჯანი უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე საქართველო და ამას აცნობიერებენ დასავლელი პოლიტიკოსები.
– ვერ დაგეთანხმებით, საქართველოს, ანუ გზის გარეშე, აზერბაიჯანის ენერგომატარებლები და სატრანზიტო ფუნქცია ვერ განხორციელდება.
– საქართველოს მდებარეობამ შესძინა გეოპოლიტიკური ფუნქცია და იმიტომაც ვართ გეოპოლიტიკური მოკავშირეები. ჩვენ სხვა გზა არ გვაქვს, ერთი გზაა და ის მიდის ევროპისკენ. ვინც უნდა მოვიდეს ხელისუფლებაში, ეს პოლიტიკა გაგრძელდება, მაგრამ, მიუხედავად იმისა, რომ აზერბაიჯანის ოცი პროცენტი აქვს ოკუპირებული რუსეთს, როგორც ჩვენი ტერიტორიის, მათ მაინც აქვთ ურთიერთობა რუსეთთან. დადის მატარებელი და აქვთ იმედი, რომ რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობით მოაგვარებენ ტერიტორიულ პრობლემას, თუმცა რუსეთის ჯარის ყარაბაღში შეყვანით, რომ ეს პრობლემა არ მოგვარდება, იციან და, როგორც გითხარით, აზერბაიჯანის ხელისუფლება ამას არ დასთანხმდება.
– პუტინმა შესთავაზა ალიევს, აზერბაიჯანის გავლით მოხდეს ირანული ენერგომატარებლების ექსპორტი. არის თუ არა ეს წინადადება მისაღები ბაქოსთვის და რა პრობლემებს შეგვიქმნის ჩვენ?
– ასტარა-რეშტის რკინიგზის მონაკვეთი, რომელიც ირანს ზერბაიჯანთან აკავშირებს, ჯერ დამთავრებული არ არის. ირანს უნდა, რომ რკინიგზა დასრულდეს აზერბაიჯანის ფულით. ამაზე წავიდა აზერბაიჯანის ხელისუფლება, იმიტომ რომ, ეს დიდი გეოპოლიტიკური და გეოეკონომიკური პროექტია –  ირანიდან აზერბაიჯანის გავლით დაღესტნის, ანუ რუსეთის ტერიტორიაზე და იქიდან ევროპისკენ. ამასთან, შესაძლოა, ამ რკინიგზას შეუერთდეს ტვირთები ინდოეთიდანაც.
– აზერბაიჯანი ხდება რეგიონის ჰაბი, თურქეთის მსგავსად და მასზე გაივლის სამხრეთ-ჩრდილოეთის დერეფანიც.
– თუ ეს ხაზი გავიდოდა საქართველოს ტერიტორიით, მას უნდა გაევლო საქართველოს რკინიგზის აფხაზეთის მონაკვეთი. მაგრამ, მოგეხსენებათ, როგორი მდგომარეობაა აფხაზეთის რკინიგზაზე და ისიც, რომ იქ ლიანდაგები, ფაქტობრივად, აყრილია. ერთი მხრივ, აზერბაიჯანს უნდა, რომ ეს გზა გავიდეს საქართველოს ტერიტორიით, მაგრამ, თუ აფხაზეთის მონაკვეთი აღდგება, ესე იგი, სომხეთს პირდაპირ ურთიერთობა ექნება რუსეთთან, რაც არ არის ხელსაყრელი აზერბაიჯანისთვის. თუმცა საქართველოს ტერიტორიით გატარება უფრო მომგებიანია, იმიტომ რომ, გზა უფრო მოკლეა.
– და ჩვენი ფუნქციაც არის ჯვარედინი დერეფანი, არა მხოლოდ აზერბაიჯანის.
დიახ და გეოპოლიტიკური სტატუსი მოემატებოდა ჩვენს ქვეყანას. მაგრამ ჩვენდა სამწუხაროდ, ეს გზა მიდის რუსეთის გავლით.
– რეალისტურია მარშრუტი: ირანი-აზერაბაიჯანი-რუსეთი-ევროპა?
– ერთი მხრივ, ამის წინააღმდეგია ევროპა და აშშ, იმიტომ რომ, რუსეთს ირანი გაჰყავს ევროპისკენ. ღია წყაროებში არ ჩანს მათი მოქმედება, მაგრამ ისინი მუშაობენ და ამის დასტურია ისიც, რომ ამდენ ხანს გაიწელა ამ სარკინიგზო ხაზის მშენებლობა. მხარეებს რომ მოენდომებინათ, 3-4 წლის წინათ დასრულდებოდა ეს სამუშაოები. დრო ისე იწელება, რომ, სავარაუდოდ, ზოგიერთი სახელმწიფო აფერხებს მშენებლობას. თუმცა, მშენებლობა რომ დასრულდება, არავინ იცის, რა მიმართულებით წავა ეს ხაზი.
– შეიძლება, შეუერთდეს ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზას?
– ამ შემთხვევაში გეოპოლიტიკურ ცენტრებს არ აძლევს ხელს, რომ ირანი გავიდეს ევროპის ბაზარზე და, მეორე მხრივ, არის ერთი ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი, რომელსაც, რატომღაც, არავინ უკავშირებს ირანის საკითხს. იცით, რომ ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანმა გამოაცხადა დამოუკიდებლობა და ამას მხარს უჭერს ამერიკის შეერთებული შტატები. ერაყის ქურთისტანის ის ტერიტორია ესაზღვრება ირანის ქურთისტანს და აქ მთავარი ის არის, რომ, არ არის გამორიცხული, ქურთისტანიდან, ანუ ჩრდილოეთ ერაყიდან, გარკვეული ძალები შევიდეს ირანის ტერიტორიაზე. ასევე, ავღანეთის პრეზიდენტის თქმით, ისლამური სახელმწიფოს მებრძოლები გაურკვეველი ვერტმფრენებით, გაურკვეველით, რადგან ნომრები არ ჰქონდათ ამოსაცნობი, გადაჰყავთ ავღანეთში. ავღანეთში, ავღანეთისა და ირანის საზღვართან, ცხოვრობენ კუშტუნები, მებრძოლი ხალხი და, ამდენად, არც ისაა გამორიცხული, ირანშიც აფეთქდეს სეპარატისტული მოძრაობა. ანუ ამერიკას თავისი გეგმა აქვს ირანის მიმართ: ჩრდილოეთ ერაყში ქურთისტანის შექმნა უნდა, ავღანეთში –  კუშტუნისტანის და ამ დროს რუსეთი ხელს უწყობის ირანის პროდუქციის მსოფლიო ბაზარზე გასვლას. ამას არ დაუშვებენ. ეს საკითხები ერთმანეთთანაა დაკავშირებული. ჩახედული ვარ ამ პრობლემაში და ვვარაუდობდი, რომ ორ წელიწადში დაასრულებდნენ ირან-აზერბაიჯანის სარკინიგზო ხაზს, თუმცა ძალიან ნელა მუშაობენ. ერთ თვეს მუშაობენ, ხუთ თვეს ისვენებენ.
– ჩვენი პოლიტიკური ბედი ამ პროცესებს პირდაპირ უკავშირდება. პასიურები ვართ, მაგრამ ჯერჯერობით ჩვენთვის ხელსაყრელად ლაგდება ვითარება.
– არსებული გეოპოლიტიკური ვითარებიდან გამომდინარე, ჯერჯერობით ხელსაყრელია, სანამ რკინიგზის ამ მონაკვეთის მშენებლობა არ დასრულდება. ყოველ შემთხვევაში, ჩვენმა საგარეო საქმეთა სამინისტრომ აქტიური ნაბიჯები უნდა გადადგას, რომ ის ხაზი არ წავიდეს რუსეთის მიმართულებით და საქართველოზე გაიაროს. საერთოდ, საქმე მხოლოდ განცხადებებით არ კეთდება. ასეთი საქმეები ჩუმად კეთდება და გავიგებთ, როდესაც გაკეთდება. დღე და ღამ უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ, რომ ჩვენს ტერიტორიაზე გაატარონ.
– აქედან თურქეთის გავლითაცაა შესაძლებელი ევროპისკენ გასვლა. ისევ რუსეთ-აზერბაიჯანს რომ დავუბრუნდეთ: ამ შეთავაზებით, ფაქტობრივად, ისევ სჯის სომხეთს რუსეთი?
– სომხებმა უდიდესი გეოპოლიტიკური შეცდომა დაუშვეს, როდესაც ომი დაიწყეს ყარაბაღში. დღეს რცხვენიათ, რომ ჯარი გამოიყვანონ, თორემ ამის გამო ყველა გეოეკონომიკურ პროექტს გამოეთიშნენ. მიხვდნენ, რომ შეცდომა დაუშვეს,  და შვიდივე რაიონს დაუბრუნებენ აზერბაიჯანს, ოღონდ რომელიმე პროექტში ჩართონ. მაგრამ თუ ყარაბაღი დააბრუნა სომხეთმა, ეს სომხეთის ტრაგედიას ნიშნავს, ეჭვქვეშ დადგება სომხეთის სახელმწიფოს არსებობა, ამიტომაც უნდა, რომ იმ შვიდი რაიონით ივაჭროს.
– და ასეთ ვითარებაში ისინი ჩვენ დაგვემუქრნენ ჯავახეთით?
– სამწუხაროდ, ისინი ლაპარაკობენ ისეთ პროექტზეც, როგორიცაა სამცხე-ჯავახეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკავშირება. ამ თემაზე მუშაობენ მოსკოვშიც და ერევანშიც. ამ გზით უნდათ გეოპოლიტიკურ პროექტებში ჩართვა. რუსეთის ის ჯარი, რომელიც იდგა ახალქალაქში, ახლა დგას გიუმრიში და შეიძლება, ის ჯარი შემოვიდეს და დაიკავოს სამცხე-ჯავახეთი და გადასცეს სომხეთს. მთელი სამეცნიერო კონფერენციები ეძღვნება ამ საკითხს. არავის ეგონა, თუ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონს დავკარგავდით, მაგრამ ასე მოხდა.
скачать dle 11.3