კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 რა სამეწარმეო საქმიანობას ეწეოდა კულტურის მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი ბაქსვუდის სკოლის დირექტორობის პარალელურად

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

კულტურისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლევან ხარატიშვილი 1980 წელსაა დაბადებული. თავდაპირველი უმაღლესი განათლება 1998-2003 წლებში, თბილისის სახელმწიფო  უნივერსიტეტის საერთაშორისო ურთიერთობებისა და  საერთაშორისო სამართლის ფაკულტეტზე მიიღო; 2002 წელს პრაღაშიც სწავლობდა, 2000 წელს კი კემბრიჯის უნივერსიტეტიც მოიარა. ლევან ხარატიშვილის შრომითი ბიოგრაფია 1999 წელს დაიწყო საქართველოს გაეროს ასოციაციაში და 2003 წლამდე იყო  აღმასრულებელი დირექტორის თანაშემწე, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელი, ჟურნალ „თავშესაფრის“ მთავარი რედაქტორი, საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ოფიცერი. 2003-2004 წლებში საქართველოს გაეროს ასოციაციის ახალგაზრდული პროგრამების კოორდინატორად მუშაობდა; 2004-2007 წლებში – საზოგადოებრივი ორგანიზაციების კოალიცია - სამოქალაქო ინიციატივების ცენტრის აღმასრულებელი დირექტორია. 2007 წელს ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დირექტორად დაინიშნა; 2013 წლის იანვრიდან ივნისამდე კი, იქვე მუშაობდა განათლების ექსპერტად ხარისხის უზრუნველყოფისა და განვითარების მიმართულებით. ამის შემდეგ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის აპარატის უფროსად დაინიშნა, 2014 წლის აგვისტოს შემდეგ კი, კულტურის მინისტრის მოადგილეა.
ლევან ხატარიშვილის მიერ პირველად შევსებული დეკლარაცია 2013 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კულტურის მინისტრის აპარატის უფროსმა და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე, 1980 წელს დაბადებული ირინე ბაღდადიშვილი და ორი შვილი: 2003 წელს დაბადებული კესო და 2007 წელს დაბადებული ლუკა.
ოჯახს არ გააჩნია არანაირი უძრავი ქონება, ანუ ზრდასრული წევრების სახელზე არანაირი ქონება არაა რეგისტრირებული, გარდა ლევან ხარატიშვილის კუთვნილი ავტომანქანისა – Mitsubishi Airtrek Turbo.
ლევან ხარატიშვილი სამეწარმეო საქმიანობასაც ეწეოდა – იყო 2012 წელს დაფუძნებული შპს Falcon Group-ის პარტნიორი, თუმცა ამ საქმიანობიდან არანაირი შემოსავალი არ მიუღია.
რაც შეეხება შემოსავლებს: 2012 წლის განმავლობაში ლევან ხარატიშვილმა, როგორც  ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის დირექტორმა, აიღო 50 400 ლარი, მისმა მეუღლემ კი, ბაქსვუდის საერთაშორისო სკოლის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა – 2 520 ლარი; როგორც შპს Falcon Group-ის აღმასრულებელმა დირექტორმა, 1 918 ლარი, როგორც შპს მეგაკო-მარკეტინგის მენეჯერმა, 5 760 ლარი.
ლევან ხარატიშვილის მიერ ბოლოს შევსებული დეკლარაცია 2017 წლით თარიღდება, რომელიც მან შეავსო, როგორც კულტურის მინისტრის მოადგილემ და ოჯახის წევრებად მიუთითა მეუღლე და სამი შვილი.
2016 წლის განმავლობაში ლევან ხარატიშვილმა, როგორც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ 71 745 ლარი მიიღო, ირინე ბაღდადიშვილმა კი, როგორც სსიპ-საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის სპეციალისტმა, 8 400 ლარი.
2017 წელს ლევან ხარატიშვილმა ორი სამომხმარებლო სესხი აიღო 11 500 და 8 500 ლარის ოდენობით, რომელთა გასტუმრება ჯერ არ დაუწყია.
2013 წლის განმავლობაში ლევან ხარატიშვილმა, როგორც ბაქსვუდის სკოლის განათლების ექსპერტმა, 31 860 ლარი აიღო, როგორც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის სამინისტრო მინისტრის აპარატის უფროსმა, 14 700 ლარი.
2014 წლის განმავლობაში ლევან ხარატიშვილმა, როგორც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის აპარატის უფროსმა, 36 420 ლარი აიღო, როგორც მინისტრის მოადგილემ, 31 117  ლარი. 2015 წლის განმავლობაში კი, ლევან ხარატიშვილმა, როგორც კულტურის, ძეგლთა დაცვისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ, 71 745 ლარი, ხოლო ირინე ბაღდადიშვილმა, როგორც სსიპ-საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს რეგიონებთან ურთიერთობის სპეციალისტმა, 2 100  ლარი.
скачать dle 11.3