კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 „სამნი ძმანი გურულები“

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

მუშაობდნენ … სოჭში



გასულ კვირას ჩვენს ყურის ძირში, კერძოდ, სოჭში, თვით რუსეთის, თურქეთისა და ირანის პრეზიდენტები შეხვდნენ ერთმანეთს (მთლად ისეც არა, როგორც „სამნი ძმანი, გურულები“, მაგრამ არც ნაკლებად) და სამახსოვრო ფოტოც გადაიღეს. როგორც გვითხრეს, განა ყანაში მუშაბაზე, სირიის კონფლიქტის მოგვარებაზე იბაასეს (თუმცა უჭვი მაქვს, რომ არა მხოლოდ ამაზე), ოღონდ არანაკლებ დიდი ეჭვი მაქვს, რომ ეს სამი დიდხანს ერთად ვერ იბალახებს. მაგრამ ჯერჯერობით, რაკი მტერი ერთია, ანუ დასავლეთი, დროებით დატკბ-დაზავდნენ.
მანამდე კი პრ. პუტინმა რუსეთის მსხვილ და სტრატეგიულ ობიექტებს (მიუხედავად საკუთრების ფორმისა) მოუწოდა, მზად იყვნენ ნებისმიერ მომენტში სამხედრო პროდუქციის წარმოების გაზრდისკენ.
ამას გარდა, რუსეთის პირველმა პირმა შემოდგომაზე ჩატარებული სამხედრო წვრთნების, „დასავლეთი 2017-ის“ გაანალიზება და სამობილიზაციო მზადყოფნის ასამაღლებლად, დამატებითი ღონისძიებების გატარებაც მოითხოვა.
შეგახსენებთ, რომ „დასავლეთი 2017“ რუსეთსა და ბელორუსში ჩატარდა სექტემბერში და წვრთნების სცენარით, წარმოსახვითი მოწინააღმდეგე იყო გამოგონილი დასავლური ქვეყნები. ჩრდილოატლანიკურმა ალიანსმა მაშინვე განაცხადა, რომ ეს სამხედრო მანევრები სხვა არაფერია, თუ არა ის, რომ რუსეთი „დიდი ომისთვის“ ემზადება.
დიდისთვის ემზადება თუ პატარასთვის, ფაქტია, რომ ზემონახსენები (ანუ სამხედრო პროდუქციის წარმოებაზე გადასვლისთვის მზადყოფნა) ჩვენ წინააღმდეგ არ სჭირდება (ჩვენ, რაც უკვე აქვს, ისიც გვეყოფა), ასე რომ, ვიძინოთ მშვიდად! –
скачать dle 11.3