კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 იერიში

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ ვის არ უხარებს გულს საქართველოს რკინიგზა




ჯერჯერობით დიდი იმედებია თბილისის ახალი მერის მისამართით, რომელიც, მართალია, მთელი ძალით არ შესდგომია მუშაობას, თუმცა ძირითადი თანამდებობები უკვე გაანაწილა.
უფრო მეტიც, მერის მოადგილემ (ირაკლი ბენდელიანმა) უკვე გვამცნო, რომ შემოვლითი რკინიგზის ვერსიაც კი კვლავ ძალაშია (შეგახსენებთ, რომ ეს ჯერ კიდევ მიხეილ სააკაშვილის მმართველობისდროინდელი პროექტია), ოღონდ დაამატა, რომ პროექტი საკმაოდ ძვირად ღირებულია, მაგრამ, ამის მიუხედავადაც, მთავრობის პრიორიტეტია.
ამას გარდა, ირაკლი ბენდელიანმა გვამცნო, რომ რკინიგზის გადატანა უმნიშვნელოვანესი პროექტია, შემდეგი მიზეზებით (მომყავს ციტატა): „ეს პირდაპირ კავშირში იქნება დედაქალაქის საცობებისგან გათავისუფლებასთან, რადგან იმ მონაკვეთებზე, სადაც სარკინიგზო გზა გადის და სადაც გადატანის შემდგომ ჩავა თუნდაც მიწის ქვეშ, ამ მონაკვეთებზე თავისუფლად იქნება შესაძლებელი გზის დაგება.“
აქვე იმასაც გეტყვით, რომ ქართველი და თვით უცხოელი ურბანისტ-ქალაქმგეგმარებლები რკინიგზის გადატანას არათუ უხეშ შეცდომად, დაუშვებლად მიიჩნევენ (პირიქით, დასავლური ქალაქების გამოცდილებაა რკინიგზის სადგურების ქალაქის ცენტრში განთავსება). იმის პარალელურად, რომ ვერანაირ „საცობს“ ვერ განმუხტავს (ქართველი მეტრანსპორტეების დასკვნით).
რაც მთავარია, რკინიგზის გადატანა ასუსტებს საქართველოს რკინიგზას (გარდა გადატანის ხარჯისა, თვით ექსპლუატაციის ხარჯსაც გაუზრდის). ჰოდა, თუ გავითვალისწინებთ, ვისი ინტერესი შეიძლება, იყოს საქართველოს რკინიგზის დასუსტება (განსაკუთრებით ახლა, როდესაც დიდი აბრეშუმის გზის პროექტი ამუშავდა ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მონაკვეთის გახსნით და კიდევ ერთი განშტოებაა მოსალოდნელი ავღანეთიდან ევროპისკენ პირდაპირ ტრანსპორტირებისა) და იმასაც დავამატებთ, რომ ყველა ჩვენი ხელისუფლება (ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულიც კი), ჯიუტად ცდილობს ამ პროექტის განხორციელებას, იბადება რიტორიკული კითხვა: პირობა ფიცით აქვთ დადებული?! –

скачать dle 11.3