კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№48 ზრუნვით გარღვეული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ მოწევა კლავს


კარგა ხანია (უკვე ოთხი წელი), მოსახლეობის ჯანმრთელობაზე ზრუნვის მოტივით, თამბაქოზე აქციზის გადასახადი იმატებს და იმატებს (ევროკავშირთან ასოცირება გვავალდებულებსო, გვამცნობენ ჩინოვნიკები, თითქოს სხვა სოციალური პრობლემების მოგვარებას არაფერი ავალდებულებდეთ). 2017 წლის იანვრიდან თითოეულ კოლოფ სიგარეტზე აქციზის ღირებულებამ, არც მეტი, არც ნაკლები, 1,7 ლარს მიაღწია (ცოტა მოსწიეთ და თანდათან თავსაც დაანებებთო).
აქციზის გაძვირებით თამბაქოს სექტორიდან შემოსავლების კლებას 8 პროცენტით ელოდნენ (გაძვირებით რომ ვინმე თავს ანებებდეს, დანაშაული საერთოდ არ უნდა ხდებოდეს მკაცრი სასჯელის გამო), მაგრამ ისე მოხდა, რომ შემოსავლები 15 პროცენტით შემცირდა, რამაც, ცხადია, ბიუჯეტს საშემოსავლო პრობლემა შეუქმნა. შეუქმნიდა კიდეც, ვინაიდან, ჯერ ერთი, მოსახლეობამ უფრო იაფფასიანი თამბაქოს გაბოლებას მიჰყო ხელი ან, სულაც, უფილტროსი, რომლის აქციზიც უმნიშვნელოდ გაძვირდა და, მეორეც – კონტრაბანდაც გაიზარდა (პათოსით: აქციზის ზრდა მიჩვენე და დამალვას გიჩვენებო!).
რაც მთავარია, თამბაქო იმ პროდუქტთა ჯგუფს მიეკუთვნება (ბენზინთან, მედიკამენტებთან, ალკოჰოლთან და პურთან ერთად), რომლებზეც ფასების მატება მნიშვნელოვნად არ აისახება მის მოხმარებაზე.
ასეა თუ ისე, მოსახლეობამ იმაზე ხისტად ირეაგირა, ვიდრე მთავრობა მოელოდა და ამიტომაც თამბაქოს მიმართულებით ბიუჯტს 7-პროცერტიანი გარღევევა აქვს.
აქედან გამომდინარე კი, თუკი იქ, ზემოთ, მართლაც, მოსახლეობის მრთელ ჯანზე ზრუნავენ, ვფიქრობ, მწეველები უფრო შორსაც უნდა წავიდნენ და, საერთოდაც, დაანებონ თავი თამბაქოს მოხმარებას. თუმცა აი, ის კი აღარ ვიცი, როგორ ამოავსებენ მზრუნველნი ამ შემთხვევაში ასე უკიდეგანოდ გარღვეულ ბიუჯეტს. –

скачать dle 11.3