კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 გიორგი ნაზღაიძე: „ჩემი აზრით, კაცს, რომელსაც ასაკით უმცროსი გოგონა მოსწონს, აზროვნებაში აქვს პრობლემა“

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

 გიორგი ნაზღაიძე დღეს უძრავი ქონების კომპანიაში – Noble Real Estate, საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში მუშაობს. ფირმა მის მეგობარს, ვაჟა მებაღიშვილს ეკუთვნის და ისინი ერთად ბევრ კარგ საქმეს აკეთებენ.
გიორგი ნაზღაიძე:
ჩემს მეგობარს ეს კომპანია უკვე დიდი ხანია, აქვს და სანამ რუსეთში წავიდოდი, მანამდე მეგობრულად ვთანამშრომლობდით. ახლა უკვე ოფიციალურად ვმუშაობ და რაც მთავარია, ეს ჩემთვის გამოწვევაა, რადგან  ჩემს მეგობარს, ვაჟა მებაღიშვილს, ამ სფეროში ძალიან დიდი მოთხოვნები აქვს. ასევე, უძრავი ქონების ბაზარიც გაიზარდა და მასზე მაღალი მოთხოვნაა. პლუს, ყველაზე მთავარი: წლების მეგობრობის შემდეგ, ჩვენ უკვე გადავედით ახალ, საქმიან ფაზაში. პარალელურად, მე და ვაჟა საქართველოს „რეალტორთა ასოციაციასთან” ერთად ვმუშაობთ კანონზე რეალტორთა შესახებ, რაც სექტორის დარეგულირებას ეხება და ეს კეთდება ქვეყნისთვის. უძრავი ქონების ბაზარი ვითარდება და შესაბამისად, საჭიროა ისეთი ახალგაზრდები, რომლებიც თავიანთ სათქმელს სწორად და საჭირო ადგილას იტყვიან.
– დასერიოზულებული ხარ, სკანდალებშიც ნაკლებად ეხვევი. მოხდა რამე?
– უფრო დავღვინდი, იქიდან გამომდინარე, რომ 32 წლის ვარ. დავბერდი და იმიტომ არ ვარ სკანდალური-მეთქი – რა თქმა უნდა, არა. ადრე თუ ბევრისთვის ვხარჯავდი ენერგიას და მერე ისინი ჩემს ხარჯზე ხდებოდნენ პოპულარულები, მივხვდი, რომ ეს აღარ მინდა. უკვე სხვა ფორმით შემიძლია, ადამიანებს რაღაც ვუთხრა. ეს ხმაურიანი იქნება, მაგრამ ამით სხვები არ გაპიარდებიან. თუ მაინც გაპიარდნენ, ძალიან ცოტა ხნით. თან, რაც უნდა იყვირო, მაინც არ ესმის ხალხს. მე მიყვარს ჩემი ქვეყანა  და მინდა, აქ იყვნენ ნიჭიერი, განვითარებული ადამიანები და ამის გასაქანს არავინ აძლევს მათ. ამაზე მაქვს ახლა აგრესია და ხალხს ვგონივარ ბოღმა, შურიანი.
– არ ხარ ბოღმა და შურიანი?
– ვერ ვიქნები შურიანი, რადგან ჩემი ასაკიდან გამომდინარე, ბევრი რამ მინახავს, ბევრი რამ მაქვს და ყველაფერი ერთად არ მაძლევს ამის საშუალებას. არც ვიზუალურად ვარ ისეთი, რომ ვინმესი შემშურდეს, არც აზროვნებით, არც მოგზაურობა მაკლია. ოჯახი, მეგობრები ძალიან კარგი მყავს. ფინანსურად ფეხზე ვდგავარ. თან, შური დაბერებას, ნევროზს იწვევს და სად შემიძლია. მე ვარ მხიარული, პოზიტიური ადამიანი – ისევ ისეთი ცანცარა, ორი წლის ბავშვივით და ეს ჩემმა მეგობრებმა იციან. უბრალოდ, ჩემსა და უცხო ადამიანს შორის, ყოველთვის კედელია. ეს მჭირდება, არ მინდა, ყველამ ნახოს ჩემი რეალური სახე. 32 წლის ასაკში მივხვდი, რომ, რაც უფრო მეტად უღიმი სხვას, გვერდში უდგახარ, მით მეტი წიხლი გხვდება. ჩემს ცხოვრებაში ძალიან ბევრი წიხლი იყო შინაური, „ერთგული“ ადამიანებისგან. იყვნენ მეგობრები, რომლებმაც წიხლები მირტყეს, მაგრამ ესეც ცხოვრებისგან მიღებული გაკვეთილია. დედაჩემი მეუბნება ხოლმე: ჯობია, ახლა გირტყან წიხლები და მიხვდე, ვიდრე 40 წლის ასაკში მიხვდე და ვერ გამოასწოროო. მე თუ რამე დამიშავებია მეგობრობაში, ყოველთვის მივმხვდარვარ და ბოდიშიც მომიხდია. ჩემთვის ყველაზე დიდი კაიფია, როცა ხვდები შენს შეცდომას, ამისთვის ბოდიშს იხდი და ყველაფერი ლაგდება – ამაზე დიდი სიამოვნება რა არის?!
– რა იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე დიდი შეცდომა?
– ვერ ვიტყვი, რომ ცხოვრებაში დიდი შეცდომები მქონდა. ეს ყველაფერი იყო ცხოვრების გზები, რომელიც უნდა გამევლო. ყველაფერი ყოველთვის ირკვევა და დგება თავის ადგილზე. მე თუ არასწორად მოვიქცევი – მომტყდება კისერი და არაერთხელ მომტეხია კიდეც. სხვა თუ არასწორად მოიქცევა, იმას მოსტყდება კისერი. ჩემი გამონათქვამია: მე არ ვარ იესო, რომ სახეში ორჯერ შემომარტყან. ერთი ცოდვილი, მოკვდავი ადამიანი ვარ.
– რა ცოდვები გაქვს კიდევ?
– ცოდვილი ვარ. მაქვს ცოდვები, მაგრამ ისეთი არა, რომ იმქვეყნად წარდგომისას, ბოლო, მთავარი აღსარება რომ მექნება, ძალიან შემრცხვეს. რაღაცაზე შემრცხვება, მაგრამ ძალიან არა.
– შენმა პირდაპირობამ შეგიშალა ბევრ რამეში ხელი?
– რომ შემძლებოდა, ხშირად ვაზელინის თავზე წასმა, ახლა მე ბევრად წარმატებული ვიქნებოდი, მაგრამ მე ეს არ შემიძლია. მთიულში ვაზელინობა არ ზის. მირჩევნია, გაწყენინო და მერე შეგირიგდე, ვიდრე ზურგს უკან გაგჭორო.
– როდის იყო შენს ცხოვრებაში ყველაზე რთული პერიოდი?
– ხშირია ჩემს ცხოვრებაში რთული პერიოდები და ორი წლის წინაც მქონდა. მაგრამ, ეს არავინ იცოდა, ახლო მეგობრების გარდა. არც სამსახური  იყო, არც ფინანსები. იყვნენ ადამიანები, ვისაც დღემდე აქვთ ჩემი ვალი, არ დამიბრუნეს და ამან გამჭედა. ხშირად შორ მანძილზე ფეხითაც გადავადგილდებოდი, რადგან ფინანსურად არ ვიყავი კარგად. მაგრამ, მეგობრები დამიდგნენ გვერდში, განსაკუთრებით  – ცოლ-ქმარი თაკო და ვაჟა. ის პერიოდიც საჭირო იყო ჩემთვის. მე მჭირდებოდა ქუჩაში ბევრი სიარული. ფიქრისთვის დრო მქონდა. მაშინაც და ყოველთვის მშობლებზე ვფიქრობდი ბევრს. ეს ჩემი სუსტი წერტილია. ასაკში არიან და მინდა, დიდხანს იცოცხლონ. ჩემს ცხოვრებაში ყველაზე დიდი დარტყმა სწორედ მშობლების გამო მექნება. ვფიქრობ, ვერავინ დამარტყამს ისე მწარედ, როგორც მშობლები და მინდა, დიდხანს მყავდნენ კარგად.
– ძალიან ბევრს მოგზაურობ. ამბობენ: ამდენს რომ დადის გიორგი ნაზღაიძე, საიდან აქვს ამის ფულიო.
– ჩემზე რომ ლაპარაკობენ, მთავრობის წევრებზე ისაუბრონ, დაუსრულებლად რომ დადიან მივლინებებში, თან რისთვის მიდიან, არ იციან. ჩვენს ხარჯზე მიდიან და მე ხალხის ხარჯზე მაინც არ დავდივარ, სხვის ფულს არ ვხარჯავ. მე მყავს ძალიან კარგი მეგობრები. ამ წელს ბევრგან ვიყავი. ბოლო წასვლა იყო რუსეთში სამსახურის გამო. ჩემს მეგობრებს რესტორნები აქვთ და მათ გახსნა-მართვაში ვიყავი ჩართული.
– ხშირად ვრცელდება ჭორები: გიორგი ნაზღაიძეს მდიდარი საყვარელი ჰყავს, ასაკოვან ქალებთან აქვს ურთიერთობა და ისინი უხდიან ფულსო. მართალია?
– პატარა გოგოს ფული არ აქვს და ჩემზე 3-4 წლით უფროსი ქალი, ასაკოვანია? ეს იყო კარგად შეფუთული ანტიპიარი ჩემ წინააღმდეგ იმ ტიპების მიერ, თავად რომ აქვთ ასეთი რაღაცები გაკეთებული. ჩემი აზრით, კაცს, რომელსაც ასაკით პატარა გოგონა მოსწონს, აზროვნებაში აქვს პრობლემა და ეს ცოტა პედოფილიაში გადასდით. კაცს ყოველთვის მოსწონს თავისი ასაკის, ან ცოტა უფროსი ქალი, რადგან მათ მეტი გამოცდილება აქვთ და მხოლოდ სექსზე არ არის საუბარი.
– მოგწონს, როცა ქალს სექსში შენზე მეტი გამოცდილება აქვს?
– გამოცდილება ვისაც მეტი აქვს, ის უფრო მაგარია. სექსშიც გამოცდილების გაზიარება ხდება. აბა, დავწექით: ტაკ, ტაკ, ტაკ და დავიშალეთ? თუმცა, ასე ხდება ხშირ შემთხვევაში. სექსი დიდი ხელოვნებაა, სადაც  ერთმანეთს რაღაცას უზიარებ, უხეშად რომ ვთქვათ, ასწავლი. ინგლისურს რომ სწავლობ, გადააბამ წინადადებას, ხომ ბედნიერი ხარ. სექსშიც რაღაცას რომ გაიგებ, ბედნიერი ხარ, გინდა, გამოსცადო.
– ზოგს გამოუცდელ ქალთან ურთიერთობა ურჩევნია.
– სამაგიეროდ, ის გამოუცდელი ქალი სწავლობს იმ კაცისგან და მერე ბედნიერია: განა ვიწექი, დამაჯინაო. მერე წავა სხვასთან და იქ დაჯდება. იმ კაცსაც ასწავლის, რომ დაჯდომა შეიძლება და ასე ხდება გამოცდილების გაზიარება.
– როგორ ქალს მოიყვანდი ცოლად?
– ბავშვობაში უფრო ვფიქრობდი ამაზე, ახლა არ მაქვს ჩამოყალიბებული კრიტერიუმები. როცა ცხოვრების გზაზე ვინმე გამოჩნდება და გული აგიფეთქდება, ხელი არ უნდა ჰკრა გრძნობას. მე დღეს იმიტომ არ ვქმნი ოჯახს, რადგან ვფიქრობ, თავიდან ბოლომდე უნდა ვიყო იმისთვის მზად, რომ ოჯახი შევინახო. ვალდებული ვარ და რაც უნდა მოხდეს, ამისთვის ყველაფერი უნდა გავაკეთო. დღესაც შემიძლია, ოჯახი შევქმნა, დედაჩემს მივუყვანო და ჭამოს, რაც გვაქვს.
скачать dle 11.3