კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ უნდა მოვემზადოთ მოსალოდნელი გამყინვარებისთვის და იწურება თუ არა საქართველოში წყლის მარაგი

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

 გამყინვარება დაიწყება ევროპის კონტინენტზე. სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურმა ცენტრმაც ამ ზამთრისთვის ძალზე არასახარბიელო პროგნოზი გააკეთა: ერევანში -30 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურა. როგორც წესი, ტემპერატურა ჩვენთან 10 გრადუსით თბილია სომხეთთან შედარებით. ასე რომ, გამორიცხული არ არის, ზამთრის პერიოდისთვის თბილისში -20 გრადუსს ველოდოთ. ვართ თუ არა მზად ასეთი ზამთრისთვის, ამაზე გარემოს დაცვის ყოფილი მინისტრი, ეკოლოგი ნინო ჩხობაძეს ვესაუბრეთ.
ნინო ჩხობაძე:
ერთ-ერთმა შვეიცარიელმა ექსპერტმა საიდუმლო გაამჟღავნა და მსოფლიოს ამცნო, რომ 2017 წელი იქნება ბოლო, როცა მეტ-ნაკლებად, სტაბილური კლიმატი გვექნება. შემდეგი წლებიდან კი უკვე პროგნოზი ცვლადია. თუ გავითვალისწინებთ, რომ ატლანტის ოკეანეში არსებული  თბილ დინებათა სისტემა დიდ გავლენას ახდენს ატლანტისპირა ევროპული ქვეყნების კლიმატზე, ხოლო გოლფსტრიმის თბილი წყლები ათბობს ჰაერის მასებს, რაც დასავლეთის ქარებს გადააქვს ევროპის სანაპიროებისკენ, გოლფსტრიმის მიმართულების შეცვლა, ცხადია, აისახება ევროპაზეც. ეს ნიშნავს, რომ გამყინვარება დაიწყება ევროპის კონტინენტზე.
სომხეთის ჰიდრომეტეოროლოგიურმა ცენტრმაც ამ ზამთრისთვის ძალზე არასახარბიელო პროგნოზი გააკეთა – ერევანში -30 გრადუსამდე დაეცემა ტემპერატურაო. როგორც წესი, ჩვენთან 10 გრადუსით თბილა, სომხეთთან შედარებით. ასე რომ, გამორიცხული არ არის, თბილისში -20 გრადუსს ველოდოთ ზამთრის პერიოდისთვის. -20 გრადუსი თბილისისთვის იშვიათი პროგნოზი არ არის. მეოცე საუკუნეში თბილისს ახსოვს ისეთი დაბალი ტემპერატურა, როცა მტკვარიც გაყინულა. შვეიცარიელი მეცნიერების ინფორმაციით, 2018 წლიდან კატაკლიზმებს უნდა ველოდოთ და სტიქიური მოვლენები არაპროგნოზირებადი, არასეზონური გახდება. ეს შეიძლება, გახდეს სერიოზული პრობლემების წინაპირობა. რაც ახლა ხდება ევროპაში ციკლონთან დაკავშირებით – დაიტბორა ბერლინი და სხვა, დაახლოებით, ეს იყო ნავარაუდევი. ცვლადობა ძალზე სერიოზულია და თითქმის ყველა სახელმწიფო ამისთვის ემზადება, რადგან არაპროგნოზირებადი, რეგიონისთვის არადამახასიათებელი ამინდებია მოსალოდნელი.
ევროპის კლიმატოლოგები მოსალოდნელ ცივ ზამთარზე საუბრობენ. ჩვენც ევროპის კონტინენტს მივეკუთვნებით და ამიტომ, მკაცრ ზამთარს საქართველოშიც უნდა ველოდოთ. ამის წინაპირობა უკვე შექმნილია. წელს, ჩვენი რეგიონისთვის არაბუნებრივი, საკმაოდ ცივი შემოდგომა გვაქვს. თუმცა, მთავარი პრობლემა ის კი არაა, რომ შესაძლოა ამ ზამთარში - 15 ან -20 გრადუსი იყოს ტემპერატურა, არამედ ის, ვართ თუ არა მზად ასეთი ზამთრისთვის. საერთოდ, შეგვიძლია, მკაცრ ზამთართან გამკლავება? ჩვენი ქალაქების ინფრასტრუქტურა ძირითადად -8 გრადუსზეა გათვლილი. ეს მაქსიმუმია. თუ -10-დან -15-მდე ტემპერატურა სამი კვირის განმავლობაში გაგრძელდა, ჩვენი ინფრასტრუქტურა წყობიდან გამოვა. აქ იგულისხმება: წყალგაყვანილობისა და გაზგაყვანილობის სისტემები, სავალი გზები და ასე შემდგომ. ეს რომ არ მოხდეს წინასწარ უნდა დავიჭიროთ თადარიგი. სამწუხაროდ, ჩვენ ასეთი ზამთრისთვის არ ვართ მზად.
– რას გამოიწვევს ჩვენი მოუმზადებლობა?
– ინდივიდუალურ პირებს, რომლებსაც ცენტრალური გათბობა აქვთ, ვურჩევდი, რომ ნახონ გათბობის ქვაბები და შეამოწმონ, არის თუ არა ის შეფუთული. არის თუ არა დაფარული გაზგაყვანილობისა და წყალგაყვანილობის მილები. ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. თუნდაც -7 იყოს ტემპერატურა, ღიად დატოვებული მილები ამას ვერ უძლებს. სამწუხაროდ, ეს მილები ჩვენთან, ძირითადად, ღიაა. აქ საუბარი მაქვს ინდივიდუალურ მილებზე, მაგრამ რაც გარეთაა, ეს შესაბამისმა სამსახურებმა უნდა შეამოწმოს და ზამთრისთვის მოამზადოს. მომზადებაში, ბუნებრივია, შეფუთვას ვგულისხმობ. ეს აუცილებელია, რომ მილები არ გაიყინოს და მერე უცებ არ აღმოვაჩინოთ, რომ წყალი გაიყინა, რაც ჩვენდა სამწუხაროდ, ძალიან ხშირად ხდება. ერთი დღით რომ მოთოვოს, მთელი ქუჩები პარალიზებულია. არაერთი ავარია ხდება იმიტომ, რომ ტერიტორია თავის დროზე არ მოამზადეს. ეს ყველაფერი შესაბამისი მუნიციპალიტეტების გასაკეთებელია. ზამთარი ფორსმაჟორი არაა და აუცილებელია წინასწარი შემოწმება, რამდენად შესაბამისია მზაობა, მით უმეტეს, გზის. კარგია, რომ ახალმა მერმა მიწისქვეშა გადასასვლელების დათვალიერება დაიწყო. იმიტომ, რომ თუნდაც უმნიშვნელო მოყინვის შემთხვევაში, მიწისზედა თუ მიწისქვედა გადასასვლელებით სარგებლობა, პრაქტიკულად, შეუძლებელია. მით უმეტეს, ქარიან ამინდში.
სამზადისი უკვე დაგვიანებულია, მაგრამ კარგი იქნება, თუ ახლა მაინც დავიწყებთ. კლიმატის ცვლილებისთვის საერთოდ დამახასიათებელია ძალიან ცხელი ზაფხული და მკაცრი ზამთარი. ძალიან ცხელი ზაფხულის პირობებშიც კი, შეიძლება, გამოვიდეს წყობიდან ინფრასტრუქტურა. ამიტომ, შემოდგომა მაქსიმალურად უნდა გამოვიყენოთ ამ ინფრასტრუქტურის შესამოწმებლად, რომ მერე, ფაქტის წინაშე არ დავდგეთ. უცებ გაზი ან წყალი რომ გაითიშოს, კატასტროფა ხდება. ეს არის მსოფლიოში მიმდინარე გლობალური პროცესის ნაწილი. ყველა სახელმწიფოს მკაცრად სთხოვენ ვალდებულებების შესრულებას. კლიმატური მდგომარეობა გაუარესდა, ჩრდილოეთ ოკეანის ყინულის დნობა დაიწყო. ძალიან ბევრ რეგიონში ქრება წყალი, რადგან წყლის რესურსი იწურება. მტკნარი წყლის ნაკლებობას განიცდის დედამიწა.
– იმედია, ამ საშიშროების წინაშე არ ვდგავართ.
– ვდგავართ, მაგრამ 30 წლის შემდეგ. ჩვენს ქვეყანაში ძალიან მცირდება წყლის რესურსები. ეს განსაკუთრებული პრობლემაა. გლობალურად კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი, ყველაზე მკვეთრი ნიშანი მიწისქვეშა წყლების დაწევაა. დღეს საქართველოში ეს პროცესი უკვე დაწყებულია. ხალხმა ჭებზე თოკები დააგრძელა. ეს ჩვენი რეალობაა. ამას ემატება მავნებლების რაოდენობის მკვეთრი ზრდა. ფაროსანას ასეთი გავრცელება ზუსტად იმისი შედეგია, რომ ჩვენთან საშინელი სიცხეები იყო. თუმცა, ფაროსანა არც სიცივეს ეპუება. უნდა ვიცოდეთ, რომ მავნებლებისა და მწერების „აფეთქება“ კლიმატური ცვლილებებისთვისაა დამახასიათებელი. ზაფხულში ხანძრები ძალიან ხშირი იყო, ასეთი იოლი აალების მიზეზი ზუსტად ის მაღალი ტემპერატურაა. კონკრეტული კერა ადამიანის თუ სხვა მიზეზით იყო წარმოქმნილი, ამას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. საქმე ისაა, რომ მაღალი ტემპერატურის გამო ძალიან სწრაფად გავრცელდა. ეს ხანძრები კი არ შეწყდება, უფრო გახშირდება. ეს კლიმატის ცვლილების ერთ-ერთი ინდიკატორია. პარალელურად, მოგვდის ინფორმაცია, რომ არქტიკაში საშინელი დნობაა დაწყებული. დნობის მასშტაბები იმდენად დიდია, რომ მსოფლიოს ძალიან დიდ შეშფოთებას იწვევს და აჩენს პროგნოზს, რომ შესაძლოა, გოლფსტრიმის მიმართულება შეიცვალოს. ჩვენ ევროპის ნაწილი ვართ და ეს აუცილებლად აისახება ჩვენს ქვეყანაზე. ციკლონი, რომელიც იყო ევროპაში, აშკარად, შემოდის საქართველოში. მისი მოძრაობის ტრაექტორია უკვე დაფიქსირებულია და ჩვენ ამისთვის აბსოლუტურად მოუმზადებლები ვართ.
скачать dle 11.3