კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 HOME – ორიგინალური და მრავალფეროვანი საოჯახო ნივთებისა და სუვენირების მაღაზიათა ქსელი გემოვნებიანი მომხმარებლისთვის

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

საოჯახო ნივთებისა და სუვენირების მაღაზია HOME მომხმარებელში ყოველთვის  დიდ ინტერესს იწვევს. ამის მიზეზი პროდუქციის ხარისხი და ორიგინალურობაა. რამდენიმე დღის წინ პეკინის ¹33-ში HOME-ის კიდევ ერთი ფილიალი გაიხსნა, სადაც ულამაზესი, ორიგინალური და სახალისო საახალწლო აქსესუარების უზარმაზარი კოლექცია ნამდვილ საახალწლო სამყაროში გამოგზაურებთ. როგორ გახდა HOME ერთ-ერთი, ყველაზე საყვარელი ადგილი ქართველი მომხმარებლისთვის და ვინ არჩევს საგულდაგულოდ მაღაზიაში წარმოდგენილ ნივთებს, ამ და სხვა საინტერესო კითხვებზე HOME-ს კომერციული დირექტორი, ქალბატონი მანანა როგავა გვესაუბრა.
– ქალბატონო მანანა, როგორც ვიცით, HOME თქვენი ოჯახური ბიზნესია. როდის და როგორ დაიწყეთ ეს საქმე?
– მშობლებმა სამივე შვილს უმაღლესი განათლება მოგვცეს. ჩემი და – მაყვალა როგავა პროფესიით ქიმიკოსია. სკოლა ოქროს მედალზე, უნივერსიტეტი კი წითელ დიპლომზე დაამთავრა და ქიმიის მეცნიერებათა კანდიტატიც გახდა. მე ექიმ-ოტორინოლარინგოლოგის კვალიფიკაცია მივიღე, ბატონ სიმონ ხეჩინაშვილის საუნივერსიტეტო კლინიკაში. იქვე გავიარე ორდინატურისა და ასპირანტურის სრული კურსიც. დამჭირდა და   ESM-თბილისში ბიზნესის ადმინისტრირებას დავეუფლე. ძმა – თემურ როგავა ავტოინჟინერია.
 1996 წელს, მამას ონკოლოგიური ავადმყოფობა აღმოაჩნდა.  მისი მდგომარეობა დამაიმედებელ პროგნოზს არ იძლეოდა. ექიმებმა ოპერაციის უშედეგო ცდაზე მიგვითითეს. მაგრამ გადავწყვიტეთ, შვილებზე უზომოდ ნაამაგარი მამისთვის მაქსიმუმი გაგვეკეთებინა. მოსკოვის ონკოლოგიურ ცენტრში გავუკეთეთ უნიკალური ოპერაცია. თუმცა, როგორც ექიმები ვარაუდობდნენ, სიმსივნის ადგილმდებარეობიდან გამომდინარე, ვერ მოხერხდა კერის რადიკალურად აღმოფხვრა. მხოლოდ ერთი წლის სიცოცხლე ვაჩუქეთ და უდიდესი თვითკმაყოფილების შეგრძნება. შეგრძნება იმისა,  რომ  შვილების აღზრდაში ჩასადებად სწორი მარცვალი შეურჩევია.
მამას ოპერაცია და მკურნალობა დიდ ხარჯებთან იყო დაკავშირებული. ძალიან რთული პერიოდიც დაგვემთხვა. ჩვენი სამსახურები დაბალ ანაზღაურებადი გახლდათ. ბანკის კრედიტების ინსტიტუტი მაშინ არ იყო ისეთი აქტუალური, როგორც დღეს. სახლიდან ყველა ღირებული ნივთი გავიტანეთ და გავყიდეთ. ამას დაემატა კერძო კრედიტები საკმაოდ მაღალი პროცენტით. ფინანსურმა ვალდებულებებმა აიძულა ჩემი და (რომელიც იმ პერიოდში სკოლაში მუშაობდა პედაგოგად) არდადეგების დროს თურქეთში წასულიყო და იქიდან ჩამოეტანა  პროდუქცია, რომელსაც თბილისში, მაღაზიებს ჩავაბარებდით გასაყიდად. თავდაუზოგავმა და პატიოსანმა შრომამ შედეგი გამოიღო. რამდენიმე თვეში ვალდებულებები დავფარეთ და მოგებაც დავითვალეთ.
– როდის გახსენით პირველი მაღაზია და როგორ გაფართოვდით?
– სულ მალე ეს საქმე ძალიან საინტერესო გახდა ჩვენთვის. პროდუქციაზე მოთხოვნა და შესაბამისად, მოგებაც გაიზარდა, რამაც მეტი საქონლის შემოტანის
საშუალება მოგვცა. დღის წესრიგში მაღაზიის გახსნის აუცლებლობაც დადგა. იმ წლებში ერთ-ერთი პირველი სავაჭრო ცენტრი გახლდათ „პასაჟი“ და  ჩვენი მაღაზიაც  სწორედ იქ განთავსდა. ამის შემდეგ, ნელ-ნელა, გავფართოვდით და დღეს უკვე რამდენიმე მაღაზია გვაქვს თბილისში. რამდენიმე დღეში ჩვენი ფილიალი ბათუმშიც გაიხსნება.
– ძირითადად, რა სახის პროდუქციაა თქვენს მაღაზიათა ქსელში?
– ჩვენს ქსელში პროდუქციის ორი ხაზია – სუვენირები და საოჯახო ნივთები. საოჯახო ნივთები მოიცავს სამზარეულოსთვის საჭირო ყველა წვრილმანს; სუვენირები გამოირჩევა ორიგინალური დიზაინით. ჩვენი პროდუქცია გათვლილია საშუალო შემოსავლის მქონე მომხმარებელზე. თუმცა, თუ ადრე მყიდველი ორიენტირებული იყო ჩინურ, შედარებით დაბალფასიან საქონელზე, ამჟამად, უპირველესად, ძვირად ღირებული ნივთები იყიდება.
– ოჯახის დანარჩენი წევრებიც აქტიურად არიან თქვენს ბიზნესში ჩართული?
– დღეს მთელი ოჯახი  HOME-ს საქმიანობით ვართ დაკავებული. გვეხმარება ძმა და ჩემი შვილები – ლევან და ცირა მაქაცარიები. ვაჟმა გროგოლ რობაქიძის სახელობის  უნივერსიტეტის ბიზნესფაკულტეტი დაამთავრა,  გოგონა კავკასიის უნივერსიტეტში ჩაირიცხა, მე-4 კურსიდან საფრანგეთში, კერძოდ, პარიზში გაემგზავრა.  IFAM boziness School-ის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამა გაიარა მარკეტინგის განხრით და ამჟამად ჩვენი ბიზნესის თემაზე ასრულებს სადიპლომო ნაშრომს. ძალიან კარგად ფლობს ინგლისურ ენას და დაახლოებით, 3-4 წელია, აწარმოებს საქმიან მიმოწერას იმ უცხოურ კომპანიებთან, ვისგანაც HOME შესყიდვებს ახორციელებს.   
– საიდან ჩამოგაქვთ პროდუქცია?
– თურქეთის შემდეგ, დაახლოებით, 10 წლის წინ გავიკვალეთ გზა ჩინეთის ბაზრისკენ. ბიზნესის თვალსაზრისით, ჩინეთი ამოუწურავი ქვეყანაა. თუმცა, დღევანდელი ძლიერი კონკურენციის პირობებში,  თუ ამ ყველაფრის პარალელურად, ევროპულ საქონელს არ ჩამოიტან, სხვაგვარად ვერ გადარჩები. ამიტომ, ბოლო 5 წელია, რაც  ევროპულ  გამოფენებზე დავდივართ. წელიწადში ორჯერაა ჩვენი ძირითადი საქონლის გამოფენა. ერთი იანვრის ბოლოს, სადაც საახალწლო ნივთებია წარმოდგენილი და მეორე თებერვლის შუა რიცხვებში, სადაც სუვენირები, ჭურჭელი და საოჯახო ნივთები შეიძლება, შეარჩიო. წელს პირველად გავემგზავრეთ ინდოეთში გამოფენაზე და მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ბევრი კოლეგისა და პარტნიორის ვიზიტი ამ ქვეყანაში იმედგაცრუებული აღმოჩნდა, მე და ჩემმა დამ 15 სხვადასხვა კომპანიაში მოვახერხეთ საქონლის შეკვეთა. გამოფენა სულ 5 დღე გრძელდებოდა. ასეთ მოკლე დროში  შეკვეთების გაკეთება ძალიან დიდ ძალისხმევასთან იყო დაკავშირებული და ეს საკმაოდ წარმატებულად განვახორციელეთ.
მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი საქმე ძალიან შრომატევადი და დამღლელია, იმავდროულად ძალიან შემოქმედებითიცაა, ნივთების არჩევის პროცესი საკმაოდ სასიამოვნოა. როდესაც  ჩამოიტან და მოაწონებ მომხმარებელს – კიდევ უფრო დიდი სტიმულის მომცემი.  
– რა არის თქვენი წარმატების საიდუმლო და როგორ შეძელით მომხმარებლისთვის თავის შეყვარება?
– ჩვენი წარმატების საწინდარი გემოვნებიან და საჭირო ნივთებთან ერთად, ვფიქრობ, მომხმარებლისთვის ხელმისაწვდომი ფასებია. ძალიან რთულია ამდენ განსხვავებულ შეხედულებას მოარგო პროდუქცია, ამდენ მომხმარებელს მოაწონო, ამიტომ ვცდილობთ, მაქსიმალურად გემოვნებით იყოს  შერჩეული თითოეული ნივთი და ვიყოთ მრავალფეროვნები. ვამაყობთ ჩვენს კონსულტანტებსა და მომხმარებლებს შორის არსებული თბილი და მეგობრული დამოკიდებულებით. ძალიან სასიამოვნოა ჩვენს „ფეისბუქ-გვერდზე” ასობით იმ თბილი და დადებითი კომენტარის წაკითხვა, რასაც ჩვენ მიმართ გამოთქვამენ.  მომხმარებელი ერთხმად აღიარებს, რომ მრავალფეროვნებისა და გემოვნების თვალსაზრისით, ჩვენ ერთ-ერთი პირველი ვართ თბილისში და ეს HOME-ის საქმიანობის გასაგრძელებლად დიდი სტიმულია.
მისამართი: თბილისი
პეკინის #31, #33;
სავაჭრო ცენტრი „პასაჟი“,
მაღაზია #84-85-86, მაღაზია #114ა, ბათუმი - გორგილაძის #63
Facebook: LTD HOME
скачать dle 11.3