კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (201)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№47 როგორ ვისწავლოთ საკუთარი სხეულის მოსმენა და ნეგატიური ენერგიის „დაფერთხვით,“ საკვების შეზღუდვის გარეშე, უმოკლეს დროში წონის დაკლება

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ბევრი ადამიანი ებრძვის ზედმეტ წონას და ამისთვის, არც მტანჯველ შიმშილზე ამბობს უარს. მართალია, ეს წონაში დაკლებას იწვევს, მაგრამ ჯანმრთელობას საკმაოდ აზიანებს. დღეს, მოდაში შემოვიდა, ეგრეთ წოდებული, ბიოენერგეტიული დიეტა, რომელიც ყველა ადამიანისთვის, ინდივიდუალურია. თანაც, საკმაოდ ეფექტური და უმოკლეს დროში, ჯანმრთელობის დაუზიანებლად, ადამიანი ერთდროულად, წონაშიც იკლებს, ორგანიზმიც ტონუსში მოდის და ჯანმრთელობასაც აჯანსაღებს. ვინც ეს დიეტა დაიცვა, ამბობს, რომ მტანჯველი დიეტების გარეშე, მცირე დროში, ზედმეტ კილოგრამებსაც გამოემშვიდობა და შიმშილისგან გამოწვეული სტრესისა და გაღიაზიანების გარეშე, შეძლო ჯანმრთელობის გამყარება. ამ თემასთან დაკავშირებით კომენტარი ვთხოვეთ, ბიოენერგეტიკოს ანზორ ოდიშარიას, რომელსაც არაერთი ადამიანი აკითხავს და ისიც, ინდივიდუალურად ურჩევს ორგანიზმისთვის საჭირო ბიოენერგეტიკულ დიეტას.
ანზორ ოდიშარია:
ბიოენერგეტიკული დიეტის დაცვას, საკმაოდ კარგი შედეგები აქვს. არაერთმა ადამიანმა შეძლო, ზედმეტი წონის უსაფრთხოდ დაკლება, ისე, რომ ჯანმრთელობასაც არ მიაყენა ზიანი. პირიქით, ისწავლა, საკუთარი ენერგეტიკის სწორად მართვა, ამის წყალობით, სასურველ ფორმაში ჩადგომა და წონის შენარჩუნება. თუ არ იცით, როგორაა თქვენი ბიოლოგია მოწყობილი, რა სურს თქვენს ორგანიზმს, ვერ შეძლებთ წონაში კლებას. ყველა ადამიანს აქვს გარკვეული ენერგეტიკა და თუ იცის, როგორ მართოს და გარდაქმნას ის სწორად, მაშინ  პრაქტიკაში გამოიყენებს და შედეგიც ექნება.
– ბიოენერგეტიკული დიეტა დიდი ხანი არ არის, რაც საქართველოში შემოვიდა. თუმცა, ის ბევრმა გამოსცადა საკუთარ თავზე და უმოკლეს დროში, საკმაოდ კარგ შედეგს მიაღწია. კონკრეტულად რას გულისხმობს ეს მეთოდი?
– ბიოენერგეტიკული დიეტა უზრუნველყოფს ადამიანის ჯანმრთელობის, ფსიქიკისა და სხეულის ჰარმონიზაციას. ზედმეტი წონა გამოწვეულია სხვადასხვა მიზეზით. ყველა ადამიანის ორგანიზმში ჩადებულია კოდი და ხდება ბიოენერგეტიკის დონეზე ამ კოდზე მუშაობა. ნელ-ნელა სუფთავდება ორგანიზმი ნეგატიური ენერგიებისგან და შესაბამისად, მისი სწორად შევსება-ხარჯვა ხდება, რაც სასურველი წონის შედეგებს უზრუნველყოფს. ბევრს უკვირს, მიუხედავად აქტიური ცხოვრების წესისა, რატომ ვკრეფთ ზედმეტ წონასო. ესეც ენერგეტიკული დარღვევის ბრალია. მით უმეტეს, თუ ამას ერთვის ჰორმონული დარღვევაც. ჰომონული დარღვევა, ყოველთვის გარკვეული მაგიური ზემოქმედების ბრალია. არ არის აუცილებელი, ეს ჯადო ან გათვალვა იყოს. ადამიანის აზრები, ემოციები და ქმედებები, ან სხვისი აზრები და შეხედულებები, დროთა განმავლობაში გროვდება, კონცენტრირდება კონკრეტულ ენერგეტიკულ ველში. ანუ, აურაში და ეს ზედმეტი წონის მიზეზია. სიმსუქნე შეიძლება, იყოს გენეტიკური, გამოიწვიოს დაავადებამ, სამუშაო პირობებმა, არასწორმა კვებამ და ასე შემდეგ. თუმცა, თუ ბიოენერგეტიკის დიეტის დაცვის საშუალებით ჰარმონიაში მოიყვანთ თქვენს ენერგეტიკას და სხეულს, არ გაგიჭირდებათ ზედმეტი წონის დაკლება. თუ ბევრ ენერგიას ხარჯავთ სახლში  ან სამსახურში, თქვენს ორგანიზმს სჭირდება ამ ენერგიის გამომუშავება-შევსება და გარკვეული წონა, რათა ფიზიკური ენერგია საკმარისი გქონდეთ. ანუ, ენერგია ითხოვს ეგრეთ წოდებულ „სათავსოს“ ორგანიზმის სახით. თუ დაიწყებთ იმაზე ფიქრს, რომ ფიზიკურად ძალიან დაიკლოთ, მაშინ თქვენს ენერგიას აღარ ეყოფა ადგილი ორგანიზმში და ეს უარყოფით შედეგებს გამოიწვევს. რაც შეეხება კვებას, შესაძლოა, კონკრეტული პროდუქტი ცუდად მოქმედებს თქვენს ჯანმრთელობაზე, ანელებს მეტაბოლიზმს. ამიტომ, ბიოენრგეტიკული დიეტის დროს, მათი მიღება უნდა შეზღუდოთ ან საერთოდ ამოიღოთ მენიუდან. როგორც კი ამას დაიწყებთ, წონის კლების პირველ შედეგსაც დაინახავთ. ამასთანავე, აუცილებელია: კონკრეტულ ადამიანზე მორგებული სპეციალური, პრაქტიკული ვარჯიშების ჩატარება, სხეულის გასამკვრივებლად; ენერგიის გატარება-დამიწება, პლუს ამას, არხების გახსნა, რომ ენერგიამ ჰარმონიულად იმოძრაოს.
– შედეგი რამდენ ხანში დგება?
– დაახლოებით სამი თვის შემდეგ, შედეგს ხედავთ და წონაც შესამჩნევად დაკლებულია. უნდა იკვებოთ იმით, რაც თქვენს სხეულს სჭირდება და არა იმით, რაც გსურთ. თუ ასე არ იქცევით, სხეულიც გეწინააღმდეგებათ და წონაში მომატებას იწყებს. ზოგადად, კონკრეტულ ადამიანს, კონკრეტული ბიოენერგეტიკული დიეტა სჭირდება ანუ ყველა ორგანიზმს – თავისზე მორგებული კვება. წლების განმავლობაში, ორგანიზმში გროვდება ცილები, არ ხდება მათი გამოდევნა და ეს იწვევს ზედმეტი წონის მომატებას. თუ სხეულის მოსმენას დაიწყებთ და ისწავლით, რა სჭირდება ორგანიზმს, მაშინ ზედმეტ წონასთან ბრძოლა აღარ მოგიწევთ.
– როგორ ვისწავლოთ საკუთარი სხეულის მოსმენა?
– ბევრი ხერხი არსებობს. მაგალითად, გასწავლით ასეთ მარტივ მეთოდს: დადეთ სასკვები მაგიდაზე და მიუახლოვეთ მარცხენა ხელისგული, ცოტა ხანს გააჩერეთ და იგრძნობთ, სხეულში გარკვეულ შეგრძნებას – სიცივეს ან სითბოს. თუ იგრძნობთ სიცივეს, ორგანიზმი ამ საკვებს არ ითხოვს, მაგრამ თუ სითბომ დაგიარათ, ესე იგი, ეს საკვები თქვენთვისაა. თუ ამის შეგრძნება გიჭირთ, მაშინ ენერგეტიკული დისბალანსია და ორგანიზმი ცუდ მდგომარეობაშია.  ვარჯიში კი, ენერგიის სწორად გატარებასა და ცუდი ენერგეტიკის „დაფერთხვაში“ დაგეხმარებათ. ამ შემთხვევაში, კვება არ იზღუდება. თუ გეცოდინებათ, როგორ „დაფერთხოთ“ ნეგატიური ენერგია სხეულიდან, გასუქება არ გემუქრებათ.
– იქნებ გვასწავლოთ, როგორ ხდება ცუდი ენერგიის ორგანიზმიდან „დაფერთხვა“, რომ წონაში არ მოვიმატოთ?
– მთელი დღის განმავლობაში მიღებული და სხეულში დაგროვილი ცუდი ენერგეტიკა, შეგიძლიათ, სახლში მისვლისთანავე „დაფერთხოთ“. ამისთვის, დადექით ისე, რომ ფეხები მხრების სიგანეზე იყოს, ხელები დაშვებული. ცოტა მოხარეთ ფეხები მუხლებში, ხერხემალი გაასწორეთ და დაიწყეთ ხელების ისე მოძრაობა, თითქოს რაღაცას ფერთხავთ, შემდეგ ტანიც ააყოლეთ. ხუთი წუთის განმავლობაში ასეთი მოძრაობა, ხელს უწყობს ზედმეტი, ნეგატიური ენერგიის გამოდევნას ორგანიზმიდან; ახალი ენერგიების შედინებას და შესაბამისად, წონის შენარჩუნებას. ზოგადად, ნეგატიური ენერგია მოქმედებს წონის მომატებაზე. არავინაა უბრალოდ, მსუქანი ან გამხდარი, ეს ორგანიზმში ენერგიის მიმოცვლაზეა დამოკიდებული. არ არის აუცილებელი, იყოთ 45 ან 50 კილოგრამი. უნდა იცოდეთ, რამდენი კილოგრამია საჭირო თქვენი ორგანიზმისთვის. ჭამეთ ის, რაც თქვენს სხეულს უხდება და სასიცოცხლოდ სჭირდება და არა ის, რაც თქვენ გსიამოვნებთ.  ჩემი რჩევაა, ჭამეთ ბევრჯერ, მაგრამ ცოტ-ცოტა, აკეთეთ ენერგეტიკულად სწორი ვარჯიშები და აკონტროლეთ ემოციები. სულ ესაა, რომ ბიოენერგეტიკულად დაიკლოთ წონაში. როცა გშიათ, ეგრევე არ დაიწყოთ ჭამა, ჯერ უყურეთ მას და იმდენს ნამდვილად არ შეჭამთ, როგორც გაუაზრებელ მდგომარეობაში. ასე რომ, ენერგეტიკული ენერგიის მართვა თუ იცით, ასევე, რა ენერგეტიკული მარაგი მიაწოდოთ საკვების სახით ორგანიზმს, წონაც არ შეგაწუხებთ. ბიოენერგეტიკული დიეტა კი არ გიკრძალავთ ჭამას, უბრალოდ, ვარჯშითა და კონკრეტული პროდუქტების ამოღებით, გაძლევთ მაქსიმალურ შედეგს. ასევე, ითვალისწინებს, იმდენი წყლის მიღებას, რამდენიც ორგანიზმს სჭირდება – არც მეტი და არც ნაკლები. ასე ხდება, წონის კორექცია და ნებისმიერ ადამიანს შეუძლია, ბიოენერგეტიკული დიეტით დაიკლოს არასასურველი წონა და შეინარჩუნოს სასურველი ფორმა. ერთ დღეში ნამდვილად ვერ დაიკლებთ, მაგრამ, სამ თვეში შედეგს ნახავთ და მერე, მთელი ცხოვრება აღარ შეგაწუხებთ  ეს პრობლემა.
скачать dle 11.3