კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ივლისი 2018 (115)
ივნისი 2018 (244)
მაისი 2018 (211)
აპრილი 2018 (194)
მარტი 2018 (256)
თებერვალი 2018 (208)

№47 ვახო ბიჭიკაშვილის ანეკდოტები

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


სვანს ეკითხებიან:
– რომელია შენი ოთხფეხა მეგობარი?
– საწოლი!
***
რეჟისორი ეუბნება ახალბედა სცენარისტს:
– ჩემო კარგო, წავიკითხე თქვენი პიესა, მაგრამ, სამწუხაროდ, თეატრში ამას ვერ დავდგამ.
– რატომ, ბატონო რეჟისორო?
– იცით, მე კატეგორიული წინააღმდეგი ვარ, თეატრში ფურთხებისა და გინების.
– მერედა, სადაა ჩემს პიესაში გინება და ფურთხება?
– პიესაში არაა, მაგრამ დარბაზში იქნება.
***
ქმარი ცოლს:
– შენი თავი ღმერთმა გამომიგზავნა,  ამაში საბოლოოდ დავრწმუნდი.
– უი, მართლა ეგრე ფიქრობ, საყვარელო?
– კი ძვირფასო, მაგრამ რომელი ცოდვისთვის, ჯერ ვერ დავადგინე.
***
შარიანი კლიენტი შედის მაღაზიაში და გურულ გამყიდველ გოგონას ეუბნება:
– ამიწონეთ 728 გრამი შაქარი, 143 გრამი მარილი და 801 გრამი ბრინჯი.
დიდი ტანჯვა-წვალებით აწონა გოგონამ ყველაფერი. ჩაულაგა პარკში, ზემოდან ერთი შეკვრა პრეზერვატივი დაადო და მიაწოდა.
– კი მაგრამ, პრეზერვატივი რა ჯანდაბად მინდა?
– რეიზა და შენისთანა მათხუარები რომ არ გამრავლდეს, იმიზა!!!
***
ქუთაისელი მივა კლასელ პროქტოლოგთან მიღებაზე. სინჯავს ექიმი და თან, ეკაიფება თავის გლეხ კლასელს:
– ა, ბიჭო, გახსოვს, ერთ მერხზე რომ ვიჯექით?
– კი, როგორ არ მახსოვს.
– მერე, გესწავლა ბიძია, დაგემთავრებინა ნორმალურ ნიშნებზე სკოლა, ჩეგებარებინა უმაღლესში და კაცი დადგებოდი, მაგ თოხს კი აღარ უბაყუნებდი მიწას.
– რავა, შენ თუ ათი წელი იარებოდი სკოლაში, მერე შვიდი წელი უმაღლესში და სამედიცინოზე, ვერ გაქვს ხელები ჩემს ტრ...ში შეყოფილი?
***
მიხო ეძახის მაროს:
– მაროვ, მოდი აქა. დედაკაცო!
– რა იყო, მიხოვ?
– რადა, ზუსტად ვიცი, შენზე წინ, მე მოვკვდები.
– რეებ მაიგონებ ხოლმე, კაცო? ეგ საიდანღა იცი?
– რავი, ყველგან აგვიანებ, შე შობელძაღლო და იმქვეყნად მიმასწრებ?
***
სვანს უთხრეს:
– აღმაშენებელი 16 წლის იყო ტახტზე რომ ავიდა.
– დიდი ამბავი! ჩემი ბიჭი, ჯერ 4 წლისაა და უკვე კარადის თავზე ადის!
***
ცოლს შეტყობინება მიუვიდა ტელეფონზე. დახედა და ჩაილაპარაკა:
– ეხ, ნეტავ, ჩემი ქმარიც „ტექნობუმივით“ ყურადღებიანი იყოს.
***
 – როგორი სიდედრი გყავს, ბიჭო?
– ყველანაირად კარგი ქალია, მაგრამ ერთი ნაკლი აქვს.
– რა ნაკლი?
– ცოცხალია.
***
– იცით, რა არის ჩინური სამზარეულოს საიდუმლო და როგორ უნდა მიხვდე, კერძი ახალია თუ ძველი?
– არა, არ ვიცი. და, როგორ მივხვდე?
– თუ კერძმა გიკბინა, ესე იგი ახალია.
***
მარო გახარებული მიირბენს მიხოსთან და ხელში გაზეთი უჭირავს:
– დახე, მიხოვ, რა სწერია აქა – სექსი ახდუნებსო, ბიჭო.
– დედიშენისა, მაშ! შენ ღორივით რვა მათლაფა სჭამე სადილზედ და ვახშამზედ ხბოს კანჭი დააყოლე, ათი შოთი ჩასთანთქლე და დარჩი ღამე ჩემს იმედზე, მე გაბურთავებ, აი..скачать dle 11.3