კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რატომ ეგონათ მედეა ადამია შვეიცარიაში აინშტაინის შვილიშვილი და როგორ უკეთებდნენ მას ჯადოს

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

მედეა ადამია მეგაპოლისების შემდეგ შვეიცარიას იპყრობს. მამასთან ერთად მოგზაურობს იქ და შვეიცარიის უნივერსიტეტში ჩააბარა.  ბიზნესის განვითარებაც მოახერხა და ბინაც იყიდა. მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ხშირად ჯადოც გაუკეთებიათ, ამბობს, რომ უფლის სასწაულებს ყოველდღიურად გრძნობს. როგორ ცხოვრობს მედეა ადამია შვეიცარიაში და რამდენად მოსწონს ეს, მეგაპოლისების შემდეგ, ამაზე თავად გვესაუბრა.
მედეა ადამია:
მამასთან ერთად მსურდა მოგზაურობა. შვეიცარიაში საქმეზე წამოვედი და ამიტომ მამაც თან წამოვიყვანე. ორივე ფანტასტიკურად ვგრძნობთ თავს! რაც მთავარია, მარტო არ ვარ და თან, მამა მახლავს, რაც დედის, დისა და დისშვილების მონატრებას მინეიტრალებს. მე და მამა ერთნი ვართ – ორი ერთანირი. ჩვენ თვალებით ვხვდებით ერთმანეთის სათქმელს, იდეალური მამაშვილობა გვაქვს. ყველა საუკეთესო თვისება ამოვკრიბე დედისგან და მამისგან. მამამ თან პატარა ოპერაციაც გაიკეთა. მოგეხსენებათ, შვეიცარია განთქმულია მედიცინით და მართლაც ასე ყოფილა, დიდებული ექიმები ჰყავთ. ვცხოვრობთ არაჩვეულებრივად! თავს ვგრძნობთ როგორც მოვლილ საქართველოში! ძალიან ჰგავს შვეიცარია საქართველოს – მთები, ბუნება, წყლები. ულამაზესი ალპები, რომელიც ალამაზებს ჩვენს ყოველდღიურობას შვეიცარიის დედაქალაქ ბერნში. აქაური ხალხი საოცრად სტუმართმოყვარე, თბილი, ღიმილიანი, ყურადღებიანი და რაც მთავარია, დახვეწილია – ინტელექტუალები და განსაკუთრებული მშვიდი ბუნების! მიყვარს შვეიცარია და შვეიცარიელი ხალხი.
– მეგაპოლისების შემდეგ როგორ ეგუები შვეიცარიას?
– შანხაი, დუბაი, ჩემი მეგაპოლისები უზომოდ მიყვარს. მათ სიყვარულს ვერ შემიცვლის ვერცერთი განვითარებული ქვეყანა. განსაკუთრებით, შანხაის სიყვარულს ვერაფერი შეცვლის ჩემში. საქართველო ჩემი სულის ნავსაყუდელია! შვეიცარია ჩემი მომავლის იმედი, ასე ვთქვათ, მშვიდი სიბერის გარანტია. ერთი სული მაქვს, შანხაიში როდის წავალ. დღესაც შემიძლია წავიდე, მაგრამ ჯერ მამასთან ერთად საქმე მაქვს შვეიცარიაში.
–  გარდა მოგზაურობისა, რას საქმიანობ შვეიცარიაში?
– აქ ბიზნესიც განვავითარე. ახლა ჩემი ბრენდის მაღაზიას გავხსნი და თან, ბერნის უნივერსიტეტში ჩავაბარე ფსიქოანალიტიკის ფაკულტეტზე. ფსიქოლოგი ვარ დაბადებულ-გამზადებული. ადამიანებს არაერთხელ დავეხმარე ფსიქოლოგიურად. მე კი განსაკუთრებით ანალიზის გამოტანა მიყვარს,  ანალიტიკოსი ვარ ბუნებით. ვიფიქრე, ძლიერი სპეციალისტი გამოვალ ამ პროფესიაში ხალხს დავეხმარები, ფსიქოლოგიურად გავაძლიერებ-მეთქი. აქ აინშტაინის სიყვარულით ჩავაბარე, რადგან ის გახლდათ ადრე ბერნის უნივერსიტეტის სტუდენტი. ჩემზე აქ ყველაფერმა  უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა. არაერთხელ ვნახე  აინშტაინის, ჩარლი ჩაპლინის  მუზეუმები. თითქმის ყოველდღე მივდიოდი აინშტაინის საცხოვრებელ ბინასა და მუზეუმში. ბოლოს, იქ მომუშავე შვეიცარიელმა ქალბატონმა მეცხრედ რომ მნახა, გამიღიმა და მითხრა: თქვენ აინშტაინის შვილიშვილი ხომ არ ხართო. შევიფერე ხუმრობა და ღიმილით ვუპასუხე: დიახ, ბატონი ალბერტი ჩემი დიდი ბაბუაა-მეთქი. ბავშვობიდან ისე მიყვარს აინშტაინი, რომ ბედნიერი ვიყავი მის სახლს რომ ვსტუმრობდი და მის ნივთებს ვეხებოდი, თან ყოველდღე. საოცარი შეგრძნებაა, როცა იცი, უდიდესი გენიოსის ნივთებს ეხები. მის სახლში შედიხარ და თითქოს მისი გონების სურნელს სუნთქავ.  ასევე, კვირაობით წმიდა იოანეს სახელობის კათოლიკურ ეკლესიაში ვგალობ. ეს ეკლესია შემთხვევით აღმოვაჩინე, წმიდა იოანე ჩემი პირადი მფარველი ანგელოზია.  ერთ დღეს ვართ დაბადებული. მოკლედ, ახალი ჩამოსულები ვართ შვეიცარიაში მე და მამა, მაშინ სასტუმროში ვცხოვრობდით. მოგეხსენებათ, აქ ყველაფერი ძალიან ძვირია. სასტუმროს მინიმალური ფასი 185 ფრანკია, იგივე ევრო. სანამ საკუთარ ბინაში გადავიდოდით, ერთი თვე კარგად დავიხარჯეთ. ჰოდა, ერთი დილაა და გამოვედი სასტუმროდან თაფლის საყიდლად. ერთი მაღაზია მეგულებოდა, სადაც ნატურალურ თაფლს ყიდიან. დამავიწყდა კვირა დღე რომ იყო და ამ დღეს ყველა და ყველაფერი ისვენებს. მხოლოდ ბანჰოფზეა ღია მაღაზიები და გზას გავუყევი. შემომესმა ეკლესიის ზარების რეკვა. გავყევი გზას და ჰოი, საოცრებავ! მოვხვდი წმიდა იოანეს სახელობის ეკლესიაში, შევედი, დავჯექი. ამ დროს კათოლიკე პასტორი მოდის ჩემკენ ამბიონიდან და პირდაპირ ამბიონზე მივყავარ. დამსვა და მაგალობა. ეს იყო ჩემთვის საოცარი შთაბეჭდილების დღე. ჩაიზეც დამპატიჟეს, გავიცანი მრევლი. პასტორმა ხატებიც მისაჩუქრა მამასთვის! იმ დღეს მგალობლებსაც მოეწონათ ჩემი ხმა და მითხრეს, ყოველკვირა იგალობე ჩვენთან ერთადო. მეც, როცა ვახერხებ, მივდივარ და ვლოცულობ-ვგალობ. მანამდე მართლმადიდებლურ ეკლესიაში ვგალობდი. ჯერ იყო და სანკტ-პეტერბურგში, პუშკინოში, ბავშვობაში დედას სულ დავყავდით წირვაზე. პატარაობიდანვე ზიარება-აღსარებას ვიღებდით, მე და  ჩემი და ვგალობდით. მერე საქართველოში ვგალობდი, მაგრამ კათოლიკურ ეკლესიაში გერმანულ ენაზე არასდროს მიგალობია. მომცეს წიგნი ხელში და ავყევი მგალობლებს, გამართულად ვიგალობე რამდენიმე წუთში.
– მართალია, რომ შვეიცარიაში ბინაც იყიდე?
– დიახ. ბინა გვაქვს, დანარჩენზე არ მსურს საუბარი. რაც ნაკლები ეცოდინება სხვას, მით მეტად მშვიდად ვიქნები. არაა საჭირო ყველამ ყველაფერი იცოდეს ჩემზე. დრო შეიცვალა, მეც უკეთესობისკენ შევიცვალე.  ვერიდები საჯაროდ ჩემი ცხოვრების დეტალურად აფიშირებას. იმდენ ინფორმაციას ვაწვდი სხვებს, რამდენიც მე მინდა, რომ მიიღონ.
– რატომ ერიდები შენი ცხოვრების დეტალების აფიშირებას?
– უარყოფითი ენერგიის არსებობის მჯერა და არაერთხელ გაუკეთებიათ ჩემთვის და ჩემი ოჯახის წევრებისთვის ჯადო. მაგრამ, ჩვენ ვერ გვერევა, ლოცვით ვამარცხებ ყველა ბოროტს. ჯადო ჩემთვის ქალსაც გაუკეთებია და კაცსაც. შეიძლება, ვინმეს გაეცინოს, მაგრამ მე ყველაფერს ვგრძნობ. კაბალისტებს შეიძლება, ვერ ვცნობდე სახეზე, მაგრამ  ვგრძნობ. ამის ნიჭი მომცა მამაზეციერმა, რომ შევიგრძნო ადამიანები. ზოგს, მაგალითად, იმხელა უარყოფითი ენერგეტიკა აქვს, რომ თავადაც გაჭვარტლულია მისი აურის ფერში. თუმცა, ამას ის ვერ ამჩნევს. ნაცრისფერია, სიგარეტის ფერფლის ფერი. მე ამას ვხედავ. ზეციური ძალები გვიცავს მე და ჩემს ოჯახს. სიკეთე ერთია, რწმენა – მეორე. აი, როცა ლოცულობ ეს უკვე მჭიდრო კავშირია უფალთან! კავშირი მხოლოდ ლოცვით მყარდება. არასდროს არ უნდა გაწყვიტო კავშირი უფალთან, ანუ სულ უნდა ლოცულობდე, მაშინ კი ვერავინ და ვერაფერი მოგერევა. უფალს განსაკუთრებულად ვუყვარვარ.  ყოველი დღე დღესასწაულია და ფოიერვერკივით მხიარულად ვიწყებ დილას. უფალი უხვად მაბერტყავს თავზე ყველაფერ საუკეთესოს, რაც კი დედამიწაზეა – სიმდიდრეს, სიყვარულს, სიხარულს, მშვიდობას. სასწაული მოხდა, წმიდა ნიკოლოზის ხატი მამამ თავის სახელზე შეუკვეთა კიევში, ჩამოუბრძანეს ოდესაში და ფერისცვალება დაიწყო, განათდა, გათეთრდა. სწორედ ასეც მოხდა მამას ცხოვრებაშიც –  უკეთესობისკენ შეიცვალა. თანაც წმიდა ნიკოლოზი ჩემი წმიდანია და სასწაულად მახარებს მუდამ.
– შვეიცარიელი თაყვანისმცემლები არ გამოგიჩნდა?
– კი გამომიჩნდა, მაგრამ მე მათზე არ ვფიქრობ და არც მცალია ამისთვის. ძლიერ ქალს უფრო ძლიერი კაცი სჭირდება და რადგან ძლიერ ქალზე უფრო ძლიერი კაცი იშვიათია, ამიტომაც არ შემიქმნია ჯერჯერობით ოჯახი. აუცილებლად გამოჩნდება ვინმე ჩემზე ძლიერი, რომელიც თავს მე სუსტად მაგრძნობინებს. ჩემი მეორე ნახევარი წარმოდგენილი მყავს: გამოკვეთილად მამაკაცური თვისებების მქონე, კარგი იუმორის გრძნობით, გაწონასწორებული, მყარი ცხოვრებისეული მიზნებისა და პრინციპების მქონე, მეფური იმიჯით, საზოგადოებაში სტატუსის მქონე, ვიზუალურად უზომოდ სიმპათიური, კარგი მანერებით, დახვეწილი, კარგი ოჯახის შვილი, განათლებული, მოწესრიგებული, ძლიერი ხასიათის, სტაბილური. თუმცა გარკვეული დიქტატორული თვისებებიც უნდა ჰქონდეს. ამ ყველა კრიტერიუმს უნდა აკმაყოფილებდეს  და რაც შეეხება ეროვნებას, სასურველია ქართველი, სხვა ეროვნებას, უბრალოდ, ვერ გავყვები. გული არ მიმიწევს სხვა ეროვნებისკენ. ჩემი ქართველი, ჩემი მართლმადიდებელი ქრისტიანი... ჩემი ნამდვილი მეორე ნახევარი ზუსტად ვიცი, რომ ქართველია!
скачать dle 11.3