კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 რას ნიშნავს თქვენთვის ოჯახი

თათია ფარესაშვილი ელენე წულუკიძე

რამდენად მნიშვნელოვანია  თქვენთვის ოჯახური გარემო, ოჯახური ურთიერთობები და ის ადამიანები, ვინც მხარში გიდგანან? ამ კითხვაზე პასუხის გასაცემად,  სამი შესაძლო ვარიანტიდან, აირჩიეთ  ერთი – წარმოიდგინეთ, ქუჩაში ხედავთ წყვილს პატარა ბავშვით, როგორ არიან ისინი განლაგებული?!
პირველი ვარიანტი
– დგას ქალი და ხელი აქვს ჩაჭიდებული შვილზე. კაცი მათ ზურგს უკან დგას;
მეორე ვარიანტი – ბავშვი დგას წყვილს შორის და ხელი მამისთვისაც აქვს ჩაჭიდებული და დედისთვისაც
მესამე ვარიანტი – კაცს ხელი ბავშვისთვის აქვს მოკიდებული, მეორე ხელი კი ცოლისთვის მხარზე აქვს მოხვეული. ქალი მას ეყრდნობა.
ნახეთ შედეგები:
თუ აირჩიეთ პირველი ვარიანტი –  ეს ნიშნავს, რომ თქვენ ოჯახზე ორიენტირებული ადამიანი არ ხართ. შესაძლოა, მამის ძლიერი ზურგის გარეშე გაიზარდეთ. ამიტომაც, როგორც წესი, ეხმარებით ყველას, ვინც დაუცველია და ნაკლებად, საკუთარი ოჯახის წევრებს. ძალიან ბედნიერი ხართ, როცა სხვის ცხოვრებაში პოზიტიური ცვლილებები შეგაქვთ. მაგრამ, მიუხედავად ამისა, გულის სიღრმეში არ იცით, რა არის ნამდვილი ოჯახი.
მეორე ვარიანტი:  ოჯახზე ორიენტირებული ადამიანი ნამდვილად ხართ და ფსიქოლოგიურად გაწონასწორებულიც.  თუმცა, შორიდან ისე ჩანს, თითქოს მხოლოდ საკუთარი თავით იყოთ დაკავებული.  სავარაუდოდ, ძალიან კეთილსინდისიერი ხართ, რომელიც ოცნებობს სტაბილურ და ნდობაზე დაფუძნებულ ურთიერთობაზე, მთელი ცხოვრება რომ გასტანს.
მიგაჩნიათ, რომ ქორწინება და ოჯახი პირველ ადგილზე უნდა იყოს ადამიანის ცხოვრებაში. ასევე, გიყვართ სხვებზე ზრუნვა და ყველაფერს აკეთებთ თქვენს ცხოვრებაში არსებული ადამიანების ბედნიერებისთვის.
თუკი აირჩიეთ მესამე ვარიანტი:  ოჯახის ეს ვარიანტი ყველაზე მოსიყვარულე და ბედნიერია. თქვენ ზუსტად ასეთ ურთიერთობაზე ოცნებობთ და დარწმუნებული ხართ, რომ ნამდვილი ოჯახი ზუსტად ასეთი უნდა იყოს. პრინციპში, მართალიც ბრძანდებით.
скачать dle 11.3