კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ მოვუაროთ სიცივეში ტუჩებს

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ტუჩების კანი ყველაზე სათუთი და თხელია. ამიტომ, მათ მოვლა და ყურადღება სჭირდება, განსაკუთრებით ცივ ამინდში, როცა ტუჩები ადვილად სკდება და იქერცლება. უპირველესად, სახლიდან გასვლის წინ, წაისვით კრემი ან ვაზელინი, რომელიც ტუჩებს დასკდომისგან დაიცავს. ამის შემდეგ, შეგიძლიათ წაისვათ ტუჩსაცხი, რომელიც ცხიმიანი ტექტრურისაა. ეცადეთ, ნატურალურ ნედლეულზე დამზადებული პომადა და ტუჩის საცხი გამოიყენოთ.
ტუჩის სიმშრალე რომ თავიდან აიცლოთ, მიიღეთ, რაც შეილება მეტი სითხე,  უპირატესობა მიანჭეთ B ვიტამინებით მდიდარ საკვებს. მიირთვით ყოველდღიურად ყველი და სხვა რძის ნაწარმი, კვერცხის გული, ქათმის ხორცი, თევზი, ბოსტნეული და ქორფა მწვანილი. სვით ბევრი წყალი. ეს ატენიანებს ტუჩებს და, ზოგადად, ორგანიზმისთვის ძალიან საჭიროა. იკვებეთ ვიტამინებით მდიდარი საკვებით, რადგან ტუჩის დახეთქვის მიზეზი ვიტამინების ნაკლებობა შეიძლება იყოს.
პირით სუნთქვა, განსაკუთრებით სიცივეში, ხელს უწყობს ტუჩის კანის გამოფიტვას. ტუჩების ხშირი ლოკვა – ეს მავნე ჩვევაც ძალიან აშრობს კანს. ასევე,  ტუჩების კვნეტა და ტუჩზე კანის წიწკნა. მოერიდეთ უხარისხო ტუჩის საცხებს, ეს იწვევს ალერგიულ რეაქციას. ასაკის მატებასთან ერთად, გამოშრობისკენ უფრო მეტი მიდრეკილება აქვს ტუჩის კანს. ამიტომ, მეტი ყურადღება უნდა დაუთმოთ მას. ყოველთვის იხმარეთ ტუჩის დამარბილებელი ბალზამი სიცივეში, გარეთ გასვლის წინ, ტუჩის ფერადი საცხის ქვეშ. არასდროს დაიტოვოთ ტუჩის საცხი ღამე, მოიშორეთ და ძილის წინ დაიტენიანეთ.
თუ ტუჩის კანი პრობლემური გაქვთ და ის ცივ დღეებში კიდევ უფრო შესამჩნევად აქერცლილი და დამსკდარია, მაშინ შემოგთავაზებთ შინაურ პირობებში, მარტივად დასამზადებელ რეცეპტებს, რაც აუცილებლად წაგადგებათ, ამ პრობლემის მოსაგვარებლად.
* შავი ჩაის პაკეტი ჩადეთ ადუღებულ ერთ ჭიქა წყალში, შემდეგ გაწურეთ და მიიდეთ ტუჩებზე რამდენიმე წუთით. ეს ხელს უწყობს ტუჩის კანის დატენიანებას.
*ქარისგან დახეთქილ და აქერცლილ ტუჩებს  თაფლის ბალზამი მოაშუშებს. მასში შედის A და E ვიტამინები, რომლებიც აღადგენს გამომშრალ კანს. გაალღვეთ ცეცხლზე სამი ჩაის კოვზი ფუტკრის ცვილი. დაუმატეთ რვა ჩაის კოვზი ზეითუნის ზეთი, ნახევარი ჩაის კოვზი თაფლი და სამი კაფსულა  E ვიტამინი.
* იმისათვის, რომ პომადა უკეთ განაწილდეს ტუჩზე, ტუჩების ზედაპირი გლუვი უნდა იყოს. ამისთვის საჭიროა, კვირაში ერთხელ გამოიყენოთ სკრაბი. ერთი სუფრის კოვზი შაქარი და სამი სუფრის კოვზი თაფლი აურიეთ ცეცხლგამძლე ჭურჭელში და რამდენიმე წუთით მიკროტალღურ ღუმელში შედგით. თბილი  და არა ცხელი მასა წაისვით ტუჩებზე, მსუბუქი მასაჟი გაიკეთეთ და ჩამოიბანეთ.
* დღეში რამდენჯერმე წაისვით ქოქოსის ზეთი ტუჩებზე. ეს საუკეთესო დამატენიანებელი და დამცავი საშუალებაა ზამთრის ცივ სეზონზე.
* თუ ყოველდღიურად დაიმასაჟებთ ტუჩებს, ის უფრო ჯანმრთელი და ფუმფულა გახდება. მასაჟის გაკეთება შეიძლება, კბილის ჯაგრისით. წაისვით ტუჩებზე ბალზამი ან კრემი და ფრთხილად შეიზილეთ ტუჩებზე წრიული მოძრაობით.
* მხოლოდ ფანქარის ხმარება ტუჩზე კი, ზედმეტად აშრობს კანს,  ტუჩის ნაოჭებში ჩადის და იწვევს კანის დახეთქვას. ამიტომ, ეს ზამთარში არ უნდა გააკეთოთ. თუ ფანქარი თქვენთვის მაინც კომფორტული და მისაღებია,  ჰიგიენური პომადა გადაისვით ზემოდან.
скачать dle 11.3