კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე


კითხვა: დავიწყე ვარჯიში და სწორი კვება. მითხრეს, რომ „ომესამის” მიღება კარგია ამ დროს, რადგან შიმშილის გრძნობას აქრობს. თუმცა, მაინც მაინტერესებს, ხომ არ იწვევს ის წონის მომატებას ან მადის გაძლიერებას?
პასუხი:
„ომესამი“ „ომეგა 3-ის” შემცველი პროდუქტია. ის ნივთიერებათა ცვლას ააქტიურებს და მაძღრობის შეგრძნებას ქმნის. ამიტომ, სწორად შედგენილ მენიუსა და ვარჯიშთან ერთად, ის სხეულის წონის კორექციაში დაგეხმარებათ.
კითხვა: სახეზე, კანქვეშ მაქვს გამონაყარი – შუბლზე, საფეთქლებთან და ტუჩების გვერდზე. თუ ვიწვალე, მიღიზიანდება, გამომდის სითხე და მერე მრჩება ნაწიბური. რისი ბრალია და რა ვუშველო?
პასუხი:
თქვენ, სავარაუდოდ აკნეს ტიპის გამონაყარი გაქვთ. აკნეს მკურნალობა კი, მიზეზის დადგენისა და მისი მკურნალობის პარალელურად, გულისხმობს ადგილობრივად ანტიბიოტიკისა და სპეციალური, სებომარეგულირებელი, კერატოლიზური კრემების გამოყენებას. ასევე, მნიშვნელოვანია სახის პროფესიონალური წმენდა, პილინგის პროცედურები. მკურნალობის კურსის შერჩევა ხდება დერმატოლოგის მიერ, კანის მდგომარეობის შეფასებისა და მიზეზის დადგენის შემდეგ. დაუშვებელია აკნეზე ზეწოლა და გამორწყვა. ეს გამოიწვევს გამონაყრის გამწვავებას და უხეში ნაწიბურის გაჩენას, რაც დამატებითი პრობლემაა.
კითხვა: მაწუხებს ტუჩის კუთხეებში ნახეთქები. რა შეიძლება, გამოვიყენო სახლის პირობებში, რომ ეს პრობლემა სამუდამოდ დავივიწყო?
პასუხი:
ტუჩის კუთხეებში ნახეთქები, რკინის დეფიციტის შედეგია. მას, ანგულარული სტომატიტი ანუ ტუჩის კუთხის ანთება ჰქვია. მკურნალობის მიზნით, გირჩევთ, წაისვათ კასტელანი ტუჩის კუთხეში, დღეში 2-ჯერ ერთი კვირა, შემდეგ – არგანის ზეთი ან კრემი წაისვით ან ლაზოლექსის გელი, დალიეთ A, E, B2 (რიბოფლავინი) ვიტამინები. გარდა ამისა, უნდა მიიღოთ A ვიტამინის შემცველი პროდუქტები. მაგალითად: 1 ჭიქა ახალგაწურული სტაფილოს წვენი, 1 ჩაის კოვზ არაჟანთან ერთად. ასევე, მაწონი, ყველი, კვერცხის გული, საქონლის ან ხბოს ღვიძლი. გირჩევთ, ჩაიტარეთ სისხლის საერთო ანალიზი, რათა ანემია გამოირიცხოს.

скачать dle 11.3