კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 შეაშინე მოვალე

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე

ჯონი სუეინი

ჯონ პეკსტონს ძალიანაც არ უჭირდა, მაგრამ ფული ძალიან დასჭირდა – ოთხი ათასი დოლარი. იპოდრომზე მისი ფავორიტი ცხენი თამაშობდა და არ უნდოდა, ასეთი შანსი „გაემაზა“. მამას ვერ მიადგებოდა.  ამ თვეში ძალიან ბევრი ფული გამოართვა და იცოდა, სკანდალი არ ასცდებოდა. მოსწავლეს სად უნდა ესესხა ფული. ნახევრად ბნელ ბარში, დახლისკენ ზურგით იჯდა ბრგე მამაკაცი, შავი სათვალით და ვისკის წრუპავდა. ჯონი მიუახლოვდა.
– ბოსტონელი ბობი შენ ხარ?
– ჰო. დაჯექი... ვისკის დალევ?
– უარს არ ვიტყოდი, ორმაგი მირჩევნია.
მამაკაცმა ბარმენს, ფრენკი მონტერის ანიშნა და იმანაც ვისკის ორი ჭიქა დადგა მაგიდაზე.
– მითხრეს, შეგიძლია, ფული მასესხო პროცენტით.
კაცმა თავი დააქნია.
– ოთხი ათასი დოლარი მჭირდება.
– არ არის პრობლემა. ჩემი პირობები იცი?
– დაახლოებით. თქვენ მითხარით და მოგისმენთ. ერთი თვის შემდეგ დაგიბრუნებთ.
– მე მოგცემ ხუთი ათასს და შვიდი პროცენტი იქნება. ასეთი შემოთავაზება მაქვს. სხვანაირად ფულს არ გავასესხებ.
– კარგი. იყოს ხუთი ათასი.
– მოიცადე, ჯერ არ დამისრულებია. იცი, რაც მოუვიდა ერთ შენნაირ სულსწრაფ ყმაწვილს, რომელმაც ფული ისესხა და არ დააბრუნა? თავგახეთქილი იპოვეს არხში.
– ჰო, მსმენია, – გამშრალი ტუჩები მოილოკა ჯონმა და ამოიოხრა. თქვენს გადაგდებას არ ვაპირებ, – ასე თქვა, თუმცა გულის სიღრმეში ფიქრობდა, რომ ყველაფერი მისი გეგმის მიხედვით წავიდოდა.
– გესმის, რას ვლაპარაკობ? მე ვალის ამოღების საკუთარი მეთოდები მაქვს. თუმცა, ჯერ გადახდის პირობები არ მითქვამს ბოლომდე. პროცენტს ორი კვირის შემდეგ მომიტან. აქ, ამ ბარში. ზუსტად შუადღეს, დაუგვიანებლად და მე ვისკით გაგიმასპინძლდები.
– რაღაცას მეუბნებოდით, იმ შემთხვევაში, თუკი ვალს დროულად არ გადავიხდი.
– ჰო, მე ჩემი მეთოდები მაქვს. შეიძლება, ვიღაცამ იფიქროს, რომ სასტიკი ვარ, მაგრამ ზოგიერთებივით თავს არ ვუხეთქავ  ადამიანებს და არც არხში ვაგდებ. პირიქით, შანსს ვაძლევ და მგონი, ეს კარგია.
– გინდათ, შემაშინოთ?
– არა, – ბობიმ მხრები აიჩეჩა, – მე გაცნობ პირობებს, როგორც ცივილიზებული ადამიანები იქცევიან, რადგან ჩემთან მოხვედი, ვალდებული ვარ, ის საფრთხეებიც იცოდე, რაც ვალის გადაუხდელობის შემთხვევაში გელოდება. ერთი რაღაც უნდა გაჩვენო ბობიმ ჯიბეში ჩაიყო ხელი და შავ ქსოვილში შეფუთული რაღაც ამოიღო.
– შეგიძლია, გახსნა? მე პრობლემა მაქვს.
– ჯონი პეკსტონს უსიამოვნოდ შეაჟრჟოლა, როცა ბობის ყინულივით ცივ თვალებს შეხედა. არც ის ტონი მოეწონა, რომლითაც მან ეს სიტყვები წარმოთქვა. ქსოვილი ხავერდის იყო და თითებზე ეხახუნებოდა. მის შიგნით რაღაც მაგარი იგრძნობოდა.
– ეს რა არის? არ შეგიძლიათ, პირდაპირ ფული მომცეთ? ძალიან მეჩქარება.
– სანამ არ ნახავ იმას, რაც ხელში გიჭირავს, თანაც პუნქტუალურობაზე გართულება მაქვს. ესეც უნდა იცოდე. საკმარისი იქნება, პროცენტის მოტანის დროს, ანუ შუადღეს, ერთი საათი მაინც გადააცილო, პრობლემები შეგექმნება, ზუსტად ისეთი, როგორიც მე გამოვცადე, როცა დაახლოებით შენი ასაკის ვიყავი. ფული ვისესხე... ფრენკი, კიდევ ერთი ჭიქა ვისკი მომიტანე... ვფიქრობდი, რა პრობლემაა-მეთქი. მკაცრი იყო ის დამპალი. დრო მოვიდა და ფული ვერ ვიშოვე. გადავწყვიტე, გავქცეულიყავი, მოვხვეტე ჩემი ნივთები და ჩემი ჭკუით თავს ვუშველე. რატომღაც მეგონა, რომ ადვილად დავუძვრებოდი. ახალგაზრდა და სულელი ვიყავი. შემოხსენი ქსოვილი. ჯონმა ქსოვილი მოაშორა და ხელში პატარა ქილა შერჩა, რომელშიც აშკარად სითხე ესხა, იმ სითხეში კი რაღაც მოძრაობდა.
– სინათლეზე ნახე!
ბარში ცუდი განათება იყო, მაგრამ ჯონმა მაინც შეძლო დაენახა, რა იდო ქილაში და შეძრწუნებულმა შეჰყვირა. ქილაში ჩასხმულ გამჭვირვალე სითხეში ადამიანის თვალები ტივტივებდა. ბობიმ შავი სათვალე მოიხსნა. თვალების ადგილას ორმოები ჰქონდა, ეს ისეთი შემაძრწუნებული სანახავი იყო, რომ პირი გაუშრა. ხელები უღონოდ ჩამოუშვა და იღმუვლა.
– ეს ჩემი თვალებია. ღმერთო, რა ჯოჯოხეთური ტკივილი განვიცადე, როცა კოვზით ამომთხარა. მე ბრმა ვარ და იმ ტიპზე ვმუშაობ. მე მხოლოდ შირმად მიყენებს. თუ ვალს და პროცენტს დროულად დააბრუნებ, პრობლემები არ გექნება და არც მასთან შეხვედრის აუცილებლობა დადგება. აბა, გაიგე, რა გითხარი?
ჯონმა თავი დააქნია, ფულს ხელი სტაცა და ბარიდან უკანმოუხედავად გავარდა. ბობმა გაიცინა და შავი სათვალე ისევ გაიკეთა.
– ჰეი, ფრენკი, მოდი მომეხმარე, ქილა ისევ შეახვიე და ჯიბეში ჩამიდე. შეიძლება, დღეს კიდევ ვიღაცას დასჭირდეს ფული.
ბარმენმა ორ ჭიქაში ჩაასხა კოქტეილი „მარგარიტა“ და ბობს გვერდით მიუჯდა.
– აგიყვანო სახლში?
– ჯერ არა, ვიქნები ცოტა ხანს. ჩემი საყვარელი „მარგარიტა“ მომიტანე? სუნით ვხვდები.
– ჰო. მე ხომ ყოველთვის ვიცი, შენ რა გინდა. მას შემდეგ, რაც ნაღმზე აფეთქდი და ორივე თვალი დაკარგე... მაშინ ვფიქრობდი, რომ ცხოვრება დასრულდა. სიცოცხლე აღარ გინდოდა. პენსიით როგორ ვიცხოვროო. დღეს კი ეს ბარი გვაქვს. კარგი ბინა ბარის თავზე, რომელიც შენთვის მოსახერხებლად მოვაწყვეთ. არც ქალები გეუბნებიან უარს...
– ეს იმიტომ, რომ ფული მაქვს. შესანიშნავი იდეა იყო, პროზექტურის ლოთი თანამშრომლისგან თვალების ყიდვა. იმ მკვდარს მაინც არაფერში სჭირდებოდა.
– ჰო, მაგრად მუშაობს, – ფრენკიმ გაიცინა და კოქტეილი მოსვა, – ერთ წუთსაც არ დააგვიანებს, ისე მოაცუნცულებს ფულს, პრინციპში, ყველა ასე იქცევა, ვისაც საკუთარი თავი უყვარს.

скачать dle 11.3