კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 როგორ ჩაუშალა სტალინმა ანგლო-ამერიკელებს სეპარატული მოლაპარაკებები ფაშისტებთან

თათია ფარესაშვილი ნიკა ლაშაური

სტალინგრადთან მომხდარი გარდატეხის შემდეგ, მართალია, სამხედრო-სტრატეგიული უპირატესობა წითელმა არმიამ მოიპოვა, მაგრამ ომის ბედი სულაც არ იყო საბოლოოდ გადაწყვეტილი. გარდა იმისა, რომ ფაშისტური არმია ჯერ კიდევ ძალიან ძლიერი იყო და მედგარ წინააღმდეგობას უწევდა საბჭოთა არმიას, გამორიცხული არ გახლდათ, ანგლო-ამერიკელებს ხელი აეღოთ მოკავშირეობაზე და მეტიც, საბჭოეთის წინააღმდეგაც კი შემობრუნებულიყვნენ. სტალინს ამაზე წინასწარ ჰქონდა ნაფიქრი და ყველა ღონეს ხმარობდა, რომ ასეთი რამ არ მომხდარიყო. სწორედ ამის პრევენციული ღონისძიებები იყო თეირანისა და იალტის კონფერენციები, რომლებიც საბჭოთა ბელადის ძალისხმევით გაიმართა და „დიდი სამეული“ მოკავშირეობის გაგრძელებასა და მეორე ფრონტის გახსნაზე შეთანხმდა თეირანში. იალტაში კი, ფაქტობრივად, მსოფლიო გაიყვეს. თუმცა, სტალინი რის სტალინი იქნებოდა, ბოლომდე ვინმეს მინდობოდა, მით უმეტეს – ანგლო-ამერიკელებს და განსაკუთრებულ სიფხიზლეს იჩენდა მოკავშირეების მიმართ. ვიაჩესლავ მოლოტოვი იხსენებდა: „ყირიმის კონფერენცია 11 თებერვალს დასრულდა. სამამულო ომის დამთავრებამდე კი, სულ რაღაც სამი თვე იყო დარჩენილი, მაგრამ ჯერ აბა, საიდან გვეცოდინებოდა? ჩერჩილი და რუზველტი უკვე გაემგზავრნენ, ჩვენ კი ჯერაც ყირიმში ვიმყოფებოდით და მოსკოვში უნდა გავფრენილიყავით, როცა სტალინმა მე და ბერია ლევადიის სასახლეში, თავის კაბინეტში გვიხმო. მივედით. დავსხედით. სტალინმა გააბოლა და პირველად ბერიას მიმართა:
– ლავრენტი,  შენთან ძალიან საპასუხისმგებლო დავალება მაქვს და რადაც არ უნდა დაგიჯდეს, აუცილებლად, ყველაფერი საიუველირო სიზუსტით უნდა გამიკეთო, ანუ – უნდა გაარკვევინო შენს ასს მზვერავებს. ეჭვი მაქვს და საკმაოდ საფუძვლიანიც, რომ ანგლო-ამერიკელები შეეცდებიან, უკვე თუ არ ახორციელებენ, ფაშისტები სეპარატულ ზავზე წამოიყვანონ, რათა ჩვენ არ შევიდეთ იქ, ანუ გერმანიაში. გასაგებია?
ბერია უსიტყვოდ, როგორც ყოველთვის, დიდი ყურადღებით უსმენდა სტალინს და ბოლოს შეჰპირდა, რომ ყველაფერს იღონებდა ასეთი ინფორმაციის მოსაპოვებლად, თუკი სეპარატიზმს ექნებოდა ადგილი.
– აქვს, აქვს, სწორედ სეპარატიზმს აქვს ადგილი. მერწმუნე, ლავრენტი, რომ არ მეშლება, – უთხრა სტალინმა ბერიას. კაბინეტში დარჩენა უბრძანა და მე მომიბრუნდა.
– რას იტყვი, ვიაჩესლავ მიხაილოვიჩ, ხომ არ ფიქრობ, რომ ამხანაგი სტალინი აჭარბებს?
სტალინთან დისკუსიაში შესვლა არც კი მიცდია და პირდაპირ ვკითხე:
– მაინც, რატომ ფიქრობ მასე, კობა?
სტალინს გაეცინა და მითხრა:
– ჯერ ერთი, იმიტომ, რომ მათგან (ანგლო-ამერიკელებისგან) ყველაფერია მოსალოდნელი. თანაც, ეს ძალიან ლოგიკურია. მთავარი კი ისაა, რომ ასეთი რამ მე მელა ჩერჩილის თვალებში ამოვიკითხე. მართალია, რუზველტი ცდილობდა, დაემალა თავისი გრძნობები, მაგრამ ის პატიოსანი ადამიანია. დიახ, დიახ – პატიოსანი და უმალვე გაიშიფრა. მოკლედ, ასეა და აი, ნახავ, – სტალინმა სახეგაქვავებულ ბერიას გახედა და განაგრძო, – თუ ლავრენტიმ არ დაადასტუროს ჩემი ეჭვები. დარწმუნებული ვარ ამაში.
– კეთილი. მე რას მავალებ, კობა? –ვკითხე სტალინს.
სტალინმა მაშინვე არ მიპასუხა. თან, ჯერ ჩიბუხიდან ფერფლი გადმობერტყა და დინჯად დატენა. თუმცა, ჩიბუხი გვერდზე გადადო. პაპიროს „გერცეგოვინა ფლორის“ კოლოფს დასწვდა და ერთი ღერი ამოიღო. თითებით მოსრისა და გააბოლა. ულვაში მოიფხანა და მითხრა:
– რას გავალებ და აქედან გასვლისთანავე სრულ მზადყოფნაში მოიყვანე შენს ხელთ არსებული მთელი პროპაგანდისტული მანქანა. წინასწარ გაამზადე ტექსტები ყველა ენაზე, სადაც დაგმობილი უნდა იყოს ანგლო-ამერიკული სეპარატიზმი. თუკი საჭირო გახდება და ჩვენი მეგობრები (ეს ფრაზა სტალინმა განსაკუთრებული ირონიით წარმოთქვა) ხელს არ აიღებენ თავიანთ მზაკვრობაზე, მაშინვე აამოქმედე.
– გასაგებია. ამაღამვე ყველაფერი მზად მექნება, – ვუთხარი სტალინს.
ამ დროს პოსკრებიშევმა სელექტორით უთხრა სტალინს:
– ჟუკოვი მოვიდა და გელოდებათ.
– შემოვიდეს, – მოკლედ ბრძანა სტალინმა.
ჟუკოვი კაბინეტში შემოვიდა. ჯერ სტალინს მიესალმა, შემდეგ მე და ბერიას და სტალინს მიაჩერდა.
– გიორგი კონსტანტინოვიჩ, – მიმართა სტალინმა ჟუკოვს, – ახლავე, სასწრაფოდ დააჩქარეთ ბერლინზე შეტევის მომზადება. გეგმას, მაქსიმუმ, 48 საათის შემდეგ ველოდები, უკვე მოსკოვში და კრემლში წარმომიდგენთ მას.
– დიახ, ამხანაგო სტალინ. გასაგებია, – მიუგო ჟუკოვმა და წავიდა.
ათიოდ წუთში მე და ბერიაც წამოვედით. ერთი საათის შემდეგ  მე და ბერია უკვე მოსკოვში მივფრინავდით. სტალინი კი ორი საათის დაგვიანებით დაბრუნდა დედაქალაქში.
სულ მალე, ყველაფერი ისე მოხდა, როგორც სტალინმა ივარაუდა და კიდევ ერთხელ დავრწმუნდი, რომ სტალინი ბევრად უფრო შორსმჭვრეტელი იყო, ვიდრე საბჭოთა მთავრობის დანარჩენი წევრები...“
ბედის ირონიით, სეპარატული მოლაპარაკებები ფაშისტებთან შვეიცარიაში სწორედ 11 თებერვალს დაიწყო და მას პირველ ეტაპზე ამერიკელები აწარმოებდნენ. ბრიტანელები კი ოდნავ გვიან უნდა ჩართულიყვნენ მასში. ბერიას უწყებას ეს ინფორმაცია და დამადასტურებელი დოკუმენტები ორი დღის მერე, 13 თებერვალს ჩაუვარდა ხელში, რომელიც სტალინს მიუტანეს. ბელადი კვლავ ბერიასა და მოლოტოვის თანდასწრებით, ყურადღებით გაეცნო მათ და საკუთარი ხელით დაწერა საპროტესტო წერილი ჩერჩილთან და რუზველტთან. შემდეგ თავის ბიბლიოთეკაში გავიდა და ხუთ წუთში უკან დაბრუნდა, ხელში 1912 წელს გამოცემული, მარჯორი უორდროპის მიერ ინგლისურად ნათარგმნი „ვეფხისტყაოსანი“ ეკავა. ბელადმა წიგნი მაგიდაზე დადო და ბერიას და მოლოტოვს განუმარტა:
– აი, ამ წიგნს გავუგზავნი ჩვენს მოკავშირე სეპარატისტებს შესაბამისი წარწერებითო.
ბერია და მოლოტოვი ვერაფრით ჩასწვდნენ ბელადის ჩანაფიქრის შინაარსს. სტალინმა კი მოსკოვის ¹4 პოლიგრაფიულ კომბინატში ორად ორ ეგზემპლარად, უმაღლეს დონეზე დააბეჭდინა ინგლისურენოვანი „ვეფხისტყაოსანი“, მიხაი ზიჩის ილუსტრაციებით. ყდებზე კი საკუთარი ხელით, რუსულად წააწერა: „გიგზავნით ამ შედევრს, სადაც მეგობრობა და რაინდობა უბადლო პოეტური ენითაა გადმოცემული. წაიკითხეთ, ჩაწვდით და თქვენვე გამოიტანეთ დასკვნები. პატივისცემით, სტალინი“.
„ვეფხისტყაოსნის“ გაგზავნა რუზველტისა და ჩერჩილისთვის, მხოლოდ ერთ-ერთი დეტალი იყო სტალინის დიპლომატიური ნაბიჯის ანგლო-ამერიკული სეპარატიზმის წინააღმდეგ. საბჭოთა ბელადს შემდგომი ნაბიჯების გადადგმა აღარ დასჭირვებია, რადგან სეპარატული მოლაპარაკებები უმალვე შეწყდა.
скачать dle 11.3