კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№47 კოწახურის უნიკალური თვისებები

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე


კოწახური შეიცავს ორგანულ მჟავებს: ვაშლის, ღვინისა და ლიმონმჟავას, ასევე C ვიტამინსა და კაროტინოიდებს.
კოწახურით ებრძვიან კუჭ-ნაწლავის, ფილტვების, პირის ღრუს ლორწოვან დაავადებებს. ის სიცხისა და არტერიული წნევის დამწევი საშუალებაა. კოწახურით რადიკულიტს ამარცხებენ,  ავიტამინოზს ებრძვიან და ასე შემდეგ.
კოწახურს აქვს ნაღველმდენი, ანთების საწინააღმდეგო, ანტისეპტიკური, სისხლდენის შემაჩერებელი თვისებები.
უხდება თირკმელების, კუჭის, თორმეტგოჯა ნაწლავის დაავადებებს, ტუბერკულოზს, ზედა სასუნთქი გზების ანთებას.
კოწახურს იყენებენ დიაბეტის დროს. ჰომეოპათიაში კოწახურზე დამზადებული პრეპარატებით კურნავენ ღვიძლის, საშარდე გზებისა და თირკმელების დაავადებებს. გამოიყენება ნიკრისის ქარის, რევმატიზმისა და წელკავის დროს.
კოწახურის წვენი მადას აუმჯობესებს. ამიტომ მისი მიცემა სასურველია ბავშვებისთვის, ანორექსიით დაავადებულთათვის და მათთვის, ვისაც კვებასთან დაკავშირებული პრობლემები აქვთ. აგრეთვე, ის კუჭში გამხსნელი საშუალებაა და ყაბზობის წინააღმდეგ გამოიყენება. გარდა ამისა, კოწახურის წვენს ანტიმიკრობული და სიცხის დამწევი თვისებები აქვს და დაბერების პროცესს აფერხებს.
რევმატიზმის დროს: აიღეთ ერთი ჩაის კოვზი გამომშრალი და დაქუცმაცებული კოწახურის ფესვი, დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, შეფუთეთ და დაახლოებით 4 საათი გააჩერეთ, შემდეგ გაფილტრეთ. მიიღეთ ნახევარი ჭიქა დღეში 3-ჯერ.
სამკურნალოდ გამოიყენება გულის დაავადებების, ასევე, ავიტამინოზის დროს. კოწახურის ნაყენს იყენებენ სამეანო-გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ატონური სისხლდენის შემთხვევაში, რომელსაც ადგილი აქვს მშობიარობის შემდგომ პერიოდში და საშვილოსნოს სუბინვოლუციისა და ანთებითი პროცესებით გამოწვეული სისხლდენისას.
კოწახურის ნაყენი წყლულოვანი დაავადებებისა და გულისრევის დროს: აიღეთ 15-20 გრამი მშრალი, დაქუცმაცებული ფოთოლი, დაასხით 200 გრამი წყალი, დადგით ცეცხლზე, მიიყვანეთ ადუღებამდე. 15 წუთის განმავლობაში ხარშეთ დაბალ ცეცხლზე, შემდეგ დადგით 40 წუთი. გადაწურეთ და გააზავეთ ანადუღარ წყალში, ისე, რომ საწყისი მოცულობა მიიღოთ. მიიღეთ ნაყენი ყოველდღე, დღეში სამჯერ, თითო სადილის კოვზი.
ნაღვლის ბუშტის დაავადებების დროს: აიღეთ კოწახურის ხის დაქუცმაცებული ქერქი – ნახევარი ჩაის კოვზი, დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე, დააყენეთ ერთი საათით და გაფილტრეთ. მიიღეთ 1-2 სადილის კოვზი დღეში 2-3-ჯერ მაინც.
ნაყოფის ნაყენი კი ასე მზადდება: 2 სადილის კოვზ კოწახურს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი და ერთი საათი გააჩერეთ. უნდა მიიღოთ 1-2 სადილის კოვზი დღეში რამდენჯერმე. ორივე ნაყენს იდეალური ნაღველმდენი ეფექტი აქვს.
კოწახურის ნაყენი, როგორც ნაღველმდენი და სიცხის დამწევი საშუალება: აიღეთ 30-40 გრამი მცენარის დაქუცმაცებული ნაყოფი, დაასხით ერთი ჭიქა წყალი. ადუღეთ დაახლოებით ნახევარი საათი. შემდეგ გადაწურეთ და საწყისი მოცულობის მისაღებად შეავსეთ ანადუღარი წყლით. მიიღეთ დღეში სამჯერ, ჭამამდე, ნახევარი ჭიქის ოდენობით.
კოწახურის ფესვები და ქერქი რეკომენდებულია ღვიძლის, თირკმლის კენჭოვანი დაავადების, სიყვითლის, თირკმლებისა და საშარდე ბუშტის ანთების, განსაკუთრებით, ნიკრისის ქარის, რევმატიზმისა და წელკავის დროს.
მიიღება წყლიანი ნაყენის სახით: ნახევარი ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ქერქს ან ფესვებს დაასხით ერთი ჭიქა მდუღარე წყალი. საჭიროების შემთხვევაში, დღეში 2 ჭიქა გადაწურული ნაყენი დალიეთ.  რეკომენდებულია აგრეთვე, ნაყოფის ნახარში ელენთის დაავადებისა და კუჭის სპაზმის დროს. ფოთლების ნახარში კი სურავანდის, კუჭის აშლილობისა და დიზენტერიის წინააღმდეგ.
კოწახურის ნაყოფის გამოყენება არ შეიძლება სრულ სიმწიფემდე, რადგან მანამდე კენკრა შხამიანია. მიუხედავად იმისა, რომ კოწახურს უამრავი სასარგებლო თვისება აქვს, ზოგიერთ შემთხვევაში, მისი გამოყენება უკუნაჩვენებია. უმჯობესია, მისი ნაყოფი არ დააგემოვნებინოთ 12 წლამდე ბავშვებს და მათ, ვისაც ამ მცენარეში შემავალ კომპონენტებზე ალერგია აქვს. კოწახური და მასში შემავალი ნივთიერებები უკუნაჩვენებია, ასევე, ორსულთათვის, მშობიარობის შემდეგ და კლიმაქსის დროს.

კუჭ-ნაწლავის დაავადებების მკურნალობა
ხალხურ მედიცინაში დიდი პოპულარობით სარგებლობს ჯადვარი, როგორც ენერგიის აღმდგენი საშუალება. ჯადვარის ტუბერაკს იყენებენ, კოლიტის, გასტრიტისა და გასტრიტული ვარიანტის წყლულოვანი დაავადების დროს. იყენებენ, აგრეთვე, ზედა სასუნთქი გზების კატარისა და პირის ღრუს ანთებითი დაავადების სამკურნალოდ.
ჯადვარი აუცილებელი საშუალებაა ტუბერკულოზიანების, მძიმე დაავადებაგადატანილი ადამიანების, ხანგრძლივი სისხლდენით დასუსტებულთა
მოსაძლიერებლად. ჯადვარის ტუბერაკები დაფხვენით და დაასხით ცხელი წყალი შეფარდებით: 2 გრამი ტუბერაკების ფხვნილი 200 მილლიტრ მდუღარე წყალზე. ათქვიფეთ კოვზით 10-15 წუთის განმავლობაში. დალიეთ თითო სადილის კოვზი ჭამის წინ, დღეში რამდენჯერმე და ღამით, ძილის წინ. იკეთებენ ოყნის სახითაც — 50 მილილიტრი ერთი ოყნისთვის.
ჯადვარის წყლიან ნადღვებს წარმატებით იყენებენ ოყნისთვის კუჭის აშლილობის,  დიზენტერიის დროს. ჯადვარის ემულსიას დაუმატეთ სელის თესლის ნახარში – 1 ჩაის კოვზი სელის თესლი 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. ბავშვების კუჭის აშლილობისას იყენებენ  ჯადვარს: 120 გრამ ჯადვარს დოზით:  ტუბერაკების ფხვნილი და 86-გრადუსიანი სპირტი, მხოლოდ ნახევარ გრამამდე, ყოველ ორ საათში ჩაის კოვზით.
მედიცინაში ჯადვარის ახალი ტუბერაკები გამოიყენება, რომელთაც ყვავილობის ან დაყვავილებისთანავე აგროვებენ. მდუღარე წყალში 5 წუთამდე ამყოფებენ და ჩრდილში ახმობენ. ღია მოყვითალო-მოთეთროა – ესაა მიმდინარე წლის ახალი, სამკურნალოდ ვარგისი ტუბერაკი.

ყვითელი ძიძო ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება
ყვითელი ძიძო იზრდება ნესტიან, ბალახოვან ადგილებში, როგორც სარეველა მცენარე. ნედლეულად იყენებენ ღეროს კენწერულ ნაწილს ფოთლებითა და ყვავილებით. მოჭრილ ღეროებს კრავენ პატარა კონებად და აშრობენ ჩრდილში ან შენობებში, რომლებიც კარგად ნიავდება.
ყვითელი ძიძო გამოიყენება, როგორც ტკივილგამაყუჩებელი და დამამშვიდებელი საშუალება, გაძლიერებული აღგზნებისა და უძილობის დროს. ხალხულ მედიცინაში მას იყენებენ, როგორც ამოსახველებელ საშუალებას, სასუნთქი გზების ანთების, მეტეორიზმისა და სისხლის მაღალი წნევის დროს.
ყვითელი ძიძოს ნაყენი, როგორც ამოსახველებელი და ანთების საწინააღმდეგო საშუალება, ასეთი წესით შეგიძლიათ, მოამზადოთ: 2 სადილის კოვზი ნედლეული მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 1 ჩაის ჭიქა ცხელი, ანადუღარი წყალი. დაახურეთ, გააცხელეთ მდუღარე წყლის აბაზანაზე 15 წუთი, გააცივეთ ოთახის ტემპერატურაზე 45 წუთის განმავლობაში. გადაწურეთ. დარჩენილი მასა კარგად გამოწურეთ. მიღებული ნაყენი შეავსეთ საწყისი მოცულობის მიღებამდე ანადუღარი წყლით. შეინახეთ გრილ ადგილას არაუმეტეს 2 დღე-ღამისა.
მიიღეთ ნახევარი ჭიქა 2-3-ჯერ დღეში.
ძიძოს ხმარობენ, აგრეთვე, გარეგან საშუალებად დაჩირქებული ჭრილობების, შუა ყურის ანთების, ნიკრისის ქარისა და სახსრების შეშუპებისას – იკეთებენ ყვითელი ძიძოს აბაზანებს. თავის ტკივილის შემთხვევაში იყენებენ ძიძოს სპირტიან ნაყენს. ნედლეულს ასხამენ მაგარ არაყს, აჩერებენ 10-15 დღე, წურავენ და ნაყენში დასველებულ საფენს იდებენ თავზე.
ნედლეულის დიდი ხნით გამოყენებამ შეიძლება გამოიწვიოს არასასურველი შედეგები: გულისრევა, თავის ტკივილი, მოთენთილობა, რასაც მცენარეში არსებული კუმარინები იწვევს. განსაკუთრებით მძიმე მოწამვლა შეუძლია გამოიწვიოს ნედლეულის შრობის ტექნოლოგიის დარღვევამ და შენახვამ. ამის მიზეზი ხდება ძიძოს ლპობა და მასში დიკუმარინის წარმოშობა,  რასაც შეიძლება, მოჰყვეს მძიმე ფორმით სისხლის ჩაქცევა.
ათეროსკლეროზის სამკურნალოდ, მცენარეები, ანთების საწინააღმდეგო თვისებით, შეურიეთ ერთმანეთს: 2 წილი კრაზანა, 3-3 წილი მრავალძარღვასა და ბაბუაწვერას ფოთლები და ფესვები, 2 წილი ყვითელი ძიძო, თითო წილი პიტნისა და მოცვის ფოთლები. 2 სადილის კოვზ ნაერთს დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ 30 წუთი, მიიღეთ 100 მილილიტრი ნაყენი დღეში 3-ჯერ ჭამამდე – ერთი თვის განმავლობაში. აუცილებლობის შემთხვევაში, ერთკვირიანი შესვენების შემდეგ კურსი გაიმეორეთ.
გარეგანი დანიშნულებით, კომპრესებით ან დასაბანად, ძიძოს ნაყენი მოამზადეთ ასე: აიღეთ 2 სადილის კოვზი ნედლეული, დაასხით ნახევარი ლიტრი მდუღარე წყალი, გააჩერეთ თავდახურულ ჭურჭელში 20 წუთის განმავლობაში, გაწურეთ.
ხალხურ მედიცინაში ყვითელი ძიძოს დაქუცმაცებულ ნედლეულს ადუღებენ ზეთში და ამ ნახარშის საფენებს დაჩირქებული ადგილების მოსამწიფებლად იყენებენ.
თავის ტკივილის შემთხვევაში, იყენებენ ძიძოს სპირტიან ნაყენს. ნედლეულს დაასხით მაგარი არაყი, გააჩერეთ 10-15 დღე და დაიდეთ ნაყენში დასველებული საფენი.


მიწავაშლას სამკურნალო თვისებები

მიწავაშლა კარგია ნიკრისის ქარის, შარდკენჭოვანი დაავადებების, ანემიის, მარილების დაგროვების, გაცხიმოვნების დროს. მისი ნახარში სისხლში შაქრის შემცველობას აქვეითებს, არეგულირებს წნევას, უმატებს ჰემოგლობინს, დადებითად მოქმედებს კუჭუკანა ჯირკვალზე. მისი რაციონში შეტანა აუცილებელია დიდი ქალაქებისა და არაკეთილსაიმედო ეკოლოგიური მდგომარეობის მქონე ზონებში მცხოვრები ადამიანებისთვის, რადგან მას გარემოს საზიანო ზემოქმედების განეიტრალება შეუძლია.
ხალხურ მედიცინაში მიღებულია, ყოველდღიურად ერთი ცალის ჭამა ცხელების, ენტერიტის, დიზენტერიის, წვრილი ნაწლავების ანთებისას.
 მიწავაშლა ორგანიზმიდან გამოდევნის მძიმე ლითონებს, ტოქსინებს, რადიონუკლიდებსა და ჭარბ ქოლესტერინს. მისი ეს ანტიოქსიდური ეფექტი განპირობებულია ინულინისა და უჯრედისის ერთობლივი მოქმედების წყალობით.
მისი გორგალი მდიდარია ინსულინით. ეს მცენარე რეკომენდებულია შაქრიანი დიაბეტით დაავადებულთათვის. ანუ, მიწავაშლას აქვს სისხლში გლუკოზის დონის დამაქვეითებელი თვისებები და რეკომენდებულია დღეში 3-ჯერ, ჭამადე 10 წუთით ადრე, 2-3 გორგლის ჭამა.
მოტეხილობისას – მოტეხილობის ადგილზე იდებენ მისი დაქუცმაცებული ახალი ფოთლებისა და ტოტების ფაფას.
კუჭის წყლულოვანი დაავადებისას მომატებული მჟვიანობით, რეკომენდებულია 1 ჩაის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვებს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დალიეთ 4-5-ჯერ დღეში, ჭამამდე 15-20 წუთით ადრე.
მიწავაშლას ტუბერკულოზის, ცისტიტის, ლეიკოზის, პიელონეფრიტის დროს იყენებენ. საუკეთესოა მისი საკვებად გამოყენება, ისევე, როგორც კარტოფილის – მოხარშულის და შემწვრის. ოსტეოქონდროზის, ართრიტისა და მარილების დაგროვებისას, ძალზე სასარგებლოა მიწავაშლას ფოთლები.
თავისი შემადგენლებოს გამო მიწავაშლა ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას ჰიპერტონიისას, არითმიის, სისხლის მიმოქცევის დარღვევის დროს, ამაგრებს ნერვულ სისტემას.
მიწავაშლას სისტემატური გამოყენება მარილების დაგროვებისაგან, ინფარქტის, ინსულტისგან დაცვის საშუალებაა. ორგანიზმზე ახდენს ზოგადგამაჯანსაღებელ მოქმედებას. ზოგიერთი მონაცემით, იცავს სისმსივნური უჯრედების განვითარებისაგან. ყაბზობისას მიიღება 1 სუფრის კოვზი წვენი 2-3-ჯერ დღეში, კვებათა შორის.
скачать dle 11.3