კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 წერილები სულიერ შვილებს

დიაკვანს, უღმერთოთა ცრურწმენის შესახებ
როგორც შენ მწერ, ადამიანს შეხვდი, რომელსაც ღმერთი არ სწამს, მაგრამ ამავე დროს, ცრურწმენებით არის სავსე. მან შენ წინაშე აღიარა, რომ ღმერთი არასდროს სწამდა და ბოშებს ხელის გულს სამკითხაოდ ბავშვობიდან უწვდიდა. ის ამჟამადაც იგივეს აკეთებს და მხურვალედ ცდილობს, დაამტკიცოს, რომ მკითხავებმა უფრო მეტი იციან, ვიდრე ყველა მეცნიერებათა აკადემიამ ერთად. გარდა ამისა, ავი თვალის ეშინია და ამიტომ ქუჩაში ყოველთვის თავდახრილი დადის. სამშაბათი საბედისწერო დღედ მიაჩნია, იმ დღეს არაფერს აკეთებს და სახლიდანაც არსად გადის. რიცხვ 13-ს უფრთხის, როგორც ცეცხლს. ერთხელ ერთმა თანამშრომელმა ხუმრობით მის მაგიდაზე დაწერა „13“. ის წამოხტა და მაგიდა გადააყირავა. თუმცა ღირსეული იერი აქვს, მდიდარი და განათლებულია.
რა გაკვირვებს, დიაკვანო, ძმაო? ის ხომ არა, რომ უღმერთობა და ცრურწმენა გვერდიგვერდ არიან? ეს არაბუნებრივობა სრულიად ბუნებრივია. ერთიცა და მეორეც – სიცრუეა, ორივე იმისგან მომდინარეობს, ვისაც უჭეშმარიტესმა ბაგემ სიცრუის მამა უწოდა. ჭეშმარიტება მუდამ ჭეშმარიტია, მარადიულია, უცვალებელია. ხოლო სიცრუე ქამელეონივით არის, ფერს იცვლის. მეგობრობა უღმერთობასა და ცრურწმენას შორის – პარადოქსი არ არის, როგორც შენ გეჩვენება, არამედ ისე შეეფერებიან ერთმანეთს, როგორც სურათს თავისი ჩარჩო. ყოველი უღმერთობის ჩარჩო არის ცრურწმენა. ერთი სიცრუე მეორესთან მუდამ სტუმრობს.
როდესაც მეფე საულმა, რომელიც ღმერთის წინასწარმეტყველი იყო, ღმერთისა და სამოელის მორჩილებაზე უარი თქვა, აენდორში მკითხავთან წავიდა, რათა სიმართლე გაეგო და რჩევაც მოესმინა. საფრანგეთის მეფე ფილიპე თავს ორი რამით იწონებდა: რომ იყო ათეისტი და ყავის ნალექზე მკითხაობა იცოდა. ნუთუ წმიდა წერილში არ წაგიკითხავს, ორი ცრუ – პილატე და იროდი სამსჯავროს წინ როგორ დამეგობრდნენ და ჭეშმარიტება სასიკვდილოდ როგორ წარგზავნეს? „და იქმნნეს მეგობარ პილატე და ჰეროდე ურთიერთას მას დღესა შინა, რამეთუ პირველ მტერ იყვნეს იგინი“ (ლუკ. 23, 12). ორი სიცრუე ურთიერთშორის ამჟამადაც ხშირად მეგობრობს, როდესაც ბრძოლა ჭეშმარიტების წინააღმდეგ უწევთ. უღმერთო ებრაელების ცრუმოწმეობა გაიხსენე, როდესაც ყოველი ღონით ცდილობდნენ, მოეკლათ ქრისტე. „მოიყვანეს იესუ კაიაფაისით ტაძრად. და იყო განთიად. და იგინი არა შევიდეს ტაძრად, რათა არ შეიგინნეს. არამედ რაითა ჭამონ პასექი“ (ინ. 18, 28). რამეთუ დღესასწაული იყო. უდანაშაულო ადამიანის კვლა არ შეაგინებდა, ხოლო დღესასწაულზე ტაძარში შესვლა შეაგინებდათ! ასევე მოხდა რუსეთში მას შემდეგ, რაც ხელისუფლებაში უღმერთოები მოვიდნენ,. ისინი, ვინც სარწმუნოება უარყო, ცრურწმენამ, როგორც ნაპირებიდან გადმოსულმა მდინარემ, წალეკა, ის უბადრუკები ვერც კი ხვდებიან, რომ ჭეშმარიტი ღმერთის უარყოფით, თავი ღმერთის უმთავრეს მოწინააღმდეგეს, იმ ფარულ მსახიობს დაუქვემდებარეს, რომელიც დასაბამიდანვე კაცთა მოდგმის მოსისხლე მტერი და სიცრუის მამაა. ამას ვერც შენი ნაცნობი ხვდება, რომელიც ღმერთისგან განვარდა და ის ბოშა მკითხავით შეცვალა.

скачать dle 11.3