კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№47 მოძღვარი გვირჩევს

კითხვა: მოგვეკითხება თუ არა განკითხვის დროს ის ცოდვები, რომელსაც აღსარებაზე ვამბობთ?
პასუხი:
ცოდვები, რომელსაც აღსარებაზე ჭეშმარიტი სინანულით ამბობთ და ყველაფერს აკეთებთ მათ აღმოსაფხვრელად, არ მოგეკითხებათ. მაგრამ, უფალი თავად განსჯის, როდის არის მონანიება გულწრფელი, როდის განიცდით და იტანჯებით ჩადენილი უკეთური ქმედების გამო. სამწუხაროდ, არის ისეთი ცოდვები, რომელსაც ადამიანი გამუდმებით სჩადის და შემდეგ, ყოველ აღსარებაზე ინანიებს. თუკი სინანული გალწრფელია, მრავალჯერ აღსარების თქმა ცოდვასთან გამუდმებით ბრძოლას ნიშნავს და ჩანს, რომ ადამიანი განწმენდისკენ მიილტვის – ამას უფალი ხედავს. მაგრამ, თუ აღსარებაში მექანიკურად ამბობთ ხშირადგანმეორებად ცოდვას და არ ებრძვით მას, ეს ცოდვა არ მოგეტევებათ.
კითხვა: ჩემი ცხოვრება გაუსაძლისია და გადავწყვიტე, რომელიმე ეკლესიაში წავიდე მონაზვნად. ეს გამოსავალიღა დამრჩენია, რომ თავი არ მოვიკლა. სწორია ჩემი გადაწყვეტილება?
პასუხი:
თქვენს შემთხვევაში, ეს გადაწყვეტილება არასწორია, რადგან მძიმე სულიერი, ფიზიკური თუ მატერიალური მდგომარეობის გამო, მონაზვნად წასვლა არ შეიძლება. გარდა ამისა, თვითმკვლელობის ვერსიასაც რომ განიხილავთ, აქედან ჩანს, რომ უფალს ხართ დაშორებული და არ გაქვთ მისი იმედი. თვითმკვლელობა ღვთის გმობა და უმძიმესი ცოდვაა. თავდაპირველად, ეკლესიაში დაიწყეთ სიარული, იცხოვრეთ ქრისტიანულად, შეგიძლიათ, რომელიმე მონასტერსაც მიმართოთ დროებით და დამშვიდდეთ, ხოლო, მართლა ხართ თუ არა მოწოდებული მონაზვნად აღკვეცისთვის, ამას დრო გიჩვენებთ.
კითხვა: არის თუ არა დღევანდელ ეკლესიაში ჭეშმარიტი სულიერი მოძღვარი, რომელსაც შეიძლება, ჩვენი სულიერი ცხოვრება მივანდოთ? დღევანდელი სიტუაციიდან გამომდინარე, არ მეგულება მოძღვარი, ვისაც ჩემს მოძღვრად ავირჩევ. ჩემი დამრიგებელი მხოლოდ იესო ქრისტეა. ცოდვას ხომ არ ჩავდივარ ამით?
პასუხი:
თქვენი კითხვიდან გამომდინარე, ჩანს, რომ მეტად უნდა მიმართოთ ქრისტიანულ სიმდაბლეს. ღვთის მადლით, დღევანდელ ეკლესიაში საკმაოდ არიან პატიოსანი და ღირსეული მოძღვრები, რომელთაც შეგიძლიათ, თქვენი ცოდვები ანდოთ და კეთილი რჩევებიც მიიღოთ. ვიდრე მოძღვარს არ ეტყვით ცოდვას და არ მიიღებთ შენდობას, ის ცოდვა მიტევებულად არ ჩაგეთვლებათ.
კითხვა: ბავშვობიდან გამიგია, რომ არცოდნა არცოდვააო. საჭიროა თუ არა ისეთი ცოდვის მონანიება, რომელიც არ ვიცოდით, რომ ცოდვა იყო?
პასუხი:
არცოდნა არცოდვა კი არ არის, ორმაგი ცოდვაა, რადგან ადამიანი ვალდებულია, სცოდნოდა. ეს უფრო პასუხისმგებლობიდან თავის არიდებას ჰგავს. ნებისმიერ ადამიანს აქვს საშუალება, მიიღოს სათანადო ცოდნა, მაგრამ არ ცდილობენ ამას და ორმაგ ცოდვაში იგდებენ თავს. ამით თავის გამართლება არასწორია. ცოდვა კი, რომელიც უცოდინრობის გამოა ჩადენილი, რა თქმა უნდა, უნდა მოინანიოთ.
კითხვა: ჩემმა ახლობლებმა არ გაითვალისწინეს ჩემი კეთილი რჩევა და მაინც მცდარი გადაწყვეტილება მიიღეს. როგორ მოვიქცე?
პასუხი:
არ აღელდეთ და იყავით მშვიდად, თუ თქვენს კეთილ რჩევას არ შეისმენენ. ჩვენც ხომ ვეურჩებით უფალს და არ გვსჯის. უფალი ყველაფერს ხედავს.скачать dle 11.3