კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 ბედნიერება ჩვენი უფლებაა

თათია ფარესაშვილი ნინო წულუკიძე



რისი უფლება აქვს ადამიანს? მას აქვს უფლება, იგრძნოს ყველაფერი, რასაც მისი ემოციური სფერო აღიქვამს. არ არსებობს „ცუდი“ გრძნობა. მაგრამ, შეგვიძლია ვისწავლოთ საკუთარი გრძნობების ეფექტურად გამოყენება იმისთვის, რომ დავაკმაყოფილოთ  ჩვენი მოთხოვნილებები.
ჩვენ გვაქვს უფლება, გვინდოდეს ის, რაც გვინდა და აქტიურად ვიმოქმედოთ სასურველის მისაღებად.
თქვენ გაქვთ უფლება, იმხიარულოთ, როცა ეს გინდათ და რა თქმა უნდა, თავად შეგიძლიათ, გადაწყვიტოთ ვისთან, სად და როდის იმხიარულებთ.
ასევე, გაქვთ უფლება, გქონდეთ და გამოთქვათ საკუთარი აზრი.
გაქვთ უფლება, თქვათ სიმართლე, დაინახოთ რეალობა  ისეთად, როგორსაც ხედავთ.
თქვენ გაქვთ უფლება, დაუწესოთ საკუთარ თავს შეზღუდვები და საზღვრები, რაც დაგეხმარებათ, თავი უსაფრთხოდ იგრძნოთ.  ანუ,  გაქვთ უფლებები თქვენს ფიქრებზე, გრძნობებზე, ქცევებსა და სხეულზე. არ უნდა იცხოვროთ სხვისი სურვილებით.
თქვენ გაქვთ შეცდომის დაშვების უფლება.
არ არის საჭირო, ვიყოთ იდეალურები. ასეთი ვუყვარვართ და ვუნდივართ ადამიანებს, რადგან ისინიც ზუსტად ჩვენნაირები არიან.

„ვერაგი“ სიყვარული

ის მოვა, შეიძლება მაშინ, როცა არც კი ელოდები. შემოიჭრება შენს ყოველდღიურობაში, დაიკავებს დიდ ადგილს შენს გულში, სულში, გონებაში, ფიქრებსა და მთლიანად, ცხოვრებაში. მერე შეცვლის შენს დღეს, ღამეს, შენს სიხარულსა და წარმოდგენას ყველაფერზე. სიყვარულს თავისი წესები აქვს და ის თავის პირობებს გვკარნახობს, მოგვწონს ეს ჩვენ თუ არა.  ისეც ხდება, რომ სიყვარულს ვერ ვამჩნევთ. რაღაცას თუ ვიღაცას ვეძებთ, ვეძებთ მთელი ცხოვრება. მერე ვპოულობთ და ეჭვი გვიპყრობს – თითქოს, ეს ის არ არის, რასაც ვეძებდით, რაც გვინდოდა. ვკარგავთ და ამას შეცდომას ვარქმევთ.  ისევ თავიდან ვიწყებთ ძებნას. ეს ძიება გრძელდება დაუსრულებლად, სიცოცხლის ბოლომდე.
რთულია, წინასწარ განსაზღვრო, ვინ არის შენი ერთადერთი. ამის გაგებას ზოგჯერ წლები სჭირდება. ამიტომ, ის, რასაც მთელი არსებით გრძნობ, შეირგე და შეინარჩუნე – ეს  ოქროს    წესია.
რთულია ადამიანის შინაგანი სამყაროს გაცნობა, მაშინ, როცა საკუთარი თავიც ვერ შეგიცვნია. ალბათ, ძალიან ფრთხილად უნდა იყო, რომ ნაკლებად ინანო  და   ნაკლებად გეტკინოს.
საუკეთესო გამოსავალი უფერული ყოველდღიურობიდან სიყვარულია – საუკეთესო წამალია, წამალი, რომელსაც ყიდვა არ სჭირდება.
მთავარი მაინც ის არის, იცოდე – რა გინდა. დაუსვი ეს კითხვა შენს თავს და დარწმუნდი პასუხში. გაერკვიე, რას ითხოვს შენი გული და გონება, იპოვე მათ შორის ოქროს შუალედი და მტკიცე ნაბიჯებით იარე სიყვარულისკენ მიმავალ გზაზე.

დაცვა  ღალატისგან

როცა სიყვარულის პიკზე ხარ, ღალატი წარმოუდგენლად გეჩვენება. მაგრამ, გადის დრო და არასასურველი ეჭვები სულ უფრო ხშირად მოგვდის თავში. ეჭვი კი ძალიან ცუდი თანამგზავრია. გთავაზობთ რამდენიმე იდეას, რაც დაგეხმარებათ ურთიერთობის გამყარებასა და ეჭვების თავიდან აცილებაში.
დაიწყეთ იმით, რომ დაინახეთ რეალობა. ანუ, ნუ იფიქრებთ, რომ თქვენ ღალატი არასდროს შეგეხებათ. ეს ზოგჯერ ხელს გვიშლის, შევამჩნიოთ რეალური საფრთხე და თვალებს ვხუჭავთ საკუთარ შეცდომებზე. ნებისმიერი ურთიერთობა შეიძლება, განვითარდეს არასასურველი მიმართულებით და ამაზე პასუხს მხოლოდ თქვენ აგებთ. ნუ გგონიათ, რომ თუ იდეალურ პარტნიორს იპოვით, მყარი ურთიერთობა გარანტირებული გაქვთ. აუცილებელია, ყოველდღიურად იმუშაოთ ურთიერთობასა და საკუთარ თავზე.
ღალატის დროს ადამიანები საყვარლებთან იმ ემოციებსა და შეგრძნებებს ეძებენ, რასაც ოჯახში ვეღარ იღებენ. ამიტომ, იფიქრეთ – რამდენად ახლოს ხართ, უგებთ ერთმანეთს და შეიცვალა თუ არა ეს მდგომარეობა ურთიერთობის დაწყებიდან მოცემულ მომენტამდე. არის რამე, რაც ხელს გიშლით, სიახლოვეში? წყვილი, რომელიც ერთმანეთს არ ღალატობს, ძალიან აფასებს ამ ემოციურ და ფიზიკურ კავშირს. ისინი ცდილობენ გულახდილები იყვნენ ერთმანეთთან და ეძებენ კომპრომისებს.
უთხარით პარტნიორს, რა გაკლიათ ურთიერთობაში, მაგრამ გახსოვდეთ ისიც, რომ არავინაა ვალდებული, ყველა თქვენი ახირება შეასრულოს. მზად იყავით, შეცვალოთ რამე საკუთარ თავშიც პარტნიორის გამო.
წესები, რომლებსაც ურთიერთობაში აწესებთ, ორივესთვის ერთნაირი უნდა იყოს.
ნუ გაიტანთ კონფლიქტს სახლიდან. ბევრს უყვარს ახლობლებთან, მეგობრებთან გულის მოფხანა, მაგრამ თუ გადაწყვეტთ, ვინმესთან განიხილოთ ქმართან  თქვენი ურთიერთობა,  დაფიქრდით: რას მოელით, ამ საუბრისგან? რჩევა გჭირდებათ თუ თანაგრძნობა? ჯობია, პრობლემების შესახებ გულღიად ესაუბროთ თავად პარტნიორს და არა ვინმე სხვას.
არ მოგერიდოთ თქვენი გრძნობების გამოვლენა. გამოიჩინეთ ყურადღება, იყავით მზრუნველი, ხშირად უთხარით, რა მოგწონთ და რას აფასებთ მასში, ყურადღების ნიშნების პატარა, მაგრამ რეგულარული გამოვლენა იცავს ურთიერთობას იმედგაცრუებისა და გაუგებრობისგან.

მხოლოდ დადებითი

არსებობს „ოქროს წესი“ –  არ ღირს იდარდო მათზე, ვინც ცუდად გექცეოდა.
ზოგჯერ გვენატრება, განვიცდით ისეთ ადამიანთან  დაშორებას, რომელიც ნამდვილად ღირს ამად. საქმე ისაა, რომ ჩვენ არ გვიყვარს მარტოობის განცდა. ეს ბუნებრივი გრძნობაა, რომლისაც არ უნდა შეგვრცხვეს.
თუმცა, არ ღირს იდარდოთ მათზე, ვინც ცუდად გექცეოდათ. ნამდვილი სიყვარულის გარჩევა ადვილად შეიძლება სხვა დანარჩენი გრძნობებისგან, რაც ზოგჯერ ეშლებათ ადამიანებს.  ამიტომ, დაფიქრდით – თუ ის მაშინ გენატრებათ, როცა მოწყენილი ან მარტო ხართ, ეს სიყვარული არ არის.  უბრალოდ, ადამიანზე დადებითი მოგონებების საშუალებით, ცდილობთ, მარტოობის გრძნობას დააღწიოთ თავი. მაგრამ, თუ ის ყველაზე ბედნიერ მომენტებშიც კი გენატრებათ, ეს უკვე სიყვარულია.
ამის გამო ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ადამიანი, ვინც სხვებზე მეტი გავლენა მოახდინეს ჩვენზე.
მიუხედავად ყველაფრისა, ჩვენ შეგვიძლია, მთელი ცხოვრება ერთი ადამიანი გვიყვარდეს. ჩვენ შეგვიძლია, გვენატრებოდეს და ვერ ვეგუებოდეთ აზრს, რომ დავკარგეთ ის… თუმცა, ზოგჯერ იმ ადამიანების გამოც ვიტანჯებით, ვინც საერთოდ არ ღირს ჩვენს ყურადღებად. ისწავლეთ ამ ორი ემოციის ერთმანეთისგან გარჩევა და თქვენი ცხოვრება შესამჩნევად გაუმჯობესდება.скачать dle 11.3