კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№47 დაცემა

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „გარეთ ცივა, ქრის ქარი“
ამ ჩვენს ლარს კარგი დრო ვერ უდგას, თუმცა რაღა ლარს, უფრო საქართველოს მოქალაქეებს, რომელთა შემოსავალი არც თუ დიდი, ანუ არც თუ სახარბიელოა (მაგრამ უარესიც გვინახავს ჩვენ, მრავლისმნახველ-გადამტანებს).
მოარული ხმებით, ეს ვარდნა არჩევნებს უკავშირდება, ვინაიდან, კარგა ხნის წინათ დამკვიდრებული ტრადიციით, თითეული არჩევნების შემდეგ ლარი გარბის (რათა არჩვენებზე დახარჯული ფული ამოიღონ მხარჯველებმა), გარკვეული დროის შემდეგ კი ისევ გვიბრუნდება (უძღები შვილივით).
მეორე მხრივ, ისიც ფაქტია, რომ ვალუტაზე უარყოფითი მოლოდინებიც ახდენს ნეგატიურ, ანუ უარყოფითსვე გავლენას, ისევე, როგორც პანიკა, თუმცა, როდესაც ამას ფინანსთა მინისტრი ეუბნება ისედაც პანიკაში მყოფ მოსახლეობას, კომიკურიცაა და ვერც პანიკას აცხრობს.
ოღონდ, სანამ საქართველოს მოსახლეობა ბ-ნ ხეჩიკაშვილზე (აწ უკვე ყოფილ ფინანსთა მინისტრზე) ქილიკო-ოხუნჯობდა, მას კონკურენტი გამოუჩნდა BGEO  ჯგუფის ხელმძღვანელის (კერძოდ, ირაკლი გილაურის) სახით, რომელმაც ბრძანა, რომ აცივებასთან ერთად, რაკი გაზის იმპორტი იზრდება, ჩნდება მოლოდინი, რომ ლარის კურსი დავარდება (დამეთანხმებით, ეს რაღაც ახალია).
ამ ლოგიკით, რომ დათბება, ლარიც დაგვიბრუნდება (ოღონდ იქნება კი ისევ ის თამრო?!) და კიდეც უფრო გამყარებული. აქედან გამომდინარე კი, ისღა დაგვრჩენია, ზამთრის სიცივეში მოლოდინები გამოვიმუშაოთ: რომ დაცემულიც წამოდგება და ისე გამყარდება, თუ ჩაარტყამ ჩინოვნიკს ან ბანკირს, თავები დაუსკდებათ?!. –
скачать dle 11.3