კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 როგორ გახდნენ ტყუპი თეა და ლიკა შენგელაიები „გრემის“ ნომინაციის პრეტენდენტები და როგორ ჩაწერეს მათ დუეტი შეიხის შვილთან

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

ტყუპი დები – ლიკა და თეა შენგელაიები, რომლებიც დუბაიში ცხოვრობენ, ქართულმა საზოგადოებამ გაიცნო ფილმიდან „ვარსკვლავური ომები – შვიდი“. პროფესიით ექიმები, ბავშვობიდან ითავსებდნენ მომღერლობას და ყოველთვის სჯეროდათ, რომ ეს ჰობი წინ ბევრ საინტერესო თავგადასავალს ჰპირდებოდათ. მათი ჯგუფი – „ჰილარ თვინს“, თავიანთი სადებიუტო ალბომით, შესაძლოა „გრემის“ დაჯილდოების ორი კატეგორიის ნომინანტთა შორის მოხვდეს. საუბარია კატეგორიებზე: „საუკეთესო დუეტი პერფორმანსი“ და „საუკეთესო ახალი არტისტი“.
თეა შენგელაია:
ჩვენი სადებიუტო ალბომი ემირატების მენეჯერმა დაარეგისტრირა „გრემი ევარდსის“  შესარჩევ ტურში მოსახვედრად (ჩვენთვის სრულიად მოულოდნელად, თურმე პარალელურ რეჟიმში, მუშაობს ჩვენი ალბომის პრომოუშენზე) და შემდეგ როგორც გვამცნო, ჩვენი ალბომი ოცი ათასი განცხადებიდან აირჩიეს ორ კატეგორიაში: „საუკეთესო დუო შესრულება“ (ჩვენი სიმღერით „ბირდმენ“) და „საუკეთესო ახალი არტისტი“. ახლა იმედს ვიტოვებთ, რომ „გრემი ევარდსის“ ვოუთინგ წევრები ამ ორიდან, რომელიმე კატეგორიით წარგვადგენენ ნომინაციაში, რომელიც 28 ნოემბერს გაირკვევა. რომც არ მოვხვდეთ ნომინაციაში, ის ფაქტი, რომ „გრემი ევარდსმა“ გვაღიარა, როგორც პოტენციალური ნომინანტები, ეს უკვე ჩემთვის დიდ რამეს ნიშნავს და ასევე, ზოგადად, ძალიან კარგი ფაქტია. ამ ამბავმა დიდი მოტივაცია მოგვცა, უფრო მეტი გავაკეთოთ მუსიკალური კარიერის კუთხით.
– დიდი ხანია, მღერით?
– სიმღერა ხუთი წლიდან დავიწყეთ. ცხრა წლის რომ ვიყავით, უკვე კონცერტებს ვატარებდით. სკოლასა და უნივერსიტეტში არაერთხელ გამოვსულვართ კონცერტებზე, როგორც დუო. როცა სწავლას მოვრჩით, ეგრევე დავაარსეთ დუო ბენდი, სახელად „ჰილარ თვინს“. თავიდანვე ,,ჰილარ თვინსის“ სახით ძალიან საინტერესო, ექსპერიმენტული ჯგუფი შეიკრა. ძალიან ნიჭიერ მუსიკოსებთან ვთანამშრომლობდით (სწორედ ასეთი, თანამშრომლობით გამოჩნდა კავშირები, რამაც მრავალფეროვან მუსიკალურ წარმატებამდე და გამოცდილებამდე მიგვიყვანა), რომლებიც საინტერესო საკრავებზე უკრავენ. აქედან გამომდინარე, მედიის ყურადღებაც მალე მივიპყარით. როგორც ჩანს, მსმენელისთვის, საინტერესო აღმოჩნდა. ცოტა ხნის წინ, მუსიკოსი მაიკლ კოლინსი გავიცანით. მას ისეთ არტისტებთან ერთად უმუშავია, როგორიც მაგალითად, ბიორკია. ჩვენ მასთან ერთად სიმღერის ჩაწერას ვგეგმავთ.
– თქვენ გადაგიღეს ფილმში: „ვარსკვლავური ომები – შვიდი“, როგორ გრძელდება თქვენი სამსახიობო კარიერა?
– ახლახან მოვრჩით მაგისტრატურაზე სწავლას, ლონდონის ერთ-ერთ წამყვან უნივერსიტეტში. შემოსავლის წყარო რომ გვქონდეს, ამიტომ ჩვენი პროფილით გადავწყვიტეთ მაგისტრატურაზე სწავლა – გლობალურ ჯანდაცვაში... ამჟამად ლიკა მუშაობს, მე ვეძებ სამსახურს. ქასთინგებზე სიარულს ვერ ვასწრებთ, მაგრამ თუ აქ დავრჩებით, ვაპირებთ, ამ მხრივაც აქტიურები ვიყოთ. ახლახან აქ, ლონდონში ვითამაშე ფილმში. როდესაც „ვარსკვლავურ ომებში“ აგვიყვანეს, მაშინ დუბაიში ვიყავით და უფრო მეტი დრო გვქონდა ქასთინგებზე სიარულისთვის. სულ სხვა ფილმისთვის მივედი, ჩემი ტყუპისცალი კი, უბრალოდ, გამომყვა. მე ძალიან მოვეწონე მათ და ლიკასაც სთხოვეს, ქასთინგი გაევლო. დიდი თხოვნის შემდეგ, დათანხმდა. ორ კვირაში დაგვირეკეს და გვითხრეს, ტყუპები გვჭირდება ჰოლივუდურ ფილმში გადასაღებადო. მივედით სხვა ფილმზე და დაგვირეკეს „ვარსკვლავური ომებისთვის“, რადგან ტყუპებს ეძებდნენ კარგი ვიზუალით. ამ ფილმის ქასთინგისთვის ორი მთავარი როლის მსახიობი იყო ჩამოსული – ჯონ ბოიჯი – ჰოლივუდის ამომავალი ვარსკვლავია და დეიზი რიდლი – არც ისე ცნობილი, მაგრამ „ვარსკვლავური ომები – შვიდის” შემდეგ მათი პოპულარობა ძალიან გაიზრდება. მოგეხსენებათ, ეს ისტორიაში შესული ფილმია. აბუ-დაბის უდაბნოში მიმდინარეობდა გადაღება და ამიტომ, ოთხი დღით მოგვიხდა იქ გამგზავრება. მოკლემეტრაჟიან ფილმიდან შემოთავაზება კვლავ არის, რაშიც მონაწილეობას ვიღებ. ასევე, ლონდონში გადავიღეთ ჩვენი ალბომიდან პირველ სიმღერაზე კლიპი, რომელიც მალე გამოვა, რეჟისორი ძალიან გამოცდილია და ბევრ ცნობილ ხალხთან არის ნამუშევარი. იმდენად მოვწონვართ, რომ კლიპი უფასოდ გაგვიკეთა. გადაღების პროცესს ერთი მთლიანი დღე დავუთმეთ. კლიპი ნოემბრის ბოლოს მზად იქნება. ახლახან ერთ-ერთი ტურისტული კომპანიისგან შემოთავაზება მივიღეთ, რომ ჩვენს სიმღერაზე, საიმიჯო ვიდეორგოლი გადავიღოთ. არც ფიზიკურად და არც მენტალურად, არასდროს ვშორდებით საქართველოს, სადაც დიდი და თბილი ოჯახი და უამრავი მეგობარი გვყავს.
– რამდენად პოპულარულია თქვენი ჯგუფი დუბაიში?
– ჩვენი ჯგუფი ძალიან ბევრ ადგილობრივ კონცერტსა და ცნობილ ადგილებში იღებდა მონაწილეობას. საკმაოდ ბევრი გვიცნობს, სხვადასხვა სფეროში, განსაკუთრებით – მუსიკალურში. ახლახან ერთმა ქართულმა ტურისტულმა კომპანიამ ემირატებიდან რომ ჰყავდათ ხალხი, ჩვენ ვუკითხივართ, თუ იცნობთ ქართველ ტყუპებს, რომლებიც მღერიანო. ლონდონში ყოფნისას ორი კონცერტი ჩავატარეთ, უნივერსიტეტში ყველა გვიცნობს, როგორც ქართველ ტყუპ მომღერლებს. წინა კვირას ადგილობრივ წარმატებულ მუსიკოსს გავყევი ძალიან სერიოზული ბენდის კონცერტზე ლონდონში. როცა კულისებს მიღმა მოვხვდი, ის თავის მეგობრებს უყვებოდა ბევრ რამეს და მათ შორის, ჩვენს ჯგუფზეც. შემდეგ, ერთ-ერთი მუსიკოსი, რომელიც ბრაზილიელი უნიჭიერესი პერკუსიონისტია (დაშადე, ემი ვაინჰაუზი და სხვა ბევრთან უკრავდა ხოლმე) მომესალმა და აქეთ გამეცნო. მეუბნება:  ჩემთან, კონცერტის მერე, დიდი ოვაციებით აქეთ მოდიან ხოლმე, მაგრამ  კუთხეში, შენთვის, ჩუმად რომ იჯექი, რაღაც საოცარმა ენერგიამ და აურამ მომაქცევინა შენთვის ყურადღებაო... ასეთი რამ არაერთხელ მსმენია საინტერესო ადამიანებისგან... შეიხის შვილთან ერთად, რომელიც ჩემი მეგობარია, მუსიკალური პროექტი გვქონდა – ის რეპავდა და ტექსტის ავტორიც თვითონ იყო.
თაყვანისმცემლები გვყავს, მაგრამ იციან რომ ჩემს გულს ვერ მოიგებენ. ყველა ძალიან დიდი პატივისცემით და თავაზიანად გვეწყობა. თან, რომ იციან, ამდენი წელია მამა ექიმია და შეიხები ჰყავს პაციენტები. არაბები ექიმებს დიდ პატივს სცემენ, როგორც ღმერთი, ისე მიაჩნიათ.
– რატომ ვერ მოიგებენ შენს გულს?
– არასდროს მქონია სურვილი, ადგილობრივი შეყვარებული მყოლოდა. იმიტომ რომ, არ მომწონს. ისე, ზოგადად, რასისტი არ ვარ, მაგრამ მირჩევნია, ევროპელს ან ქართველს გავყვე. დიდი განსხვავებაა ქართველებს, ევროპელებსა და არაბებს შორის. არაბებს უფრო ვიწრო აზროვნება აქვთ. რომ გავყვე, ჩადრს დამახურავენ, ჩადრის დახურვისა და ისე ჩაცმის სურვილი, არასდროს გამჩენია. შარშანწინ მეგობრის მაღაზიაში ვიყავი და იქ ჩამაცვეს ქალების შავი სამოსი, რათა ფოტო გადამეღო. მანამდე არასდროს ჩამიცვამს, მით უმეტეს, რომ 27 წელია, იქ ვცხოვრობთ.
– თქვენ ფოტოები გაქვთ გადაღებული დევიდ კომასთნ, უილ სმიტთან, დენიელ რედკლიფთან. როგორ გაიცანით ისინი?
– დენიელ რედკლიფის ახალი სპექტაკლის პრემიერაზე მივედით, ლონდონის ერთ-ერთ უძველეს და ყველაზე პოპულარულ თეატრში. სპექტაკლის შემდეგ უფლება მოგვცეს, დენიელ რედკლიფს პირისპირ შევხვედროდით. ირგვლივ ძალიან ცოტა ხალხი იყო და გვქონდა საშუალება, თავისუფლად დავლაპარაკებოდით. ამიტომ, გადავეცით ჩვენი სადებიუტო ალბომი, მაგრამ თავიდან ვკითხე,  შეიძლებოდა თუ არა ეს, რადგან ირგვლივ დაცვა ახლდა და რეკლამაში არ ჩაგვთვლოდა... კიო და ძალიან დიდი მადლობა გადაგვიხადა. კარგად დაათვალიერა ალბომის ორივე მხარე და სასიამოვნოა თქვენი გაცნობა, ტყუპებოო, გვითხრა. შემდეგ მობილური გამომართვა და თვითონ გადაიღო რამდენიმე ფოტო.
უილ სმიტს დუბაიში შევხვდი და ასევე, გადავეცი „ჰილარ თვინსის“ სავიზიტო ბარათი. შემპირდა, რომ აუცილებლად მოგვისმენდა... დევიდ კომა ლონდონში, თავის მაღაზიაში ვნახეთ შოპინგის დროს და მასაც ვაჩუქეთ ალბომი. როდესაც სურათის გადაღებას ვაპირებდით, ცალკე ჩაგვიყვანა ეზოში და იქ გადავიღეთ. ძალიან თბილი და კარგი პიროვნებაა. მიხარია ყველა ქართველის წარმატება. ძალიან მინდა, მსოფლიომ გაგვიცნოს და ბევრი ვიყოთ.
скачать dle 11.3