კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№46 შეიძლება, 14 წლის ასაკშიც არ მიმეცა ჩემი შვილისთვის იმხელა თავისუფლება, რაც მე მაქვს

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

მხიარული, ენერგიული რუსკა ქარქაშაძე მაყურებელმა სერიალ „ხელოვნური სუნთქვიდან“ გაიცნო, სადაც ის მელანოს როლს ასრულებდა. ცოტა ხნის წინ, რუსკა მეგა-შოუს, „ჩვენ ვარსკვლავები ვართ,“  ერთ-ერთი წამყვანი გახდა და ამით კიდევ ერთი ოცნება აისრულა.
რუსკა ქარქაშაძე: როდესაც წამყვანობა შემომთავაზეს, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რადგან ასეთი გამოცდილება მანამდე არ მქონია. დიდი სიამოვნებით დავთანხმდი. თავიდან ვნერვიულობდი. პირველი სიტყვა იყო კატასტროფა – მაკანკალებდა, მაგრამ მერე, რომ მივხვდი, გამომივიდა, სანერვიულო არაფერი იყო, მოვეშვი და მეორე პირდაპირი ეთერი უფრო კარგი გამოვიდა.
– ფიქრობდი იმაზე, რომ შეიძლება, ვერ გავართვა თავიო?
– არა, რადგან, როცა რაღაცას გთავაზობენ, ესე იგი, სჯერათ შენი. ამიტომ, არ  გავუცრუე იმედები და ეს ასე თუ ისე გამოგვივიდა.
– რა ხდება კულისებს მიღმა?
– რა თქმა უნდა, ყველა მონაწილე ნერვიულობს, წამყვანებიც და ეს ბუნებრივიცაა. მაგრამ, ყველა ერთმანეთს ვაწყნარებთ, ვეუბნებით: შენ ძალიან კარგი ხარ და ვმშვიდდებით. სამზადისია, ყველანი დავრბივართ და ასე შემდეგ. ზოგადად, ჩემს თავს არ ვუყურებ. დავუშვათ, გადავიღებთ რაღაცას, რომ მეუბნებიან: მოდი, ნახეო, არასდროს   ვნახულობ. რაც შეეხება კომენატრებს, არ ვკითხულობ და დიდად არ ვაქცევ ყურადღებას. ჩემთვის კომპეტენტურმა ადამიანებმა მითხრეს: ძალიან კარგად გამოგდისო და ეს ჩემთვის საკმარისია.
– მოგწონს წამყვანობა?
– ძალიან მომწონს. მთელი ბავშვობა ჩემი ერთ-ერთი ოცნება იყო, რაიმე გადაცემა წამეყვანა. მაგრამ, ეს ოცნებაც ავისრულე. მსახიობი ვარ, პატარა ასაკში გავხდი ასეთი პოპულარული, მაგრამ მთავარი ოცნებები წინ მაქვს.
– უკვე გყავს კონკურსანტებში ფავორიტი?
– ყველა დამცინოდა, როცა ვიღაც უნდა გავარდნილიყო შოუდან, ისე ვტიროდი. ყველას ღია ურთიერთობა გვაქვს ერთმანეთთან. დავმეგობრდით და წინასწარ ძალიან მწყდებოდა გული, ვიღაც რომ უნდა გავარდნილიყო. ასე, კონკრეტულად არავინ მყავს გამორჩეული, ყველა მიყვარს. ლაივის დროს ვიჯექი და რომ მეუბნებოდნენ, ჩართვა გაქვსო – რა დროს ჩართვაა, ვიღაც უნდა გავარდეს-მეთქი. როცა 24 საათი ერთად ხართ, მერე რთულია.
– სერიალმა დიდი პოპულარობა მოგიტანა.
– ეს იყო ჩემთვის ყველაზე მნიშვნელოვანი. სერიალის პერიოდში ამას ვერც ვხვდებოდი, რადგან მეგონა, სულ იქნებოდა. ახლა, რომ აღარ არის, ვხვდები: ეს ჩემს ცხოვრებაში ძალიან დიდი რამ იყო – ტრამპლინი იმისთვის, რასაც ვაკეთებ და რაც მომავალში უნდა გავაკეთო. ამით გამიცნო ხალხმა. ზოგჯერ, გონებაში რომ ვუშვებ – სერიალი რომ არ ყოფილიყო, არ ავერჩიე ქასთინგზე, ვინ ვიქნებოდი? ეს ძალიან მრთგუნავს, რადგან ისევ ჩვეულებრივ გავაგრძელებდი ცხოვრებას. ეს ცხოვრება ისე შემიყვარდა, არ ვიცი, როგორ გავაგრძელებდი ჩვეულებრივ ცხოვრებას, ალბათ, ძალიან მეწყინებოდა.
– სირთულეები იყო?
– არა, გადაღებისას არ ყოფილა სირთულეები: დუბლი გავჭედე და ვერ გადავიღეთ – ასეთი რამ არ მომხდარა. უბრალოდ, 24 საათის განმავლობაში, გადაღებებზე ვიყავით. შეიძლება, ღამე, სულ 2 საათი მძინებოდა. გრაფიკის მხრივ იყო რთული, თამაშის მხრივ – არა. თან, ბევრი რამ აღმოვაჩინე საკუთარ თავში. მანამდე თეატრში ვიყავი და სულ განსხვავებული როლები მქონდა: ხალისიან გოგონას ვთამაშობდი. უცბად, დრამაში რომ მოვხვდი, მივხვდი, ჩემი ჟანრია. ცრემლები, ომი, ბრძოლა, ეს ყველაფერი ჩემია. თუმცა, ცხოვრებაში არ ვარ დეპრესიული., ცნობისმოყვარე ვარ და ყველაფერი მაინტერესებს.
– რა გაინტერესებს განსაკუთრებულად?
– ყველაფერი მაინტერესებს: ეს რატომ კეთდება. ვინმე ჩემთვის უცხო პროფესიის ადამიანს რომ შევხვდები, ვეკითხები: ეს როგორ კეთდება-მეთქი. შეიძლება, დღეს ეს არ გავაკეთო, მაგრამ მერე გამომადგეს, ვითვისებ ხოლმე.
– პატარაობისას ამ ინტერესების გამო, ბევრ რამეს ხომ არ აფუჭებდი?
– ძალიან ცელქი ბავშვი ვიყავი, სულ დავხტოდი, ხეებზე დავცოცავდი, ხან რას ვაფუჭებდი, ხან რას. მაგრამ, მავნე ბავშვი არ ვიყავი, ინტერესის გამო ვაფუჭებდი, ვშლიდი რაღაცებს. როიალზე ავდიოდი და იქიდან ვხტებოდი. ერთხელ, ველოსიპედის ტარებას ვსწავლობდი და დავგორდი. ნეკნი ჩამოვარტყი და ძალიან ვიტკინე, სხვა ისეთი არაფერი დამმართნია. ძალა ყოველთვის მქონდა, ახლაც ჩოგბურთელი ვარ. სპორტით ვარ დაკავებული. ხეებზე, მაღალ შენობებზე დავცოცავდი, ანუ ძალის პრობლემა არ მქონია და არც არაფერს ვიტკენდი ხოლმე.
– როგორი ურთიერთობა გაქვს მშობლებთან?
– ორივესთან ძალიან ღია. რომ ამბობენ: მამას ამას ვერ ვეტყვი – მამაჩემმა აბსოლუტურად ყველაფერი იცის. რომელი ბიჭი მომწონს – ეგეც იცის. ბიჭების ამბები, ყველაფერი ყოველთვის იცის. ისეთ რჩევებს მაძლევს ხოლმე, ბევრი ვერც მომცემს. ალბათ, იმიტომაც იღებს ამ ყველაფერს, რომ დაღვინებულად ვუყვები, არ ვცანცარებ მასთან. იცის, რომ ბიჭებს სერიოზულად არ ვუყურებ, წინ ბევრი რამ მაქვს გასაკეთებელი. ჩვენს ოჯახში პირველი სწავლა, სწავლა და სწავლაა.
– ყოველთვის ერთნაირი ტიპის ბიჭები მოგწონს?
–  კი, ყოველთვის ერთნაირები მომწონს. ერთი მომეწონება და მერე სხვაც ისეთია ხოლმე. მომღერლები და სპორტსმენები მომწონს. მთავარია, საინტერესო ადამიანი იყოს და ერთნაირი აზრები გვქონდეს.
– ბევრი თაყვანისმცემელი გეყოლება.
– კი, არ ვუჩივი ნაკლებობას. ყველასთან ძალიან თბილი ვარ, ვპასუხობ, მესმის მათიც. თუმცა, ყველას უკვირს: რატომ მიპასუხეო. ისეთი არავინ ვარ და არც მერე ვიქნები, რომ არ ვუპასუხო. პატარა რომ ვიყავი, ჩემს „კუმირებს” მეც ვწერდი. რომ მწერენ, შევდივარ მათ მდგომარეობაში და რატომ არ უნდა ვუპასუხო?
– აქტიური და დატვირთული ცხოვრება გაქვს. ალბათ, ძალიან მოგწონს?
– ვგიჟდები. ბავშვობიდან ენერგიული ვარ და არ შემიძლია, უსაქმურად ყოფნა. მომწონს ღამეების თენება, უბრალოდ, ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი და ვცდილობ, ჩოგბურთით და სწორი კვებით შევუწყო ხელი.
– ხშირად ხარ ხოლმე „X ფაქტორელებთან“. შენი მეგობრები არიან?
– ეგენი ჩემი სიხარულები არიან.  გიგი ადამაშვილი, გიორგი ჩიქოვანი, მიშო სულუხია, ნინა ყიფშიძე –  ჩემი ახლო მეგობრები არიან. ხშირად დავდივართ ერთად, ძირითადად, ღამე, რადგან დღე არცერთს არ გვცალია. კლუბები, ძალიან ხმაურიანი ადგილები არ მიყვარს. ისეთ ადგილებში მივდივართ, სადაც ცეკვაც შეიძლება და გართობაც, რადგან ცეკვა ძალიან მიყვარს.
– მშობლები ყოველთვის გიშვებენ?
– მშობლები არასდროს მიკრძალავენ სადმე წასვლას, უბრალოდ, ყოველთვის იციან, სად ვარ, ვისთან ერთად ვარ. მათ გარეშე, არსად მივდივარ და მოვდივარ. მამაჩემი დამტოვებს, მერე თავად მაკითხავს და მოვყავარ. პატარაობაში უფრო მაკონტროლებდნენ: 11-ზე, 12-ზე სახლში იყავიო. ახლა იციან, რომ ჩემი გრაფიკიდან გამომდინარე, ასე ვერ მოვიქცევი. პასუხისმგებლობა მაქვს და საკუთარ თავს არ დავაზარალებ. მათიც მესმის, მეც არ გავუშვებდი ჩემს შვილს პატარა ასაკში, შეიძლება, 14 წლის ასაკშიც არ მიმეცა მისთვის იმხელა თავისუფლება, რაც მე მაქვს. უბრალოდ, მე სხვა სფეროში ვტრიალებ, შეიძლება, გადაღება პირველ საათზე დამთავრდეს და 11-ზე ვერ დავიძინებ.
– რას ურჩევ შენი ასაკის გოგონებს და ბიჭებს?
– არავის ვარიგებ ჭკუას, უბრალოდ, ჩემს აზრს ვაფიქსირებ: განათლებას უნდა მიხედონ. ჩემს სკოლაშიც არიან: გავალ მე-9 კლასიდან და არაფერს გავაკეთებო. 21-ე საუკუნე შრომის, განათლების, ინოვაციებისაა და  თუ არ ისწავლე, იჩაგრები. პირველი სწავლაა და მინდა, ყველა ვიყოთ განათლებულები – რაც აქამდე ვერ შექმნა ჩვენმა ქვეყანამ, ჩვენ რომ შევქმნათ.

скачать dle 11.3