კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 როგორ განვასხვავოთ სურდო, გრიპი და ვირუსი ერთმანეთისგან და რამდენად უსაფრთხოა გაციების დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

აცივდა და მოიმატა რესპირატორული დაავადებების რიცხვმა. ხშირია გაციება, გრიპი და ვირუსული დაავადებების საფრთხე. ბევრი ვერ ხვდება ხველა, ცემინება და მომატებული ტემპერატურა უბრალო გაციების ბრალია თუ გრიპის. ამიტომ, იწყებს თვითნებურად მედიკამენტების მიღებას, რამაც შესაძლოა, სავალალო შედეგამდე მიგიყვანოთ. განსაკუთრებით საშიშია ამ დროს ანტიბიოტიკებით მკურნალობა. იმისთვის, რომ ადვილად გაარჩიოთ უბრალო გაციება გრიპისა და საშიში ვირუსულ-რესპირატორული დაავადებისგან და შინაურ პირობებში სწორად და უსაფრთხოდ იმკურნალოთ, ამ თემებთან დაკავშირებით, რეკომენდაციები და რჩევა ვთხოვეთ, მედიცინის აკადემიურ დოქტორს, პროფესორს, დაავადებათა კონრტოლისა და საზოგადოებრივი ჯანდაცვის ეროვნული ცენტრის ბიოუსაფრთხოებისა და განსაკუთრებით საშიში პათოგენების დეპარტამენტის უფროსს, ბატონ შოთა ცანავას.
შოთა ცანავა: შემოდგომის ბოლო, ზამთრის დასაწყისი, აქტიური პერიოდია გაციების, გრიპის, მწვავე რესპირატორული და ვირუსული დაავადებების თვალსაზრისით. მათ ახასიათებთ სეზონურობა და ეს პერიოდი უკვე დაიწყო.
– როგორ განვასხვავოთ სურდო, გრიპი და ვირუსი ერთმანეთისგან? თითქოს მათ ერთნაირი სიმპტომები ახასიათებთ და როგორ მივხვდეთ, რასთან გვაქვს საქმე და რამდენად საშიშია?
–  ვირუსი, როგორც ცალკე დაავადება არ არსებობს – ის არის გამომწვევი, ერთგვარი ბაქტერია. ვირუსი იწვევს გრიპს და ვირუსულ დაავადებებს, რაც სურდოსა და გაციების სიმპტომებს იწვევენ. გრიპი სერიოზული დაავადებაა და შესაბამისი მკურნალობა სჭირდება, რადგან მძიმედ მიმდინარეობს. თუ როგორ გავარჩიოთ, სურდო გვაქვს, გრიპი თუ უბრალოდ, გავცივდით, ახლავე მოგახსენებთ. გაციება არის მდგომარეობა, როცა ტემპერატურის ცვალებადობით, გადაციებით და ასე შემდეგ, ხდება ორგანიზმის ტემპერატურის მატება, ცხვირში გამონადენი, ცემინება... გაციების დროს იმატებს ცხვირიდან გამონადენი, ცემინება, ხველა, ყელის ტკივილი, ტემპერატურა იშვიათად იწევს 38-ის ზემოთ. ეს მსუბუქი მდგომარეობაა. მსუბუქი დაავადების ნიშნები, არ არის საშიში, მაგრამ ყურადღება მისაქცევია. გრიპი კი, იწყება უეცრად, თავის, თვალებისა და კუნთების ტკივილით, შეციებით, ოფლდენით, სისუსტით, თავბრუხვევით, სხეულის „მტვრევითა“ და ტემპერატურის მკვეთრი მომატებით – 39 და ზემოთ. ეს არის სიმპტომები, რითაც შეგვიძლია, განვასხვავოთ გრიპი, სხვა რესპირატორული დაავადებებისგან. გრიპის დროს, შეინიშნება ინტოქსიკაციის ნიშნები. ანუ, ეს არის, მავნე ნივთიერებების შედეგად, ორგანიზმის რეაქცია. თუმცა, გრიპი არ არის იმდენად საშიში, როგორც გრიპის შემდგომი გართულებები, თუ მას სწორად არ ვუმკურნალეთ და ყურადღება არ მივაქციეთ ასეთ შემთხვევაში, ვითარდება პნევმონია ანუ ფილტვის ანთება, სისხლძარღვთა და ნერვული სისტემების დაზიანება, რაც ხშირად ლეტალურ ანუ სასიკვდილო შედეგამდე მიდის. სურდო და გაციება კი, ასეთი საშიში არ არის და არც სიკვდილიანობას იწვევს. გრიპის შემთხვევაში, საქმე რთულადაა, თუ ის გამწვავდა.
– ამ მხრივ, ვინ შედის რისკ-ჯგუფში?
– ორსულები, გულ-სისხლძარღვთა სისტემის და ქრონიკული ენდოკრინული პათოლოგიით დაავადებულები, ასევე, მოხუცები და ბავშვები. ეს ის კონტიგენტია, ამ პერიოდში მაქსიმალური ყურადღება რომ სჭირდება. გრიპის ფეხზე გადატანა, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ბევრს ჰგონია, არც ისე საშიშია და ის ერთ კვირაში, მაქსიმუმ, კვირა-ნახევარში გაივლის. ასეთი არასწორი მიდგომით, შესაძლოა, მძიმე დარტყმა მიაყენოთ ორგანიზმს და ლეტალურ შედეგამდეგ კი მიხვიდეთ, მისი გართულების შემთხვევაში.
–  პირველივე სომპტომების გამოჩენისას, როგორ მოვიქცეთ, რომ დაავადება არ დამძიმდეს? ბევრისგან მსმენია, რომ ამ დროს, ექიმთან შეუთანხმებლად, ანტიბიოტიკებს იღებენ. ეს მისაღებია?
–  არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება, ანტიბიოტიკებით თვითმკურნალობა. ამით კიდევ უფრო დაამძიმებთ სიტუაციას. ანტიბიოტიკები, ბაქტერიების და არა ვირუსების საწინააღმდეგო საშუალებაა. უპირველესად, პირველივე სიმპტომების გამოჩენისთანავე, უნდა დარჩეთ სახლში და ამით გაუფრთხილდეთ, როგორც საკუთარ თავს, ისე სხვების ჯანმრთელობას. არ შეიძლება, გრიპით დაავადებული დასეირნობდეს ქუჩაში, მასობრივი თავშეყრის ადგილებში ან სამსახურში დადიოდეს. ვირუსი ცემინებით იოლად გადადის, კონტაქტში ახლოს მყოფ ადამიანებზე და ადვილად ხდება დაინფიცირება. მთავარია, გრიპის დორს, მოხდეს ადამიანის იზოლაცია. რა თქმა უნდა, ასეთი სიმპტომების გამოჩენისთანავე უნდა გაიაროთ კონსულტაცია ექიმთან. თუ არც სახლში დარჩენის საშუალება გაქვთ და არც ექიმთან მისვლის დრო, მაშინ აუცილებლად უნდა ებრძოლოთ სიმპტომებს და არავითარ შემთხვევაში, ამ მიზნით არ მიიღოთ სიცხის დამწევი და ანტიბიოტიკური საშუალებები. წამლის დალევას თავისი დოზა და დრო აქვს. ჟოლოს, მოცვისა და ასკილის ცხელი ჩაი და ნაყენები შეუდარებელია გრიპის დროს. ის ბევრი უნდა სვათ. ამ დროს, ორგანიზმში, გაუწყლოებისა და ვიტამინების ნაკლებობას, ასეთი ნაყენები ავსებენ და C და B ვიტამინებსაც შეიცავს. ასევე, კარგია ცხელი შხაპი. თუ მაღალი სიცხე გაქვთ, მიიღეთ ცხელი შხაპი. დალიეთ ჟოლოს ან მოცვის ცხელი ჩაი და ჩაწექით ლოგინში. ეს პირველივე ნიშნების გამოჩენისას, თუმცა, თუ სიტუაცია დამძიმდა, რასაკვირველია, ამ დროს ცხელი შხაპი და ნაყენები ვერ გიშველით. თუ თავი გტკივათ, გაციებთ, ტემპერატურა იმატებს, ესე იგი, გრიპი გაქვთ და არა სურდო, გაციება. ამიტომ,  დროულად მიხედეთ თავს.
–  ბევრი გაციების ან გრიპის შემდგომ, უჩივის ხველებას, რომელიც საკმაოდ დიდხანს გრძელდება.
–  ხველება გაციების დროს იწყება პირველივე წუთიდან. გრიპის დროს კი – ბოლოში. თუ თავიდან დაგეწყოთ ხველება, ცხვირში ნადები და ცემინება, ეს გაციებაა, ხოლო გრიპის დროს, როცა მისი სიმპტომები უკან იხევს, იწყება ხველება და საკმაოდ დიდხანს გრძელდება. ამ დროს, კარგია C და B ვიტამინი, არა წიწაკიანი, ცხარე და მლაშე საკვები. ასევე, კარგია თხევადი საკვები, კომშის ნახარში, რომელიც ხველას უხდება. ასე რომ, წიწაკა და ნიორი დაავადების დროს ვერ გამოგადგებათ. მისი პროფილაქტიკისთვის გამოყენება კარგია, რადგან ბაქტერიების საწინააღმდეგოდ გადასარევია. პროდუქტები უნდა იყოს ვიტამინებით მდიდარი და ძირითადად, ბოსტნეული უნდა მიირთვათ. ამ საზოგადოების წევრები ვართ და დაავადების აქტიური სეზონია, მაგრამ მისგან თავდაცვა შეგვიძლია. აუცილებელია, თუ იცით, რომ გრიპით დაავადებულ ადამიანთან გიწევთ კონტაქტი, გაიკეთოთ პირბადე.
–  ესე იგი, თუ არ მიაქციე გრიპს ყურადღება და არასწორად დალიე წამლები, დიდი შანსია, გართულებულმა დაავადებამ, სიკვდილიც გამოიწვიოს?
–  რასაკვირველია! ასეთი შემთხვევები ყოფილა. მაგალითად, ორსულები, გულ-სისხლძარღვთა და დიაბეტით დაავადებული ადამიანები გარდაცვლილან გრიპის გართულების შედეგად. ამ ტიპის კონტინგენტში, ხდება იმუნიტეტის მკვეთრი დაცემა და რამდენიმე ათეული შემთხვევა გვქონდა საქართველოში. რისკ-ჯგუფებში შემავალმა გრიპიანმა, გარდა ვიტამინებით მდიდარი საკვებისა, ექიმთან შეთანხმებით, აბების სახითაც უნდა მიიღოს იმუნიტეტის ასამაღლებელი მედიკამენტები, რათა საშიშ გართულებებს თავი აარიდოს.
–  ამ დროს ვაქცინაცია მისაღები და თავდაცვის მიზნით აუცილებელია?
–  ვინც რისკის ჯგუფებშია, მათი ვაქცინაცია გრიპზე უფასოა და ეს აუცილებელია.
скачать dle 11.3