კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (54)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№46 ზურა ვადაჭკორია: არა უშავს თუ ვერ გავიარე, ჩემი სახელი ისტორიაში უკვე დავტოვე

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

28 თებერვალს, ილუზიონისტი ზურაბ ვადაჭკორია ინსულტის დიაგნოზით, კლინიკაში მოათავსეს. მდგომარეობა იმაზე რთული აღმოჩნდა, ვიდრე მოსალოდნელი იყო –  კომაში ჩავარდა და ხელოვნურ სასუნთქ აპარატზე შეაერთეს. ექიმების თქმით, მისი გადარჩენის შანსი ერთი პროცენტი იყო. თუმცა, ქვეყნის პირველმა ილუზიონისტმა ყველაზე დიდი ფოკუზი ცხოვრებას გაუკეთა და ამ რთული მდგომარეობიდან გამოვიდა. ზურა ვადაჭკორიას ჯანმრთელობის მდგომარეობაზე მისი ქალიშვილი, მიმი გვესაუბრა. ასევე, მძიმე მდგომარეობის მიუხედავად, ბატონმა ზურამაც გააკეთა კომენტარი.
– ბატონო ზურა, როგორ გრძნობთ თავს?
ზურა ვადაჭკორია: არა მიშავს, ვარ რა. იმ მდგომარეობასთან შედარებით რაც იყო, უკეთესობაა. ვცდილობ, გამოვჯანმრთელდე. ხომ იცით, ადამიანი ავად რომ არის, ფიქრობს, მალე კარგად გახდება. მეც ამის იმედი და მოლოდინი მაქვს. ჯანმრთელობა, ეს ყველაზე მთავარი რამ არის ადამიანისთვის. აქედან გამომდინარე, ჯანმრთელობას ვუსურვებ თქვენს მკითხველს და საერთოდ, ყველას. ბევრი ლაპარაკი არ შემიძლია და მინდა, დიდი მადლობა გადავუხადო სრულიად საქართველოს, გამხნევებისა და თანადგომისთვის.
– მიმი, როგორია ამ ეტაპზე ბატონი ზურას ჯანმრთელობის მდგომარეობა? კომიდან როდის გამოვიდა?
მიმი:
28 თებერვალს დაემართა ინსულტი და მარტის ბოლოს, უკვე გამოსული იყო კომიდან. ახლა იმასთან შედარებით, ვიდრე იყო და რა პროგნოზებიც ჰქონდათ ექიმებს, უკეთესადაა: ხელ-ფეხი აამოძრავა, ღეჭავს, საუბრობს. შეძლებისდაგვარად და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი მასაჟების დამსახურებაა. მართალია, გონებრივად აქვს ხოლმე ჩავარდნები – ზოგჯერ ვერ გიხსენებს, მაგრამ უფრო ადეკვატურია, ვიდრე არაადეკვატური. თუმცა, ეს ყველაფერი დროის ფაქტორია. დრო სჭირდება იმას, რომ ყველაფერი ალაგდეს.
– ახლა უკვე, როცა სიტუაცია გამოკეთდა, რას ამბობენ ექიმები?
– ექიმებს ერთი პროცენტიც არ ჰქონდათ იმედი იმისა, რომ მამა უკეთ გახდებოდა. მისი მეგობრების თქმით, თქვენ კი გეუბნებოდნენ ექიმები ერთ პროცენტს, მაგრამ ჩვენ მაგასაც არ გვეუბნებოდნენო. ყველამ იცოდა, რომ მამა ვერ გადარჩებოდა, თუმცა  ჩვენ იმედი გვქონდა. როცა მამა ცუდად იყო, ყველაფრისთვის ვიყავი მზად, იმ ცუდისთვსაც კი, მაგრამ ქვეცნობიერად და შინაგანად, ვგრძნობდი, რომ გადარჩებოდა. ზურიკო თვითონ არის მებრძოლი. ყველაფერი, რაც აქვს და რასაც მიაღწია, თავისი ბრძოლით აქვს მოპოვებული. არასდროს ყოფილა ზარმაცი, ყოველთვის აქტიური გახლდათ. შესაბამისად, სულ მქონდა იმის იმედი, რომ მამაჩემი იბრძოლებდა და ამ მდგომარეობიდანაც გამოვიდოდა. ექიმები იმას ამბობდნენ, თუ გადარჩება, აბსოლუტური ინვალიდი იქნებაო, ვერც ჩაყლაპავს, ვერც დაღეჭავს, ხელ-ფეხის მოძრაობაზე ხომ საუბარი ზედმეტი იყო. ახლა ხელ-ფეხსაც ამოძრავებს, ყლაპავს და საუბრობს კიდეც და ასე შემდეგ. მადლობელი ვარ „ინგოროყვას” მთელი ექიმების, მამუკა ქაცარავასი, განსაკუთრებით. ახლა ყველაფერი უფალზეა დამოკიდებული. უფლის ნებაა, როგორ იქნება მომავალში.
– რამ გამოიწვია ეს მდგომარეობა?
– მამას 7 წლის წინ გაკეთებული აქვს გულის ოპერაცია. თუმცა, ეს არაფერ შუაშია ამასთან. 2016 წლის მაისში მას დაემართა მოციმციმე არითმია. ყველაფერი ჰქონდა მზად, ოპერაცია რომ გაეკეთებინა. თუმცა, ვერ ბედავდა. თან, ზოგი ეუბნებოდა: ზურა მაინც არ მოგეხსნება და აზრი არ აქვსო. მამამაც არ მიაქცია ყურადღება. ყოველთვის ეშინოდა ექიმთან მისვლა. ოღონდ ექიმთან არ წასულიყო და ყველაფერს გააკეთებდა. მამას და ჩემს მეუღლეს ძალიან ახლო ურთიერთობა აქვთ. გიორგისთვის უთქვამს, ნარკოზიდან რომ ვერ გამოვიდეო. ამის მერე ვეღარაფერს ვეუბნებოდიო. შიში ჰქონდა. ამიტომ, ვეღარც
ვაძალებდით. ამ მოციმციმე არითმიამ გამოიწვია ყველაფერი. თან, ოქტომბერში დედა გარდაეცვალა და რთულად გადაიტანა ეს ამბავი. მამას განსხვავებულად და გამორჩეულად უყვარდა დედა, ამანაც იმოქმედა. ექიმმა მითხრა, რომ დიდი სტრესი ჰქონდა გადატანილი. იმდენად ემოციურია, რომ სხვაზე ცუდს რომ გაიგებდა, მაშინვე ნერვიულობას იწყებდა. ეს არის ინსულტი და ამას უნდა დრო. ხანდახან რაღაცას რომ ველაპარაკები, ისეთ ჭკვიანურს და აზრიანს მეტყვის, ვოცდები.
– ამბობენ, კომაში მყოფი ადამიანები რაღაცას ხედავენო. რამე ხომ არ მოგიყვათ?
–  არაფერი ახსოვს. თან, სიმართლე გითხრათ, მაგ თემაზე არც მილაპარაკია. რომ გვეკითხება, რატომ ვარ ასეო, ვუხსნით, უფრო ცუდადაც იყავიო, მაგრამ, ის არ გვიკითხავს, ნახა თუ არა რამე. დავაკვირდი, ვინმე რომ მოვა სანახავად და დედა ყვება მისი ავადმყოფობის შესახებ, არ სიამოვნებს. შენიშვნაც კი მისცა ერთხელ. არ მოსწონს, როცა სხვა იგებს მისი ცუდად ყოფნის შესახებ. მერიამ ეტლი გაგვიკეთა და რომ ვეუბნებით, მამა გარეთ გავიდეთ, გავისეირნოთო, არ უნდა. ერთხელ თქვა, არა უშავს თუ ვერ გავიარე, არც ეგ არის პრობლემა. ჩემი სახელი ისტორიაში უკვე დავტოვეო.
– მძიმე დღეების გავლა მოგიწიათ...
– ამას მძიმეს ვერ დავარქმევთ. ახლა ვხვდები, თუ როგორ დავიღალე, მაშინ უფრო მაგრად ვიდექი. ზუსტად მახსოვს, დილით 12-ის ნახევარზე ველაპარაკე მამას, მერე უცებ, მომინდა რომ დამერეკა, შინაგანად მინდოდა, მასთან მესაუბრა. ორის წუთებზე ვრეკავ და უკვე სხვა ადამიანი იღებს მის ტელეფონს. ის ხმა და სასწრაფოს სირენები თავიდან არ ამომივა ცხოვრებაში. მაშინვე მკითხეს, ვინ ხართო. დავიბენი და ვუპასუხე, შვილი ვარ, ზურა მინდა-მეთქი. ცუდი მაინც ვერ დავუშვი, ვიფიქრე, გადაღებაზეა შესული ან რაიმე, მსგავსი. მიპასუხეს, ზურა ცუდად არის და „ინგოროყვაში” მიგვყავსო. ამის მერე, აღარაფერი მახსოვს... მივცვივდით ყველანი „ინგოროყვაში“. იმედი მქონდა, რომ კარგად იყო და ვნახავდი. მიმღებში რომ შევედი, ზურას შვილი  ვარ და უთხარით,  მოვედით- მეთქი. ამ დროს მამუკა ქაცარავა გამოვიდა და გვითხრა, აპარატზე უნდა შევაერთოთ, ინსულტი აქვს, უკვე გონებას კარგავსო. გაჭირვებული ხავსს ეჭიდებოდაო, ჩვენც გამოსავლის ნახვას ვცდილობდით. ვთავაზობდით ექიმებს, იქნებ ოპერაცია სჭირდება, იქნებ ის, იქნებ ეს. მაგრამ, არა, ეს იყო იშემიური ინსულტი და მორჩა – უბანი მოკვდა. მუშაობდა ტვინის მარტო ერთი უჯრედი, რომელიც ამუშავებდა გულს. ხაზგასმით მინდა ვთქვა, დედაჩემის მსგავსი ადამიანები იშვიათად იბადებიან. მთელი 8 თვის განმავლობაში, დედა საწოლში არ დაწოლილა. რაც მამა ასეა, დედას სავარძელი უდგას მის ლოგინთან და უზის. მარტო დედა უვლის, დამხმარე არავინ ჰყავს. ერთს არ დაიწუწუნებს, რომ დაიღალა. პირიქით, ამობობს, ბედნიერი ვარ, რომ ასეთ მდგომარეობაში ვხედავ და უფალს მადლობა, ცუდისთვის რომ არ გაიმეტაო. ერთი წუთი ვერ დატოვებ ზურიკოს, სულ გეძახის. სულ უნდა, რომ მასთან იყო. ძალიან რთულად გადავიტანეთ ყველამ ეს ამბავი. მამა მიყვარს უზომოდ, ყოველთვის განსაკუთრებული ურთიერთობა გვქონდა. სწორად გამიგეთ, მაგრამ  დიდხანს ვერ ვჩერდები მასთან, ვერ ვეგუები იმას, რომ წუხს და უსუსურია. ვერ ვუძლებ მის ამ მდგომარეობას. ვერ წარმოვიდგედი, თუ ოდემე მამაჩემი ლოგინად ჩავარდებოდა. აუცილებლად დიდი მადლობა მინდა, გადავუხადო დავით ნარმანიას. პირადად არ ვიცნობ ამ ადამიანს, მაგრამ ბევრი რამ გააკეთა მამაჩემისთვის. ყოველთვის მხარში გვედგა. მადლობა დათო ლოლიაშვილს და შოუ-ბიზნესის წარმომადგენლებს. განსაკუთრებული მადლობა ხალხს, მთელ საქართველოს. მათი ლოცვითაა, რომ მამამ ამ მდგომარეობას თავი დააღწია.
– ბავშვობაში ფოკუზებს არ გასწავლიდა?
– ჩემ ძმას უფრო ასწავლიდა, ვიდრე მე. 4 წლის იყო ნიკა, პირველად ფილარმონიაში რომ გამოვიდა მამასთან ერთად. ამას არ ვაპროტესტებდი, პირიქით, სიამოვნებით ვუყურებდი. ჩვენთან დახურული თემა იყო, დავინახე, როგორ გააკეთე და ასე შემდეგ. თუ დაინახე, შენთვის უნდა შეგენახა. ბავშვი რომ ვიყავი და სტუმრად მივდიოდი, ყველა მეუბნებოდა, ფოკუზი გაგვიკეთეო. ამიტომ, ვცდილობდი, არ გაეგოთ ვისი შვილი ვიყავი. მეამაყებოდა, მაგრამ, ჩემს ფოკუზზე რომ მიდიოდა ლაპარაკი, უკვე აღარ მინდოდა (იცინის). ზურას ჰყავს 3 შვილიშვილი – სესილი, ნიკა და 2 წლის ზურა ვადაჭკორია. ზუკა რომ დაიბადა, მამაჩემმა, ფრაკი უნდა ჩავაცვა და ფოკუზები ვასწავლოო. ახლა არ ახსოვს და რომ ვეუბნები შვილიშვილი გყავს ზურა ვადაჭკორია-მეთქი,  ფოკუზები იცისო, მეკითხება. არა, მამა, ჯერ პატრაა-მეთქი, ვეუბნები. აბა, ეგ როგორი ზურა ვადაჭკორიაა, თუ ფოკუზები არ იცისო (იცინის). ბოლო დროს შვილიშვილებზე იყო გადართული, დიდი გეგმები ჰქონდა. იმედი მაქვს, ყველაფერს აუცილებლად განახორციელებს.
скачать dle 11.3