კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2019 (105)
ოქტომბერი 2019 (245)
სექტემბერი 2019 (197)
აგვისტო 2019 (236)
ივლისი 2019 (209)
ივნისი 2019 (208)

№46 რატომ არ აქვს თორნიკე ჯგერნაიას ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობა და რატომ გაუჭირდა მას ლელა წურწუმიასთან დაშორება

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 თორნიკე ჯგერნაიას ცხოვრების გზა არ ყოფილა ადვილი. ის ჯერ სტიგმატად გამოაცხადეს და შემდეგ თვითმარქვიად. თორნიკემ მის მიმართ წამოსული აგრესიით გამოწვეულ დეპრესიებსა და მძიმე ემოციებს გზა მისცა და საიუველირო ნაკეთობებში გადაიტანა, აქედან გამომდინარე, ყველა მის სამკაულს საკუთარი ისტორია აქვს. როგორც ამბობს, მას ემოციები და განცდები სჭირდება შთაგონებისთვის და ბევრი ფიქრის შემდეგ, ახალი ემოციების შესაგრძნობად, მოსკოვს გაემგზავრა.
თორნიკე ჯგერნაია
: უამრავი შემოთავაზება მქონდა მოსკოვიდან და ძალიან დიდი ხანია, წამოსვლას ვფიქრობდი. ბევრი ფიქრის შემდეგ მივხვდი, რომ აუცილებლად მჭირდებოდა გარემოს შეცვლა. ავდექი, ჩავალაგე და წამოვედი ისე, რომ არ ვიცი, რამდენი ხნით დავრჩები. მინდა, ახალი ტექნოლოგიები  შევისწავლო საიუველირო სფეროში. მინდოდა, პროფესიულად გაზრდა. მივხვდი, რომ ის არ მაკმაყოფილებდა, რაც იყო. ამას გარდა,  სატელევიზიო პროექტები დაემთხვა, რომელშიც მონაწილეობა უნდა მივიღო. მე მაინც ეგოისტი, შეგრძნებებზე მონადირე ხელოვანი ვარ. მჭრდებოდა გარემოს გამოცვლა, ახალი ინსპირაცია. ჩემი ცხოვრების რაღაც ეტაპზე, მოსკოვში ვცხოვრობდი. აქ ვსწავლობდი და მეგობრები აქ უფრო მყავს. როცა გარემოს შევიცვლიდი, ყველაზე იოლი ჩემთვის აქ ყოფნა იყო. 2007 წლის მერე, მოსკოვში არ ვყოფილვარ. წამოსვლა არ ნიშნავს, რომ საერთოდ წამოვედი. მე როგორც ვმართავდი პერფორმანსებს თბილისში ყოველ წელს, დეკემბერში, ისე გავმართავ წელსაც.
– როგორ გაგრძელდება შენი და ლელა წურწუმიას თანამშრომლობა?
– არსებობს ხაზი „თორო“ და არსებობს ჩემი და ლელას ხაზი. შემდგომში არ ვიცი, რა იქნება. შეიძლება, კიდევ შევქმანათ ერთად სამკაულები. მე ძალიან რთულად ვუმეგობრდები ადამიანებს და ლელა ჩემი ახლო მეგობარია. სულიერად ყველაზე ახლოა ჩემთან და ყველაზე მეტად ამ ადამიანთან განშორება გამიჭირდა, წმინდა ემოციურად, მეგობრულად.  ჩვენ თითქმის ყოველდღიური კონტაქტი გვაქვს. რაც შეეხება პროექტებს, ვნახავთ მომავალში. ლელასთან მუშაობა ძალიან კომფორტული იყო ჩემთვის. არ შეიძლება, კომფორტი არ იყოს, როცა შენი მუზა, შენთან ერთად ზის და ერთად ქმნით ერთობლივ კოლექციას. მაგრამ, ამას გარდა, ყველაზე ძვირფასი, რაც ამ ყველაფრიდან დარჩა, ჩვენ გავხდით ძალიან ახლო მეგობრები. პირველი, ვისაც ვუსმენ და რჩევას ვეკითხები, ლელაა.
– „ფეისბუქზე“ „დაპოსტე,” რომ ამ ქალაქთან ორი მამა გაკავშირებს – ერთი ბიოლოგიური და მეორე სულიერი და პირველი, რაც გააკეთე, სულიერი მამის საფლავზე წახვედი... მოგვიყევი ამის შესახებ?
– იმის გამო, რომ ამ ადამიანს სხვა გვარი აქვს, შეკითხვები რომ არ ყოფილიყო, ვახსენე, როგორც მამობილი, თორემ მე მას მამას ვეძახდი. ის კი – შვილს. იყო წარმოშობით ქართველი სასულიერო პირი, მაგრამ ძალიან დიდი ხნის წინ წამოვიდა რუსეთში. ის გახდა ჩემი მოძღვარი. შემდეგ, ურთიერთობაში მივხვდი, რომ ეს ადამიანი არ იყო მხოლოდ სულიერი მოძღვარი. ის მე მიწევდა მამობასაც. რა არის მამა, მე ამ ადამიანისგან გავიგე. ცხოვრების რაღაც ეტაპზე გადავწყვიტე, მისი გვარიც კი მიმეღო, ჩემი გვარის პარალელურად. ბილოგიურ მამასთან არანაირი ურთიერთობა არ მაქვს – არც კარგი და არც ცუდი. უცებ კი ჩემს ცხოვრებაში ჩნდება ადამიანი, რომელმაც მამობა გამიწია, თან, ყველაზე მაგარი მამობა. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ოთხი წელი ვიურთიერთეთ, მიმაჩნია, რომ ყველაზე მაგარი მამა მყავდა. მან ოთხ წელში გააკეთა ის, რასაც ოთხასი წელი მოუნდებოდა სხვა მამა. ჩემთვის მთავარი იყო ემოციური თანადგომა. მე ხომ იოლად არაფერი მომსვლია ცხოვრებაში და ვიგრძენი, რომ იყო ადამიანი, რომელიც გვერდში მედგა 16-17 წლის ასაკში, თანაც ისეთი ქაოსით სავსე ცხოვრებაში, როგორიც მე მქონდა. ამ ადამიანმა ყველაფერი გააკეთა, მაგრძნობინა უზარმაზარი სიყვარული, სითბო და მხარდაჭერა. ხომ გეუბნებით, მე მას ცოტა ხანში მამა დავუძახე და ბუნებრივად მოხდა ეს ყველაფერი. არა როგორც სულიერ მამას, არამედ როგორც მამას, ისე აღვიქვამდი და მისი შვილები ჩემი ძმები არიან. მათთან მაკავშირებს ყველაფერი კარგი. ჩამოდიხარ ქალაქში, სადაც ორი მამა გყავს – ერთი ბიოლოგიური, ერთი – სულიერი. დილით იღვიძებ და ხვდები, რომ ყველაზე ძალიან ვინც გენატრება, სულიერი მამაა და უპირველესად, მიდიხარ მის საფლავზე. კიდევ ერთხელ ვიგრძენი, რომ ვინც ჩემ წინ განისვენებდა, ის იყო ჩემი ნამდვილი მამა, რომელიც სულ მენატრება და სულ ცოცხალია ჩემთვის.
– რატომ არ გაქვს ბიოლოგიურ მამასთან ურთიერთობა?
– საკმაოდ მძიმე ხასიათი მაქვს და ძალიან პრინციპული ვარ. ბუნებრივია, მე ასეთი გამხადა ჩემმა განვლილმა, რთული ცხოვრების გზამ. 14 წლის ასაკში ჯერ გამომაცხადეს როგორც სტიგმატი, შემდეგ შეეცადნენ, თავიანთივე გამოცხადებულის უარყოფას და შარლატანი მიწოდეს. ჩემს მაჯებზე არის „შრამები” და თვალი მისკენ გაურბით. ეს უკვე მივიღე. თუმცა, იყო მომენტი, როცა ეს ყველაფერი მძაბავდა, მაღიზიანებდა. არ მომწონდა, ასე რომ იქექებოდნენ. მაშინ, როცა ფეხბურთი უნდა მეთამაშა, მიწევდა სასულიერო პირებთან დებატებში ჯდომა სატელევიზიო ეთერში. ჩვენი თაობა ხომ მსხვერპლია იმ გაგებით, რომ უამრავი ოჯახიდან მამა რუსეთში თუ საზღვარგარეთ  იყო წასული, სადაც მუშაობდნენ და ოჯახს ეხმარებოდნენ. ემოციურად დავშორდით მე და მამა ერთმანეთს. რაღაც ეტაპზე, როცა ჩვენ ერთმანეთს შევხვდით, მე უკვე გაზრდილი ვიყავი, მივხვდი, რომ ამ ადამიანთან საერთო არაფერი მქონდა. ჩვენ არანაირი კონფლიქტი არ გვქონია. როცა ეს ადამიანი ჩემთან ბავშვობაში იყო, მაშინაც ჩემთვის მაქსიმუმს აკეთებდა. მაგრამ, ჩემთვის მაინც ემოციებია მთავარი და ერთ მშვენიერ დღეს მივხვდი, რომ ემოციურად აღარაფერი მაკავშირებდა მასთან. იმას, რომ ერთმანეთი გვეწვალებინა და დაძაბული ურთიერთობა გვქონოდა, ჯობდა, არანაირი ურთიერთობა აღარ მქონოდა მასთან. რამდენიმე წელია, უკვე მამასთან  არც ტელეფონით, არც ფიზიკური, არც ემოციური შეხება არ მაქვს.
– შენ თქვი, რომ, როცა პირად ცხოვრებაში საქმე ცუდად მიდის, იმის ნიშანია, რომ კარიერაში წინ წაიწევ... ასეა შენს შემთხვევაში?
– რაოდენ უცნაურიც არ უნდა იყოს, დეპრესია ჩემთვის საუკეთესო ინსპირაციაა. რასაც „შავ პალასას“ ეძახიან, ჩემთვის ძალიან კარგია შემოქმედებითად. აქედან გამომდინარე, ჩემი სტატუსი ამას უკავშირდება. მე სულ ვამბობ: სამკაულს თუ არ აქვს ისტორია, ის ბიჟუტერიაა, რომელიც, უბრალოდ, ალამაზებს. არ აქვს მნიშვნელობა, თუნდაც ოქროთი იყოს გაკეთებული ან ფაბერჟემ იმუშაოს ამ სამკაულზე.
– რატომ არასდროს არავინ ჩანს შენ გვერდით?
იმიტომ რომ, ყოველთვის ძალიან სწრაფად მთავრდება ურთიერთობა, ან ძალიან იწელება და გამოსაჩენიც არაფერია. ყოველთვის თვითონ ვამთავრებ ყველაფერს. მიყვარს ნამდვილი ემოციები, თუნდაც აგრესია იყოს – ოღონდ ნამდვილი. არ მიყვარს, როცა რაღაც ხუნდება. მე ვარ ადამიანი, რომელიც ყოველთვის ისე უნდა უყვარდეთ, როგორც პირველ დღეს. როცა რაღაცას ეჩვევი და ურთიერთობა სხვა ეტაზე გადადის, ვეღარ გადამაქვს ეს ეტაპი. როცა ურთიერთობა ნორმა ხდება, იქ ვამთავრებ. დასრულება არ მიჭირს. ვჯდები და ვიწყებ კოლექციის შექმნას. კი, მესმის, რომ ურთიერთობა დათმობებიცაა. ყველაფერი შემიძლია დავთმო: მანქანა, სახლი, მაგრამ, როცა მიწევს ემოციის დათმობა – არაფერი შეიმჩნიო, თითქოს ისეა ყველაფერი, როგორც იყო და გარიგებაზე მიდიხარ საკუთარ თავთან, აი, ეს ძალიან მთრგუნავს. რაოდენ მტკივნეულიც არ უნდა იყოს, ჩემმა ყველა მეგობარმა იცის, რომ ავნერვიულდები, ხელები გამეყინება, ათჯერ ამოვისუნთქავ და ცხოვრებას თავიდან ვიწყებ.
скачать dle 11.3