კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ბრძნული აზრები

ვებერი: რაც უფრო მეტია ადამიანი შინაგანად, მით უფრო ნაკლებს ითხოვს გარედან.
დიდრო: სამწუხაროდ, ადამიანები გვაფასებენ ჩვენ არა ისე, როგორიც ვართ, არამედ ისე, როგორიც  თვითონ არიან. ამიტომ, შეიძლება ითქვას, ყველაფერი, რასაც ჩემში ხედავთ, ეს ჩემი არ არის, ეს თქვენია. ხოლო, ჩემია ის, რასაც მე ვხედავ თქვენში.
მარლი: ძვირფასია ის ადამიანი, ვისთანაც ერთად დუმილიც კი, სულიერად გვამშვიდებს.
ჩესტერტონი: კარგი ადამიანი ადვილად იცნობა: მას სახეზე ღიმილი აქვს, ხოლო გულში – სევდა.
ვოლტერი: არ უნდა გვეშინოდეს იმ ადამიანების, ვისაც არ ვუყვარვართ. უნდა გვეშინოდეს მათი, ვინც თავს გვაჩვენებს, თითქოს ვუყვარვართ.
ჯობსი: გადადგი ნაბიჯი და გზა გამოჩნდება.
ლიხტენბერგი: თავიდან სიმართლის შესაცნობად დიდ დროს ვხარჯავთ. შემდეგ კი დარჩენილ ცხოვრებას ვანდომებთ მის დასავიწყებლად.
ნიცშე: ბედნიერება კაცს იმდენად მაღლა არ აიყვანს, რომ მეგობრის ყოლა არ იყოს მისთვის აუცილებელი.
ლებოკი: როდესაც დაკავებული ხარ, ყველას სჭირდები, თავისუფალი – არავის.
ვოვენარგი: ჩვენი ყველაზე დიდი შეცდომაა შთაგონება იმისა, რომ კიდევ ბევრი დრო გვაქვს.
ირვინგი: ცუდი ადამიანი არ არსებობს. არსებობს ცუდი დამოკიდებულება კონკრეტულ ადამიანებს შორის.
ჰიუგო: გამარჯვება ყოველთვის პირველობას არ ნიშნავს. გამარჯვება ხშირად იმის ნიშანია, რომ შენ უკეთესი გახდი.
რუსო: ვერასდროს დაივიწყებ იმას, რისი დავიწყებაც ყველაზე მეტად გინდა.
უაილდი: დღეს ყველამ ყველაფრის ფასი იცის, მაგრამ არაფრის შეფასება არ შეუძლიათ.
რერიხი: არ ღირს ხვალისთვის იმის გადადება, რის გაკეთებასაც ცხოვრებაში არ აპირებთ.
სვიფტი: ღალატი თვალებს გიხელს, მაგრამ გულს გიხურავს.
იუნგი: ყველაფერი, რაც სხვა ადამიანში გაღიზიანებს, გეხმარება შენი პიროვნების შეცნობაში.
დემოკრიტე: იმისთვის, რომ შეცდომები არ დაუშვათ, საჭიროა გამოცდილება. გამოცდილების შესაძენად კი – შეცდომები.
გოეთე: ურჩხულებთან მებრძოლს მართებს ფიქრი იმაზე, რომ თავად არ იქცეს ურჩხულად.
სტივენსონი: ქორწინება გრძელი საუბარია, რომელსაც დროდადრო კამათი შეწყვეტს ხოლმე.
რემარკი: ნუ გააჩერებ, ვინც შენგან მიდის, თორემ ის აღარ მოვა, ვინც შენკენ მოილტვის.

скачать dle 11.3