კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ვეტერან მოფარიკავეთა მსოფლიო ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრებმა მიიღო მონაწილეობა

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

1997 წელს ქალაქ კეიპ-ტაუნში პირველად ჩატარდა  მსოფლიო ჩემპიონატი ვეტერან მოფარიკავეთა შორის. რომელსაც 2002 წლიდან შეუერთდა ექიმი-კარდიოლოგი, მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, ნიკოლოზ (გივი) ანდრიაძე. ის ჯერ კიდევ 1963 წელს, ბელგიის ქალაქ გენტში გახდა მსოფლიოს ჩემპიონი ახალგაზრდა მოფარიკავეთა შორის. მას შემდეგ ბატონი გივი აქტიურად ასპარეზობს ვეტერანთა მსოფლიო ჩემპიონატებზე. მან 2014 წელს, უნგრეთში მსოფლიო ჩემპიონატზე მესამე საპრიზო ადგილი დაიკავა, რაც ქართული სპორტის ისტორიაში ერთადერთი გამარჯვება იყო. ბატონი ნიკოლოზი 2014 წელს ქალაქ ლაიფციგში გახდა ევროპის ჩემპიონი პროფესიონალ ექიმებს შორის, განურჩევლად ასაკისა. მოგვიანებით, ბატონ ნიკოლოზს შეუერთდნენ სხვა ქართველი ვეტერანი მოფარიკავეებიც. ცოტა ხნის წინ ვეტერანი მოფარიკავეები სლოვენიიდან დაბრუნდნენ, სადაც მონაწილეობდნენ გუნდურ ჩემპიონატში დაშნაში. 20-წლიანი პაუზის შემდეგ საქართველოს ნაკრებმა პირველად მიიღო მონაწილეობა გუნდურ ჩემპიონატში და საქართველოს დროშაც ააფრიალა. გუნდის შემადგენლობაში იყვნენ: სოსო ქაფიანიძე (50-59 წლები), არტიომ სარქისოვი (60-69 წლები) და ნიკოლოზ ანდრიაძე (70 წლის და ზემოთ).
 მსოფლიოს ჩემპიონის, ნიკოლოზ ანდრიაძის კლუბის შეგირდები, როგორც წინა წლებში, ახლაც დიდ წარმატებას აღწევენ. ერთ-ერთია სალომე გოგუა, რომელმაც  თბილისის თასზე ერთხელ პირველი, მეორედ, მეორე ადგილი აიღო. ის ასევე, მონაწილეობდა ბათუმში, გურამ თავაძის საერთაშორისო თასზე, სადაც პირველი ადგილი დაიკავა. სალომემ პირველი ადგილი აიღო თბილისისა და აფხაზეთის საერთაშორისო ტურნირზე, ზესტაფონში – ზაურ საყვარელიძის საერთაშორისო ტურნირზე. ცოტა ხნის წინ თურქეთში ჩატარდა ბავშვთა საერთაშორისო ტურნირი, 245 მონაწილით და სალომე 16 საუკეთესოს შორის მოხვდა.
ასეთივე წარმატებით ასპარეზობს ლევან აბუაშვილიც, რომელმაც გურამ საყვარელიძის საერთაშორისო ტურნირზე, 2003-წლიანებს შორის, მესამე საპრიზო ადგილი აიღიო. მას ასევე  მოგებული აქვს ბათუმში, საქართველოს მრავალგზის ჩემპიონის, დავით ხიტირის თასი. ორივეს მწვრთნელია ქეთი ერემეიშვილი.

скачать dle 11.3