კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 შეეწირა თუ არა თელავში 30 წლის მამაკაცის სიცოცხლე ქმარშვილიან ქალთან ურთიერთობას და როგორ ცხოვრობდა ის შეყვარებულის ტრაგიკული გარდაცვალების შემდეგ

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

30 წლის როლანდ დაუდაშვილი თელავში, გაურკვეველ ვითარებაში მოკლეს. ახალგაზრდა მამაკაცს ერთი ტყვია გულში, მეორე კი მუცელში ჰქონდა მოხვედრილი. გამოძიებას ჯერჯერობით ეჭვმიტანილი არ ჰყავს, მაგრამ ახლობლებში არსებობს ვერსია, რომ ის შეცდომით, სხვის ნაცვლად მოკლეს. თუმცა ამბობენ იმასაც, რომ დაუდაშვილი ეჭვიანობას ემსხვერპლა.
მარიამ ოთარაშვილი (მოკლულის ნათესავი):
როლანდი მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების „ცეხში”  მუშაობდა. იმ დროს, სამსახურში იყო ძმაკაცებთან ერთად. ისინი რაღაც საქმეზე გასულან 15 წუთით და უკან რომ დაბრუნდნენ, როლანდი მოკლული დახვდათ. ერთი ტყვია გულში ჰქონდა ნასროლი, მეორე – მუცელში და ადგილზე გარდაიცვალა. ამბობენ, მკვლელს შეეშალა, სხვისი მოკვლა უნდოდა და როლანდს შეცდომით ესროლაო. ამბობენ იმასაც, რომ შესაძლოა, მკვლელობა ეჭვიანობის ნიადაგზეა ჩადენილი. თქვეს, ქმარშვილიან ქალს ხვდებოდა და ამიტომ მოკლესო. მაგრამ, მე ძალიან კარგი ურთიერთობა მქონდა მასთან, და-ძმასავით ვიყავით და მსგავსი არაფერი უთქვამს. არადა, თავის ისტორიებს ყოველთვის მიყვებოდა. მის მეგობრებსაც ვესაუბრე, მაგრამ მათაც არაფერი იციან.
– რადგან ეჭვი გაჩნდა, რომ ეჭვიანობის ნიადაგზეა ჩადენილი მკვლელობა, რას იტყვით მის პირად ცხოვრებაზე?
– შვიდი წლის წინ ჰყავდა შეყვარებული. მასთან სამწლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. სიგიჟემდე უყვარდა, მაგრამ ის გოგო ლეიკემიით დაიღუპა. მიუხედავად იმისა, რომ ამდენი წელი გავიდა, დღემდე ის გოგო უყვარდა და მის ფოტოებს ინახავდა. მას შემდეგ სერიოზული ურთიერთობა აღარავისთან ჰქონია. დეპრესიული იყო, მაგრამ თავს არავის მოაბეზრებდა. ვინც კარგად არ იცნობდა, ვერც შეამჩნევდა მის ტკივილს.
– მისი ფოტოები ვნახე „მოტოზე”. მრბოლელი იყო?
– არა, მრბოლელი არ იყო, მაგრამ მოტოციკლი უყვარდა. ახალი ნაყიდი ჰქონდა და ძალიან გვეშინოდა, რამე არ მოსვლოდა. 30 წლის იყო. თბილისში ცხოვრობდა, აქ დაამთავრა სწავლა. მაგრამ მერე, რაც მისი შეყვარებული დაიღუპა, თბილისში ყოფნა აღარ შეეძლო და თელავში გადავიდა საცხოვრებლად. პერიოდულად ჩამოდიოდა ხოლმე, მაგრამ იმ ტრაგედიის შემდეგ, თბილისში ვეღარ ჩერდებოდა. მშობლები გაშორებულები არიან. დედა და და თბილისში ცხოვრობენ, მამა – თელავში. თუმცა, როლანდს ცალკე სახლი ჰქონდა თელავში და იქ ცხოვრობდა. მასზე ცუდს ვერავისგან მოისმენთ. კორპუსში ცხოვრობდა და დილით ადრე რომ გადიოდა, მოტოციკლი ხელით გაჰქონდა, მეზობლებს სძინავთ და არ გავაღვიძოო. უამრავი გეგმა ჰქონდა სამომავლოდ. სულ თავის მომავალზე ლაპარაკობდა, მაგრამ არ აცადეს სიცოცხლე. ამბობდა, როდემდე უნდა ვიმუშავო სხვასთან. მინდა, ჩემი საკუთარი „ცეხი” გავხსნაო. ოცნებობდა, რაღაც შეექმნა. ორი კვირის წინ მითხრა, თბილისში ვაპირებ საცხოვრებლად გადმოსვლასო, მაგრამ არ დააცადეს – პირდაპირ გულში ესროლეს და მოგვიკლეს.
скачать dle 11.3