კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
დეკემბერი 2017 (151)
ნოემბერი 2017 (212)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)

№46 როგორ მოვამზადოთ კანი ზამთრისთვის

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ზამთრის ცივი დღეები, ზოგი ადამიანისთვის, საკმაოდ დიდი პრობლემაა, კერძოდ, ეწყებათ კანის აქერცლა და დასკდომა. კანი გამოშრობას იწყებს, როცა ოთახებისა და ოფისების დათბობას ვიწყებთ.  ასევე, ყინვა კანს აქტიურად ართმევს ტენს და აშრობს. ამას ისიც ემატება, რომ დაბალ ტემპერატურაზე ნელდება უჯრედების განახლება და შედეგად, საკმარისია, პატარა აციება და მომენტალურად უხეშდება და შრება კანი. ცივი ჰაერის ზემოქმედების გამო ცხიმის უჯრედები ნაკლებად აქტიურია. თხელდება ჰიდროლიპიდური საფარი და კანი ნაკლებად ელასტიკური ხდება. ასევე, მასზე ძლიერ ზემოქმედებას ახდენს ყინულის მიკროკრისტალები და სახე ზედმეტად მგრძნობიარე, დაუცველი ხდება და მოწითალო ლაქებით იფარება, ანუ იცვლება კანის ტიპი და ხდება გაცილებით მშრალი.  თუ ზამთარში სამთო კურორტებზე ისვენებთ, ამ უარყოფით ზეგავლენას მზის სხივებიც ამძაფრებს.
უკეთესია, თუ კანს ზამთრისთვის მოამზადებთ და იზრუნებთ მის დატენიანებაზე. გამოიყენეთ ზამთრის დღის დამატენიანებელი მალამო. თუ კანს გაუწყლოებას ამჩნევთ, აუცილებლად დაამატეთ საღამოს ინტენსიური დამატენიანებელი კრემი. თუ შენიშნეთ, რომ ცხიმის უჯრედებმა აქტიურობა დაკარგა, ღამის მალამო მკვებავით ჩაანაცვლეთ. თუ კანს შეატყვეთ მოდუნება, სიგლუვის დაკარგვა, უმჯობესია, გამაახალგაზრდავებელი, ვიტამინიზებული მალამოები გამოიყენოთ. თუ შვებულების მთაში გატარებას გადაწყვეტთ, ზამთრის მალამოს აუცილებლად უნდა დაემატოს მზისგან დამცველი კრემი მაღალი SPF ფილტრით. ასევე, არ დაგავიწყდეთ ტუჩების მოვლა, ჰიგიენური პომადით ან სპეციალური ბალზამით.
იმისთვის, რომ შეინარჩუნოთ კანის ტენიანობა და ჯანმრთელობა ზამთრის ცივ თვეებში, აუცილებელია:
1. სახის კანის დატენიანება – უმჯობესია შეიძინოთ ცხიმზე დამზადებული დამატენიანებელი კრემი და არა წყალზე, რადგან ცხიმი წარმოქმნის კანის დამცავ საფარს და ყველაზე კარგად ინარჩუნებს ტენიანობას.
2. მზისგან დამცავი კრემი – ზამთრის მზე, განსაკუთრებით თოვლიან დღეებში, საკმაოდ აზიანებს კანს. წაისვით  მზისგან დამცავი კრემი სახესა და ხელებზე, გარეთ გასვლამდე ნახევარი საათით ადრე.
3. ხელების დაცვა – ხელის კანი შედარებით თხელია, ვიდრე სხეულის სხვა ნაწილებზე. მას აქვს მცირე რაოდენობის ცხიმის გამომყოფი უჯრედები. ამიტომ, ხელის დატენიანებას განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ. გარეთ გასვლისას აუცილებლად გაიკეთეთ ხელთათმანები. სახლიდან გასვლამდე რამდენიმე წუთით ადრე კი, არ დაიბანოთ ხელი წყლით და გასვლისას, არ დაგავიწყდეთ, ხელის საცხის წასმა.
4. აბაზანა – ცხელი წყალი კანის ლიპიდურ ბარიერს შლის, რაც ტენიანობის დაკარგვას უწყობს ხელს. გირჩევთ, ზამთარში იბანაოთ თბილი და არა ცხელი წყლით, რათა კანი არ გამოშრეს და აიქერცლოს.  ასევე, აუცილებლად გამოიყენეთ აბაზანის შემდეგ, დამატენიანებელი საშუალებები.
5. სახის ნიღბები – ზამთარში ნიღბების ხშირი მოხმარებაა საჭირო. გირჩევთ, კვირაში ერთხელ გაიკეთოთ პილინგური ნიღაბი, რაც ძალიან ეფექტიანია კანის მკვდარი, გარქოვანებული უჯრედებისგან გასასუფთავებლად. ამ შემთხვევაში კარგი იქნება, თუ კვირაში ორჯერ დამატენიანებელ ნიღაბსაც გაიკეთებთ, რადგან, ზამთარში სახის კანის ერთ-ერთი მთავარი მტერი გაუწყლოებაა.
6. ტონალური კრემი – სიცივისგან სახის კანის დაცვისთვის, ზამთრის დღის დამატენიანებელ მალამოზე დაამატეთ თქვენი კანის ტიპისა და ფერის გათვალისწინებით შერჩეული ტონალური საშუალება.
სახის კანის დასატენიანებლად შეგიძლიათ, შინაური მკვებავი ნიღბების გამოყენებაც. ნიღბები რეკომენდირებულია არაუმეტეს 2-ჯერ კვირაში.
* კვერცხისა და ზეთის ნიღაბი, დაჭიმულობისა და კანის აქერცლისაგან თავის დასაცავად: 1 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი ნებისმიერი მცენარეული ზეთი, 2 ჩაის კოვზი თაფლი და 3 ჩაის კოვზი ხაჭო აურიეთ ერთმანეთში. მასა  დაიტანეთ სახეზე და 20 წუთის შემდეგ, ჩამოიბანეთ თბილი წყლით. თუ ალერგიული ხართ, თაფლს ნუ გამოიყენებთ.
* ვაშლის ნიღაბი: 1 ცალ გახეხილ ვაშლს დაუმატეთ 1 კვერცხის გული და 1 ჩაის კოვზი გლიცერინი. 20 წუთის შემდეგ თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
ასევე, ყოველდღიურად მიიღეთ საჭირო რაოდენობის სითხე, დაახლოებით, 2 ლიტრამდე.
скачать dle 11.3