კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: როგორ შევარჩიო სახის მოვლისთვის შრატი; რისთვისაა ის, განსაკუთრებულად კარგი, რომელი ასაკიდანაა რეკომენდებული მისი გამოყენება და და რამდენად ეფექტურია აკნეს შემთხვევაში?
პასუხი
: შრატი არის პროდუქტი, რომელიც სწრაფად აღწევს კანის ღრმა ფენებში და ინტენსიურად კვებავს მას. ისევე, როგორც კანის ბევრ სხვა პროდუქტს, შრატს აქვს როგორც კანის გამღიავებელი, ასევე აკნეს საწინააღმდეგო და სიბერის შემაჩერებელი ეფექტი. მისი გამოყენება ნებისმიერ ასაკში შეგიძლიათ, უბრალოდ, აიჩიეთ ფორმულა: ანტიოქსიდანტი, დამატენიანებელი ან მკვებავი. შრატი, როგორც ყველა სხვა კოსმეტიკური საშუალება, ზეთსა და წყალზეა შექმნილი, თუმცა მისი ტექსტურა უცხიმოა და სახეზე წასმისას ცხიმიან ეფექტს არ ტოვებს.  თუ მგრძნობიარე კანი გაქვთ, შესაბამისი ფორმულის შრატი შეარჩიეთ. შრატი აუცილებლად სუფთა კანზე უნდა წაისვათ. შეგიძლიათ, ის დამოუკიდებლად, ან კანის სხვა პროდუქტებთან ერთად იხმაროთ.
კითხვა: როგორ გამოვიყენო სახის ბაზისი და თუ მალავს ის სახის სიწითლეს?
პასუხი:
ბაზისი გამოიყენება დამატენიანებლის შემდეგ, ტონალური კრემის წასმამდე. ის გლუვ ზედაპირს ქმნის, რაც აადვილებს ტონალურის სწორად და ეკონომიურად გადანაწილებას. მწვანე საფუძვლის მქონე ბაზისი აქრობს სიწითლეს სახეზე, ხოლო ბაზისი ლავანდის საფუძვლით, მკრთალ კანს გაახალისებს. გამჭვირვალე სილიკონის ბაზისი კი, უბრალოდ, ძალიან ადვილად ანაწილებს ტონალურს. წაისვით ბაზისი მთელ სახეზე და დაელოდეთ 1-2 წუთს, სანამ ტონალურს გადაისვამთ.
კითხვა: მაქვს განიერი სახე. მითხრეს, რომ არსებობს საშუალებები, რომელიც სახის დათხელების ეფექტს იძლევა. ხომ ვერ მირჩევთ, რომელია?
პასუხი:
ასეთია, ბრონზერი. გამოიყენება ბუნებრივი ბრწყინვალების ან სახის დათხელების მიზნით. ბრონზერის მცირე ოდენობა, დიდი ზომის ფუნჯით გადაისვით ისეთ ადგილებზე, სადაც მზის შუქი ბუნებრივად ხვდება: შუბლი, ღაწვები, ცხვირი. თუ სახის დათხელება გინდათ, მაშინ გადაისვით ლოყებსა და ყბის ქვეშ, საფეთქლებთან და ცხვირის გვერდებზე.
скачать dle 11.3