კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
მაისი 2020 (150)
აპრილი 2020 (194)
მარტი 2020 (197)
თებერვალი 2020 (203)
იანვარი 2020 (194)
დეკემბერი 2019 (257)

№46 „კუს თუ გეკუსების”?!

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ „მეხიმც გეთხლიშების”!


ქალთა უფლებების დამცველებმა ამ ჩვენს უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში პეტიცია აფრინეს საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელების იმედით. კერძოდ, იმ მიზნით, რომ საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროების პრობლემა ერთხელ და სამუდამოდ გადაიჭრას.
ერთი შეხედვით, პეტიციის მიზანი იმდენად კეთილშობილურ-ამაღლებულია, რომ მადლიერებს (ანუ სექსუალურად შევიწროებულებს) უხვად კურცხლებიც კი უნდა დასცვენოდათ თვალთაგან. და მართლაც წამოგვცვივდა ცხელ-ცხელი (ცხადია, კურცხლები), თუმცა პეტიციის შინაარსის გაცნობის შემდეგ.
სახელდობრ, პეტიციაში ვკითხულობთ შემდეგს: „საჯარო სივრცეში სექსუალური შევიწროება მოიცავს – სექსუალური ხასიათის კომენტარებს, უხამს ხუმრობებს, მიშტერებას, სტვენას, ტელეფონის ნომრის ან შეხვედრის დაჟინებულ მოთხოვნას, რომელიც უარის შემდეგაც გრძელდება. ასევე, სხეულზე შეხებას უნებართვოდ, გენიტალიების ჩვენებასა და სხვას. სამუშაო ადგილას სექსუალური შევიწროება ხშირად გამოიხატება სექსუალური შინაარსის არასასურველ კომპლიმენტებში, ხუმრობებში, პორნოგრაფიის ჩვენებაში, უფროსის მხრიდან სექსუალური ურთიერთობების მოთხოვნა დაწინაურების ან სამსახურიდან არგაგდების სანაცვლოდ და სხვა. სექსუალური შევიწროების ამკრძალავი კანონმდებლობის არარსებობა იწვევს მოძალადეთა დაუსჯელობას და გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას.“
მართალია, მოგვიანებით, პეტიციის ავტორებმა განმარტეს, რომ ყველანაირი მიშტერება ვერ ჩაითვლება, მაინცდამაინც, მიშტერებად (და თუ გაშტერდა, ვითომ დიდი კაცის შემოლაწუნება უშველის?!), თუმცა ღლიცინის (სავსებით სამართლიანად) ისეთი კორიანტელი დაიმსახურეს, რომ ამ მართლაც მნიშვნელოვანი პრობლემის (სექსუალური შევიწროების) მოგვარება კარგა ხნით გადაავადეს (იმ მარტივი მიზეზით, რომ, რაც სასაცილო ხდება, იმას, სამწუხაროდ, გადაჭრა, ფაქტობრივად, არ უწერია).
ჯერჯერობით კი საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ არც ისაა გამორიცხული, ამ ჩვენს მრავალგზის იავარქმნილ კანონმდებლობაში იმის ჩაწერაც კი მოითხოვონ, ქმარმა ცოლისგან საჯაროდ მიიღოს ნებართვაო, ანუ
„– კუს თუ გეკუსების?!“
– მეხიმც გეთხლიშების!” –
скачать dle 11.3