კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 ჩამოკაბზონებული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

„ნახვამდის, ანუ მშვიდობით“


ამ ჩვენს სეპარატისტებს მეგობარი ბევრი არ ჰყავს, ისეთებს ვგულისხმობ, მსოფლიო სამეცნიერო თუ სახელოვნებო დასში რომ ბრწყინავდნენ (თუ გერგიევს არ ჩავთვლით და იოსიფ კობზონს). მაგრამ ისე მოხდა, რომ სერბი კინორეჟისორი ემირ კუსტურიცა აფხაზეთის „კეთილი ნების ელჩი“ გახდა.
ეს სერტიფიკატი და მედალი მან შიგ მოსკოვში მიიღო! რისთვის? იმისთვის, რომ მხარი დაუჭერია ინიციატივისთვის –  მსოფლიო თანამეგობრობამ ყურადღება მიაქციოს „აფხაზეთის კულტურული მემკვიდრეობის” დაცვის საკითხს.
მან განაცხადა: „მე, როგორც გაეროს კეთილი ნების ელჩი, მხარს ვუჭერ „აფხაზეთის კეთილი ნების ელჩების“ მოწოდებას. აფხაზეთში მდებარე ძველი ქრისტიანული ტაძრები შენარჩუნებული უნდა იყოს და მომავალმა თაობებმა ისინი უნდა ნახონ.“
რატომ? იმიტომ რომ, თურმე, „აფხაზეთი მსოფლიო ქრისტიანობის უძველესი ცენტრია და მსოფლიო თანამეგობრობამ არ უნდა უგულებელყოს აფხაზეთში მსოფლიო ქრისტიანული კულტურის ძეგლების განადგურება“.
ის იქით იყოს, როგორ შექმნიდნენ დღემდე კერპთაყვანისმცემელი ეს ჩვენი სეპარატისტები, რომლებიც დღემდე მუხის ძირას იკრიბებიან, ქრისტიანული კულტურის ძეგლებს (ანუ აფხაზეთის კულტურული ძეგლები მხოლოდ ქართული თუ იქნება!) და, რაც მთავარია, ამ ჩვენს ქრისტიანულ ძეგლებს, სწორედაც რომ, ოკუპანტებს ანადგურებინებენ ეს ჩვენი სეპარატისტები.
სამწუხაროა, რომ ერთ დროს ეს ჩემი საყვარელი რეჟისორი ეგზომ ცუდად ერკვევა ამ საკითხში და კიდევ უფრო სამწუხარო, რომ თავს ათამაშებინებს. თუმცა ეს მისი არჩევანია, ისევე, როგორც ჩემი, რომ ემირისა და ჩემი გზები სამუდამოდ გაიყარა, იმიტომ რომ, როგორც აღმოჩნდა, მას დიდი ხელოვანისა არაფერი სცხებია. –
скачать dle 11.3