კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 განსხვავებული

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე

ანუ მე ვიმღერებ, შენ იცეკვე


გასულ კვირას სტრასბურგში დემოკრატიის მეექვსე მსოფლიო ფორუმი გაიმართა და ის საზეიმოდ, არც მეტი, არც ნაკლები, ანსამბლმა „შავნაბადამ“ გახსნა.
საათ-ნახევრიანი საკონცერტო პროგრამიდან ჩვენებურებს 20 წუთი დაუთმეს, მათ კი ევროსაბჭოს სასახლეში ფორუმის მონაწილე ევროპელ ლიდერებს, საზოგადო მოღვაწეებსა და ასეულობით ახალგაზრდას ევროკავშირის ჰიმნიც შეუსრულეს განსხვავებულად (განსაკუთრებული აპლოდისმენტებიც დაიმსახურესო, როგორც გვაცნობეს) და ქართულ ხალხურ პოლიფონიასაც აზიარეს.
თუ გავითვალისწინებთ, რომ ქართველი შემსრულებლების გამოჩენას აუდიტორია ხანგრძლივი ოვაციებით შეხვდა და ფორუმის მონაწილეებმა მათი გამოსვლა ჰარმონიისა და ერთიანობის ნამდვილ დღესასწაულად შეაფასეს, ჩნდება ეჭვი, რომ არც ისაა გამორიცხული, ისეც მოხდეს: შენ იცეკვებ, ის იმღერებს და ამასობაში სოფელიც ავაშენოთ. –
скачать dle 11.3