კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№46 თემააბნეულები

თათია ფარესაშვილი ნინო ხაჩიძე


ანუ ვინ ვის და რა უნდა სტყორცნოს?!



მართალია, რეგიონში უმნიშვნელოვანესი პროცესები ვითარდება, მაგრამ ქართული მედია და პოლიტსპექტრი უღმერთოდ დუმს. ოღონდ ეს დუმილი ხელს ვერ უშლის პრ. პუტინს, რომ აზერბაიჯანს ულტიმატუმი წაუყენოს და ოკუპირებული ხუთი რაიონის დაბრუნება შესთავაზოს, ევრაზიულ კავშირში გაწევრიანებისა და კიდევ ორი პირობის სანაცვლოდ. მხოლოდ ამ შეთავაზებაზე იმიტომ შევაჩერე თქვენი ყურადღება, რომ აზერბაიჯანის ევრაზიულ კავშირში გაწევრიანება (პირი ქვისკენ მიქნია!) ნიშნავს, რომ რეგიონში მარტოდმარტო ვრჩებით.
ამასობაში კი ნახსენები პრ. (პუტინი, რასაკვირველია) ერდოღანთან შეხვედრას გეგმავს და თუმცა მათ სალაპარაკოც ბევრი აქვთ და მოსაგვარებელიც (იმდენი ერთობლივი ეკონომიკური პროექტი წამოიწყეს), სავარაუდოა, რომ შეხვედრის მთავარი თემა მაინც აზერბაიჯანი იქნება (იმიტომ რომ, თუკი რფ გადაიბირებს აზერბაიჯანს ყარაბაღის თუ არა, ხუთი რაიონის ეშხით მაინც, თურქეთისთვის ეს მაინცდამაინც, სასიამოვნო ვერ იქნება).
სასიამოვნოა თუ უსიამოვნო, ფაქტია, რომ სამხრეთ კავკასიისთვის ჭიდილი გადამწყვეტ ფაზაში შედის; თან, თუ ამას ჩვენი მეზობელი სომხეთის ქადილსაც დავამატებთ, ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა თბილისს ჯავახეთის კონტროლის საშუალებას მისცემსო, რაც ბადებს ეჭვს, რომ იმ ხუთი რაიონის სანაცვლოდ, ჯავახეთით ხომ არ ცდილობს ეს ჩვენი ოკუპანტი თავისი სატელიტის დაკმაყოფილებას?!
მეორე მხრივ, ეს კი ფაქტია, მაგრამ ის არანაკლებ ტრაგიკული სამწუხარო ფაქტი, რომ ამ დროს ქართული მედია-საზოგადოება იმას არჩევს, ვინ ვის და როდის უნდა სტყორცნოს მზერა ან რაღაც ამგვარი?!  –
скачать dle 11.3