კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 არის თუ არა რობი კუხიანიძე ძნელად ასატანი ქმარი და ვინ „დააჩმორა“ მან მეგობრებთან ერთად

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

როგორც ცნობილია, „იმედზე“ დაიწყო ახალი მუსიკალური პროექტი „ჩვენ ვარსკლავები ვართ,“ რომლის ჟიურის ერთ-ერთი წევრი მუსიკოსი რობი კუხიანიძეა. მისი ჯგუფი – Outsider, ჯერ კიდევ 1989 წელს ჩამოყალიბდა და ალტერნატიული მუსიკის მოყვარულებში ის მუდამ პოპულარულია. თავად რობიც ძალიან საინტერესო რესპონდენტია, ისევე, როგორც მისი მუსიკა.
– ჟიურის წევრობა, თან, ამხელა აუდიტორიის წინაშე, ბევრს არ უყვარს. როგორი იყო თქვენი დამოკიდებულება, როდესაც ეს შემოთავაზება მიიღეთ?
რობი კუხიანიძე: ჯგუფში გვყავს მენეჯერი, პროდიუსერი და სიმართლე რომ გითხრათ, ჩემი გადაწყვეტილება არაფერს წყვეტდა. მითხრეს: ეს აუცილებელიაო და ჩემი სურვილიც გათვალისწინებული იყო. მე რომ ჟიურიში ვიქნები, ალბათ, ეს მთელ ჯგუფს რაღაცაში წაადგება. ვიღაცის თვალში რეაბილიტირებული ვიქნები, ვიღაცას პირიქით, არ მოეწონება ჩემი ჟიურიში ყოფნა, ვიღაცას გაუკვრიდება. ვიღაცები უკვე ამბობენ: ვინ არის, რა უნდა – ამას უკვე შეჩვეული ვარ. დარწმუნებული ვარ, ბევრს უნდა, ჟიურიში იყოს, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, ან იმისთვის, რომ ყოველ პარასკევს ტელევიზორში იყოს. ეს ბოლო ნაკლებად მაღელვებს, მაგრამ ფინანსებს რაც შეეხება, სამეგობროც მთლიან თანხაში შევა და გადანაწილდება. ჩვენ ამჟამად ალბომზე ვმუშაობთ, რომელიც აუცილებლად არაკომერციული იქნება.
– როგორ შეძელით ამდენი წელი ეარსება ჯგუფს?
მე მარტო არ ვყოფილვარ. „აუტსაიდერი“ – ჯერ სახელი რას ჰგავს, ზუსტად ვამართლებთ სახელს. რასაც დაარქმევ შენს საქმეს, იმ ცხოვრებით ცხოვრობ. გასაჭირო როგორ არ იყო – როგორც შენ გიჭირდა, ისე მიჭირდა მეც. მაგრამ, მეგობრობით, ერთი იდეით ცხოვრებით, ძალიანაც არ გაგვჭირვებია. მატერიალურად კი დაგვეტყო, მაგრამ დეპრესიაში არ ჩავვარდნილვართ იმის გამო, რომ ჯგუფის საქმიანობისგან შემოსავალი არ გვაქვს. თუმცა, ერთი რამ მიღწეულია: კარგს ამბობენ თუ ცუდს, მთავარია, თქვან. მე ყოველთვის ისეთ ადამიანებთან ვცხოვრობ, ფუტკრებზე მეტად შრომისმოყვარეები რომ არიან.
– თქვენც ფუტკარივით შრომისმოყვარე ხართ?
– ალბათ. თუ რამეს ვაკეთებ, ბოლომდე ვაკეთებ, ფხიზელი ვიქნები თუ მთვრალი. ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს და არ არსებობს დედამიწაზე იმხელა თანხა, რომ საკუთარ პრინციპებზე უარი გვათქმევინოს. ალბათ, შემთხვევით გამოგვივიდა პატარა თაობის „აუსტსაიდერელებს“, რომ ვარჩიეთ მაქსიმალურად თავისუფალი გზა – ცოტა ანარქიამარილმოყრილი, ანდერგრაუნდი.
– რა ხდება, როცა ვინმე თქვენს თავისუფლებას ზღუდავს?
– თავისუფლების შეზღუდვა მონობაა. ბევრისთვის თავისუფლებაა ძალიან დიდი მონობა. ჩვენს ქვეყანაში როგორ ცხოვრობენ ხელოვანები – როცა სახელმწიფო ფულს გიხდის, შენც აბსოლუტურად დამოკიდებული ხდები. კონსტიტუციას არ ვგულისხმობ, კონსტიტუციას პატივს ვცემ, მიუხედავად იმისა, რამდენად მისაღებია ის. კონსტიტუცია, რომელიც ყოველდღიურად ცვლილებას განიცდის, მაგონებს მსუბუქი ყოფაქცევის მანდილოსანს, როცა სხვადასხვა ხელი ეხება და თავის ჭკუაზე გადაჰყავს ეს „საცოდავი მანდილოსანი“. კონსტიტუცია ადამიანის თავისუფლებისა და უფლებებისთვის უნდა იყოს. კონსტიტუცია, რომელიც ყოველდღე იცვლება, ის ყოველდღე შეზღუდავს შენს აზროვნებას.
– ოჯახში როგორი პოლიტიკოსი ხართ?
– ჩვენ მაგისთვის არ გვცალია. ერთმანეთის გარდა, აღარავინ გვყავს. შვილები – კი, მაგრამ მე დედა არ მყავს, მამა მოხუცია. არც ჩემს მეუღლეს ჰყავს დედა, მამა სხვაგან ცხოვრობს და დიდი ხანია, არ უნახავს. ამიტომ, მეუღლე ყველაფერს ცვლის ჩემს ცხოვრებაში და დედის ფუნქციასაც. ჩვენ დიდი ხნის ურთიერთობა გვაქვს. ბევრჯერ არ ვეუბნებოდით ერთმანეთს, მიყვარხარო და არც გვეცალა მაგისთვის. სამჯერ რომ იტყვი ამას, ესე იგი, რაღაც მიქარული გაქვს. თქმის გარეშეც ხომ არსებობს ქცევები, ურთიერთთავდადება. მე ერთმეუღლიანობა მჭირს. არ შემაწუხა ამ მდგომარეობამ.
გასაძლები მეუღლე იყავით?
– გასაძლები ყოველდღეა. მეუღლეებს შორის ურთიერთობა გაძლებაზეა, აბა, რაზეა? რომ შეხედავ, ვერაფრით ეხმარები – სტკივა და იმწუთას არ შეგიძლია, რომ დაეხმარო. ჩემი მეუღლე სულ მიძლებდა, მაგრამ გარემო სიტუაციაა, ზოგადად, გასაძლები. ორივემ ვიცით, რომ უერთმანეთოდ ვერცერთი ვერ გაქაჩავს. ზოგჯერ დიქტატორობასაც მაბრალებენ. მაგრამ, ვერასდროს ამჩნევენ, როდის ვარ სერიოზული და როდის – არა. შეიძლება, ვთქვა: ოო, ეს რა მოხდა, ეს რა ქენი – შემხედავენ და ხვდებიან, რომ ამას ისე, უბრალოდ ვამბობ, რომ ჩემი სახლიდან ხმაური გავიდეს. გარეთ რომ გავალ, აღიარონ, რომ ქართული მენტალიტეტის კაცი ვარ. ოჯახში ერთი წიხლი თუ არ მიგირტყამს, შვილიშვილი თუ ფეხზე არ წამოგიგდია ქართული ტრადიციებით, ეს რა ქართველობაა?!
– თქვენი სიყვარული როგორ დაიწყო?
– ქუთაისში ვცხოვრობდით ორივე და მომეწონა ერთი გოგო, რომელიც სხვებისგან ბევრი რაღაცით გამოირჩეოდა, უფრო ბავშვური იყო. მასობრივი ღონისძიებების რეჟისურაზე სწავლობდა და მისი ხათრით ჩავაბარე. ვიჯექი და ვუყურებდი. მესამე წელს მოვიყვანე, მგონი, ცოლად და ის დიპლომებიც აღარ წამომიღია. მიზანს მივაღწიე და რაში მჭირდებოდა? ჩემი დიპლომი სახლში მყავს. ჩემი დიპლომი დადის, ჭამს, მეფერება – ასეთი დიპლომი ვის აქვს? მეც მისი დიპლომი ვარ, აი, რამ განაპირობა რომ 26 წელი ერთად ვართ. ახლა შვილიშვილი მყავს, რომელიც ჩემი ცხოვრების რაღაც მომენტის განმეორებაა. ჩემი შვილი რომ დაიბადა, არ ვიყავი მზად, რომ ეს ყველაფერი აღმექვა. ახლა გამოცდილება მაქვს და ვცდილობ, ის დანაკარგი, რაც შვილებთან მქონდა, შვილიშვილთან გამომივიდეს.
– რამეს შეცვლიდით თქვენს ცხოვრებაში?
– რა უნდა შევცვალო? – მაინც ისე მოხდება – აზრი არ აქვს. ამაშია მთელი ცხოვრების „კაიფი“, რომ შენი უფლებაც არაფერია. ღვთის ნებით ხდება ყველაფერი. დღევანდელი დღე შეიძლება 2 წლის წინანადელ დღეზე იყოს დამოკიდებული. მე ძალიან რომ მიჭირს, ვიცი, გარშემო უსამართლობა ხდება და ამან უნდა მატკინოს. მე ის ადამიანები სულ ფეხებზე მკიდია, რადგან ვიცი, მაინც ისე მოხდება, როგორ ღვთის ნებაა. იმას ვერ გადაახტებიან, რასაც უფლის რწმენა ჰქვია. სცენაზე რომ მხედავენ, ჩემს რელიგიურობას კიდევ სხვანაირად უყურებენ. ეს დიდი პარადოქსია.
– დღეს ხშირად საუბრობენ მარიხუანის დეკრიმინალიზაციაზე. თქვენი დამოკიდებულება როგორია ამ საკითხისადმი?
– ვინც სახელმწიფო დაკვეთას ასრულებს, მან არც უნდა მოწიოს და არც დალიოს. თუ სახელმწიფოს რაიმე სამსახურს უსრულებ, ისე უნდა მოიქცე, როგორც კანონია: არც დალიო, არც მოწიო. მეუღლესთან რომ დაწვები სამსახურებრივი დრო არ უნდა გამოიყენო. ძალიან მიკვირს, რომ ამბობენ, რატომ არ მაფინანსებს სახელმწიფოო და მისთვის მიუღებელ მუსიკას მღერიან. ეს ორმაგი აგენტობაა. იცი, რამდენი შემოგზავნილია ხელოვნებაში? მაგენს ვეხუტუნე მე – ვიცი, ვინ ვინ არის. მარიხუანის დეკრიმინალიზაციას რაც შეეხება, საქართველო ამას ვერ იზამს. ეს 15 წლის წინ უნდა დაწყებულიყო, ახლა უკვე დაგვიანებულია. ზომიერებაა საჭირო და არა მხოლოდ მოსაწევში. მე ცხოვრებაში წამალი არ გამიკეთებია, მაგრამ ჩემზე ასეთი შეხედულება ჰქონდათ. მარიხუანა ერთი თვე რომ მოწიო, მერე უკვე მოსაწყენია. ბიზნესის თვალსაზრისით, სიგარეტი უფრო შემოსავლიანია, ვიდრე მარიხუანა. მაგრამ, მარიხუანას თუ სხვა კუთხით შევხედავთ, ალბათ, დიდი ფული შემოაქვს, როდესაც ადამიანებს აფსმევინებენ. 9 ტონა ფსელი შეუგროვებიათ – რაღაც მონაცემები ვნახე. ამდენი ფსელის დაგროვება რა არის, გაყიდე მაინც, სასუქად მაინც გამოიყენე.
– თქვენს ცხოვრებაშიც ყოფილა ასეთი შემთხვევა?
– კი, როგორ არა, წინა მთავრობის დროს. მაგრამ, არაფერი ამომიგდო, ისინიც გაოცებულები იყვნენ და მეც. ან ჩამიდეთ, ან რაღაც ქენით, ჯგუფის იმიჯი ნუ შემირყიეთ, ყველა იძახის, ნარკომანიაო და არ ვყოფილვარ. კიდევ მოგიფსამთ-მეთქი. ძალიან არაეთიკური მიდგომაა. ვინც ამ კანონის მომხრეა, წარმომიდგენია, თავზე რომ ადგანან თოთო შვილს, როგორ ფსამს.
– პროექტს დავუბრუნდეთ. როგორია თქვენი შეფასებები?
გაოცებული ვიყავი, როცა ამ პროექტში დამიძახეს – ფინანსურზე მეტი, ნდობის ფაქტორი იყო. რომ მივედით, იქვე გადაწყდა ყველაფერი: მე ბრჭყვიალების ჩაცმა, არტისტობა არ შემიძლია-მეთქი. არა, რობი, არ იქნება ასეო. მეკითხებიან ხოლმე, თქვენს იმიჯზე, ჩაცმულობაზე ვინ ზრუნავსო. ჩემს იმიჯზე, ჩაცმულობაზე ზრუნავს უფალი, ჩემი მეუღლე და მეგობრები. მეტი საშუალება არც მაქვს და თან, ძალიან კარგად ვგრძნობ თავს საყვარელი ადამიანების მიერ შერჩეულ „შმოტკებში“. ერთხელ და ორჯერ საუნივერსიტეტო ფესტივალზე ვიყავი და რადიკალურად შეიცვალა ყველაფერი. სულ ერთი და იგივე იმარჯვებდა, ვისაც მერია აფინანასებდა. მე და ჩემი მეგობრები მოვხვდით ჟიურიში და გადავატრიალეთ ყველაფერი, თავისი ჩხუბებით. მაგრამ, მე რაფერ ვიყავი იცი, მზად: ერთი დედის შეგინება,  თხუთმეტი დედის შეგინებით, „დავაჩმორეთ“ რა... არ მგონია, აქ ასეთი რამ მოხდეს. ძალიან გამიხარდა, რომ მონაწილეებს ამხელა „ჟილკა,” მონდომება აქვთ, მე, მაგათ ადგილზე, ვერ „გავქაჩავდი“.
скачать dle 11.3