კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რა განსაცდელის გადალახვა მოუწია ესპანეთში სასწავლებლად ჩასულ ბაია გადაბაძეს და რატომ იმუშავა მან დამლაგებლად

თათია ფარესაშვილი ხათუნა კორთხონჯია

 „ხანდახან მგონია, რომ ჩემი ცხოვრება ფილმის სიუჟეტივითაა“, – ამბობს ტელეკომპანია „მაესტროს“ ყოფილი გენერალური დირექტორი, ბაია გადაბაძე, რომელიც ჟურნალისტიკას ჩამოშორდა და ცხოვრების ახალ ეტაპს სუფთა ფურცლიდან იწყებს. ის  ესპანეთში ახალ პროფესიას, „სტუმარმასპინძლობის“ მენეჯმენტს ეუფლება, რომელიც უამრავ სირთულეს შეიცავს. ხშირად უწევს მზარეულად, ოფიციანტად, დამლაგებლად მუშაობა, რაც ახალ პროფესიაში ახალი მწვერვალების დაპყრობისთვის აუცილებელია.
ბაია გადაბაძე:
მას შემდეგ, რაც გადავწყვიტე, ჩემი ძალიან საყვარელი პროფესიიდან წავსულიყავი, „სტუმარმასპინძლობის“ მენეჯმენტის შესწავლას შევუდექი. ვარ ესპანეთში, მარბეაში. სკოლა, რომელშიც ვსწავლობ (ლე როშ), მთელ მსოფლიოში რეიტინგით მესამეა. ხანდახან, რომ ვფიქრობ, მგონია, რომ  ჩემი ცხოვრება ფილმის სიუჟეტივითაა: ჟურნალისტობიდან, ტელევიზიის გენერალური დირექტორობიდან, ასეთ ასაკში, ჩავდივარ უცხო ქვეყანაში, ვეუფლები ახალ პროფესიას და დავდივარ გასაუბრებებზე, სადაც არავინ მიცნობს...
– რატომ მაინცდამაინც „სტუმარმასპინძლობის“ მენეჯმენტი?
– როდესაც ამ სკოლაში მისაღებ ინტერვიუს გავდიოდი, მითხრეს, ასეთი გზა გაიარეთ, ასეთი წარსული გაქვთ და რატომ მოგინდათ, იმ ყველაფრის მერე, დაუფლებოდით ამ პროფესიასო, მე ვუპასუხე, რომ ქართველებს სტუმარმასპინძლობა, უპირველესად, დეენემში გვაქვს. მე მიყვარს ადამიანებთან ურთიერთობა, კარგი გამასპინძლება, სტუმრებისთვის ლამაზი და კომფორტული გარემოს შექმნა. კარგი კულინარი ვარ და აქ თავს უფრო კარგი კუთხით წარმოვაჩენ-მეთქი. მე არ შემიძლია მარტო ხელფასის გამო მუშაობა. უნდა მიყვარდეს, რასაც ვაკეთებ. მიყვარს ხალხის გამასპინძლება და ქართული სტუმარმასპინძლობისა და ევროპული განათლების შეთავსება, კარგი იქნება.
– რთული იყო ამდენი ხნის შემდეგ სწავლის, ახალი ცხოვრების დაწყება?
– რომ ჩამოვედი, დიდი განსაცდელის წინაშე აღმოვჩნდი. ამ სკოლაში იმდენად მკაცრი წესებია, ვამბობ, რომ სამხედრო ბანაკში ვარ. მეორე განსაცდელი, რომელიც უნდა დაძლიო, ივლისის შუა რიცხვებში ჩამოდიხარ მარბეაში, ხალხი ირუჯება, ზღვაზეა და შენ ვერ გადიხარ, უნდა ისწავლო, იმეცადინო. ორი თვე იყო გასული ჩემი მარბეაში ჩამოსვლიდან, პლაჟზე რომ გავედი და დავათვალიერე. სამი კვირის წინ, კი ჩემი ძმა ჩამოვიდა და პირველად მასთან ერთად დავათვალიერე ქალაქი. ჩემმა ძმამ მითხრა: ხომ უნდა იცოდე, სად ცხოვრობო. ჩემი მარშრუტი არის სახლი – უნივერსიტეტი. დილის ცხრიდან ხუთ საათამდე მაქვს ლექციები. მერე ვმუშაობ. ამ სკოლას აქვს 4 მაღალი დონის რესტორანი, კაფე და ბისტრო, სადაც ჭამენ სტუდენტები, ლექტორები და ჩვენ ვმუშაობთ. ხშირად ორასი ადამიანისთვის ვამზადებთ ვახშამს. ვახშამს რომ ვაკეთებთ, გათვალისწინებული უნდა იყოს ყველასთვის – ვეგეტარიანელებისთვის, დიეტაზე მყოფთათვის, სხვადასხვა სარწმუნოების ხალხისთვის. ეს კიდევ ცალკე განსაცდელია, რომ გინდა, ყველაფერი გასინჯო. ვხეხავ, ვრეცხავ, ვალაგებ, დანა-ჩანგალს ვაპრიალებ, რომელსაც მერე მზის შუქზე ამოწმებენ და ერთი წერტილი რომ დაგრჩეს, ქულები დაგაკლდება. გამოვცადე დამლაგებლობა, ოფიციანტობა, შეფმზარეულობა. შეფობა ყველაზე დიდი სიამოვნებაა, მაგ მომენტებში ვისვენებდი, იმიტომ რომ, მიყვარს საჭმელების კეთება. ვმუშაობდი მრეცხავებთან ერთად, სულ სხვა სისტემაა – რასთან რა ჭურჭელი უნდა გარეცხო, რა რასთან დადო. არის სხვადასხვა ფერის საჭრელი დაფები. ყველა დაფას თავის ფერი აქვს და თითოეულზე სხვადასხვა რაღაც იჭრება – არ უნდა აურიო. ამ ყველაფრის შემდეგ, ღამით უნდა იმეცადინო. ფორმით დავდივართ, უნდა შეესაბამებოდე მათ სტანდარტებს. უსიტყვოდ და უაპელაციოდ ემორჩლები ყველას, იმიტომ რომ, როდესაც მენეჯერად იმუშავებ, შენც ისეთი სტრუქტურა უნდა ჩამოაყალიბო, რომ წესრიგი იყოს. ერთხელ, საღამოს ვაწყობდით, სკამებსა და მაგიდებს გადავაადგილებდით. ძალიან მძიმე იყო და ერთ ესპანელ ბიჭს ვთხოვე, მოგვხმარებოდა. მან გვიპასუხა: ჩვენს ქვეყანაში ქალი და მამაკაცი თანასწორია, ამიტომ თვითონ გადაზიდეთო. მქონდა ფიზიკური ტრავმები ხელებზე, ფეხებზე. მერე ჩავიცვი ოფიციანტისა და ბორტგამცილებლის ფეხსაცმელი და ცოტა ამოვისუნთქე. პროფესიონალურ ჭურჭელთან მუშაობა სულ სხვაა. აქ მოსვლის შემდეგ ძალიან დავაფასე ოფიციანტის პროფესია. ღამღამობით ხშირად მიტირია და მინანია კიდეც წამოსვლა, მაგრამ უნდა გავუძლო, ნახევარზე მეტი გადავლახე, აკადემიური სწავლისთვის  ერთი თვე დამრჩა.
– ქართული სამზარეულო თუ გააცანი იქაურებს?
– მონაწილეობა მივიღე კონკურსში, რომელშიც კენჭისყრის გზით უნდა წარდგენილიყო ხუთი ქვეყანა, ეროვნული ტრადიციული კერძებით.  არც ვიფიქრებდი, რომ ვინმე საქართველოს მისცემდა ხმას. მთელ სასწავლებელში სულ ხუთი ქართველი ვართ. აღმოჩნდა, რომ პოსტსაბჭოთა ქვეყნების წარმომადგენლებმა სულ საქართველოს მისცეს ხმა, აქტიურად ჩაერთნენ. მოვიდნენ და მითხრეს, ჩვენ ყველა მოგეხმარებითო, დადიოდნენ და აგიტაციას უწევდნენ ჩვენს ქვეყანას. იყვნენ რუსები, ყაზახები, უკრაინელები, რომლებიც თავდაუზოგავად მეხმარებოდნენ. ჩატარდა კენჭისყრა და გავიდა იტალია, ესპანეთი, იაპონია, ყაზახეთი და საქართველო... ერთ-ერთი უმაღლესი ქულა ავიღე ამ გამოცდაში. გაგიჟდნენ, ისე მოეწონათ საცივი და ნიგვზიანი ბადრიჯანი.
– რა არის შენი მიზანი, რისთვისაც სწავლობ?
– ეს უნივერსიტეტი გაძლევს საშუალებას, დაეკონტაქტო წამყვან სასტუმროებს. მეც დავეკონტაქტე. ხუთი სასტუმროდან მქონდა შემოთავაზება, მაგრამ მე ავირჩიე ბარსელონაში, ხუთვარსკვლავიანი სასტუმრო. ბარსელონაში გადავდივარ საცხოვრებლად და იმ სასტუმროში სამუშაოდ. მათ აქვთ კვების ობიექტები, უმაღლესი დონის გასტრონომია, რესტორნები, თან გასწავლიან ყველანაირი კვების მართვას და ვიმუშავებ ამ სფეროში. ბევრს უნდა ესპანეთში დარჩენა. ჩემი მთავარი მიზანია ჩამოვიდე საქართველოში და განვახორციელო ის, რაც ვისწავლე. მე აქედან კიდევ უკეთ დავინახე, რამხელა პოტენციალი აქვს ჩვენს ქვეყანას ამ კუთხით. მეგონა, რომ ჩემს წარსულს არ ექნებოდა მნიშვნელობა, მაგრამ არ ყოფილა შემთხვევა, რომ არ ეკითხათ, ჩემი წარსულის მქონე ადამიანს რატომ მინდა ეს პროფესია. რატომ ვიწყებ ყველაფერს თავიდან. ლისაბონის „ჰილტონმაც“ შემომთავაზა, მაგრამ ბარსელონაში ყოფნა მირჩევნია. მომწონს ბუტიკ-სასტუმროების სპეციფიკა.
– რატომ მაინცდამაინც ბარსელონაში, მაკა ასათიანიც რომ იქ ცხოვრობს, ამან ხომ არ მოახდინა გავლენა?
– მაკა დაფუძნდა ბარსელონაში და უამრავი საინტერესო საქმით არის დაკავებული. როდესაც ჩემი სივი გავაგზავნე, რამდენიმე შემოთავაზება მივიღე, ორი იყო ბარსელონადან და რადგანაც მაკა იქ მეგულებოდა, არჩევანში ესეც დამეხმარა. სანამ გასაუბრებაზე მივიდოდი მე და მაკამ შემოვიარეთ სასტუმროები, ვივახშმეთ, ვთხოვეთ ეჩვენებინათ ნომრები და საბოლოოდ ავარჩიე 5-ვარსკვლავიანი სასტუმრო, რომელიც მდებარეობს ბარსელონას შუაგულში, გოთიკურ უბანში. აქ აღმოვაჩინე, რომ ყველაზე მეტად საქართველოში ცხოვრება მიყვარს. ყველაფერი ძალიან მენატრება, ვინმე რომ თბილისის ფოტოს დადებს, მეტირება ხოლმე.
скачать dle 11.3