კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

№45 აქვს თუ არა კონფლიქტი რატი დურგლიშვილს მამასთან და რა საქმე გაუფუჭა მას ვაჟა დურგლიშვილმა

თათია ფარესაშვილი ეთო ხურციძე

ცოტა ხნის წინ, ვაჟა დურგლიშვილს ვარსკვლავი გაუხსნეს და თბილისის საპატიო მოქალაქის წოდებაც მიანიჭეს. კონცერტში აქტიურად იყო ჩართული როგორც რატი, ასევე მთელი ოჯახი. სცენაზე სამი თაობის დურგლიშვილი მღეროდა – ბატონი ვაჟა, რატი და ლუკა. უფრო დაწვრილებით, ამ და სხვა საინტერესო თემებზე, მამა და შვილი დურგლიშვილები თავად გვესაუბრნენ.
ვაჟა დურგლიშვილი: დიდი ხანია, ველოდებოდი ამას, თუმცა ვარსკვლავის გახსნას თუ უკავშირდებოდა, არ მეგონა.  მერიაში  ერთ-ერთ შეხვედრაზე მითხრეს, არ გინდათ ვარსკვლავი გაგიხსნათო. ვუპასუხე, მე უფრო მაღალ წოდებად თბილისის საპატიო მოქალაქეობა მიმაჩნია-მეთქი და ალბათ, აქედან გაჩნდა იდეა, ჩემთვის ეს წოდება მოენიჭებინათ და ვარსკვლავიც გაეხსნათ. ჩვენ ამ კონცერტისთვის დიდი ხნის განმავლობაში ვემზადებოდით, უბრალოდ, რატის არ უნდოდა, ეს საქველმოქმედო ხასიათის ყოფილიყო. ვგულისხმობ, ჩემი ჯანმრთელობის მდგომარეობას, მაშინ არ ვიყავი კარგად. მეგობრებს უნდოდათ, დამხმარებოდნენ. ამიტომ, აფიშა გააკეთეს, რომელიც ქველმოქმედებას გულისხმობდა. რატი გაბრაზდა და მაშინვე მოვახსნევინეთ ეს განცხადება. ყველაფერი რატიმ აიღო თავის თავზე და გაამრთლა კიდეც.  ვფიქრობ, სწორადაც მოიქცა.
რატი: ვარსკვლავის შესახებ მეც, სადღაც 10 დღით ადრე გავიგე.  ძირითადად, კონცერტსა და დიზიანზე ვიყავი კონცენტრირებული და იმის  დრო არ მქონდა, შიგნით, უფრო ღრმად ჩამეხედა. მამას მართლა არ ჰქონდა მოლოდინი და სიურპრიზი გამოვიდა. ვარსკვლავი და საპატიო თბილისელის წოდება, ეს უკვე დიდი სტატუსია.
– რა გჭირდათ, ბატონო ვაჟა?
ბატონი ვაჟა: ძალიან მძიმედ ვიყავი. რატიმ წამიყვანა თურქეთში, აქ გადარჩენის შანსი მცირე იყო. მჭირდებოდა კვალიფიციური სპეციალისტი, რომელიც სრულყოფილად ჩაატარებდა ოპერაციას. ასეთი მოძებნა რატიმ, ყველაფერი წინასწარ დაგეგმა. მე და ჩემი მეუღლე, უბრალოდ, ჩაგვიყვანა. საათივით აწყობილი ჰქონდა გრაფიკი. პატარა ბავშვივით ვიყავი, რასაც მეუბნებოდა, ვუჯერებდი. ყოველდღე მიცვლიდა რესტორნებს, უნდოდა, ჩემი მძიმე მდგომარეობა რაღაცით შეემსუბუქებინა. ჯამში, სამი ოპერაცია გავიკეთე. 3 თვე ვიყავით თურქეთში. ოპერაციის მერე, კიდევ იყო სირთულეები. მართალია, ოპერაცია მაღალ დონეზე ჩატარდა, მაგრამ მაინც მოხდა ისე, რომ რეაბილიტაციის პერიოდი გართულდა. რომ ჩავედი, თავიდანვე იმას ვდარდობდი, რა მეშველება, ამ საავადმყოფოში არც პიანინოა და არც არაფერი-მეთქი. მერე ერთ-ერთმა მეგობარმა გამომიგზვნა „ფეისბუქზე“ ინსტრუმენტი. რატიმ მიყიდა სანოტო რვეული, ფანქარი, საშლელი და დავიწყე წერა. ჯამში, 20 ახალი სიმღერა დავწერე.
– მამა-შვილი ერთ სცენაზე, როგორი განცდაა? სამი თაობის წარმომადგენელი იდექით ამჟამად ერთ სცენაზე...
– რატის ფიზიკურად არ სცალია, თორე ჩვენი დუეტისგან შეიძლება, მართლაც სერიოზული კონცერტი გამოვიდეს. ჩვენ ერთმანეთს ხშირად ვერ ვხვდებით. თან, ჩემი აზრები მისას არ ემთხვევა. ხასიათებით მგავს, წყნარი ბუნებისაა, თუმცა თუ გამიბრაზდა, მართლა ბრაზდება. მიბრაზდება ხოლმე, თუ არ დავუჯერებ (იცინის). საერთო ჯამში, ძალიან კეთილი და სხვანაირი ადამიანია. ასევე, ჩვენთან ერთად მღეროდა ლუკა, ჩემი შვილიშვილი. ლუკა ცოტა უცნაური ტიპია, ყველა სიმღერა არ მოსწონს. მიჭირს მასთან მუშაობა. რატიც სხვანაირი იყო, თუ თვითონ დასჭირდებოდა, მერე შემეკითხებოდა რამეს, ისე ინდივიდუალურად სწავლობდა. მან თავისით გაიკაფა გზა. ძალიან ძლიერ სიმღერებს წერს. აბსოლუტურად განსხვავებულია ჩემი სიმღერებისგან. მას გეზი აღებული აქვს უცხოურ სტილზე.
– როგორი ბავშვი იყო რატი?
– ძალიან თბილი და მოსიყვარულე. დასასვენებლად რომ მივდიოდით, ჯერ დაბინავებულები არ ვიყავით, როცა იქაურ ბავშვებს უკვე ყველას იცნობდა და მისამართები და ტელეფონებიც კი ჰქონდა ჩაწერილი. ცელქი არ იყო. წესრიგი უყვარდა. ერთხელ პატარა იყო და თავის ლოგინში ეძინა. ღამე გადმოსვლა უნდოდა, მაგრამ სახლის ჩუსტები რომ ვერ დაინახა, დაიწყო ტირილი. გაგვეღვიძა ჩვენც, კაი ხანი ვერ მივხვდით, რის გამო ტიროდა. ბოლოს გაგვაგებინა, რომ თავის ჩუსტები თავის ადგილზე არ იდო (იცინის).
– პირველად როდის დასაჯეთ?
– ერთადერთხელ. ანსამბლში დისციპლინა იყო საჭირო. რუსეთში რომ გავდიოდით, სასტუმროში ბავშვებს არ უნდა ეთამაშათ, არ უნდა ეყვირათ.
კონცერტისთვის აპარატურა თვითონ უნდა აეწყოთ და გაეშალათ. რატი იყო ერთადერთი ბავშვი, რომელიც ამ  დისციპლინას მირღვევდა. მივტრიალდებოდი, თუ არა, სცენის მიღმა მიდიოდა სიცილი და კისკისი. მოვიხედავდი ყველა გასუსული იყო. ერთხელაც გამოვაგდე გაკვეთილიდან (იცინის). მეუღლეს ვუთხარი, წაიყვანე, ხელს მიშლის-მეთქი.
– მამა-შვილს შორის არის ხოლმე კონფლიქტი. თქვენს შემთხვევაში, როგორაა?
– რამდენჯერმე საქმე გავუფუჭე. ერთხელ არ მივეცი უფლება, ნაკვეთი ეყიდა... მიჯერებდა და მერე ბოლოს, როცა ბინა შეიძინა, არაფერი აღარ ვუთხარი.  ვიგრძენი, რომ ბევრ რამეში შევუშალე ხელი. თვითონ სხვანაირია. მე ფრთხილი ვარ და მაინც მეშინია. ახლაც ვნერვიულობ მასზე, როგორც მშობელი.
– ცალკე რომ გადავიდა საცხოვრებლად, გაბრაზდით?
– კარგი საქმე გააკეთა ამით ნამდვილად. ხანდახან მახსენდება, როცა პატარები იყვნენ და მენატრება ის დრო. რატისთან გაუფრთხილებლად რომ მივდივართ, არ გვხვდება სახლში. თავისი საქმეები აქვს, სულ სახლში ხომ არ იქნება. ზოგჯერ არ სცალია და უკან ვბრუნდებით ხოლმე. ლუკასაც ენატრება, მაგრამ რას ვიზამთ, ხელოვანი კაცის ცხოვრება ასეთია.
– პირადზე არ გესაუბრებათ?
– ჩვენ არ გვაქვს მსგავსი საუბრები. თან, როგორც გითხარით, ხშირად ვერ ვხვდებით ერთმანეთს. სახლში არასდროს უთქვამს: ეს მიყვარს, ის მიყვარს და ასე შემდეგ. სხვათა შორის, მორიდებულია. ერთხელ იყო ასეთი ფაქტი. სიგარეტს ეწევა და არ მინდოდა, რომ მოეწია. ვუთხარი, რატი, როგორმე უნდა დაანებო სიგარეტს თავი-მეთქი. მისმენდა და მეც გავურთულე ლაპარაკი. პაუზის დროს მკითხა, მორჩიო, კი-მეთქი, ჰოდა, მეორედ აღარ დამელაპარაკო ამ თემაზეო (იცინის).
რატი: პირად თემებზე არავისთან ვლაპარაკობ. ზოგადად, რაც მე მაინტერესებს, მგონია, რომ სხვებსაც ეგ აინტერესებთ. არასდროს, არავის პირადი ცხოვრებით არ დავინტერესებულვარ. ზედმეტი ინფორმაციაა ეს და არ მჭირდება. მირჩევნია, ვიცოდე, ადამიანი რას აკეთებს, როგორ შრომობს და ასე შემდეგ. ისედაც არაფერი ხდება ჩემს პირადში, არაფერს ვმალავ. ძალიანაც რომ მინდოდეს დამალვა, მაინც არ გამოეპარება ვინმეს ეს ამბავი.
– ცოლი მოიყვანეო, არ ეუბნებით ხოლმე?
ბატონი ვაჟა: ისე ხშირად ვეღარ ვეუბნები. თავისი დისტანცია აქვს ყველასთან და ეს საკითხიც მისი გადასაწყვეტია. კონცერტები მაქვს ხოლმე სკოლებში და მეუბნებიან, რატიც მოიყვანეო. ერთ-ერთ დირექტორთან ასეთი რამ მოხდა. კონცერტი დავგეგმეთ და მას ეგონა, რომ რატიც იქნებოდა, არადა ამაზე არ შევთანხმებულვართ. ერთი კვირის შემდეგ მივედით ჯგუფი, გავაჩერეთ მანქანა და სავსეა ხალხით იქაურობა. ჩემი მეგობარი მეუბნება, ხედავ, რა ავტორიტეტი გვქონია ჩვენო. აბა-მეთქი – მეც ვუპასუხე. გადავედით და ისმის ხმები: აუ, ის არ არის! რატი სადაა!.. შევედით დირექტორთან, მოგვესალმა, კარგად მიგვიღო და მერე გაღიმებული გვეკითხება: მოიყვანეთ რატი? გავგიჟდი, როდის შეგპირდით-მეთქი. მძიმედ დაეშვა სკამზე და მეუბნება, როგორ არ მოიყვანეო. იმ დროს რატი დილის ეთერში მუშაობდა და ფიზიკურად არ ეცალა. ვუპასუხე, ჩართეთ ტელევიზორი და იქ ნახავთ რატის-მეთქი. შენი ჭირიმე, ვიდრე კონცერტი დაიწყება ცოტა ხნით შემოირბინოს და სურათი მაინც გადაიღოს ბავშვებთან, თორემ გადაირევიანო. ასე, შავ დღეში ვიყავი ხოლმე, მერე წერილები მომქონდა. კონცერტის ბოლოს, შეკითხვას ვაძლევდით ბავშვებს, რაც უნდოდათ უნდა დაეწერათ ფურცელზე და ჩვენ ვპასუხობდით. ყველა წერილი მოდიოდა შემდეგი შინაარსით: რატი ცოლს როდის ირთავს? რატი რატომ არ მოიყვანეთ? რატი როგორაა?
– იფიქრებდით, რომ ასეთი წარმატებული იქნებოდა?
– ასეთ შედეგებს არ ველოდი. „იურმალა“ რომ მოიგო, აეროპორტში ხდებოდა სასწაული. რომ მოფრინავდნენ, ჩემმა მეუღლემ მითხრა, წამოდი, დავხვდეთ ბავშვსო.  სულ ძალით წავყევი. არ შემეძლო, სუსტად ვიყავი. შევედი აეროპორტში  და უამრავი ხალხია. მე მგონია, მგზავრები არიან. არადა, თურმე „ჯორჯიას“ ელოდებიან.  ჩამოფრინდაო, რომ გაიგეს და მიცვივდნენ, ვეღარც დაცვა აკავებდათ და ვერავინ. შიგნით შევიდნენ. მეც მივყვები ხალხს. გამაჩერა დაცვამ, სად მიდიხარ, კაცო, გამოვლენ და აქ შეძლებ ნახვასო. გავოცდი. მერე მოვიდა ერთი ადამიანი და ეს რატის მამაა და შეუშვი, თუ კაცი ხარო (იცინის). მაშინ ცოლს ვუთხარი, ეს სახლში აღარც მოვა-მეთქი.
– ბევრი თაყვანისმცემელი ჰყავს. თქვენც ხომ არ მოგმართავენ დასახმარებლად? როგორ იგერიებთ მათ?
– ერთხელ, ერთმა გოგონამ დამირეკა და მითრა, რომ ძალიან უყვარდა რატი. მეც მივესალმე ამ საქმეს. მერე მთხოვა, მომეცით მისი ტელეფონის ნომერი, მეც მომღერალი ვარ და ერთად ვმუშაობთო. შემაცდინა და  მივეცი ნომერი. ამ დროს რატი გივი გაჩეჩილაძის ორკესტრთან ერთად მღეროდა. თურმე ერთი ათჯერ მაინც დაურეკავს. რომ უკითხავს გაბრაზებულ რატის, ვინ მოგცა ჩემი ნომერიო, მამათქვენმაო. სახლში მოვიდა გაბრაზებული (იცინის). იმის მერე, ბევრი მეხვეწება, მაგრამ ყველას ვეუბნები, ისეთი რამ ვიწვნიე, მწარე გამოცდილება მაქვს და  მაგას მეორედ როგორ გავბედავ-მეთქი (იცინის).
რატი: როცა საქმეში ვარ ჩართული, ერთი დაკარგული წამიც კი მაგდებს რეჟიმიდან. ამიტომ, მაქსიმალურად ვცდილობ, პირადი კონტაქტი გასაჯაროებული არ იყოს. რეკავენ, ხმას არ იღებენ, რაღაცებს მასმენინებენ და ასე შემდეგ. ხშირად ჟურნალისტად გაუსაღებიათ თავი და ამ გზით დავუთანხმებივარ შეხვედრაზე (იცინის). ყველას ყურადღებას ვაფასებ, უბრალოდ, როცა ვმუშაობ, ძალიან მეშლება ხელი.
скачать dle 11.3