კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

№45 საიდან გაჩნდა „გორგიას” სკანდალურ საქმეში აღიარებითი ჩვენება და რის შემდეგ დაჰპირდა კომპანიის დირექტორი ყოფილ ცოლს ფულის გადაცემას

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

ბიზნესმენ გია გორგოშაძის არშემდგარი გატაცების საქმესთან დაკავშირებით, არაერთი ინფორმაცია ვრცელდება. ცოტა ხნის წინ, ბეჭდურ მედიაში გამოქვეყნდა აღიარებითი ჩვენება, რომელსაც არშემდგარი გატაცების საქმეში, ერთ-ერთი ბრალდებული – რამაზ მენთეშაშვილი იძლევა. ის ყვება სქემას, რომლის მიხედვითაც, ბიზნესმენის გატაცება და მისგან თანხის გამოძალვა იგეგმებოდა. საქმეში ფიგურირებს „ტვ 3-ის“ დამფუძვნებელი ლალი ეგაძე, რომელმაც ყველაფერი უარყო და განაცხადა, რომ გორგოშაძეს ეს ისრები მისკენ გადასასროლად სჭირდება.
თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ აღიარებაში, ბრალდებული დანაშაულებრივი სქემის მონაწილედ გია გორგოშაძის ყოფილ მეუღლეს, ნინო დარსალიას და მის მეგობარ ლალი ეგაძეს ასახელებს, მათი პასუხისმგებლობის საკითხი არ დამდგარა. უფრო მეტიც, დარსალიას ადვოკატის თქმით, გამოძიებას მასთან კითხვები აღარ აქვს.
მენთეშაშვილი ყვება:
„მყავს მეგობრები – ვასილ ვასილიადი, გურამ დგებუაძე და დავით ფოცხიშვილი, რომლებთანაც თითქმის ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს. ჩვენ, ყველანი უმუშევრები ვართ და არანაირი შემოსავალი არ გვაქვს. დაახლოებით ერთი წლის წინ, სრულიად შემთხვევით, გავიცანი ლალი ეგაძე, დავახლოვდით და გვქონდა ხშირი კომუნიკაცია. ერთ-ერთი შეხვედრისას ლალიმ განმიცხადა, რომ ჰყავდა მეგობარი ნინო დარსალია, რომელიც ყოფილმა ქმარმა მიატოვა და ულუკმაპუროდ დატოვა. გაირკვა, რომ ეს იყო გია გორგოშაძე, საკმაოდ წარმატებული ბიზნესმენი, რომლის საკუთრებაა სავაჭრო ცენტრი „გორგია“ და ასევე, სხვადასხვა სფეროში ფლობს ბიზნესაქტივებს. როგორც ლალიმ მითხრა, გია გორგოშაძეს 10 მილიონი აშშ დოლარის დავალიანება ჰქონდა ყოფილი მეუღლის მიმართ და ვერ ახერხებდა ამ ვალის დაბრუნებას. შემომთავაზა, თუ შევძლებდი ამ ვალის ამოღებას, გარკვეული რაოდენობის თანხა მეც დამრჩებოდა... მე და ჩემმა მეგობრებმა დავგეგმეთ, როგორ მოგვეხერხებინა ეს. კერძოდ, უნდა დავხვედროდით თავის საცხოვრებელ სახლთან და იძულების გზით აგვეყვანა სახლში. ამისთვის საჭირო იყო, ბინა გვექირავებინა იმ კორპუსში, სადაც ცხოვრობდა”.
როგორც მენთეშაშვილი ყვება, ბინის დასაქირავებლად საჭირო ფული ლალი ეგაძემ მისცა, ბინა კი ერთ-ერთი მათგანის მეგობარი გოგონას სახელზე იქირავეს, რომელიც სპეციალურად ამისთვის ჩამოიყვანეს რუსეთიდან.
„სადგურის მოედანზე შევიძინე ექვსი ცალი მობილური ტელეფონი, არარეგისტრირებული „ბილაინის“ სიმბარათებით. ლალისა და ნინოს გარდა, ეს არავის არ უნდა სცოდნოდა. ტელეფონები სათითაოდ დავირიგეთ და ორი ლალის მივეცი – თავისთვის და ნინოსთვის. სწორედ აღნიშნული ტელეფონებით უნდა გვქონოდა ერთმანეთთან კომუნიკაცია და დაგვეგეგმა გია გორგოშაძისგან თანხის ამოღების ტექნიკური დეტალები... რამდენიმე დღე ვუცდიდით გიას გამოჩენას, მაგრამ ვერ ვნახეთ. ველოდებოდით ხელსაყრელ პირობებს, რომ გაგვეტაცებინა. მაგრამ, 2017 წლის 12 ოქტომბერს, ღამის საათებში შემოვიდა პოლიცია და დაგვაკავეს. ჩამიტარდა პირადი ჩხრეკა, ამოიღეს პისტოლეტი მჭიდით და შვიდი ვაზნით და ასევე, მობილური ტელეფონები. პარალელურად, დააკავეს ჩემი მეგობრებიც. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ „მაკაროვის“ ორი პისტოლეტი მოვიტანე, ერთი მივეცი დავით ფოცხიშვილს და ერთიც დავიტოვე. აღნიშნული იარაღით ვაპირებდით გიას შეშინებას. ეს იარაღი ვიპოვე რამდენიმე ხნის წინ და ვინახავდი ჩემს საცხოვრებელ სახლში. ვაღიარებ ჩემ მიერ ჩადენილ დანაშაულს“, – ამბობს რამაზ მენთეშაშვილი თავის ჩვენებაში.
არჩილ ჩუბინიძე (ნინო დარსალიას ადვოკატი): ქალბატონ ნინო დარსალიას სამართალდამცველებმა უკვე დაუბრუნეს, ჩხრეკის შედეგად ამოღებული მობილური ტელეფონები, რომელიც, თითქოსდა გია გორგოშაძის გატაცების საქმეში ფიგურირებდა. ზეპირი განცხადებით, გამოძიებას ქალბატონ ნინოსთან კითხვები აღარ აქვს. ქალბატონი ნინო გორგოშაძის გატაცების მცდელობის საქმეში მოწმის სტატუსით იყო. სპეცოპერაცია ბაგებსა და ნინო დარსალიას სახლში, ერთდროულად ჩატარდა. დარსალიას სახლი გაჩხრიკეს და მობილური ტელეფონები ამოიღეს. პარალელურად, ბაგებში დააპატიმრეს ოთხი პიროვნება. ჩვენ ვფიქრობთ, ჩვენება, რომელიც გავრცელდა, ბუნებაში არ არსებობს. რეალურად რომ არსებობდეს, მისი შინაარსიდან გამომდინარე, ეს იქნებოდა ბრალდების საფუძველი ქალბატონი ნინოს წინააღმდეგ. ამ ჩვენების არსებობის შემთხვევაში, იმავე ღამით, ქალბატონ ნინოს არავინ გამოუშვებდა. თითქოს შსს-მ შესაძლო თავდასხმა აღკვეთა. მათ ჰქონდათ ოპერატიული ინფორმაცია და ასევე, გაავრცელეს სავარაუდო თავდამსხმელების საცხოვრებელ ბინაში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები. სავარაუდო დამნაშავეთა ჯგუფი რაღაცას გეგმავს და იქ გამოჩნდება სათვალთვალო კამერა. ეს ნიშნავს, რომ ოთხიდან ერთი, ან რამდენიმე, პოლიციასთან თანამშრომლობდა. ანდა, პოლიციამ როგორღაც მოიძია ინფორმაცია მოსალოდნელი დანაშაულის შესახებ და კამერა დაამონტაჟა. ორივე შესაძლებელია, მაგრამ გავრცელდა კადრები, რომ ამავე საცხოვრებელ კორპუსსა და სადარბაზოში, სპეცოპერაციის დროს, სამართალდამცველებმა, სანამ ამ სავარაუდო დამნაშავეთა ბინამდე მიაღწევდნენ, გატეხეს სამი თუ ოთხი საცხოვრებელი სახლი. მძინარე ხალხს შეუნგრიეს კარი. თუ იქ აგენტი ჰყავდათ ან  ფარულად შეაღწიეს და კამერა დაამონტაჟეს, არ უნდა იცოდე, რომელ ბინაში ხდება ეს ყველაფერი? რაში გჭირდება ნახევარი სადარბაზოს ჩამონგრევა?! ეს უპასუხო კითხვებია. საბოლოოდ, დაკავებულებს თან აღმოაჩნდათ: იარაღი, ნიღბები, ელექტროშოკები და ასე შემდეგ. ბაგები ხმაურიანი უბანი ნამდვილად არ არის. ღამის ორ საათზე რომ სპეცრაზმი ნახევარ სადარბაზოს ანგრევს, სპეცსამსახურების ავტომობილებით სავსეა ეზო, ამ დროს ოთხი სავარაუდო დამნაშავე ზის და ელოდება, როდის შევლენ უშუალოდ მათთან? ან იარაღს არ მოიშორებს, ან გაქცევას არ შეეცდება? გავრცელებულ თითქოსდა, ერთ-ერთი დაკავებულის ჩვენებაში ნახსენებია, რომ ნინო დარსალიას უნდა ჰქონოდა მობილური ტელეფონი, რომლითაც დამნაშავეთა ჯგუფს დაუკავშირდებოდა. ბაგებში სპეცოპერაცია ღამის ორ საათზე დაიწყო. იმავდროულად, გაიჩხრიკა ქალბატონი ნინოს ბინაც. ბაგებში გაჩხრიკეს ბინა, დააკავეს ოთხი ადამიანი და შსს-ში გადაიყვანეს. ამას დაახლოებით, სამი საათი სჭირდებოდა. დაკითხვას და აღნიშნული ჩვენების მიღებას – ორი-სამი საათი.  დილის 7-8 საათამდე გამოძიება ასეთ ჩვენებას პრაქტიკულად, ვერ მიიღებდა, თუ საერთოდ აქვს. მაგრამ, გამოძიებისთვის დილის რვა საათამდე ვერ იქნებოდა ცნობილი, რომ ქალბატონ ნინოსთან ინახებოდა ერთი მობილური ტელეფონი, რომლითაც ის დამნაშავეთა ჯგუფს უკავშირდებოდა. ღამის ორ საათზე ქალბატონი ნინოს სახლში მხოლოდ მობილურ ტელეფონებს ეძებდნენ. ყველა ტელეფონი წაიღეს, რაც კი სახლში ნახეს, თუმცა, ყველა დაგვიბრუნეს. ისმის კითხვა: ხომ არ იყო ეს ჩვენება წინასწარ გამზადებული? თუ ასეთი ჩვენება არსებობს, როგორც ჩანს, იმდენად უკანონო და აბსურდულია, რომ გამოძიებამ აღარც კი სცადა, მას ჩაჭიდებოდა, არ მინდა შსს-ს შევეხო, მაგრამ ბევრი პასუხგაუცემელი კითხვაა ამ და სხვა საქმეებში. ნინო დარსალია თავად აწარმოებს საქმეს გია გორგოშაძის წინააღმდეგ, მისი ქონების თაღლითურად დაუფლების გამო. ამ საქმეში მოწმეა ლალი ეგაძე. ის ნინო დარსალიას დიდი ხნის მეგობარია. სწორედ ამის გამო ფიგურირებს აღნიშნულ აღიარებაში ეგაძის სახელი. გორგოშაძეს უნდოდა, ამ გზით მის წინააღმდეგ არსებული საქმიდან მოწმის ჩამოშორება. ეს ჩვენება რომ ნამდვილი ყოფილიყო, ლალი ეგაძის პასუხისმგებლობის საკითხიც დადგებოდა. გია გორგოშაძის ინტერესსა და შესაძლებლობებში შედის გატაცების ინსცენირება და შემდგომში, ამის, ყოფილი მეუღლისა და მის წინააღმდეგ გამომსვლელი მოწმის – ლალი ეგაძისთვის დაბრალება. ამ გზით ჩამოიშორებდა აღნიშნულ  სამართლებრივ დავას.
– ქონებრივი დავა როდის დაიწყო მათ შორის?
– 2013 წლიდან. მაშინ დაიწყო ჩემი და ქალბატონი ნინოს თანამშრომლობაც. ნინო დარსალია დაეხმარა გია გორგოშაძეს ბიზნესის აწყობაში. ის საკმაოდ შეძლებული ოჯახიდანაა. ორი კილოგრამი ოქრო, უძრავი თუ მოძრავი ქონება ჩადო ამ ბიზნესში და უდიდესი წვლილი შეიტანა მის განვითარებაში, რაშიც საკუთარი სანაცნობო წრეც გამოიყენა.  2008 წელს „გორგიაში” ფინანსური პოლიცია შევიდა და ძალმომრეობითი აქტი შეადგინა, 15 მილიონი ლარით დაჯარიმების შესახებ. გია გორგოშაძე დაჭერის შიშით, საქართველოდან გაიქცა და თურქეთში იმალებოდა. ნინო დარსალიამ გადაარჩინა ფირმა, ქონება და  გიასაც პატრონობდა თურქეთში. ფინანსურ პოლიციასთან პრობლემები მან მოაგვარა და შემდეგ ისევ ერთად გააგრძელეს ბიზნესის მართვა.
2010 წელს გია გორგოშაძე სახლიდან წავიდა და ორ კვირაში, ოცი წლით უმცროს, „გორგიას” თანამშრომელ გოგონაზე იქორწინა. სხვათა შორის, ის გოგო ნინოს მიღებული იყო სამსახურში. ამას მოჰყვა კონფლიქტი, მაგრამ პირადი ურთიერთობის მიღმა, იყო ქონებრივი საკითხები. ისინი შეთანხმდნენ ქონების გადანაწილებაზე მოწმეების თანდასწრებით. საბოლოო ჯამში, ნინო მიიღებდა ათ მილიონს, თუმცა შეთანხმება არ შესრულდა. ამიტომ, შევიტანეთ მის წინააღმდეგ სარჩელი. გია გორგოშაძემ ჩვენი პრეტენზიების სანაცვლოდ, გამოძიებას შემდეგი ჩვენება მისცა. მისი თქმით, ნინო დარსალია ჯადოქარია. მან მოაჯადოვა გია გორგოშაძე, გაიტაცა და ძალით დააწერინა ჯვარი. 2010 წელს ვიყავი ბოდბეში, ჩავყვინთე წმიდა ნინოს წყალში. რის შემდეგაც, ჯადო მომეხსნა და გონება გამინათდა. მივხვდი, რომ ეს ქალი მაჯადოებდა და გავშორდი. ჩვენ ერთად არაფერი შეგვიქმნია და ჩემგან არაფერი ეკუთვნისო. ეს არის მისი თავდაცვითი ჩვენება.
ნინო დარსალია (გია გორგოშაძის ყოფილი მეუღლე): ეს ადამიანი ბავშვობიდან დიდი წნეხის ქვეშ იზრდებოდა. წიგნი მისგან შორს იყო. ოჯახს უჭირდა და მას ფიზიკურად უწევდა შრომა. ხომ იცით, ბავშვების ამბავი, სხვებს რომ წიგნი ეჭირათ ხელში და ამას თოხი და ბარი, ხშირად დასცინოდნენ. მთელი ცხოვრება კომპლექსებისა და წნეხის ქვეშ იყო. საქმე რომ ავაწყვეთ, პროფესიონალი კადრები ამყავდა სამსახურში. რაც უფრო მაღალკვალიფიციური იყო კადრი, წინ წაწევის მაგივრად, უკან სწევდა. ვეკითხებოდი, რაშია საქმე-მეთქი და მპასუხობდა: ყველაზე მეტად მსიამოვნებს, როცა ძალიან პრესტიჟულ უნივერსიტეტდამთავრებულებს ვიღებ სამსახურში, კაპიკებზე ვამუშავებ და როგორც ვეტყვი, ისე ვაფორთხებ ცხოვრებაშიო. ყველაზე დიდი წიგნი, რაც წაუკითხავს „მოლა ნასრედინის ოხუნჯობანია”. ძალიან ბევრი ვეცადე, რომ ფულთან ერთად, პიროვნულადაც გაზრდილიყო და ისე არ გაგიჟებულოყო, როგორიც დღესაა. ვერ გეტყვით, როგორი ეჭვიანია. სახლში მარტო თუ ვიყავი, ტელევიზორის ხმაზეც კი მეკითხებოდა, სახლში ვინ არისო. ახლა საკმაოდ ახალგაზრდა მეუღლე ჰყავს. წყლიდან რომ ამოყვინთა, წმინდა ქალი დაინახა და წმინდა ოჯახი შექმნა. ეს ქალი გასამრავლებლად მოიყვანა. იმ ოჯახს უნდა ეს ადამიანი მისი ხასიათიდან გამომდინარე? მეკითხებიან რატომ არაფერი გავაკეთე მასთან  დაშორების შემდეგ, თუ მანამდე ამდენი შემეძლო?! მან აბსოლუტურად ყველა გზა გადამიკეტა. შანტაჟითა და ჩხუბით ყველას აუკრძალა ჩემთან თანამშრომლობა, როგორც საქართველოში ისე სხვა ქვეყანაში. გაცილებიდან ცოტა ხანში, ღამის საათებში მირეკავდნენ, თითქოს მე ვიყავი „ქალი გამოძახებით” და მომსახურების სანაცვლოდ, ფასზე მითანხმდებოდნენ. ჩემს გარეგნობას რომ მიღწერდნენ, მივხვდი, რომ ჩემს ქალიშვილზე ლაპარაკობდნენ (ქალიშვილი – პირველი ქორწინებიდან). ეს ჩემთვის წარმოუდგენელი სტრესი იყო.
– პირადად, როდის ესაუბრეთ?
– სანამ პროკურატურაში შევიტანდი განცხადებას, ყველანაირად ვცდილობდი, ამ საკითხის ადამიანურად მოგვარებას. რადგან ცოლი გასამრავლებლად უნდოდა, ველოდი, ახალგაზრდა გოგოს მოყვანის შემდეგ, ბიჭი როდის ეყოლებოდა (გოგოს არ აღიარებდა), რომ ცოტა დაწყნარებულიყო.  ვიფიქრე, მერე შევთანხმდებით-მეთქი. როცა გავიგე, ბიჭს ელოდა, მასთან მივედი ოფისში და კომპიუტერის უკან დამემალა. მივედი და გადავკოცნე. ძალიან მშვიდად ვუთხარი, რომ ახლა ყველაფერი კარგად ჰქონდა აწყობილი და ჩემთვის დანაპირები უნდა შეესრულებინა – შეთანხმებული ათი მილიონი გადმოეცა. ამაზე მიპასუხა, აქ რატომ მოხვედი, ხომ იცი, რომ ყველაფერს გაგიკეთებო. პირადად შეხვედრისას ენა დაება, მაგრამ შორიდან კარგად მემუქრება, რომ ბევრი მფარველი ჰყავს და ყველაფერი „გაიასნებული” აქვს. როცა ღამის ორ საათზე შემომივარდნენ სახლში სამართალდამცველები, ვერც მივხვდი, რაში იყო საქმე. ერთადერთი, რაც დავაშავე, ის იყო, რომ მე ამ კაცისგან მინიმუმი მოვითხოვე. მაქსიმუმი რომ მომეთხოვა, ალბათ, ასეთ დღეში არ ჩამაგდებდა.
скачать dle 11.3