კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

№45 როგორ ინარჩუნებს დათო იმედაშვილი ყოფილ ცოლებთან არაჩვეულებრივ ურთიერთობას და რა შიშით იღვიძებდა ანნა იმედაშვილი ქორწინებიდან ორი წლის განმავლობაში

თათია ფარესაშვილი ქეთი კაპანაძე

მალე „რუსთავი 2-ზე“ ახალი მეგაშოუები დაიწყება, რომელთა პროდიუსერი დათო იმედაშვილია. ხშირ შემთხვევაში, დათოს პროექტებში აქტიურადაა ჩართული მისი ულამაზესი მეუღლე – ანნა იმედაშვილი. საინტერესოა, როგორ იქნება ამჯერად.
დათო: იცით, რომ ზაფხულში მომხდარი თავდასხმის შემდეგ, „რუსთავი 2-იდან“ პროექტები გაიტაცეს. ამის შემდეგ ჩავერთე მე ახალ პროექტების შესაქმნელად. პირველი, რასაც ვაკეთებთ, კულინარიული შოუა, რომელიც, სხვათა შორის, ანნას იდეაა. „ჩემი სამზარეულოს წესები“ მსოფლიოში ცნობილი მეგაშოუა. ის ნოემბერში დაიწყება და მაყურებელი არაჩვეულებრივ მოგზაურობას ნახავს საქართველოს მასშტაბით. მოგეხსენებათ, როგორიცაა ქართული სამზარეულო და შესაბამისად, ძალიან მაგარ და საინტერესო შოუში შევხვდებით.
ანნა: თუმცა, მარტო ქართული სამზარეულო არ იქნება. ამ გადაცემას ძალიან მაგარი „ექშენები“ აქვს. ეს არ არის გადაცემა, რომელსაც მარტო ქალბატონებმა უნდა უყურონ, ან მხოლოდ მათ, ვინც კულინარიითაა გატაცებული. ის ყველასთვის საინტერესო იქნება.
დათო: პირადად  მე, ვერაფრით მაყურებინებ კულინარიულ გადაცემას, მაგრამ ეს შოუ ისეთია, საინტერესო ადამიანებითა და დაძაბული ორთაბრძოლებით, რომ შეუძლებელი იქნება თვალის მოწყვეტა.
– თან ერთ-ერთ წამყვანად ტელევიზიის დირექტორი გყავთ.
– ნიკას საკმაოდ კარგი გამოცდილება დაუგროვდა როგორც ჟიურის ამპლუაში. გარდა ამისა, ძალიან სერიოზულადაა კულინარიით გატაცებული. როგორც კი დრო აქვს, გარბის, რაღაცებს აკეთებს და ამით მშვიდდება.
ანნა: ჩემი შვილი გიჟდება ნიკას მომზადებულ კერძებზე. მირეკავს ხოლმე: ანნა, მოვდივარ, ბადრიჯანი გაამზადეო. მოვა, უცებ გააკეთებს და წავა (იცინის).
დათო: მეორე პროფესიონალი წამყვანი გვეყოლება, რომელსაც ძალიან სერიოზული რეგალიები აქვს ამ სფეროში. გადაცემის ფინალურ ეტაპზე ოთხი დიდი ვარსკვლავი შემოგვიერთდება. მათ შორის იქნებიან მსოფლიო ვარსკვლავები.
– ყველგან ერთად ხართ და ანნა, ამ პროექტში არ ხარ ჩართული?
ანნა: მართლა სულ ერთად ვართ და ამიტომ, ბევრს ჰგონია, რომ ყველაფერს ერთად ვაკეთებთ. არადა, მე არ ვარ „რუსთავი 2-ის“ თანამშრომელი. გულწრფელად ვამბობ, ჩვენი ერთობლივი პროექტები შემთხვევითობის შედეგია. დათოს ჩემი ფილმში მონაწილეობაც არ უნდოდა, მაგრამ საბოლოოდ, მაინც ასე გამოვიდა. მუსიკალურ შოუშიც შემთხვევითობის წყალობით მოვხვდი. ახლა სხვადასხვა სამსახური გვაქვს, მაგრამ ეს იმდენად საინტერესო პროექტია, რომ სულ მინდა, იქ ვიყო (იცინის). ძალიან მინდოდა, აპლიკაციის გაგზავნა და მონაწილეობის მიღება, მაგრამ მიკერძოებაში ჩაგვითვლიდნენ და ამიტომ, გადავიფიქრე (იცინის).
– „რუსთავი 2-დან“ „იმედზე“ გადასულების შესახებ როგორია თქვენი აზრი?
დათო: როცა გარემო ჯანმრთელია და ქვეყანა ოკუპირებული არ არის, შოუ-ბიზნესი ჩვეულებრივი ბიზნესია – სადაც უკეთესი შემოთავაზებაა, იქ უნდა წახვიდე. მაგრამ, მგონია, რომ აქ ცოტა სხვა შემთხვევასთან გვაქვს საქმე. წასვლა ერთია, მაგრამ პროექტების წაღება, ჩემი აზრით, მუხანათობა იყო. არავის განვსჯი, თუმცა მე ასე არ ვიზამდი.
ანნა: ეს ადამიანები ძალიან დიდი ხნის განმავლობაში აფიქსირებდნენ საკუთარ პოზიციას ტელევიზიის საშუალებით და მგონია, რომ პოზიციის ასე მარტივად შეცვლა, სხვა რაღაცებს უკავშირდება, რაც ჩემთვის მიუღებელია.
– გამორჩეული წყვილი ხართ. ხშირად ვხვდები სათაურებს: „დათო იმედაშვილმა ცოლის თამამი ფოტო გამოაქვეყნა”.
დათო: მე ჩემი ცოლი ძალიან მიყვარს, მომწონს და მგონია, რომ ძალიან ლამაზია. პოეტი მე არ ვარ, რომ ლექსი დავუწერო, ან მხატვარი, რომ დავხატო. ერთადერთი, კამერაა ჩემს ხელში და შემიძლია, გადავუღო. ეს თუ ვინმეს აღიზიანებს, დიდად არ მაინტერესებს.
– ბევრი ქართველი ქმარი ამბობს, ცოლს მოკლე კაბას არ ჩავაცმევო, შენ – პირიქით.
– თუ მოკლე კაბას ჩაიცვამს, მაშინ ჩემი ცოლი სხვას მოეწონება. ის სხვა ჩემს ცოლს მოხიბლავს და მასთან წავა? თუ იმაზე ვიფიქრე, რომ ჩემი ცოლი სხვასთან წავა, საერთოდ აღარ მინდა ის ცოლი. ეს შეკითხვა ერთხელ მაინც რომ დავუსვა ჩემს თავს, მაშინვე გავშორდებით.
ანნა: მოკლე არ ჩაიცვა კი არა, ცოტა გრძელ კაბას რომ ვიცვამ, არ მომწონსო, მეუბნება (იცინის).
– მეთერთმეტე წელია, ერთად ხართ. არადა, დათოს მექალთანის იმიჯი ჰქონდა
– არა მარტო იმიჯი (იცინის). ხომ ხედავ, ყველგან დავყვები. ამაშია ჩემი წარმატების ფორმულა (იცინის). დღეს აღარ მგონია, რომ ეს ძალიან დიდი დროა, მაგრამ ათ წელს რომ ვუახლოვდებოდით, ძალიან უცნაური შეგრძნება მქონდა. ჩემი ცხოვრების მესამედი დათოსთან ერთად ვარ. ყოველთვის იდეალური ვერ იქნება ურთიერთობა, მაგრამ მთავარია, ცოლ-ქმარმა დრო ჭიდაობაში არ გაატაროს. ურთიერთობა ბრძოლა არაა და როცა ამას აცნობიერებ, მერე ყველაფერი მარტივად ეწყობა.
– როგორ აღნიშნეთ ათი წლისთავი?
– მიუნხენში ვიყავით „ქოლდფლეის“ კონცერტზე. ბილეთები  დაბადების დღეზე მაჩუქა და კონცერტის თარიღი ჩვენი ათი წლის იუბილეს დაემთხვა. მეგობარმა მითხრა: ნახე, ერთი გასროლით ორი კურდღელი მოკლაო (იცინის).
დათო: წელიწადში 365 დღეა და 400 ანაობა (იცინის). გაბუტული ვარო, იტყვის და მიზეზს რომ ვკითხავ, დღეს ანაობა იყო და არ მომილოცეო, მპასუხობს. არ მთავრდება არასდროს ეს დღესასწაული (იცინის).
– როგორ განებივრებს დათო?
ანნა: ჩვენი ურთიერთობის „დრაივი“ თავიდან ბოლომდე დათოა. სულ ვფიქრობ, რომ მისი ენერგია ამოუწურავია. ძალიან უყვარს სიახლეები. ვცდილობ, მის ცეცხლს მოვუფრთხილდე. არცერთი დღე ამ წლების განმავლობაში, მოსაწყენი არ ყოფილა. მაგალითად, უცებ შეიძლება, მითხრას, ხვალ ჩინეთში მივდივართო (იცინის). მომწონს ჩემი თავი ისეთი, როგორიც დათოსთან ერთად ვარ.
დათო: ეს ყველაფერი მაინც ხომ იმიჯია, რომ მაგრები ვართ და არაფერი გვაწუხებს. სინამდვილეში ჩვენც ჩვეულებრივი ადამიანები ვართ და ჩვენი ჭირვეულობები გვაქვს. ანნა  ჩემს მანკიერებებსა და ჭრილობებს აგვარებს და წამლობს. ცდილობს, რომ ჩემი „დრაივი“, რომელიც ასე მოსწონს, არ ჩაქრეს.
– რა ჭირვეულობის გამკლავება უწევს?
– ზოგჯერ ცოტა უხასიათო ვარ. ლამაზი გოგო რომ გაივლის, შეიძლება, თვალი გავაყოლო, როცა ანნაც იქაა და ამაზე უხერხულობა არ შემექმნას. ანნა გამომხედავს და მეტყვის, ცოტა ბევრი მოგივიდაო (იცინის). ან შეგეშალა, კარგად დააკვირდი ან, სულაც, მართლაც ლამაზი გოგოაო.
– ანნა, ძალიან ჯანსაღად უყურებ დათოს წინა ურთიერთობებს...
ანნა: ისე ვუყურებ, როგორც არის. სხვებს თითქოს უნდათ, ამაში კიდევ რაღაც დაინახონ.  მგონია, რომ ყველაფერს მარტივად უნდა შეხედო.
დათო: ვგიჟდები ჩემს ყოფილ ცოლებზე. ცხოვრების ბოლომდე მათი მეგობარი ვიქნები და ყოველთვის მეყვარებიან.
ანნა: ლოგიკურად რომ მივუდგეთ, დათოს მათთან რომ ნდომოდა ყოფნა, ხელს ვერაფერი შეუშლიდა. რადგან დღეს ეს მოცემულობა გვაქვს, რაღატომ უნდა ვიჩიჩქნო წარსულში?! ორი არაჩვეულებრივი მეუღლე ჰყავდა, რომლებთანაც ორი არაჩვეულებრივი შვილი ჰყავს. ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, ამ ურთიერთობაში მე მოვედი. ის რომ გავიცანი, უკვე ორი ცოლი ჰყავდა და მე ეს აბსოლუტურად უპრობლემოდ მივიღე, რადგან ისინიც არაჩვეულებრივები არიან. აი, ახლა, რომ აღმოვაჩინო, პარალელურად, კიდევ ჰყავს ცოლი, ეგ უკვე სხვა საქმეა (იცინის).
დათო: თუმცა, მაგის მოგვარებაც შეიძლება (იცინის).
ანნა: გულწრფელად მჯერა, რომ ყველაფრის მოგვარება შეიძლება, მაგრამ ამის შნო უნდა გქონდეს.
– ღალატის მოგვარებაც შეიძლება?
– ჩემთვის ნებისმიერი ტიპის ღალატი მიუღებელია. მეორე საკითხია, როგორ დავალაგებთ პრიორიტეტებს. ღალატი მუხანათობაა და თუ აღმოვაჩინე, რომ ნებისმიერ ურთიერთობაში მიღალატეს, ის ადამიანი ჩემთვის აღარ არის ის, რაც იყო.
დათო: ღალატი გონებაში ხდება და არა სასქესო ორგანოებში. ეს სამყარო სწორხაზოვანი არაა. შეიძლება, ადამიანს არც შეეხო, მაგრამ ცოლს მასთან უღალატო, ან პირიქით. ასეთი ზღვარი არ არსებობს. ამიტომ, მე აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, რომ ანნასთვის არასდროს მიღალატია.
ანნა: დედას შეიძლება, ბავშვის დატოვება მოუწიოს, იმიტომ რომ, ისევ ის არჩინოს. ეს ხომ არ ნიშნავს, რომ შვილი არ უყვარს და ცუდი დედაა?!  არცერთ ფაქტს არ უნდა უყურო ერთი მხრიდან. ამის გამო, შეიძლება, ბევრმა ქალმა ჩამქოლოს, მაგრამ კაცის ბუნება პოლიგამიურია, ქალის უფრო – მონოგამიური. ჩემთვის ბევრად უფრო ამორალურია მოღალატე ქალი, ვიდრე – კაცი. თუმცა, ორივე მიუღებელია.
– დათო, ანნამაც რომ იგივე თქვას, ღალატად მხოლოდ გონებით ღალატი ითვლებაო?
დათო: ჩვენს ურთიერთობაში თამაშის წესებს თვითონ ვქმნით. ჩვენი სიამოვნებები და უფლება-მოვალეობები გვაქვს. თუ რაღაც არასტანდარტულადაა, ეს აბსოლუტურად ჩვენი საქმეა. ღალატი ისაა, თუ მე ანნას ზურგსუკან, მუხანათურად მოვექცევი.
ანნა, აპატიებდი თუ არა ღალატს საყვარელ ადამიანს?
– არავინ თქვას – არასოდეს. ძალიან ბევრ რამეზე, წლების წინ აბსოლუტურად სხვა შეხედულებები მქონდა, მაგრამ დროსთან ერთად, ყველაფერი იცვლება. ჩვენ ვვითარდებით და შესაძლებელია, ერთმანეთს ვაპატიოთ  ის, რაც შეგვეშალა. გააჩნია პრიორიტეტებს. ფემინისტებს დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ხომ შეიძლება, რომელიმე ქალისთვის ფეტიში იყოს თუნდაც ის „ნასკის“ გახდა და ამის გაკეთება სიამოვნებდეს? ძირითადად, ეს არ სიამოვნებთ, მაგრამ პირიქითაც ხომ შეიძლება (იცინის). ეს იმ ადამიანის პრიორიტეტია. ბევრ ქალზე გამიგია, ქმარს ღალატი არ აპატია, იმიტომ რომ, შეეშინდა, რას იტყოდა მისი ოჯახი და მეგობრებიო. ამ დროს იმ ქალს შეიძლება, უნდა კიდეც, რომ აპატიოს.
დათო: ეგრე, ანნას ქორწინებიდან პირველი-ორი წელი, ეგონა, რომ მივატოვებდი.
ანნა: ყოველ დილით პანიკური შიშით ვიღვიძებდი და დაფეთებული ვყვიროდი: დათო! სულ მეგონა, რომ მტოვებდა (იცინის).
დათო: ჰოლივუდში წავიყვანე. წარმოიდგინე, ოკეანის სანაპიროზე, სასტუმროში ვართ. გავიღვიძე და ვხედავ, ცოლს სძინავს. იაპონური სამზარეულო უყვარს ძალიან და ვიფიქრე, პირველი დილაა და სანამ გაიღვიძებს, წავალ და საყვარელ კერძებს მოვუტან-მეთქი. ახლოს არაფერი იყო და ავტომობილით ცოტა შორს წავედი. მოვდივარ, ხელში სუშები მიჭირავს, კარს ვაღებ, ოთახში შევდივარ და მესმის ჩემი ცოლის ღრიალი. ძირს გდია სრულიად შიშველი და ღრიალებს. მივვარდი, რა მოხდა, რა გჭირს-მეთქი და მეგონა, რომ დამტოვეო, მეუბნება (იცინის). დატოვება რომ მდომოდა, თბილისში დაგტოვებდი, ჰოლივუდში რატომ წამოგიყვანდი-მეთქი (იცინის).
ანნა: ახლა ძალიან მეცინება, მაგრამ ფაქტია, რომ მაშინ ეგ განცდა მქონდა (იცინის).
скачать dle 11.3