კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

№45 „კამელინი“ – საუკეთესო იმუნომოდულატორი, რომელიც თავიდან აგვაცილებს სიმსივნის რეციდივსა და მეტასტაზების განვითარებას

თათია ფარესაშვილი ნათია უტიაშვილი

როგორც ცნობილია, ქართული წარმოების პრეპარატი „კამელინი” - უძლიერესი ანტიოქსიდანტია. ანტიოქსიდანტები ორგანიზმის ჯანმრთელობაში გადამწყვეტ როლს ასრულებენ. ანტიოქსიდანტი მოლეკულათა ჯგუფია, რომელიც ხელს უშლის ან ანელებს სხვა მოლეკულების დაჟანგვის პროცესს. ორგანიზმში ჟანგვითი პროცესები ბუნებრივი სასიცოცხლო აუცილებლობაა, თუმცა, ამ პროცესს თან ახლავს, ეგრეთ წოდებული, „თავისუფალი რადიკალების“ წარმოქმნა. თავისუფალი რადიკალები იწვევენ ჯაჭვურ რეაქციას და აზიანებენ უჯრედებს. სწორედ უჯრედების დაზიანება იწვევს ორგანიზმში არასასურველი მოვლენების განვითარებას, სწრაფ დაბერებას და დაავადებებს, როგორიცაა კიბო, გულსისხლძარღვთა სისტემისა და სხვა პათოლოგიები. თავისუფალი რადიკალების სიჭარბე დამღუპველად მოქმედებს ორგანიზმზე, მათი დიდი რაოდენობა განაპირობებს ნორმალური ფიზიოლოგიური პროცესების შეფერხებას. მიუხედავად იმისა, რომ საკვები პროდუქტები შეიცავს ანტიოქსიდანტებს, მაგალითად, თაფლს დიდი ხანია, იყენებენ მედიცინის სხვადასხვა სფეროში, მაგრამ სამამულო თაფლის პროდუქტი საინსტილაციო ფორმით ჯერ არ ყოფილა წარმოდგენილი. პრეპარატი „კამელინი“ თაფლიდან გამოყოფილი ნახშირწყლების ფრაქციიდან მიიღება და ძლიერი იმუნომოდულაციური თვისებებით გამოირჩევა. „კამელინის“ 2-3 კაფსულა სრულიად უზრუნველყოფს ორგანიზმის ანტიოქსიდანტურ მოთხოვნებს.
 გარდა ამისა, პრეპარატ „კამელინის“ იმუნომოდულატორული და ანთების საწინააღმდეგო მოქმედება კარგად არის ცნობილი. აქედან გამომდინარე, ისეთი დაავადებების მკურნალობაში, როგორიცაა მუხლის, მენჯ-ბარძაყის, მხრის სახსრის ართროზი, ბურსიტი, ტენდოვაგინიტი, სპონდილოზი, დისკოპათიები და სხვა, მნიშვნელოვანია იმუნური სისტემის ნორმალიზაცია და ანთებითი პროცესების კუპირება, ამ მხრივ, „კამელინის“ გამოყენება კომპლექსურ თერაპიაში შესანიშნავ შედეგს იძლევა. „კამელინის“ გამოყენება დისკების რეგენერაციის პროცესს უწყობს ხელს.
 27 სექტემბერს, ქალაქ ლვოვში გაიმართა „კამელინისადმი“ მიძღვნილი სამეცნიერო-პრაქტიკული სემინარი. რეგიონული ექიმების დიდი ინტერესის გამო, უახლოეს მომავალში ანალოგიური სემინარები ჩატარდება უკრაინის ყველა რეგიონში. ალექსანდრ ტაცკი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი, ონკოლოგი და ფონდ „კამელინ-უკრაინის“ პრეზიდენტია. როგორც ცნობილია „კამელინს“ თავის პრაქტიკაში უკვე იყენებენ უკრაინელი ექიმები, რადგან მისით მიღწეული შედეგებით განსაკუთრებულად კმაყოფილები არიან.
ალექსანდრ ტაცკი:
„კამელინის“ დარეგისტრირებისთანავე უკრაინაში გაიმართა სამეცნიერო კონფერენცია. უკრაინელი ექიმების წინაშე მოხსენებებით წარდგნენ ექიმები საქართველოდან, რომლებიც მონაწილეობდნენ პრეპარატ „კამელინის“ კლინიკურ კვლევებში სხვადასხვა მიმართულებით. ამის შემდეგ დავიწყეთ „კამელინის“ აქტიური გამოყენება სხვადასხვა დაავადების მქონე პაციენტებში, მათ შორის, მძიმე დიაგნოზის – სიმსივნეების დროსაც. საოცრად კარგი შედეგების საფუძველზე გაჩნდა დიდი ინტერესი - აღნიშნული ფაქტები დადასტურებული იყო კლინიკური კვლევებით. შეირჩა კიევის რამდენიმე კლინიკა, სადაც განხორციელდა მაღალი სანდოობის, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი კლინიკური კვლევები სამი მიმართულებით: სარძევე ჯირკვლის კიბოს პროფილაქტიკა, ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტები და საშვილოსნოს ყელის პირველი და მეორე ხარისხის დისპლაზიები.
– როგორი იყო კლინიკური კვლევების შედეგად მიღებული დასკვნები?
– ქრონიკული ბაქტერიული პროსტატიტების დროს მკურნალობაში „კამელინის“ ჩართვამ, საკონტროლო ჯგუფთან შედარებით, სტატისტიკურად უკეთესი კლინიკური შედეგი გამოავლინა. სარძევე ჯირკვლის კიბოს შემთხვევებში „კამელინი“ ეფექტური აღმოჩნდა იმუნური ზედამხედველობის გაძლიერებაში. ეს დაგვეხმარება, რომ თავიდან ავიცილოთ სიმსივნის რეციდივი და მეტასტაზების განვითარება. საშვილოსნოს ყელის პირველი და მეორე ხარისხის დისპლაზიების დროს კი, პრეპარატი „კამელინი“, აჩქარებს ადამიანის პაპილომავირუსის ელიმინაციას ფერტილური ასაკის ქალებში და მისი ჩართვა გამართლებულია ეტიოპათოგენეზურად.
რაც შეეხება „კამელინის“ მალამოს, ის გამოიყენება დამწვრობის დროს. მისი, როგორც იმუნომოდულატორის გამოყენება, ძალიან კარგია, არა მარტო სიმსივნური დაავადების მიმდინარეობისას, არამედ მისი თავიდან აცილების მიზნითაც. ანუ, კიბოს საწყისი ეტაპის „გამოპარვის” შემთხვევაში, „კამელინი“ ძალიან კარგად მოქმედებს ავადმყოფზე და იწვევს დაავადების მომავალი განვითარების შეფერხებას. შესაბამისად, მისი გამოყენება სიმსივნის დასაწყის სტადიაზე დიდი ეფექტურობით გამოირჩევა. ასევე, ეფექტურია „კამელინის“ გამოყენება ოპერაციის შემდგომ პერიოდში, ჭრილობების შეხორცების, ორგანიზმის ზოგადი მდგომარეობის გასაუმჯობესებლად, ვაგინალური ინფექციების,  მათ შორის – ბაქტერიული, ვირუსული, სოკოვანი გენეზისის, საშვილოსნოს ანთებითი დაავადებების, საშვილოსნოს ყელის ეროზიების სამკურნალოდ. ასევე, პროქტატების, სწორი ნაწლავის ნახეთქების, ჰემორეის დროს.
კახა შარაშიძე (მეზღვაურთა სამედიცინო ცენტრი, ქირურგი-ოფთალმოლოგი): მოულოდნელად გავხდი ავად, საქმე გვქონდა უცნაურ დაავადებასთან – ყოველდღე ჩნდებოდა ახალ-ახალი გამონაყარი და მემატებოდა ტემპერატურა. თავიდან დავიწყე ფიქრი, რომ ეს არ იყო უბრალო გაციება და შესაბამისი, გამოკვლევები ჩავიტარე. ანალიზების პასუხები ნორმალური იყო, მხოლოდ შარდში იყო ცილა მომატებული. რაც შეეხება გამონაყარს, ის აღმოჩნდა დაუდგენელი ეტიოლოგიის. დავიწყე სიმპტომური მკურნალობა, თუმცა მდგომარეობა დამიმძიმდა, მუშაობაც არ შემეძლო. ფაქტობრივად, არანაირი იმედი არ მქონდა. დაახლოებით ნახევარი თვე გავიდა, ტრადიციული მედიცინიდან თითქმის არაფერმა მიშველა. ანტიბიოტიკებიც არაფერს აკეთებდა და ჩემმა დამ მირჩია, დამეწყო „კამელინის“ ინიექციებით მკურნალობა. პირველი ინიექციიდან, დაახლოებით 3-4 დღეში, თავი უკეთ ვიგრძენი, სიცხემაც დამიწია. დაახლობით 10 დღის შემდეგ დამეტყო უკეთესობა, დავიწყე სამსახურში სიარული. მთლიანი კურსის ჩატარების შემდეგ, თავს ჯანმრთელად მივიჩნევ. სწორედ „კამელინის“ დამსახურებაა, რომ გამოვჯანმრთელდი. „კამელინის“ წყალობით, უკვე სრულიად განკურნებული ვიყავი, როცა შევიტყვე, რომ აღნიშნული დაავადება ყოფილა ჰანტავირუსი. დღეს ამ პრეპარატის შესახებ ბევრი რამ გავიგე. ვიცი, რომ მას ხშირად იყენებენ ონკოლოგიური დაავადების დროს. ახლობლებისგან, პაციენტებისგან მსმენია, რომ მისი დახმარებით, ონკოლოგიური პაციენტების გარკვეული ნაწილი, პრაქტიკულად, გამოჯანმრთელებულია. ყველაზე ცუდ შემთხვევაში კი, „კამელინი“ ონკოლოგიურ პაციენტებს უმსუბუქებს სიცოცხლის ბოლო დღეებს, კვირებს, ან თვეებს და ისინი ამქვეყნიდან ტკივილის გარეშე მიდიან. „კამელინის“ მადლობელი ვარ და უკვე ჩემს პაციენტებშიც ვიყენებ „კამელინს“ სხვადასხვა დაავადების დროს.
P.S. „კამელინი“ იყიდება ყველა აფთიაქში! გაიცემა ურეცეპტოდ! „კამელინთან“ დაკავშირებულ საკითხებზე დარეკეთ: 2-98-57-78; 2-93-20-87; 2-98-62-25 (ოფისი); 2-71-04-80; 2-22-26-68; 599 33 10 89; 597-76-97-40. მისამართი: ძმები ზუბალაშვილების ქუჩა ¹49.
скачать dle 11.3