კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2017 (159)
ოქტომბერი 2017 (231)
სექტემბერი 2017 (261)
აგვისტო 2017 (212)
ივლისი 2017 (233)
ივნისი 2017 (265)

№45 ვირუსული ინფექციების მართვის სტანდარტი კლინიკა „მზიურიმედში”

თათია ფარესაშვილი ნინო კანდელაკი

კლინიკა „მზიურიმედი” არის მრავალპროფილური ამბულატორია, რომელიც წამყვან სპეციალისტებს ერთ სივრცეში აერთიანებს. კლინიკის კონცეფცია მთლიანად მორგებულია დატვირთული ადამიანების გრაფიკზე – ექიმთან ვიზიტზე მისვლა 22:00 საათამდეა შესაძლებელი.  კლინიკა ფოკუსირებულია აქტუალურ და ფართოდ გავრცელებულ დაავადებებსა და მიმართულებებზე მედიცინაში. კლინიკის ერთ-ერთი  ძირითადი მიმართულებაა პედიატრია, რადგან ბავშვთა ასაკში სწორად წარმართული მკურნალობაა ჯანმრთელი მომავლის გარანტი. პედიატრიასთან ერთად, „მზიურიმედი” ერთ სივრცეში აერთიანებს სხვადასხვა დარგის ცნობილ, წამყვან სპეციალისტებს: რევმატოლოგიაში (პაციენტებს კონსულტაციებს გაუწევს მედიცინის დოქტორი – რიმა ახვლედიანი); ანგიოლოგიასა და სისხლძარღვთა ქირურგიაში (სისხლძარღვთა ქირურგი, ანგიოლოგი, პროფესორი – დავით ფარღალავა); ენდოკრინოლოგიაში („მზიურიმედის” ენდოკრინოლოგიური სამსახურის უფროსი, ირაკლი ფაღავა და მედიცინის დოქტორი, ენდოკრინოლოგი – მაია ხუბუა).
შემოდგომაზე მნიშვნელოვნად იმატებს ვირუსული ინფექციების გავრცელების სიხშირე. როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები პრევენციის მიზნით, რა ზომებს უნდა მიმართონ იმისთვის, რომ შვილები ხშირი ავადობისა და გართულებებისაგან დაიცვან, –  ამ საკითხებზე სასაუბროდ კლინიკა „მზიურიმედს” ვეწვიეთ და  სკოლამდელი და სასკოლო ასაკის ბავშვებში ვირუსული ინფექციებით გამოწვეულ შესაძლო ჯანმრთელობის პრობლემებზე, უფრო დაწვრილებით კლინიკა „მზიურიმედის” წამყვან პედიატრებს – თემურ მიქელაძესა და მედიცინის მეცნიერებათა დოქტორს, ინგა მამუჩიშვილს ვესაუბრეთ.

– ქალბატონო ინგა, შემოდგომის სეზონზე უმეტესად, რომელი პრობლემები იჩენს თავს?
– შემოდგომაზე იწყება სხვადასხვა ვირუსების აქტივაცია, რასაც ხელს უწყობს სეზონი და ბავშვთა თავშეყრა ერთ შენობაში. ეს ვირუსების გავრცელების შესანიშნავი პირობაა. განსაკუთრებით აქტიურდება მწვავე რესპირატორული ინფექციები, როგორც ზედა, ასევე ქვედა სასუნთქი გზების. ვირუსი ვრცელდება, ძირითადად, ჰაერწვეთოვანი გზით. ამიტომ, დიდი ყურადღება მართებს მშობელს, რათა ვირუსული ინფექციის სიმპტომებით ბავშვი სკოლაში ან ბაღში არ მიიყვანოს. ამით მშობელი თავიდან აიცილებს საკუთარი შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის გართულებასაც და სხვა ბავშვებსაც დაიცავს დასნებოვნებისგან. მშობლები ხშირად იყენებენ ტერმინს „ჩემი შვილი გაციებულია”, არ არსებობს ასეთი რამ, ყველა შემთხვევაში, საქმე გვაქვს ვირუსთან. თუმცა, ზოგიერთი ვირუსული ინფექციებიც შედარებით მარტივი, კლინიკური ნიშნებით მიმდინარეობს. მაგალითად, ლორწოვანი გამონადენი ცხვირიდან, წამოხველება, სუბფებრილური (დაბალი) ტემპერატურა, რომელსაც იწვევს ეგრეთ წოდებული, რინოვირუსები. მაგრამ  გრიპს ახასიათებს რთული კლინიკური სურათი: მაღალი ცხელება, თავის, კუნთებისა და ძვლების ტკივილი, ღებინება და ასე შემდეგ.
– ბატონო თემურ, როგორ ვრცელდება სეზონური გრიპი და როგორ უნდა მოიქცნენ მშობლები პრევენციის მიზნით?
– გრიპის გადაცემის ძირითადი მექანიზმი ჰაერწვეთოვანია. გადაეცემა ხველით, ცემინებით, ვირუსით დაბინძურებულ საგნებთან ან ზედაპირთან შეხებით. რაც შეეხება პრევენციას, სახლშიც და ბავშვთა დაწესებულებაშიც, თითქმის ერთი და იგივე ჰიგიენის ნორმები გვაქვს დასაცავი. იმისთვის, რომ არ მოხდეს ვირუსების გავრცელება, საჭიროა ბავშვი მივაჩვიოთ ხელების ხშირ დაბანას. ხშირად უნდა განიავდეს სასწავლო ოთახები, ტემპერატურული რეჟიმი უნდა იყოს დაცული 20-22 გრადუსამდე, ტენიანობა 60-65%. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, რომ დაცემინების შემთხვევაში, გამოიყენოს ერთჯერადი ხელსახოცი, რომელიც აუცილებლად ნაგვის ყუთში უნდა ჩააგდოს. თან, უნდა იქონიოს საკუთარი წყლის ბოთლი. აუცილებელია ჯანსაღად, დაბალანსირებულად ვკვებოთ ბავშვები. დავიცვათ სწორი ძილის რეჟიმი, ვაგრძნობინოთ სითბო და სიყვარული, შევუქმნათ სასიამოვნო გარემო. აუცილებელია მეტი ფიზიკური აქტივობა და ჰაერი. რაც მთავარია, დროულად ჩავუტაროთ როგორც გეგმიური, ასევე მოსალოდნელი ეპიდემიების საწინააღმდეგო პროფილაქტიკური აცრები – მაგალითად, გრიპის ვაქცინა, რომელიც სასურველია ნოემბრის შუა რიცხებამდე გავუკეთოთ.
– რამდენ ხანს არის გადამდები ვირუსი გრიპით დაავადებული ადამიანისგან?
– უმეტეს წილად გრიპიანი ადამიანისგან ინფექცია გადამდებია დაავადების სიმპტომების გამოვლენამდე ერთი დღით ადრე და გამოვლენიდან, დაახლოებით 5-7 დღის განმავლობაში. ბავშვები ჩვეულებრივ, 7 დღეზე მეტხანს არიან გადამდებები.
– ქალბატონო ინგა, რა სერვისს სთავაზობს პაციენტებს კლინიკა „მზიურიმედი”?
– სამედიცინო ცენტრი „მზიურიმედი” აერთიანებს კვალიფიციურ სპეციალისტებს პედიატრიული პრაქტიკით. ჩვენი გუნდში, პედიატრებთან ერთად, ისეთი
მომიჯნავე სპეციალისტებიც არიან, როგორიცაა: ალერგოლოგი, ყელ-ყურ-ცხვირის სპეციალისტი, ინფექციონისტი, ნევროპათოლოგი, დერმატოლოგი, ენდოკრინოლოგი, ორთოპედი. ასეთი პოლიპროფილური პედიატრიული გუნდი საშუალებას გვაძლევს, კომპლექსურად, ერთ სივრცეში, დროის დანაკარგის გარეშე, ეფექტურად ვმართოთ სხვადასხვა დაავადება და მათ შორის, რა თქმა უნდა, ვირუსული ინფექციებიც. ადგილზე ვატარებთ სეზონური გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინაციას. თანამედროვე სტანდარტების ფრანგული ტექნოლოგიით აღჭურვილი ლაბორატორია და უახლესი ულტრაბგერითი დიაგნოსტიკა, მნიშვნელოვნად გვეხმარება სწორი მკურნალობის სქემის შერჩევაში.
– ბატონო თემურ, რას ურჩევთ მშობლებს, სიმპტომების გამჟღავნებიდან რამდენ ხანში მიმართონ ექიმ პედიატრს?
– მშობლებს ყოველთვის ვურჩევ, დროულად მიმართონ ექიმ-პედიატრს, რადგან ყოველ სეზონზე ვირუსულ ინფექციებს ახასიათებს სხვადასხვა სპეციფიკური გართულება. დროული დიაგნოსტიკა (თუ საჭიროა, ლაბორატორიული და ინსტრუმენტული კვლევები) გვაძლევს საშუალებას, თავიდან ავიცილოთ ისეთი გართულებები, როგორიცაა: პნევმონია, ოტიტი და სხვა. „მზიურიმედში” უკვე ხელმისაწვდომია სერვისი: „ამბულატორიული ვიზიტი ბინაზე”. ჩვენი გუნდის პედიატრები ბინაზე ვიზიტისას, შეაფასებენ ბავშვის მდგომარეობას. თუ საჭიროდ ჩათვლიან, გაუკეთებენ აუცილებელ ანალიზებს, რაც კიდევ უფრო დაგვეხმარება სწრაფ რეაგირებაში. ასეთ შემთხვევებში, დროული და ადეკვატური მკურნალობა თავიდან აგვაცილებს გართულებას და ეს კი, შესაბამისად, შეამცირებს ანტიბიოტიკების არარაციონალურ გამოყენებას.
მისამართი: ჭაბუა ამირეჯიბის გზატკეცილი ¹6,
მესამე სართული
საკონტაქტო ტელ:
2 43 41 88; 599  43 41 88
ვებგვერდი: www.mziurimed.ge
facebook: mziurimed

скачать dle 11.3