კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 რატომ დაიწყო მაკლერობა ლევან ლელაშვილმა და რამდენჯერ გაიტაცეს ის ქუჩიდან იარაღიანმა ტიპებმა

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

ლევან ლელაშვილს საზოგადოება ზედმეტი სახელით – „კიჭათი“ უფრო იცნობს, ვიდრე ნამდვილი სახელითა და გვარით. ალბათ, ყველას ახსოვს მისი განსახიერებული პერსონაჟები იუმორისტულ გადაცემაში „პა-სეანსი“. ის ხომ  ერთადერთი გასართობი გადაცემა იყო იმ, ავბედით 90-იან წლებში და რომელსაც დიდი თუ პატარა, ერთნაირი ინტერესით ელოდა. ბოლო პერიოდში, ტელეეკრანზე კვლავ გამოჩნდა, თუმცა, გადაცემა მალევე დაიხურა და დღეს, ის მაკლერობით ირჩენს თავს.
ლევან ლელაშვილი: ძალიან საინტერესო ცხოვრება მაქვს გავლილი, თავისი წარმატებული და რთული პერიოდებით. თუმცა, შემიძლია, გამოვყო, განსაკუთრებულად იღბლიანი 20 წელი. 10 იღბლიანი წელი, როცა „გეპეის” სტუდენტი, ამავე სასწავლებლის თეატრის სცენაზე აღმოვჩნდი და „პა-სეანსის“ საუკეთესო 10 წელი. სტუდენტობის პირველი ორი წელი, ჩებურეკის ჭამისა და ლუდის სმის მეტი არაფერი მიკეთებია, ტყუილად დავჩერჩეტობდი (იცინის). თუმცა, ამ ჩებურეკის ჭამა-ჭამისა და ლუდის სმის ბრალია, მე რომ ცნობადი გავხდი (იცინის). ჩვენი ფაკულტეტის კომკავშირის მდივანი, ზურა გურგენიძე შემხვდა და მითხრა, ხომ არ იცი, ვინმე აქტიური სტუდენტი, თეატრალურ ნაწილში რომ გამოგვადგესო. არ ვიცი-მეთქი. დამაკვირდა და შემომთავაზა, მოდი, შენ სცადეო. მოკლედ, წამაკითხეს სპექტაკლიდან პატარა ტექსტი და გადაირივნენ, ამდენ ხანს სად იყავიო (იცინის). იმ დღიდან დაიწყო ჩემი წარმატება.
– თუ გახსოვს პირველი როლი?
როგორ არა! გამხდარი, აწოწილი, 55 კილო ვიყავი და ისე კარგად მოვირგე ნარკომანის როლი, ისე „ვიფხანებოდი“ სცენაზე, მერე მითხრეს, დარბაზიდან რომ გიყურებდით, ისე შევედით როლში, ჩვენც ტანს ვიფხანდითო (იცინის). ამ ნარკომანის როლმა დიდი წარმატება მომიტანა. მანამდე ვერც კი წარმოვიდგენდი, რომ მსახობის ნიჭი მქონდა. თეატრში ამიყვანეს და ძალიან ბევრი ქვეყანა მოვიარეთ. 1986 წელს, გერმანიიდან ჩამოვიდა მოყვარულთა თეატრის ასოციაციის პრეზიდენტი და მთელი საბჭოთა კავშირიდან „გეპეის” თეატრი აარჩია. 1986 წელს გერმანიაში ჩავედით ფესტივალზე და რომ დავინახე „მერსედესი“ და „პორშე“, თვალები შუბლზე ამივიდა (იცინის). საბჭოთა კავშირიდან ჩასული ბიჭი გერმანიაში, მაღაზიის ვიტრინებს რომ ვუყურებდი, მეგონა, სამოთხეში მოვხვდი. ფესტივალი მოვიგეთ და მიწვევები მივიღეთ ინგლისში, იაპონიაში, ამერიკაში. იქაც ჩავედით და სულ გადავირიე (იცინის). თან, ყველგან წარმატებას ვაღწევდით. მოკლედ, კომუნისტების დროს, საზღვრები რომ ჩაკეტილი იყო, მე წელიწადში სამჯერ კაპიტალისტურ ქვეყანაში მივფრინავდი. ამაზე მეტი იღბალი რაღა გინდათ? ამ თეატრში გავიცანი ცუცა, ჯაბა, ჯინო, ალეკო და შემდეგ, „მეორე არხისა” და საქართველოს ტელესივრცეში, პირველი იუმორისტული გადაცემის, „პა-სეანსის“ წყალობით, მთელმა საქართველომ გაგვიცნო. ცოლიც მოვიყვანე, შვილებიც გამიჩნდა. მოკლედ, ის ოცი წელი, კარგად „ვიგულავე“ და დღეს უმუშევარი ვარ.
– რაც ერთ-ერთ ტელევიზიაში სატირულ-იუმორისტული გადაცემა დაიხურა, რომლის წამყვანიც შენ იყავი, უმუშევრად დარჩი. გავიგე, მაკლერობა დაგიწყია და ამ საქმეში შენი ცნობადობაც გშველის...
– ოჯახს რჩენა ხომ უნდა? სატირულ-იუმორისტული გადაცემა მიმყავდა „იბერიაზე“, რომელსაც ერქვა „კიჭილიქსი“ და დაიხურა. დავრჩი სამსახურის გარეშე და დღეს ბროკერობით ვარ დაკავებული. სარეკლამო კომპანიაში ვმუშაობდი და ისე მოხდა, რომ იქ ჩემმა უფროსმა მითხრა, ბინა მაქვს გასაყიდიო. დავეხმარე, გავუყიდე. მერე, მეგობარმა კორპუსი ააშენა, იმას დავეხმარე ბინების გაყიდვაში და ასე, 20-30-მდე ბინა გავყიდე. ამაში, ჩემი ცნობადობა ხან ჭრის, ხან – არა, მაგრამ ნდობას იწვევს და შემოსავალიც არის (იცინის). ასე რომ, თუ „პა-სეანსს“ და სცენას შევადარებ, მაკლერობაში, ისეთი წარმატებული და ცნობადი არ ვარ (იცინის). თუმცა, მომგებიანი ბიზნესია და იღბალიც უნდა.
– სხვა საქმით ფულის შოვნა არ გიცდია? მაგალითად, ცნობად ადამიანს თამადობაში კარგ თანხას უხდიან.
– არა, არ მიცდია და ღვინის სმითა და თამადობით ფულის შოვნა არც გამომივა (იცინის). ერთხელ, სუფრაზე ვიყავი დაპატიჟებული და ჩემი კლასელი შემხვდა ჩოხაში გამოწყობილი. ვკითხე, შენ აქ რა გინდა-მეთქი და თამადა ვარ გამოძახებითო. არადა, წვეთს არ სვამდა და დღემდე ვერ ვხვდები, რაში უხდიდნენ ფულს (იცინის).
 – მართალია, რომ არაერთხელ „გაგიტაცეს“ იარაღიანმა ტიპებმა?
– „პა-სეანსი“ რომ გავიდა ეთერში, ყველა გვცნობდა. მანქანა არ მყავდა და ქუჩაში ფეხით მიწევდა გადაადგილება. უცხო ტიპები მაჩერებდნენ და ბევრჯერ, ხელის გადაგრეხითა და მანქანაში ჩატენვით ვარ გატაცებული (იცინის). მიმიყვანდნენ რესტორანში, მასმევდნენ, მაჭმევდნენ და გამომიშვებდნენ ხოლმე. პაროლი მქონდა, ცოლს დავურეკავდი და ვეტყოდი – გამიტაცეს... და, უკვე იცოდა, რაშიც იყო საქმე. არასდროს დამავიწყდება, პირველად რომ გადაგვიდგა წინ ვაკეში იარაღიანი, ნასვამი ტიპი. მე, ჯაბა და ლევანი ვიყავით და გადაგვეკიდა, არ მოგვეშვა, წამოდით რესტორანშიო. ხელების გრეხა-გრეხით და სიყვარულის ახსნით, შეგვიყვანა. 1990 წელია, საშინელი პერიოდი და კაციშვილი არ არის რესტორანში. დავჯექით, გასძახა მიმტანს: მარო, მოგვიტანე შამპანური. არ მოაქვს. ისევ გასძახა: შამპანური იქნება? პასუხი არ გასცეს და უცბად, ჯიბიდან დააძრო იარაღი და დაიწყო ჭერში სროლა: შამპანური მომიტანეთ, თქვენი დედაო... მაშინვე მოაცუნცულეს შამპანური. ჯაბამ, მე გავხსნიო.  ვერ გახსნა ხელით და დანა აიღო, გადავჭრი სახურავსო. ის ტიპი წამოხტა: ოპ, ოპ, მასე არ გახსნა, იფეთქებს და ხმაური არ მიყვარსო (იცინის). ერთი „აბოემა” დაგვაცალა თავზე და ხმაური არ მიყვარსო (იცინის). ჯგუფი „მხოლოდ შენ ერთს“ რომ არის, იქ იყო მეორე „კიჭა“ და ყველას ვეშლებოდით. ბევრჯერ უთქვამთ ქეიფზე, მოდი გვიმღერეო. ჯერ ვიბნეოდი და მერე ვხვდებოდი, სხვა „კიჭაში“ ვეშლებოდი. ერთხელ,  კულისებში ამომიდგა ბიჭი და მეუბნება: როგორ მიხარია, თქვენთან, ჯგუფში მიმიღესო. კარგია-მეთქი, მაგრამ ვერ მივხვდი, რა მითხრა. რომ მოაყოლა, ჯემალ ბაღაშვილმა მომისმინა და მიმიღოო, მერე მივხვდი. ერთ დღესაც, ჯემალ ბაღაშვილი მეუბნება: გილოცავ, სცენაზე მარტო ერთი „კიჭა“ დარჩი, მეორე „კიჭა“ ავარიაში მოხვდა და კბილები ჩაინგრია, დღეიდან „ნაკიჭარიაო“ (იცინის).
– ესე იგი, ავბედითი 90-იანი წლები, საკმაოდ მხიარულად, დროსტარებაში გაატარე. ასეა?
– ამ კითხვაზე, ერთი ამბავი გამახსენდა. ყველას უჭირდა მაშინ, საშინელი პერიოდი იყო. ვაკეთებდი ხინკლის რეკლამას, რომელიც ტელევიზიაში, დღეში 36-ჯერ გადიოდა და გაიძახოდნენ: „ხინკლის გამოძახება სახლში!“.  რეკლამის გაშვება, 4 კაპიკი ღირდა და რა ენაღვლებოდათ, ატრიალებდნენ და ატრიალებდნენ. მოკლედ, იმ გაჭირვებაში – რეკლამაში ხინკალი იხარშებოდა ქვაბში, მე კი გემრიელად ვკბეჩდი, ვჭამდი და ვიძახდი: იფ, იფ, უფ, უფ!.. მეზობლებს რომ არ ვეცემე, სახლში შუაღამისას შევდიოდი (იცინის). არადა, რამდენჯერ მშიოდა და რომ ვუყურებდი, ტელევიზორში როგორ ვჭამდი ხინკალს, ნერწყვები მდიოდა. ერთ დღესაც ამტკივდა კუჭი. მივედი ექიმთან და დიდი რიგია. შემხვდა ნაცნობი და მკითხა: უი, აქ რა გინდა, შენც დადიხარ ექიმთანო? შეწუხებულმა ვუთხარი: ხო, გასტრიტი დამიდგინდა-მეთქი. უცბად, ქალი წამოხტა: აბა, რა მოგივიდოდა, ამდენი ხინკლის თქვლამფა-თქვლუმფა-თანთქვლითო (იცინის).
скачать dle 11.3