კატალოგი
პოლიტიკა
ინტერვიუები
ამბები
საზოგადოება
მოდი, ვილაპარაკოთ
მოდა + დიზაინი
რელიგია
მედიცინა
სპორტი
კადრს მიღმა
კულინარია
ავტორჩევები
ბელადები
ბიზნესსიახლეები
გვარები
თემიდას სასწორი
იუმორი
კალეიდოსკოპი
ჰოროსკოპი და შეუცნობელი
კრიმინალი
რომანი და დეტექტივი
სახალისო ამბები
შოუბიზნესი
დაიჯესტი
ქალი და მამაკაცი
ისტორია
სხვადასხვა
ანონსი
არქივი
ნოემბერი 2020 (103)
ოქტომბერი 2020 (210)
სექტემბერი 2020 (204)
აგვისტო 2020 (249)
ივლისი 2020 (204)
ივნისი 2020 (249)

№45 კითხვა-პასუხი

თათია ფარესაშვილი ნონა დათეშიძე

კითხვა: ეფექტურია თუ არა კბილებისა და ღრძილების სპეციალური ძაფით გაწმენდა. დღეში რამდენჯერ არის რეკომენდებული და რომელი შევარჩიო?
პასუხი
: კბილების სპეციალური ძაფით გაწმენდა, ძალიან მნიშვნელოვანია ღრძილებისა და კბილების სიჯანსაღისთვის. ამ ჰიგიენური პროცედურის დღეში, მინიმუმ ერთხელ ჩატარება, ამცირებს ნალექის ოდენობას კბილებზე და ღრძილების დაავადებების განვითარების რისკს. არსებობს სხვადასხვა სახეობა: ცვილიანი, უცვილო, არომატიზებული, ნეილონისა და მონოფილამენტური. ცვილიანი ადვილად სრიალებს კბილების ზედაპირზე. ცვილის გარეშე კი მათთვისაა, ვისაც დიდი დაშორება აქვს კბილებს შორის. ნეილონის შეიძლება, მოხმარებისას დაიშალოს. მონოფილამენტური კი, უფრო ხარისხიანი და ძვირად ღირებულია. თანაც, მისთვის მიუწვდომელი ადგილი არ არსებობს.
კითხვა: მიყვარს გრძელი ფრჩხილები, თანაც, ისეთ სფეროში ვტრიალებ, საზოგადოებასთან ხშირი შეხვედრები მიწევს. ლამაზად მოვლილი, გრძელი ფრჩხილი, ადამიანის იმიჯის ნაწილია, თუმცა, იძულებული ვარ, ვატარო მოკლე, რადგან მალე მემტვრევა. თუ არსებობს საშუალება, რომლითაც ხელის ფრჩხილებს გავიმკვრივებ და გავიზრდი?
პასუხი
: გეთანხმებით, ჯანსაღი და ლამაზი ფრჩხილები ადამიანის იმიჯის ნაწილია.  სახლის პირობებში ფრჩილების მოსავლელად გამოიყენება სხვადასხვა სახის აბაზანები. მათ შორის, ყველაზე ეფექტურია, შემდეგი: ერთ ჭიქა თბილ წყალში, ჩაყარეთ ერთი სადილის კოვზი მარილი და ჩააწურეთ 1 ლიმონი. გააჩერეთ თითები 20-25 წუთი ამ ხსნარში. ეს პროცედურა გაიმეორეთ ყოველ მეორე დღეს, 2 კვირის განმავლობაში. ასევე, ფრჩხილების გამაგრებასა და გაჯანსაღებას ხელს უწყობს A, B, D ვიტამინი და კალციუმი. მათი მიღება შეგიძლიათ, როგორც საკვები პროდუქტებით, ასევე მედიკამენტების სახით. აგრეთვე, შეეცადეთ, რომ კვირაში ორი დღე მაინც დაასვენოთ ფრჩხილი და არ წაისვათ ლაკი.
скачать dle 11.3